ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by avtokh » 15 აპრ 2013, 23:49

გადავავლე თვალი განვლილ ლაშქრობებს და აღმოვაჩინე, რომ ამ მარშუტზე მხოლოდ ერთი თემაა გახსნილი და ისიც შორეულ 2005 წელს და ამან უფრო გამიჩინა სურვილი გამეხსნა თემა. მართალია აქ არ დაგეგმილა ეს გასვლა, რადგან სრულიად სპონტანურად მოხდა მარშუტის შედგენა, ფაქტიურად ერთ დღეში.
იდეა კარველების კარგმა მეგობარმა სოფომ მომაწოდა, მე მხოლოდ მარშუტი მოვხაზე :)

მოკლედ დავიწყებ წერას როგორც წესია :)

1. რეგიონი:
შიდა ქართლი, გორის რაიონი;

2. მარშუტი:
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია;

3.გასვლის ხანგრძლივობა:
1 დღე;

4. ორგანიზატორი:
ყველა მონაწილე;

5.გასვლის მონაწილეები:
1.სოფო დათუკიშვილი (კარველთა კარგი მეგობარი და დიდი მოლაშქრე და ამავდროულად იდეის ავტორი :) );
2.Backi
3.თამო გახოკიძე
4.avtokh

6. მარშუტის სირთულე:
საშუალოსა და მარტივს შორის :) (თუმცა სულ აღმართებზე მიდის გზა, საწყის პუნქტსა და ბოლო წერტილს შორის თითქმის 1000 მეტრია სხვაობა, მარტივია იმდენად რადგან ფაქტიურად გრუნტის სამანქანო გზაზე მიდიხარ თითქმის ბოლომდე), არის კიდევ უფრო რთული გზაც, ატენის სიონიდან;

7. ფეხით გავლილი მანძილი:
15-16 კმ ორი მიმართულებით;

8. მგზავრობის ღირებულება:
დაახლოებით 9 გელა :) ;

9. მობილური კავშირი:
მაგთი და ჯეოსელი იჭერდა ყველგან (მხოლოდ მცირე მონაკვეთებზე იკარგებოდა სიგნალი);

10. რჩევები:
წასვლის მსურველებმა თან იქონიეთ სასმელი წყალი, რადგან სოფელს როგორც კი გასცდებით გზად არსად არ შეგხვდებათ, ასევე მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან ზაფხულში ან უბრალოდ მზიან ამინდში საკმაოდ მიიღებთ მზის სხივებს, ჯერ ქედის სამხრეთ ფერდობს მიუყვება გზა, შემდეგ კი სამხრეთისკენ უხვევს, ასე რომ მზე სულ მოლაშქრესთან ერთადაა :)

11. გასვლისთვის საუკეთესო დრო:
აპრილის მეორე ნახევრიდა ივნისის დასაწყისი და შემოდგომა. ზაფხულში უბრალოდ ძალიან სიცხე იქნება, რადგან გზის უმეტესი ნაწილი თაკარა მზეზე დადიხარ (ეს ჩემი აზრია და ისე ნებისმიერ კარგ ამინდშია შესაძლებელი წასვლა);

12. საყურადღებო ადგილები:
ტანას ხეობაში უხვადაა ეკლესია-მონასტრები და ციხე სიმაგრეებიც, დროის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოინახულოთ ატენის სიონი და ატენის დედათა მონასტერი, ასევე პატარ პატარა საყდრები, რომლებიც ბლომადაა გზად.

საკმაოდ კარგი მარშუტია ჯიპტურისთვისაც, თითქმის ბოლომდეა შესაძლებელი კარგი ჯიპით მისვლა.

ესეც მარშუტის რუკა:
Image
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by avtokh » 16 აპრ 2013, 00:23

