Page 1 of 1

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 14:51
by shoda1121
ულამაზესი მწვანე წყალი, ხავსიანი ხეები, განსაკუთრებული მეგრული ბუნება, ულამაზესი ჩანჩქერი.. ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს...


წალენჯიხის ეკლესიის მონახულების ან ჯვრის წყალსაცავის მონახულების შემდეგ, ან ტობაზე ვინც ნაგურუდან ავა სანამ წავიდოდეს ტობაზე შეგიძლიათ წახვიდეთ სოფელ ჩქვალერში ; გადასახვევიდან 2კმ იქნება ;

ენგურის კაშხალი რო ნახო მერე იქიდან ახლოშია ძალიან აქ გადმოსვლა, მერე გზას კურორტ სკურში გააგრძელებ სადაც შეგიძლია დაბანაკებაც, წალენჯიხის ეკლესია უმაგრესია ასევე;

ჩქვალერიდან წალენჯიხამდე არაა კარგი ტრასა მაინდამაინც 30წთ უნდა დაახლ; ჯვარიდან უკეთესი გზაა; ჩანჩქერის ქვემოთ კი კანიონებივითაა, და მეორე არანაკლებ მაგარი ჩანჩქერი სადაც ან ზემოდან უნდა დაინახო ან თოკით უნდა დაეშვა; ფლორა ულამაზესია ხავსიანი ხეები, და ულამაზესი ფერის წყალი;

ძალიან იოლი მისაგნებია გადასახვევი სადაა სოფელში ყველა მიგასწავლით, მერე გზას გაყვებით და ორი "ტრუბაა" აქედან 1 პატარა მილი რომელიც ჩანჩქერისკენ მიდის, მერე პატარა მდინარეს კვეთს გზა (პატარა მდინარეს დიდი ტრუბა მიუყვება); გაუყვები გზას და გაგიყვანს მინდორზე რომლის ქვეშაცაა კანიონი! გზას აგრძელებ მინდორიდან ქვებზე ხტუნაობით და მიუყვები პატარა მილს და წვრილი ბილიკით ჩანჩქერს ქვემოდანაც და ზემოდანაც მიადგები

; პს. მარშუტზე სასმელი წყლის ნაკლებობა არ შეინიშნება; სამარშუტოს რომელმაც მთელი სამეგრელო მოგვატარა 600 ლარი გადავუხადეთ.

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 14:53
by shoda1121
მოკლედ ჯერ დავდებ ფოტოს რომელმაც აქ მომიყვანა და რომან თოლორდავას ეკუთვნის:


Image

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 14:53
by shoda1121
წალენჯიხის ეკლესია:

Image

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 14:55
by shoda1121
კანიონი ჩანჩქერამდე 500 მეტრში და სხვა ჩანჩქერი სადაც ფეხიტ ვერ ჩახვალ:

Image




Image


Image

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 14:57
by shoda1121
თვით ჩანჩქერი:
Image

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 15:02
by shoda1121
ფოტოების ავტორი ჩემი მეგობრები:


Image



Image


Image

ინწირას ჩანჩქერი და კანიონები, წალენჯიხა, სამეგრელო 10.2012

Posted: 18 ოქტ 2012, 15:47
by shoda1121
ამ თემების გახსნა გამოიწვია მიზანმა რომ კარავი გახდეს უფრო მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსი მარშუტების დასაგეგმად