ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 17:13

1. რეგიონი:
ახმეტის რაიონი (ახშანი, მატანი, ქორეთი) და თელავის რაიონი (ფშაველი)

2. მარშუტის დასახელება:

მარშუტი: ფშაველი (წყაროსთავის წმ. გიორგი, კოხტა ღვთისმშობელი)-ახშანი (საჩინოს ეკლესია, ბზიანა, გორიჯვარი)-ქორეთი (წმ. თევდორე)-მატანი (ერელაანთ საყდარი)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
1 დღეში ეს მარშუტი უფრო ჯიპების გასავლელი გამოდის და რთულიცაა, წყალიცაა გადასავლელი მკვეთრი აღმართებიც; ჩვენ ავტოტური მოვაწყვეთ და 2ხიდიანების და ჯიპების დახმარება გამოვიყენეთ ახშანში და ფშაველში

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15-20 ლ.

6. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი: shoda1121


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახმეტა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
350კმ-მდე; (უნდა აღინიშნოს რომ ახშანი რადგან მეორედ ჩავსვით მარშუტში 15კმ წინ და უკან გამოვიდა მაგრამ ესე გვირჩევნოდა)

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მიუხედავად 2ხიდინი მანქანების დახმარებისა ცოტა ფეხით დაგვჭირდა მაინც; ქორეთში 500მ. წყაროსთავში მანქანა მიდის პირდაპირ; ახშანში სატვირთოთი ავედით და ისე ფეხით შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს; ფშაველი 2.5კმ იქნება კოხტა ღვთისმშობელი; ერელაანთზეც მიდის მანქანა;


11. რუკა, ტრეკი:
მოგვიანებით დავდებ;


12. გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება ინახოს:
2დღიანზე მაგალითად:
ალვანის სამება, ცხრაკარა და ნათლისმცემელი.
მატნის ცხრაკარა, ბატონის სასახლე
თორღვა-პანკელის ციხე ზემო ხალაწანიდან ან მაღრანის ტყეში ქეიფი :)
13. საუკეთესო სეზონი სანახავად:
ნებისმიერი; გამორჩეული ბუნებაა ფშაველში; ახშანში გამორჩეული ძეგლები; მატანი ყველა კუთხით განსაკუთრებულია

14.
ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ფშაველი (წყაროსთავის წმ. გიორგი, კოხტა ღვთისმშობელი): განსაკუთრებულზე განსაკუთრებული ბუნება, ეკლესია გალავანი; ტყე საბანაკე და საქეიფო ადგილები;
ახშანი:
1) საჩინოს ეკლესია: ტყეში მთის წვერზე უზარმაზარი ზომის ეკლესია, საკურთხეველზე ამავალი კიბე, ნახევრად მონგრეული გუმბათი, ძველ-ქართული წარწერები; მართლაც განსაკუთრებული ძეგლი სასწრაფოდ მისახედია;
2) ბზიანა: საჩინოს ეკლესიიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ხალხური მხატვრობის ულამაზესი ფრაგმენტებია შემორჩენილი; საჭიროებს მიხედვას;
3) გორიჯვარი: შესასვლელში ფრესკები, კარგი ბუნება, კარგი ხედი, საქეიფო ადგილი; ქვევრები
ქორეთი (წმ. თევდორე)
საყდარი, სამრეკლო. კოშკი; და უამრავი ქვევრები!
მატანი (ერელაანთ საყდარი) : უძველესი მოხატულობა და განსაკუთრებული ძეგლი ულამაზეს მინდორზე და სოფელში;
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 17:22

http://geoah.ge/index.php?do=full&id=89
2 განსაკუთრებული ადგილი, ულამაზესი ტყე, სტორის ხეობის ულამაზესი ძეგლები


ფშაველი:
ფშაველის თემის კულტურული ძეგლები
by khatuna markozashvili —

კოხტაღვთისმშობელი
ისტორიული ანსამბლი კოხტაღვთისმშობელი, რომელიც ჭიჭაკვის სიღრმეშია, თავისი ღირსებით სცილდება საქართველოს ფარგლებს. მას ადრე შუა საუკუნეებს (VII-IX სს) მიაკუთვნებენ.
კოხტაღვთისმშობელი ბაზილიკური ეკლესიაა, რომელსაც თასმასავით შემოსალტვია მედიდური, ქვითკირის მტკიცე ზღუდე, რომელიც ჯერ კიდევ თოფის იარაღის შემოღებამდეა აგებული, რადგან მასში მეისრეთა სადგომებია დაყოფილი.
გალავნის შიგნით, ფეოდალის სასახლის ნანგრევევი, ერთი დიდი და ორი მომცრო ეკლესიაა განლაგებული, ერთ-ერთ საკურთხეველს თავზე გამოთლილი ჯვარი ესვენა, რომელიც შემდგომში დაიკარგა.