როგორც ზევით დავწერე საკმაოდ სპონტანურად დაიგეგმა გასვლა, ერთ დღეში, უფრო სწორად ერთ საღამოში. ვინაიდან არცერთი არ ვიყავით ნამყოფი და შესაბამისად გზაც არ ვიცოდით, რუკაზე მოვხაზე მარშუტი (დაილოცოს maps.google.com და android-ის სისტემა :) ) და ყოველ შემთხვევისთვის წავიღე ელექტრონული რუკა.
დილით შევიკრიბეთ "ოკრიბას" ავტოსადგურის სიახლოვეს, თავიდან მინდოდა გორის სარეისო სამარშუტოს გავყოლოდით, მაგრამ backi-მ იძალავა, ტაქსით წავიდეთო და კეთილმა ტაქსის მძღოლმა ფაქტიურად სამარშუტოს ფასად ჩაგვიყვანა სოფ. ჭეჭელაანთუბნამდე, თან შეგვპირდა საღამოს დამირეკეთ და თბილისშიც წაგიყვანთო, ჩავიწერე მისი ნომერი, მაგრამ ჩემი ტელეფონი დღემდე ჯიუტად არ მიჩვენებს დამახსოვრებულ ნომერს :) ჩავედით დანიშნულების ადგილამდე და აღმოჩნდა, რომა სოფ. ჭაჭალაანთუბნიდან ფაქტიურად სამანქანნო გზა მიდის ბოლომდე, თუმცა ერთ ადგილას იყოფა გზა, ერთი მოკლეზე ადის აღმართ-აღმართ, მეორე ბორცვს უვლის ირგვლივ და ნაკლებად ციცაბოა, თუმცა უფრო ზრდის მანძილს.
გზად პირველი რაც გხვდება საკმაოდ კარგად კედლებშემორჩენილი ვერეს ციხეა, ავედით ციხეზე და დავლაშქრეთ. შემდეგ გავუდექით საბოლოო დანიშნულებისკენ გზას. გზად კი უამრავი მწვანე მდელო გვხვდებოდა არაჩვეულებრივი ხედებით, ხოდა რატომღაც ყველა ყველა მდელოზე დასაძინებლად იწევდა, მაგრამ ვინ აცდიდა ძილს ან წამოწოლას :) და დამადეს ვალი მდელოზე გამოძინების :D
მივადექით ბოლო აღმართს და დაგვხვდა ვიღაც გოგო :) როგორც მერე აღმოჩნდა molashqre.ge ასევე მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო დანახვისზე ამოსული, ასეა მთა მთას შეხვდებაო და მოლაშქრეები კიდე მთაშიო :) ცოტა შევისვენეთ და შევუთექით ბოლო აღმართს, რომელიც საკმაო ციცაბო იყო, თან სველი მიწა ფოთლებით იყო დაფარული და ალაგ-ალაგ ფეხი სრიალებდა სველ მიწაზე. აღმართის ბოლოს, ჩრდილში შემორჩენილი თოვლიც დაგვხვდა, რომელიც უხვად ამარაგებდა წყლით ფერდობს.
ავედით საყდართან და ირგვლივ გადაიშალა საოცარი ხედები ტანას ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. წავიფოტოგრაფეთ მშვენიერ ხედებზე, დავეშვით, ზოგი დავსრიალდით უკან, სხვა მოლაშქრეებთან ერთად გადვიღეთ სამახსოვრო ფოტო და გამოვეშურეთ ჯერ გორისკენ. გორში ახალი მისულები ვიყავით, ვიღაცამ აზრი გამოთქვა მატარებლით წავიდეთ თბილისშიო, ტაქსის მძღოლმა კი ეგრევე მოაბრუნა მანქანა და სადგურში მიგვიყვანა. მატარებლის ლოდინში მხიარულად გავატარეთ დრო, ხოლო მატარებელ #607 გორი-თბილისი კიდევ უფრო მხიარულად, მართალია მთელი გზა ფეხზე ვიდექით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მხიარულობაში და მგონი სხვებიც ავიყოლიეთ, ფარულად :))
ასე მხიარულად ჩამოვედით დედაქალაქს.
რამდენი ვწერე, კლავიატურას კვამლი ასდის :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by avtokh » 16 აპრ 2013, 00:38

Image
ვერეს ციხე
Image
ხედი ვერეს ციხიდან
Image
სულ მაღლა დანახვისის წმ. გიორგი მოჩანს
Image
ხედი ტანას ხეობაზე დანახვისიდან
Image
Image
ასეთი აღმართი ადიოდა საყდრამდე
Image
Image
დანახვისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI ს)
Image
Image
გზად გადაღებული პანორამები
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by shoda1121 » 16 აპრ 2013, 16:02

მშვენიერი გასვლა გაგიკეთებია. .kml .gpx ფაილი რომ დაგედო რომელიმე ჯობდა ისე :)

ბოლო ნაწილი მოსრიალების შანსი იყო თუ უბრალოდ ტალახია?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by avtokh » 16 აპრ 2013, 16:30

shoda1121 wrote:მშვენიერი გასვლა გაგიკეთებია. .kml .gpx ფაილი რომ დაგედო რომელიმე ჯობდა ისე :)

ბოლო ნაწილი მოსრიალების შანსი იყო თუ უბრალოდ ტალახია?
ტალახი არაა, უბრალოდ მიწაა სველი და თან საკმაოდ ციცაბოა, ბილიკი მიდის, მაგრამ ფეხი ცურავს სველ მიწაზე. ნაწვიმარზე ან ტალახიანზე ჩათვალე ან საერთოდ ვერ ახვალ იმ ბოლო მონაკვეთს ან ზალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდება.

kml. მაქვს, ორონდ ბოლოსკენ, უშუალოდ დანახვისის ციცაბოს დასაწყისში გამოვრთე ჩემი gps. ამ ფოტოზე კი ბოლომდე გავაკეთე გზის ნახაზი.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია

Post by shoda1121 » 16 აპრ 2013, 16:52

ვნახე ჯეოლენდის საიტზეა ტრეკი.
http://geoland.ge/ge/free-maps
ბოლო 250მ სიმაღლე უნდა აიღო დაახლ. 700მ-ში
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]