სამღერეთი, 9 აპრილი, 2006
Posted: 09 აპრ 2006, 17:42
2006 წლის 9 აპრილს შედგა გასვლა სამღერეთის ნამონასტრალის სანახავად, სოფელ სამღერეთეის მახლობლად, თეთრიწყაროს რაიონში. მისი ნახვა გვირჩია გიორგი ბაგრატიონმა. დიდი მადლობა გიორგის, ნამდვლად საუცხოო ადგილას ვიყავით.
სამღერეთი თეთრიწყაროს შემდეგაა, თბილისიდან 70 კმ-ში. თეთრიწყაროს შემდეგ სოფელი ჭივჭავია, რომლის შემდეგ უნდა გადაუხვიოთ სამხრეთით. ჯერ გაივლით სოფელ იფნარს, შემდეგ კი მიდაგებით სოფელ სამღერეთს სადაც ნახევარო სომხური მოსახლეობაა, მეორე ნახევარი კი 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლებულები.
ნამონასტრალი აჭარლების უბნის შემდეგაა, სოფლიდან სულ რაღაც 500-600 მეტრში. თუმცა ისეა ჩადგმული მთის კალთებში, რომ სანამ ახლოს არ მიხვალ არ ჩანს. მანქანები ჯობია სოფლის განაპირას დატოვოთ და ფეხით გაიაროთ ის 500-600 მეტრი. ორხიდიანი მანქანით შეიძლება მონასტრამდე მისვლაც, მაგრამ ღირს კი მშვენიერ გარემოში მცირე მანძილის ფეხით გავლაზე უარის თქმა?
ნამონასტრალში შედის ორსართულიანი სასახლის ნანგრევი, თავად ტაძარი, სამრეკლო და სხვა ნაგებობები. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. მათი რესტავრაცია დაიწყეს 1989 წელს თუმცა სულ მალე, სრულიად გასაგები მიზეზების გამო შეაჩერს და დღემდე აღდგენითი სამუშაოები არ განახლებულა.
სოფლიდან მონასტრამდე გზა აჭარელმა "ახალმოსახლემ" მიგვასწავლა, უფრო სწორედ, გამოგყვა და გვაჩენა მონასტერი. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იქ მცხოვრებ აჭარლებს ყველას ნახვა უხარიათ ვინც კი ამ სოფელში ჩავა და მონასტრით დაინტერესდება. მნახველი კი, სამწუხაროდ, იშვიათად ჩანს....
მონასტერთან საუცხოო წყაროა, ამიტომ წყალი შეგიძლიათ არ წაიღოთ თან.
დატალურად თუ როგორ მოხვდეთ სამღერეთის მონასტეში ნახეთ გიორგი ბაგრატიონის მიერ მოწოდებულ რუკაზე
სამღერეთის მონასტრის კორრტინატებია (მათთვის ვისაც ჯპს-ი აქვს)
lat - 41.49763126
long - 44.41498522