Page 1 of 3
ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 11:16
by Tamari-ch.
"იმერული ესკიზებში" ვიყავით -
ნამდვილ იმერულ "შენგენაცვალე - შენიჭირიმე"-ში...
მოვიხიბლე ჭიათურის ეკზოტიკურობით და საჩხერული ჩუქურთმებით...
იფ...
სიამოვნებით წავიდოდი მაქეთ კიდევ ბევრჯერ..
მით უმეტეს, რომ მაქვს მიზეზი:
კიდევ ბევრი დაგვრჩა სანახავი...
ეს ამ გასვლის საუკეთესო ფოტო - პერწკლის მიერ გადაღებული კაცხის სვეტი მოპირდაპირე კლდიდან...
კინაღამ ჩამოცვინდნენ...

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 11:21
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
იმერეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- ჭიათურა - კაცხი - ქორეთი - სპეთი - სავანე - იტავაზა- თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
13 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
26 ორ სამარშრუტოში
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საჩხერე, ჭიათურა
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 450 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
3 - 4 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია
12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=383151#383151
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4133&start=60
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 11:54
by anna_di
ყველაზე მეტად მოვიხიბლე მღვიმევის მონასტრის შესასვლელით, კაცხის სვეტით და მასთან არსებული კლდით, რომელზე ფოფხვამაც ექსტრიმი შესძინა ჩვენს გასვლას, გააცოცხლა და გაამხიარულა Smile
კლაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ორგანიზატორს <3
მადლობა კარველებს და მათ პლიუსებს, მადლობა მასპინძელს, რომელმაც ოჯახში მიგვიპატიჟა, მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, მადლობა მძღოლს. ჩვენი ყველას დამსახურებაა, რომ გუშინდელმა დღემ ლამაზად ჩაიარა.
P. S. AIRMISHOO, perwkli და დანარჩენებო დროა გაიღვიძოთ და დადოთ სურათები

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 12:53
by perwkli
https://www.facebook.com/media/set/?set ... tif_t=like
ჩემი სურათები. ბევრი არაფერი არ გადამიღია. დახურული ალბომია, აქაურების უმეტესობა ფრენდებში მყავს, ვინც არ მყავს, welcome

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 14:15
by Tamari-ch.
perwkli
დამამატე
ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 17:17
by AIRMISHOO
დიდი მადლობა ორგანიზატორს, ამ არაჩვეულებრივი გასვლისთვის.. მართლაც შთამბეჭდავი იყო ჭიათურის რაიონი..მღვიმის მოანსტერი, კაცხის სვეტი და ტაძარი... მადლობა გიორგი ბედიანაშვილს რომელმაც კაცხში გვანახა მღვიმეები რომლებშიაც გადმოცემით ქურდები აფარებდნენ თავს თავის დროზე და გარკვეული ექსტრიმიც შესძინა გასვლას..მადლობა თითოეულ კარაველსა და მათ პლიუსებს... არ შემიძლია არ ავღნიშნო საჩხერელი კაცი რომელიც არყით, ყურძნითა და წაბლით გაგვიმასპინძლდა.. გასნაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო დათო შაორშაძესადმი, მის ოჯახსა და მეგობრებსადმი ჩვენი მასპინძლობისათვის... რაც მთავარია უმაგრესი მძღოლები ზრუნავდენე ჩვენს გადაადგილებაზე....
ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 18:35
by shoda1121
დიდი მადლობა თამთას შესანიშნავი დღისათვის ჩემი და ჩემი ჯგუფის სახელით

ძალიან კარგი იყო: თან მოვახერხეთ რომ 7ვე ერთად მოვხვდით ტრანსპორტში
ვნახეთ ყველაფერი ზუსტად ისე როგორც გეგმაში იყო: რასაც ჩვეული ავტოსტოპით ალბათ 3 დღეში ვნახავდი 1 დღეში და საკმაოდ იაფიც დამიჯდა
+როგორც წესი ავტოსტოპი ადგილობრივებთან შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის მიყვარს. აქ კი კარგად მოვახერხეთ: დიდი მადლობა მასპინძლებს და ხელგაშლილ გულუხვ მხარეს, ტკბილი ხალხით დასახლებულ იმერეთს!!!
P.s. ჭიათურა და მისი საბაგიროები ამოუწურავი თემაა ჩემთვის, მესამედაც უნდა მივბრუნდე

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 20:02
by QAQUCA
ორ(2) დღიანი იდეა მაწუხებს საჩხერე - ჭიათურის მიმართულებით, ღამისთევა ჩემთან სახლში: საჩხერე სოფელი არგვეთი(მუხრან მაჭავარიანის სოფელი), გთავაზობთ: 2 სართულიან სახლში მოსვენებას და უშველებელ კოცონს!

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 20:41
by AIRMISHOO
ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 24 სექ 2012, 22:29
by Tamari-ch.
AIRMISHOO
ჩაყარე რა ფბ-ში და იქედან გადმოვიტან მერე თემაში
ცოტას მოვყვები...
დილაუთენია შევიკრიბეთ დიდუბის სამთო ქიმიასთან
მაგრამ მომავალში სამთო ქიმიასთან აღარ შეიკრიბოთ ხოლმე
პოლიცია არ აჩერებინებს სამარშრუტოებს იქ მანქანას,
და ზვიადი იძულებული იყო თავისი მანქანა სარეისოების სადგომზე მიეყვანა
დილით პატარა ინციდენტი მოხდა,
მაგრამ ბოლო ყველაფერი მოგვარდა და დავიძარით იმერეთისკენ...
აი ასეთი ამინდი იყო დილით, როგორც კი გადავედით დასავლეთისაკენ

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 25 სექ 2012, 07:44
by Tamari-ch.
ჭორვილას ხელი დავუქნიეთ.....
ჭიათურაში კი წვიმამ დაგვაყარა..

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12
Posted: 25 სექ 2012, 07:52
by Tamari-ch.