სასწაულმოქმედი რძე (ლეგენდა)
კოხტაღვთისმშობელზე ლეკთა ერთ-ერთი თავდასხმის დროს, დედა აკვანში ბავშვს ძუძუს აწოვებდა. ამ დროს მომხდურს მისი შვილისათვის ყელი გამოუჭრია. მოგუბებულმა რძემ იარა. . .იარა . . . და მთელი ნაგებობა გაიჟღინთა ამ რძით. დედა აკვანს ძედ დააკვდა.საუკუნეების მანძილზე ერთი კედლიდან მუდმივად წვეთავდა თეთრი ფერის სითხე, რომელზედაც ამბობდნენ, რძე ჩამოდისო. ძუძუგამშრალი და უშვილო დედები აქ მოდიოდნენ, ლოცულობდნენ, შესაწირი მოჰქონდათ და სასწაული ხდებოდა.

წყაროსთავ წმინდა გიორგი
ფშაველი-ლალისყურის მთაზე დაცული წყაროსთავ წმინდა გიორგის ეკლესია, ოთხი სადგომისაგან შედგება: „მისალოცი“, „მთავარი სამლოცველო“, „დედათა სენაკი“ და „საკუჭნაო“. ეკლესიაში გვხვდება მთავრულით შესრულებული წარწერები.

ეკლესია ბაზილიკური სტილისაა. იგი თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

იოანე მახარობელი
ქედის დაღმა იოანე მახარობლის უგუმბათო ეკლესია დგას.

მლოცავი ჯერ იოანე მახარობელს დაუნთებს სანთელს, ილოცებს და დაადგება წმინდა გიორგისთან მიმავალ ბილიკს.

Image
Last edited by shoda1121 on 11 აპრ 2013, 17:57, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 17:27

სანამ ჩემს სურათებს დავდებდე http://geoah.ge/-ს სურათები:

Image

Image

Image

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 17:56

წყაროსთავის წმ. გიორგი

Image

Image

კოხტა ღვთისმშობელი

Image

Image



Image

Image



Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:01

ახშანი:
საჩინო: გრანდიოზული ძეგლი რომელიც ცუდ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს შველას!!!

http://info.2you.ge/index.php?option=co ... &Itemid=87


საჩინოს ეკლესია სოფელ ზემო ხოდაშნიდან (ახმეტის რაიონი) დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ჩაწერილი ჯვრის ტიპის ტაძარი XIII -XIV სს მიჯნაზე უნდა იყოს აგებული. გვაქვს საქტიტორო წარწერაც. ამჟამად ტაძარს თითქმის მთლიანად ჩამოქცეული აქვს გუმბათი და კამარები, სანახევროდაა ჩამოშლილი კონქიც. მიუხედავად დაზიანებისა ძეგლს მონუმონეტურობა ჩამონგრვის შემდეგაც არ დაუკარგავს და ერთ-ერთი საუკეთესოა მისი წრის ძეგლთა შორის. მის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით გ. ჩუბინაშვილის „კახეთის ხუროთმოძრვრებაში“, სადაც ტაძრის მიმოხილვას ახლავს ფოტომასალა, რომელიც 1934 წელსაა გადაღებული, ჩვენი ჯგუფი კი ადგილზე გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ძველი და ახალი მონაცემების შედარებამ აჩვენა, რომ დაზიანების დინამიკა ძალიან სწრაფია. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა ერთი თვალის შევლებით სიმყარის შთბეჭდილებას ტოვებს, ამ სამოცი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სპეციალისტის აზრი:
ხელოვნებათმცოდნე პროფესორი დიმიტრი თმანიშვილი მიიჩნევს, რომ საჩინოს ტაძარი საჩქაროდ გასამაგრებელია. რესტავრაციას გაადვილებს ის ფაქტი, რომ უკვე აღდგენის პროცესშია ამავე ჯგუფის ფუძნარის ტაძარი. საჩინოს შემთხვევაში ერთადერთი სირთულე შეიძლება მისი რთულად მისადგომი მდებარეობა იყოს.

