იდეა კარველების კარგმა მეგობარმა სოფომ მომაწოდა, მე მხოლოდ მარშუტი მოვხაზე

მოკლედ დავიწყებ წერას როგორც წესია

1. რეგიონი:
შიდა ქართლი, გორის რაიონი;
2. მარშუტი:
ვერეს ციხე, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია;
3.გასვლის ხანგრძლივობა:
1 დღე;
4. ორგანიზატორი:
ყველა მონაწილე;
5.გასვლის მონაწილეები:
1.სოფო დათუკიშვილი (კარველთა კარგი მეგობარი და დიდი მოლაშქრე და ამავდროულად იდეის ავტორი

2.Backi
3.თამო გახოკიძე
4.avtokh
6. მარშუტის სირთულე:
საშუალოსა და მარტივს შორის

7. ფეხით გავლილი მანძილი:
15-16 კმ ორი მიმართულებით;
8. მგზავრობის ღირებულება:
დაახლოებით 9 გელა

9. მობილური კავშირი:
მაგთი და ჯეოსელი იჭერდა ყველგან (მხოლოდ მცირე მონაკვეთებზე იკარგებოდა სიგნალი);
10. რჩევები:
წასვლის მსურველებმა თან იქონიეთ სასმელი წყალი, რადგან სოფელს როგორც კი გასცდებით გზად არსად არ შეგხვდებათ, ასევე მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან ზაფხულში ან უბრალოდ მზიან ამინდში საკმაოდ მიიღებთ მზის სხივებს, ჯერ ქედის სამხრეთ ფერდობს მიუყვება გზა, შემდეგ კი სამხრეთისკენ უხვევს, ასე რომ მზე სულ მოლაშქრესთან ერთადაა

11. გასვლისთვის საუკეთესო დრო:
აპრილის მეორე ნახევრიდა ივნისის დასაწყისი და შემოდგომა. ზაფხულში უბრალოდ ძალიან სიცხე იქნება, რადგან გზის უმეტესი ნაწილი თაკარა მზეზე დადიხარ (ეს ჩემი აზრია და ისე ნებისმიერ კარგ ამინდშია შესაძლებელი წასვლა);
12. საყურადღებო ადგილები:
ტანას ხეობაში უხვადაა ეკლესია-მონასტრები და ციხე სიმაგრეებიც, დროის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოინახულოთ ატენის სიონი და ატენის დედათა მონასტერი, ასევე პატარ პატარა საყდრები, რომლებიც ბლომადაა გზად.
საკმაოდ კარგი მარშუტია ჯიპტურისთვისაც, თითქმის ბოლომდეა შესაძლებელი კარგი ჯიპით მისვლა.
ესეც მარშუტის რუკა:
