Page 2 of 2

სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Posted: 10 აპრ 2006, 13:04
by ilia
კაია, როდესმე მეც დავდებ ჩემს გადაღებულებს.

სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Posted: 10 აპრ 2006, 15:49
by Nika
მისის რობინსონი ახლა იქაა. მობილურით ვცდილობდი გამეკვლია მაგათთვის გზა. ჯერ გადასახვევს გაცდნენ და დმანისში მივიდნენ (იქეთ სხვა დმანისი ყოფილა კიდე). მარა მერე დამირეკა რარაც ტბასთან ვართო და ეგრევე მივხვდი რომ სწორი "ტბაა". ახლა უკვე ადგილზე არიან მგონი.

სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Posted: 10 აპრ 2006, 16:42
by Gvalva
რა მაგარია!!

ესეც ავენისი 2!! :lol:

ხომ იცით შემდეგი ვინ დარეკავს სამღერეთიდან ;)

სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Posted: 12 აპრ 2006, 15:50
by Mrs. Robinson
დიდი მადლობა კარავს და განსაკუთრებით ნიკას!
გავედით ორშაბათს ძალიან დაუგეგმავად იმ იმედით, რომ რომელიმე თქვენგანს დაგიკავშირდებოდით და გზაში დავაზუსტებდით მარშრუტს..... ასეთი მეგზურობა ნიკამ გაგვიწია, ჩვენ სოფების სახელებიც კი არ ვიცოდით. თუმცა ბოლომდე კარგად ვერ გავუგეთ ერთმანეთს....

Gvalva
ახლა ისე მივანიშნებ ჩვენს შეცდომაზე, რომ აღარავის შეეშლება...
ყურადღებით იყავით, რომ ჭივჭავის შემდეგ სამხრეთით პირველივე გადასახვევს არ გასცდეთ :!: სულ ესაა :!:
ჩვენ გავცდით და მივადექით მომდევნო გადასახვევს, საიდანაც ისევ სამხრეთით და გზის მარცხნივ კარგად მოჩანს სამკუთხა ტბა და სოფ. ლიპი. (ეს შემდეგ გვითხრეს, აბრები იშვიათად შეგხვდებათ). ამ ტბამ შეიტანა გაუგებრობა "კარვის თბილისის ოფისთან" საუბრისას და იმის მაგივრად უკან დავბრუნებულიყავით, გზა გავაგრძელეთ :( თან იმედი გვქონდა, რომ ვინმე სულიერი, რომელიმე ენაზე სულერთია, მიგვასწავლიდა სწორ გზას. ამ ვინმეს ძებნაში მივადექით პატარა დმანისის გადასახვევს და სოფ. ალექსეევკას. ვიპოვეთ ის ვინმეც, ერთდროულად სამ ენაზე მოლაპარაკე, კაააარგად დავაზუსტეთ მარშრუტი და დავბრუნდით უკან. ამ ამბავზე კარგად ვიმხიარულეთ.......

ასე მივადექით მშვენიერ სამღერეთს. მანქანა ჩვენც სოფელში დავტოვეთ. გზა ერთმა აჭარელმა ახალგაზრდა კაცმა მიგვასწავლა. რა ხანია აქეთ არავინ ჩამოსულა, არადა გუშინაც რესტავრატორები მოვიდნენო. (სავარაუდოდ ეს რესტავრატორები თქვენ ხართ :roll: ). ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს პატარა გორაკიდან ისეთი სილამაზე გადაიშალა, რომ გავჩერდით და სიამაყით ვუმღერეთ ჩვენს ლამაზ ქვეყანას....
უღრუბლო დღე, მადლიანი ადგილი, ირგვლივ კი იის სურნელი.... კაი ხანს გავჩერდით...
ძეგლი სასტიკად დაზიანებულია. კედლები წაქცევაზეა....

ამის შემდეგ მარშრუტი შევცვალეთ და მივაშურეთ სამშვილედეს.....
პირღებული კი სამწუხაროდ აღარ მოესწრებოდა.... :wink:
ამაზე კი შემდგომში და სხვაგან.................
დიდებული დღე გამოგვივიდა............... :D

სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Posted: 06 ივნ 2009, 17:46
by Tamari-ch.
აქედან ფიტარეთში გადასვლა შესაძლებელია?