ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:29

იტრიის მონასტერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იტრიის მონასტერი

იტრიის დედათა მონასტერი
ჯაბა ლაბაძის ფოტო



ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°02′14″ ჩ. გ. 43°31′40″ ა. გ.
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი დედათა მონასტერი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
თარიღდება XVI-XVII საუკუნეები
დეტალები
იტრიის მონასტერი - სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.
ისტორია [რედაქტირება]

მის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.
მონასტერი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენებია თეთრი თლილი ქვით. მონასტერი სამნავიანია. შუა ნავი გვერდით ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. მონასტერი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, სარდაფებით. აქ სარკმელების, კარების და კედლების მორთულობა დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს.
იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც იტრიის მონასტერი მოინახულა. 1890 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“ იგი ვრცლად აღწერს იტრიის მონასტერს.
1960-61 წლებში იტრიის მონასტერს აღმოსავლეთ კედლის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც 1964 წელს აღადგინეს. ამჟამად იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი დედათა მონასტერია.
კომპლექსი [რედაქტირება]



იტრიის მონასტრის აღმოსავლეთი ფასადი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოს დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ" , მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს. 1645 წ. ქართლის მეფე როსტომს (1632-1658 წწ.) და მის მეუღლეს მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ.
ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (19,95X13,3 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში გვხვდება აგურიც. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია წყვილ-წყვილი ოთკუთხა ბოძებით. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. შუა სარკმლის ქვეშ დიდი ნიშია.
სამრეკლო - აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. იგი ზევით შევიწროვებული, კოშკისებრი სამსართულიანი ნაგებობაა (6,25X4,95 მ). აშენებულია უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX ს. ბოლოს სამრეკლო შეუკეთებიათ.
გალავანი - (40X25 მ) აშენებულია 1656 წელს კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 15:58

ნაბახტევი


Image
Image
Last edited by shoda1121 on 19 ნოე 2012, 16:03, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 16:00

სურამი

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 16:00

Image
Image
Image

ვაყა და ალი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 22:15

ჩემი სურათები:


Image



Image



Image


Image


Image



Image


Image



Image


Image



Image



Image


Image



Image



Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by Kakha » 20 ნოე 2012, 14:22

აბისში რომ ციხე ნახეთ მასთან დაკავშირებით შემორჩენილია ერეკლეს ბრძანება - ჩემთვის აქ არა ხელისუფალის არამედ ძალიან გაბრაზებული კაცის ხმაც ისმის. გადმომაქვს ეს ბრძანება ამ გვერდიდან http://dzeglebi.com/view.php?id=76

ერეკლე II-ის 1789 წლის ბრძანება გლახა მახვილაძისადმი, როდესაც მტრის შემოსევის დროს ციხე-დარბაზში არ შეუშვია სოფლელები. აბისელებს მეფესთან უჩივლიათ. განრისხებულ მეფეს უბრძანებია: „ჩვენი ბრძანება არის, მახვილაძევ გლახავ, მერე ეს აბისელები ვინცავინ დღეს მანდ სახლობენ, როდესაც მაგ შენს ციხეში დასახიზნავად მოვიდნენ და არ შეუშვი, ფიცითა გწერთ, რომ მაგ ციხეს ძირიდამ გადმოგიბრუნებთ, ასე იცოდე, თუ რომ არ შეუშვი“.

ჰა, როგორია "მაგ ციხეს ძირიდამ გამოგიბრუნებთ"!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 20 ნოე 2012, 15:02

Kakha wrote:აბისში რომ ციხე ნახეთ მასთან დაკავშირებით შემორჩენილია ერეკლეს ბრძანება - ჩემთვის აქ არა ხელისუფალის არამედ ძალიან გაბრაზებული კაცის ხმაც ისმის. გადმომაქვს ეს ბრძანება ამ გვერდიდან http://dzeglebi.com/view.php?id=76

ერეკლე II-ის 1789 წლის ბრძანება გლახა მახვილაძისადმი, როდესაც მტრის შემოსევის დროს ციხე-დარბაზში არ შეუშვია სოფლელები. აბისელებს მეფესთან უჩივლიათ. განრისხებულ მეფეს უბრძანებია: „ჩვენი ბრძანება არის, მახვილაძევ გლახავ, მერე ეს აბისელები ვინცავინ დღეს მანდ სახლობენ, როდესაც მაგ შენს ციხეში დასახიზნავად მოვიდნენ და არ შეუშვი, ფიცითა გწერთ, რომ მაგ ციხეს ძირიდამ გადმოგიბრუნებთ, ასე იცოდე, თუ რომ არ შეუშვი“.

ჰა, როგორია "მაგ ციხეს ძირიდამ გამოგიბრუნებთ"!
ძალიან მაგარია: კახური პასუხი გაუცია ერეკლეს :)))

ციხეც ჩემი აზრით განსაკუთრებულია : გარედან არაფერი მაგრამ ამდენი ქვევრი ... შეგიძლია ჩახვიდე და იქეიფო "ჭურითავზე" :))))
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]