Page 1 of 2

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 03 მარ 2013, 23:51
by GT.ge
1. კოჯორი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კოჯორი-ქოროღლის ციხე-მამათა მონასტერი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
უმარტივესი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
0,50-1,00 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1. marambika
2. datoforesti
3. GT.ge
4. ლაილალ (თუ შემეშალა, ჩამისწორეთ)
5. marambika + (ნინი)
6. marambika + (სოფო)
7. marambika + (სოფო+)
8. marambika + (თამუნა)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
კოჯორი, კოდა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
20კმ+20კმ=40კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
8-9 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
კოჯრი ტყე;

12. საბანაკე ადგილები:
სოფლის განაპირა ადგილებში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ შემინიშნავს. სოფლი ეზოებში ექნებოდათ.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოსახერხებელი, ტალახამტანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. ეკალგამძლე ქურთუკი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მზის სინათლეზე მთელი წელი...

16. რისკები, საფრთხეები:
თუ ცენტრი არ დაკარგე, არაფერი.

პ.ს. თემა გავხსენი marambika-ს დაჟინებული თხოვნით.

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 03 მარ 2013, 23:58
by marambika
ძალიან ვიხალისეეეეე და კარგიიი გასვლაც გამოვიდააა...... სურატებს ველიიიიი ფორესტისგან :roll:

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 01:06
by datoforesti
ერთი დღისთვის მაქსიმალურად კარგი გასვლა იყო. სავსე ვარ დადებითი ემოციებით...:)

ამინდი ფოტოებისთვის მთლად კარგი არ იყო:(

Image
camping by Davit Chachanidze, on Flickr


Image
_MG_7086 by Davit Chachanidze, on Flickr

Image
_MG_7224 by Davit Chachanidze, on Flickr

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 01:12
by datoforesti

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 01:17
by datoforesti
Image

Image

Image

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 01:18
by datoforesti
Image

Image

Image

Image[/img]

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 01:21
by datoforesti
დანარჩენი ხვალ:)

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 11:49
by GT.ge
საკმაოდ თბილი, ხალისიანი გასვლა გამოვიდა.
ამინდში ძალიან გაგვიმართლა...
ვინაიდან მხოლოდ მე ვიყავი ქოროღლის ციხიდან მამათა მონასტერში ჩასული, თავს უფლება მივეცი და პაწა გავაექსტრიმ-გავალაშქრე ერთი მარტივი კოჯრი გასვლა... ზემოდან (ქვემოდანაც) უკიდურესი მარცხენა მხარე დავიჭირეთ და უბილიკოდ ვიარეთ ტყეში... უკანა გზაზე ნაშალი ქვები გადავიარეთ დამრეც ფერდობზე...
შიგადაშიგ იყო დახვეწილი იუმორი, ფოტოსესია, თბილი მზერა, კმაყოფილი სახეები, კისკისი, ცუცნაობა, გორაობა, ბზრიალი...

მადლობა იდეის ავტორს, ორგანიზატორს, ყველა მონაწილეს. ;)

datoforesti
მშვენიელარულია.
ყოჩაღ!

