გორი ატენი უფლსციხე ქვახვრლი ამიალხვრის ციხე სხვილო 23.12.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
გორი ატენი უფლსციხე ქვახვრლი ამიალხვრის ციხე სხვილო 23.12.12

Post by AIRMISHOO » 24 დეკ 2012, 15:31


23 დეკემბერი 2012 წელი

1. რეგიონი: შიდა ქართლი


2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - გორი- კასპი - მცხეთა - თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე: საშუალო


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
25 ლარი (მგზავრობა, ბილეთის საფასური უფლისციხეში, სალობიე მცხეთაში)

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გორი ,კასპი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 200 კმ-მდე


8. ფეხით გასავლელი მანძილი:
4 კმ

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გორის ციხე, ატენის სიონი, უფლისციხე, ქვახვრელი, გივი ამილახვრის სასახლე და ანდუყაფარ ამილახვრის ჭრელი აბანო (სოფელ ქვემო ჭალაში) , სახრჩობელას კომპლექსი, სხვილოს ციხე .

10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: საწვიმარი . თბილი სამოსი,
მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა



11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო



12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
მეტეხის ტაძარი, სამთავისი, პანტიანის წმინდა გიორგი ...

13. მონაწილეები



‎
1 მიშო
2 თათია ძიძიგური
3 ინა ჯღარკავა
4 მაიკო ქვლივიძე
5 ლადო ცერცვაძე
6 ზურა ნაცვლიშვილი
7-8 ზურა ნაცვლიშვილი ++
9 ტამუნა ნოდარიშვილი
10 ელენე ლობჯანიძე
11 გიორგი კაპანაძე
12 ავთანდილ ძიძიგური
13 დათო ბუაჩიძე

სალობიეში შემოგვიერთდნენ:

ნატალია ტერტერაშვილი
დიანა ყასუმაშვილი
თათია ვეკუა


User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
გორი ატენი უფლსციხე ქვახვრლი ამიალხვრის ციხე სხვილო 23.12.12

Post by AIRMISHOO » 24 დეკ 2012, 18:11

ისევ და ისევ დიდი მადლობა გასვლის თითოეულ მონაწილეს ასეთი თბილი გასვლისთვის..
ყველაფერი კი სამთო ქიმიის შენობასთან დაიწყო, დილის 8 საათზე, საიდანაც გეზი ავიღეთ გორისაკენ. პირველი გაჩერება გორის ციხე იყო.. ციხის ძირში 9 ძმა ხერხეულიძის მონუმენტი დგას,რამოდენიმე ქანაკებას მტევანი აკლდა, რამოდენიმეს ქვედა კიდურები და ერთი კი უთაო ხერხეულიძე იყო. მალევე გორის ციხეზე აღმოვჩნდით. გადავიგეთ jump photo- ები და გავემართეთ გორის საკათედრო ტაძრისკენ რომელიც იქვე ციხის ძირში დგას. საკმაოდ ლამაზი და საუცხოო ტაძარია. გორიდან გავემართეთ ატენის სიონისაკენ რომელიც 13 კმ მოშორებითაა გორიდან. 15-20 წუთში ატენში ვიყავით. მოვილოცეთ ტაძარი, რომელშიაც ხარაჩოები დგას, მესანთლემ აგვიხსნა რომ მიმდინარეობს ფრესკების გამაგრებითი სამუშაოებიო. ატენიდან გავეშურეთ უფლისციხისკენ, დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ადგილზე ვიყავით. ჩვეულებრივი ბილეთის საფასურია 3 გელა , სტუდენტებისათვის 1 გელა, დევნილებისათვის უფასოა, და 10 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 2 გელა კაცზე. უფლისციხიდან ქვახვრელამდე გზას 20 წუთი მოვანდომეთ, გზაში ცოტა შევზარხოშდით კიდეც. რამოდენიმე მინაწილეს არ ქონდა ნანახი ქვახრელი და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. ამით გორის რაიონის ღირსშესანიშნაობების მონახულება დავასრულეთ. ცინ კასპის რაიონი გველოდებოდა. 2 საათი იყოო რომ კასპისკენ გავემართეთ. 40 წუთში უკვე სამთავისში ვიყავიტ, მინიბუსიდან შევათვალიერეთ სამთავისის ტაძარი და 10 წუთში უკვე სოპელ ქვემო ჭალაში ვიყავით. სოფლის ცენტრალური გზის ბოლოსაა გივი ამილახვრის ციხე დარბაზი, რომელიც წარმოადგენს ეკლესიას და კოშკს რომელიც ეკლესის გაგრძელებაზეა.. ეტყობა რომ საკმაოდ მოცულობითი ციხე სიმაგრე უნდა ყოფილიყო , რამეთუ ბევრი კოშკი იყო მიყრილ მოყრილი გარშემო ტერიტორიაზე. შემდეგი ადგილი ანდუყაფარ ამილახვრის ჭრელი აბანო იყო. ჩვენდა გასაკვირად აბანო ერთ-ერთი მკვიდრის ეზოშია მოქცეული. ჩვენს ხმაზე ნახევარი სოფელი გარეთ გამოეფინა. დავათვალიერეთ აბანო, რომელიც ჩანდა რომ მდიდრული მოხატულობის მქონე უნდა ყოფილიყო თავის დროზე. სოფლელებსშორის გაიმართა დისკუსია თუ ვინ იღებდა აბაზანებს ამ აბანოში, იყო რამოდენიმე ვერსია , ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს აბანოები ოსმალოების მიერაა აგებული და სწორედ ისინი ბანაობდნენ აქ. ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, გზად სხვილოს ციხე გველოდებოდა და გავეშურეთ მანქანისკენ, 2 ადგილობრივი მკვიდრი გაბრიელ პაპა და კიდევ ერთი ( სახელი დამავიწყდა) დაგვემგზავრნენ, ციხეს განახებთო.. გზად ეკაიფებოდნენ ერთანეთს, ჩვენს გაგვამხიარულეს. სამწუხაროდ გზა გატალახიანებული იყო და მინიბუსს ბოლოსკენ გაუჭირდა ასვლა. ჩვენც გავაჩერეთ და ფეხით განვაგრძეთ გზა. გაბო პაპა მეცხვარე ყოფილა და ჩამორჩენილ მონაწილეებს ისე ,მოერეკებოდა როგორც ცხვარს.:აქშა აქშაო გაუდიოდა :D :D :D გზად ვიგუნდავედ კიდეც; ცოტა წამოწინწკლა, მერე თოვლიც წამოვიდა . დაახლოებით 40 ცუტი მოვანდომეთ ციხეზე ასვლას, ცუდი იყო ის რომ, ფეხსაცმელზე ტონობით ტალახი გვქონდა მიკრული რაც სიარულს გვიძნელებდა. ციხეში ხარაჩოები იყო დადგმული, რომელთა ნაწილი ჩამოშლილი იყო. შუა გულში იდგა საბუხრე, სადაც პატარა სალოცავი ნიში იყო განთავსებული. ორი მონაწილე ციხის თავზე აძვრა. გავიხსენეთ ფილმი შერეკილები, რომელიც სწორედ ამ ციხეში გადაიგეს .საბოლოოდ ყველამ ერთად ჯგუფური ფოტო გადავიღეთ და დავეშვით სახრჩობელას კომპლექსისაკენ სადაც თამუნიას საფლავი უნდა გვენახა. თამუნიაც დავიტირეთ, ტაძრის ნანგრევებიც მოვილოცეთ და გამოვემართეთ მცხეთისკენ და სალობიეში გავჩერდით. სამმ ჩვენმა მეგობარმა სიურპრიზი გაგვიკეთეს და მცხეთაში დაგვადგნენ, რითიც ძალიან მაგრად გაგვახარეს. სალობიეში კარგად მოვილხინეთ და 10 ნახევრისთვის წამოვედით თბილისში, გზად დღის ნომინაციებიც გამოვაცხადეთ..ასე და ამგვარად 2012 წლის ბოლო გასვლა განვახორციელე და ველოდები 2013 წლის შემობრძანებას. დიდი მადლობა ყველას :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]