ვიკი:

საჩინის მონასტერი — XIV საუკუნის I ნახევრის მონასტერი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის მარცხენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. ამჟამად დანგრეულია, ჩამონგრეულია გუმბათი. მონასტერი შემოღობილია დაბალი გალავნით.
ეკლესია გუმბათიანია, გეგმით კვადრატული (14,2X14,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, აგურითა და შირიმის ქვით. გუმბათქვეშა ბურჯები და საბჯენი ტარები, აფრები, გუმბათის ყელი, აფსიდის ზედა ნახევარი და შესასვლელთა წირთხლები შირიმისაა. დანარჩენი შიგნითა ნაწილები კი ნაგებია რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით. აგურის წყობით გამოყვანილია აფსიდის ქვედა ნახევარი, სარკმლის ღიობები, კედლები შეწყვილებულ სარკმლებს შორის და ტაძრის დასავლეთ ნაწილში მდებარე თაღები. შენობა გარედან მთლიანად მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა ფილებით.
ტაძარი ამჟამად ძალზედა დაზიანებულია: ჩამოშლილია აფსიდის კონქი და ჩრდილოეთ მკლავის კამარა. გარედან ჩამონგრეულია აღმოსავლეთ მკლავის ზედა ნაწილი, აქა-იქ ლავგარდანი და კუთხეები. გუმბათიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ერთი წირთხლი. მთლიანადაა დანგრეული კარიბჭეები.
ეკლესიას შესასვლელები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ჩრდილოეთი შესასვლელის წინ კარიბჭე ყოფილა, რომელიც ამჟამად დანგრეულია. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული. ჩრდილოეთი შესასვლელი შიგნით სწორკუთხაა, კარიბჭის მხრიდან შეისრულთაღოვანი.
ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი ერთმანეთის ტოლი მკლავი უაფსიდოა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრშიც შეისრულთაღოვანი სარკმელია. მსგავსი ორ-ორი სარკმელია დანარჩენ მკლავებშიც. აფსიდის წინ ბემაა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იგი გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით, რომლისგანაც თითქმის აღარაფერიღაა შემორჩენილი. საკურთხევლის გვერდებზე გეგმით კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთაგან საკურთხეველს მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება. ორივე სადგომი გადახურულია შეისრული კამარით და განათებულია აღმოსავლეთის კედელში დატანებული თითო სარკმლით. სადიაკვნეს ჩრდილოეთ კედელში 1,2 მეტრის სიმაღლეზე, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე არსებულ ოთახებში ასასვლელია.
ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ეყრდნობა ოთხ ნახევარწრიულ თაღს. თაღები კი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ, გეგმით ჯვაროვან ორ ბოძს.
ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა (5,5X7 მ) ნატეხი ქვით ნაგები კარიბჭეა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭე შეისრული კამარითაა გადახურული. კარიბჭეში ორი აკლდამაა.

ფოტო: ვიკი

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:31

კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი-ს ფოტოები:

Image





Image


Image



Image



Image





Image



Image




Image



Image




Image




Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:33

ჩემი ფოტოები:

Image


Image


Image


Image



Image


Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:36

ბზასაყდარი

ბზასაყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში. აქ ერთ ნაგებობადაა გაერთიანებული 2 ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო და ერთი გაურკვეველი დანიშნულების სათავსი.
ე კ ლ ე ს ი ა დარბაზულია (6,8X4,7 მ), რომელსაც სამხრეთიდან თანადროული ეგვტერი ეკვრის. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები მობათქაშებულია ეკლესიის საკურთხეველში და დარბაზის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მხატვრობის ფრაგმენტები.
ე გ ვ ტ ე რ ი ეკლესიაზე ოდნავ მოკლეა (5,1X3 მ) და მას წყობის გადაბმით უკავშირდება. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი.
ს ა მ რ ე კ ლ ო სამხრეთით მდგარ ეკლესიაზე დასავლეთიდანაა მიშენებული. იგი ორსართულიანი ყოფილა. გეგმით თითქმის კვადრატულია (4,5X4,7 მ)
ჩრდილოეთით მდგარი ე კ ლ ე ს ი ა დარბაზულია (8,8X5 მ), უაფსიდო, თავდაპირველ ეკლესიაზე ოდნავ გრძელია და სამრეკლოს ჩრდილოეთი კედლის ნაწილსაც ფარავს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიას ცალფერდა სახურავი ჰქონია.
ს ა თ ა ვ ს ი (4,6X3,1 მ) ჩრდილოეთით მდგარ ეკლესიასა და სამრეკლოს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი ყველაზე გვიანაა აგებული. ნაშენია ნატეხი ქვით - ტლანქად. კედლები შემორჩენილია ნახევარი მეტრის სიმაღლეზე.
ასევე შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები, წრიული მოხაზულობის დაბალი გ ა ლ ა ვ ნ ი ს ფრაგმენტები. გალავანს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:38