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 13:15
by marambika
გუშინ გაგვიმართლა ..... დღე დაიწყო მშვენივრად....
როგორც ყოველთვის - დააგვიანესს :lol:
პირველი მე და datoforesti მივედით დანიშნულ ადგილას(პრეტენზიებს არ ვიყოთ). ასე დაგვიანებულები გავეშურეთ სიცივისგან გაყვითლებული ავტობუსისკენ...ჰოდა, ჩავსკუპდით 8 კაციიიიი და ჰერი, ჰერიიიი კოჯრისკენა.... ზოგს ციოდა, ზოგიც არ იმჩნევდა თავი მხნედ ეჩირა გზაში..... (ჩემი ჩათვლით). ჩამოგვსხა ავტობუსმა და ისეთი სიტუაცია იყოოო აი, გული რომ გულობს და ქადა რომ ორი ხელით იჭმება... აი, ზუსტად მასეთი.... ბევრი ვიარეთ ტყლაპოსა და ტალახში... თოვლი შიგადაშიგ გვხვდებოდა ფერდობებზე... გზად შევიარეთ თეთრ პატარა და ლამაზ წმინდა გიორგის მამათა მონასტერში(ცოტა ვილოცეთ..). ჩანთები იქვე მივყარეთ და გავეშურეთ ქოროღლოს ციხის დასაპყრობად :lol: მოკლე აღმართზე ყოჩივარდები, ფურისულები და ენძელები გვებილიკებოდნენ.... ჩამტვრეულ, ჩაღუნულ კიბეზეეე.... გოგოებს ბიჭებმა გვიშველეს და მოკლედ, რომ ვთქვათ გოგოები ავბობღდით ბიჭების დახმარებით.... ციხიდან ულამაზესი ხედიიიი იშლებოდა, მოჩანდა კუმისის ტბა და ქალაქ რუსთავს ირგვლივ მოვლებული ტრამალებიიი.... ზოგგან ამოსულიყო ბალახი და ბიბინებდა მწვანედ... კლდე ქარაფებზე ნისლი იწვა.... ცოტაც და წამოფერფლა, თოვლის ფანტელეფი გაოფლილებს სახეზე გვეღიტინებოდნენ.... მოკლედ, ისე ვყვიროდით ექოს ძახილით დაიღლალნენ კლდე-მთები. შემდეგ, ისევ ჩამოვბობღდით გოგოები ციხიდან ყოჩივარდებდაკრეფილები.... გზადაგზა ვტოვებდით კვალსს ყვავილებისას(გვიცვიოდა ხე3ლებიდან...) :lol: შემდეგ ტყეში ჩავგორდით და გავეშურეთ მამათა მონასტრისკენ რომელიც ორმოცი წმინდანის სახელობის იყოოოო... (ზუსტად არ მახსოვს, მომეშველეთ) ვიცინ, ვიკისკის, ვიხტუნავეთ ბარდებში... ვიგორევეთ ნეშომპალით გამოტენილ ტყეში და ასე ჩავაღწიეთ მონასტრამდე.... დავათვალიერეთ იქაურობა და ციდან წამოფერფლილ ფანტელებს წამიერიიიი დუმილით თავაწეულებიიი შევყურებდით. ხალიჩადგაფენილ ფოთლებზე, მონასტრიდან ახლოს, მივჯექით ჯირკებზე და გავშალეთ ჩვენი მდიდრული სუფრაც.... სასმელი არ გვაკლდა: ლუდი, წითელი ღვინო, არაყი (თან პიტნანარევი) იფ, იფ, იფ რაც ძალიან მომეწონა მე პირადად. შევგვაპროწიალა ცოტა-ცოტა არაყის სურნელმა და ასე ხალისით ამოვუყევით არა ნაბილიკარს არამედ, ტყის ციცაბოოო ფერდობს. შემდეგ კიდევ ვიკისკისეთ და ვიკოტრიალეთ ტყეში.... ყვავილებიც ვკრიფეთ და ორ გუნდადაც გავიყავით. ერთი ჯგუფი სხვა მხარეს წავიდა მეორენი სხვა მხარეს წავედით. ნაშალ კლდოვან-ქვოვან კედელზეც ვიარეთ და ამოვაღიეთ ჭინჭრით დასუსხულებმა მაღლა სამშვიდობოს..... მიხარიხართ და მიყვარიხართ თქვენი ერთგული marambika :P
გააგრძელეთ..... (ავტობუსის ლოდინით)

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 13:17
by marambika
მადლობა ლამაზიიიიიი სურათების "დაყრისთვის" დავით გმირი ხარ :D

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 13:33
by GT.ge
მონიტორინგის სამსახურის ლამაზი თანამშრომლის მობილურის მელოდია ვინმემ ხომ არ დაიმახსოვრეთ?

marambika
შენიშვნა: - მე, არსად, არასდროს ვაგვიანებ. ;)

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 13:35
by GT.ge
პ.ს. დიდის მოწიწებით... "ფოტოგრაფებმა" ფოტოები ატვირთეთ (რომლებსაც ჩვენთვინ გაიმეტებთ) და ბმული დადეთ, თუ შეიძლება.

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 23:02
by datoforesti
Image

Image

Image

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 23:15
by datoforesti
ესაა პიტნის არაყი წვენი არ გეგონოთ:)

Image

Image

Image

Image

კოჯორში ქოროღლო და ყოჩივარდების საძებრად-3 მარტი

Posted: 04 მარ 2013, 23:39
by marambika
ეს, სურათებიიი როდის გადამიღეთ... ყოჩაღ დავით....
ისე, ბმულიიი დადევიიი მერეეეე, მაინც სასხვათაშორისოდ ვამბობ :lol: