Page 2 of 2

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 02 ოქტ 2012, 20:52
by mousvenari
მაგრებოოო! როგორ მინდოდა, როგორ, თქვენთან ერთად წამოსვლა!!
წელს მგონი დავრჩი უხევსურეთოდ!!!

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 02 ოქტ 2012, 23:28
by geo-archi
მადლობა ყველას, განსაკუთრებით ორგანიზატორს. ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა რაც მთავარია კარგი გემრიელი ქართული საქმე გაკეთდა. მეამაყება ყველა ის კაცი რომელიც მამულიშვილების ცოდნის ამაღლების საკითხში წიგნი წიგნზე დადო და იქ მიიტანა სდაც ყველაზე საჭიროა. :)

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 10:04
by ln_ln
იმდენი ხანია არსად გავსულვარ მისწრება იყო ჩემთვის ეს გასვლა :)
მადლობ რო არსებობთ ხალხ :*

ხო და
გზად გუდანისკენ ავუხვიეთ
Image
Image

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 10:12
by ln_ln
გზად ნელნელა უფრო ემატებოდა იქაურობას ცეცხლი
Image
Image
Image

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 10:31
by ln_ln
დათვიჯვარზე ეს ცუგა დაგვხვდა და მერე გამოგვაცილა :)
Image
71-ჯერ მივდივარ უკვე ამ გზაზეო ზვიადიმ
Image
Image
=*
Image

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 10:51
by ln_ln
ქაჩუ, კიდე სხვა სახელსაც ეძახიანო გოგამ , მარა დამავიწყდა :oops:
Image
Image
გოგა ბავშვების გასახარებლად წავიდა
Image
Image

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 11:11
by ln_ln
ბოლოს შატილში აპარიკას ვესტუმრეთ
სასკოლო ნივთები და წიგნები გადავეცით
ინგლისურის მასწავლებელი უკვე გვყავსო
მარა ფიზიკის ისევ გვჩირდებაო და რავი ერთი წამით ვიფიქრე მეც ხომ ფიზიკოსი ვარ თქო :)
უგემრიელესი თაფლი და ყველი შევიძინეთ:wink:
მალევე დავემშვიდობეთ და წამოვედით რათა დათვიჯვარზე დროულად გადმოვსულიYავით
საყვარლები
Image
Image
ხო რაც მთავარია ხევსურული კოშკისთვის ქვის წამოღებაც არ დაგვიწყებია
დათვიჯვარზე ულამაზეს მზის ჩასსვლასაც მივუსწარით
Image

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 20:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც თემის სათაურიდან ჩანს, ეს გასვლა საქველომოქმედო ხასიათის იყო.
შატილის სკოლის 11 მოსწავლისთვის სასკოლო ნივთები და წიგნები უნდა ჩაგვეტანა.
გასვლა ფორუმისთვის უჩვეულო იმით იყო, რომ 2დღიანის ნაცვლად, 1დღიანი იყო და ყველაფრის მიუხედავად,
მუცოსა და შატილის ნახვა, დათვიჯვარზე სადღეგრძელოების თქმაც მოვასწარით.
ჯგუფი ისეთი მოწესრიგებული იყო, აღფრთოვანებული დავრჩი.
თითოეულ მათგანს გააჩნდა დროის შეგრძნება, რაც, ასე მნიშვნელოვანია გასვლებში იმისთვის, რომ დაგეგმილი ღირსშესანიშნაობები ნახო.
დილის 6 სთზე სქიმიასთან ყველა ადგილზე იყო.
ასეთი რამ, :კარავის: გასვლებში არ მახსოვს.
მადლობა ყველა მონაწილეს

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 20:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
როდესაც ამ გასვლას ვგეგმავდი, :კარავის: ბოლოდროინდელი პასიურობისა და გაპირწიგნაკების ფონზე, არ მეგონა, 1 მანქანაზე მეტი ოდენობის ხალხი შეიკრიბებოდა.
არადა, შაბათს საღამოს სიაში უკვე 18ნი ვეწერეთ და მინიბუსის დაქირავება აუცილებელი გახდა.
კვირა დილიას კი, უცებ 22 მონაწილე მოვიდა.
იმის გამო, რომ ყველა წამოხევსურებულიყო, Naia თავისი ზურმუხტათი წამოვიდა, რომელიც, წინა დღესაც
დამეხმარა მარაზიიდან წიგნების წამოღებაში.
მკდ, ძნ სასიამოვო გასვლა გამოვიდა და კიდევ იმან გამახარა, რომ მონაწილები ამ გასვლით ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 21:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამაზე საუბარი არც მიყვარს და არც იმ პირებს, ვინც ამისთვის ფული და ნივთები შემოწირა,
მაგრამ ვინაიდან საქმე ფულს ეხება, ვალდებული ვარ, 1გვარი ანგარიში წარმოვადგინო.
თავდა1ლად, ვიტყვი, რომ ფულადი შემომწირველები არიან:

1. Toma, სიყოჩაღით თომად წოდებული
2. Keto
ჩემი ახლობლები და მეგობრები:
3. ნინო შურღაია
4. გია ჩადუნელი
5. mariamooo
6. ლიკა ტოგონიძე

შატილის სკოლას სასკოლო ნივთების ნაწილი შესწირეს geo-archiმ, ეკატომ და likakooმ.
შემოწირულობებში 10 კეპი იყო, ოღონდ, არ ვიცი, ვინ მოიტანა.

