Page 1 of 4

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 13:09
by Ketevan Guliashvili
1. რეგიონი:
გურია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ჩოხატაური -ოზურგეთი – ჩოხატაური - შუხუთი -თბილისი

დღე პირველი
უდაბნოს მამათა მონასტერი
ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი.

დღე მეორე
ოზურგეთი
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
ერკეთის დედათა მონასტერი
შუხუთი


3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მგზავრობა უფასო
საოჯახო სასტუმრო 10 ლარი /კვებით +5 ლარი/.


6. მონაწილეთა რაოდენობა

1. GAMARJOBA SAQARTVELO
2. Keti Guliashvili
3-4. Nini85 და მისი პლიუსი - მარიო
5. GAMARJOBA SAQARTVELO -ს პლიუსი - გივი.


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
GAMARJOBA SAQARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
740 კმ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:

4-5 კმ?

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:


12. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრისათვის შესაფერისი ჩაცმულობა.


13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს :
აკეთის მაცხოვარი
აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ასკანის ციხე
ბუკისციხის ციხე
დვაბზუს ეკლესია
დიმიტრი გურიელის სასახლე
ღომის ციხე

ჯუმათი, ჯიხეთი, აჭი, ლიხაური და სხვ.

14. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კარგი პირობებია, ყველგან იჭერს.

15. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
10 ქულა.

16. ამ გასვლის დაგეგმვლის ბმული:

http://karavi.ge/viewtopic.php?t=5908



გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 15:15
by Ketevan Guliashvili
შაბათს, 4 აპრილს დღის პირველ საათზე თბილისის გასასვლელთან შევიკრიბეთ და გორისაკენ დავიძარით, სადაც ნინის პლიუსი შემოგვიერთდა. გორამდე გოგას პლიუსის - გივის მანქანით ჩავედით.

საოცარი ქუჩებია გორში - დაკლაკნილი. რამოდენიმეჯერ ტე ფორმის გზაგასაყარს წავაწყდით, მარცხნივ საჭირო ქუჩა გრძელდებოდა ზიგზაგისებურად, ხოლო მარჯვნივ ახალი ქუჩა იყო. ასეთი რამ პირველად ვნახე და ცოტა გავხალისდი კიდეც.

გორში გავიცანით ნინის პლიუსი - მარიო, გერმანელი პოლიციელი, ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანი. მისი მანქანა უფრო ეკონომიური იყო, თანაც დიზელზე იყო, ადრევე შემოგვთავაზა რომ გასვლის საჭეთმპყრობელი ის იქნებოდა, ამიტომ მარიოს მანქანით განვაგრძეთ გზა. ფრთხილი მძღოლი გამოდგა და დინჯად გვატარა.

გოგას ერთი ასეთი თვისება აქვს, ირგვლივ ყველას აერთიანებს და რაღაცნაირ თავისუფალ გარემოს ქმნის სადაც ყველა შინაურულად გრძნობს თავს.

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:10
by Ketevan Guliashvili
გზაში უხვად დათოვლილ მთათა რიგი ფონად გასდევა წინ მწვანით მოსილ მინდვრებსა თუ ხეებს და საუცხოო პეიზაჟებს ქმნიდა, ზოგან ყაყაჩო გადაწითლებულიყო.

მარიო როგორც აღვნიშნეთ გზაში ძალზედ ფრთხილობდა ამიტომ იმ დღით უდაბნოს ნახვაღა მოვასწარით.

მანქანა მონასტრამდე 1იოდ კილომეტრში დავტოვეთ და ფეხით ავუყევით, მუხლი გავშალეთ და თვალწინაც საოცარი ხედები გადაიშალა.

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:11
by Ketevan Guliashvili
Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:15
by Ketevan Guliashvili
გამოჩნდა უდაბნოს მონასტერიც /უდაბნო დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს ამ შემთხვევაში/.

ახალი ეკლესია 2006 წელსაა აშენებული, მის ძირში, რამოდენიმე მეტრით დაბლა ძველი ეკლესიის კედელია შემორჩენილი.

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:20
by Ketevan Guliashvili
წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობი მონასტერი სარეაბილიტაციო ცენტრსაც წარმოადგენს, აქ ლოთობითა და სხვ. სენით დაავადებულები მკურნალობენ.

შესასლელში ხელმარჯვნივ კიბეები ადის და და ეს მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული კლდეში ნაკვეთი ეკლესია გვხვდება.

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:22
by Ketevan Guliashvili
ცოტა ხანში სიმღე-სიმღეით დავუყევით გზას.


Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:31
by Ketevan Guliashvili
უდაბნოს მონასტრის ერთ-ერთI კარის მონაკვეთები.

Image

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:31
by Ketevan Guliashvili
ნინი 85

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:38
by Ketevan Guliashvili
აქედან პირდაპირ ოზურგეთს მივაშურეთ სადაც საოჯახო სასტუმრო გვქონდა შეპირებული. ვივახშმეთ და დავისვენეთ.

საღამოხანს სტუმრად მარიკა კეჭაყმაძე გვესტუმრა. ვინც გურიის შარშანწინდელ გასვლაში იყო კარგად ეხსომება კეჭაყმაძეების გულუხვი ოჯახი. მარიკა გერმანულს მშვენივრად ფლობდა, ჩვენს სტუმარსაც ალექსანდრე ყაზბეგივით ვეხუმრეთ, გურიაში გერმანული ყველამ იცისო.

ამასობაში ლიტანიობა დაიწყო. საზეიმო წირვას საკათედრო ტაძარში დავესწარით.

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 16:44
by shoda1121
გაიმარჯვეს ქვემოურებმა!!!!

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 17:13
by Ketevan Guliashvili
shoda1121

ჰა, როგორი იყო ლელობურთი?

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 17:14
by Ketevan Guliashvili
აღდგომის დილა ძალიან ქართული გვქონდა. ქეიფი დილიდან დაიწყო:)

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 17:16
by Ketevan Guliashvili
მგონი პირველი ლაშქრობა იყო სადაც გოგას "ადექით, ადექით" არ დაჭირდა. დათქმულ დროს ყველა ფეხზე დავხვდით.

თავდაპირველად შემოქმედის ეკლესიისაკენ წავედით.

Image

გურია და შუხუთის ლელობურთი აღდგომას 4-5.05.2013

Posted: 06 მაი 2013, 17:18
by Ketevan Guliashvili
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსის სამრეკლო

Image