ახმეტის რაიონის კულტურის ცენტრის ფბ გვერდი შეგიძლიათ დაალაიქოთ და იქ მოცემულია ინფორმაცია და ფოტოები უცნობი ძეგლების; და ხდება განახლება;

https://www.facebook.com/pages/%E1%83%9 ... tos_albums
Last edited by shoda1121 on 12 აპრ 2013, 11:16, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:38

კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი-ს ფოტოები:

Image




Image

Image



Image


Image


Image


Image


Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:39

ჩემი ფოტო:
ახშნის გორიჯვარი

Image


ახშნის გორისჯვრის ეკლესია — კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 700 მ-ზე, მთის ერთერთ ტოტზე. კომპლექსში შედის ეკლესია, სამლოცველო, ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა და გალავანი.
ე კ ლ ე ს ი ა სამნავიანი ბაზილიკაა (13,5X10,5 მ). განეკუთვნება IX საუკუნის II ნახევარს. გვიანი გადაკეთებების შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. XV-XVI საუკუნეების გადაკეთებების შედეგად მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, როგორც ბაზილიკის, ასევე აგებიდან მოგვიანებით მიშენებული გარშემოსავლელის ინტერიერი. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.
ს ა მ ლ ო ც ვ ე ლ ო (6,8X4,3 მ) ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან დგას. განეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს, ძლიერ დაზიანებულია. მოგვიანებით სამლოცველოს დასავლეთ ნაწილზე სამრეკლო დაუშენებიათ.
გ ა ლ ა ვ ა ნ ი გეგმით თითქმის სწორკუთხა მოხაზულობისაა, შემორჩენილია ფრაგმენტების სახით, გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და სამხრეთის კედლის გასწვრივ შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:46

ქორეთის წმ. თევდორე:
ახმეტის რაიონის კულტურის განყოფილებიდან ბატონი ელდარ ჭიჭიაშვილი გაგვიძღვა და დაგვათვალიერებინა;

Image


Image

Image

Image



Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:47

და ბოლოს ულამაზესი ერელაანთ საყდარი: ა კლასის ძეგლი უძველესი, სადაც კარავი უკვეა ნამყოფი;

ერელაანთ ეკლესია — V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივ, ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდა აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი 8-წახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავის კამარა ამჟამად აღდგენილია.


Image


Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by shoda1121 » 11 აპრ 2013, 18:55

აღსანიშნავია რომ გარდა ერელაანთ საყდრისა დანარჩენი ძეგლები კარავისთვის უცხოა; სასურველია თუ უფრო მეტი ადამიანი მოინახულებს; ამ ადგილებში განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს, საოცრად სტუმართმოყვარე, განსაკუთრებული მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარა, ბატონ ელდარს და ახმეტის რაიონის კულტურის ცენტრს და რა თქმა უნდა, ბატონ გელას (ფშაველის რწმუნებულს), ბატონ ლუკას და ყველას ვინც ახშანში, ფშაველში თუ მატანში ხელი გაგვიმართა :)

სოფელ ახშნის მიმდებარე ძეგლებს განსაკუთრებით საჩინოს ძალიან განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, ჩვენ ყველა ძალიან გული გვატკინა იმან რომ ეს ბუმბერაზი ტაძარი ასეთ დღეშია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის აღდგენაზეც იფიქრებს! და ასევე ის ხალხი რომელმაც ეს გრანდიოზული ძეგლი ააშენა!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

nikea
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 17 სექ 2009, 15:10
Location: tbilisi
ფშაველი-ახშანი-მატანი-ქორეთი 09.04.2013

Post by nikea » 12 აპრ 2013, 14:28

ძალიან საინტერესო ძეგლები გინახავთ, მაგრა მწყდება გული, რომ ვერ შევძელი წამოსვლა! :(
me var gza.......

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]