წიგნების საყიდელი თანხა შემოწირულობების ხარჯზე დაიფარა. "კარავის" ბავშვთა ფონდიდან თანხის ამ მიმართულებით გაღება საჭირო არ გახდა.

ამასთანავე, წიგნების შეძენის 2განიზებაში დაგვეხმარა მეგალაინის მარაზია :ლიბრას: წარმომადგენელი,
კარაველი diffenbaxia, იგივე თეა.

ამ გასლის იმ მონაწილეებს, ვინც მინიბუსში ისხდნენ, მძღოლისთვის აკრეფილი თანხიდან 10 ლარი მორჩათ.
ფულს :კარავის: ბავშვთა ფონდში გავუშვებ. ან გადავრციხავ, ან რომელიმე მოთავეს მივაწოდებ.
წინა დღეს წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენაში დახმარება შემომთავაზა თათია aragvispireliმ, მაგრამ ვინაიდან
ჩემი ახლობელი თავისი მანქანით მეხმარებოდა, მისი შემოთავაზება, შევთანხმდით, რომ სხვა დროისთვის გადაგვედო.
აი, სულ ეს იყო.
იმედია, არც 1 მონაწილე გამომრჩა.
დიდი მადლობა ხალხ.
არაჩვეულებრივები და ძნ ყოჩაღები ხართ. ქვეყანას თქვენნაირი მოქალაქეები ჭირდება

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 21:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, შეძენელი ნივთების სია:

1. სასკოლო სახელმძღვანელოები დანართი რვეულებით შატილის სკოლის 11 მოსწავლისთვის, დაახლოებით 40 ცალი.
2. სახაზავების ნაკრები, რომელიც საჭირო გეომეტრიისთვის, 11 ცალი
3. დამატებით ხის სახაზავი 40 სმიანი, 24 ცალი, 2 ცალი მოსწავლეზე
4. გამომთვლელი (ე.წ. კალკულატორი) 11 ც
5. ფანქრების 12ფერიანი კოლოფი, 11 ც
6. მათემატიკის 80 ფურცლიანი რვეული, 22 ცალი, 2 ც თითო მოსწავლეზე
7-8. ცალხაზიანი და და მათემატიკის 12ფურცლიანი რვეულები 24-24 ც, 2-2 მოსწავლეზე
9. სათლელი, 22 ც
10. საშლელი, 1 შეკვრა, 30 ცალით
11. დაფის ცარცი, 1 შეკვრის, 10 კოლოფით
12. შავი ფანქარი, 3 შეკვრა, 36 ცალი, 3-3 ცალი თითოზე
13. ლურჯი კალმისტარი, 22 ც
14. წითელი კალმისტარი მასწავლებლებისთვის, 10ც
15. ინგლისური მართლწერის რვეული, 3 ცალი (ბაზარზე მეტი აღარ იყო)


კიდევ იყო რაღაც წვრილმანები, რომელიც ვერ გავარჩიე, შემოწირულობა იყო, ნაყიდთა შორის იყო.

ყველაფერში, დაახლოებით 400მდე ლარი დაიხარჯა.
დამეთანხმებით, არაფერი თანხაა. მთავარია, ბავშვებმა ისწავლონ.
ამ ნივთებს სკოლის დირექტორი შოთა ჭინჭარაული, იგივე აპარეკა გადასცემს ბავშვებს.
(თუ უკვე არ გადასცა დღეს. ამას ხვალ გავიგებ).

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 03 ოქტ 2012, 21:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეკატო,
ln_ln

მომეწონა თქვენი ფოტოები.

ეკატო რა ყოჩაღი გოგოა. დაღლილმა ღამით თემა გახსნა და დილაადრიან კი ყაზბეგში წავიდა

საქველმოქმედო აქცია შატილში - 30.09.2012

Posted: 05 ოქტ 2012, 12:42
by Ledi
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ყველაფერში, დაახლოებით 400მდე ლარი დაიხარჯა.
დამეთანხმებით, არაფერი თანხაა. მთავარია, ბავშვებმა ისწავლონ.
ერთი ათასად, გოგა!