Page 3 of 4

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 17:05
by Ketevan Guliashvili
perwkli

ნიკას ფოტოების მერე ძნელია რამე მოგეწონოს, მაგრამ სულ სხვა ხედვა და სილამაზე აჩვენე!

პ/ს ჩაკეტილია ალბომი.

shoda1121

კარავზე გასვლის დადება ძვირი ჯდება ამ გასვლაშიც და წინა გასვლაში: პანკისშიც იმდენი ჩაწერ–ამოწერა იყო რომ ჩემმა ტელეფონის ხარჯებმა პიკს მიაღწია ))
:(

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 17:11
by arcivi9
Image
რა მაგარი კლდეა 8)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 14 სექ 2012, 19:13
by shoda1121
ავტოსტოპით ბევრგან შეიძლება წასვლა; განსაკუთრებიტ იაფი ჯდება თბილისთან ახლოს; ასეთ შორ მარშუტებზე იმდენად იაფი არ არის; მე სიამოვნებით დავბრუნდები სხვა დროს ლეჩხუმში, ავალ ახალჭალაში ოღონდ ამჯერად შეიძლება არ ავირჩიო ავტოსტოპი; თუმცა არის ადგილები: თეთრიწყაროს რაიონი და ქვემო ქართლის ძირიტადი სალაშქრო მარშუტები, ასევე ხევი/მთიულეთი სადაც სულ ავტოსტოპით დავდივარ და საკმაოდ იაფიც მიჯდება; და რაც მტავარია ხალხს უკეთ იცნობ ამ გზით;
უბრალოდ საკმარისია საშუალოდ 3კაციანი ჯგუფი (1 გოგო მინიმუმ) და რამე იდეა სადმე წასვლის , რუკის შემოწმება სარეისოების განრიგის გარკვევა და ეგაა...

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 14 სექ 2012, 19:16
by shoda1121
რაც შეეხება იდეებს: ამით დაიწყეთ და მერე ეს თუ არ გეყოთ სხვა იდეებზეც ნელ-ნელა გადახვალთ;

დაგეგმვაში ასევე დაგეხმარებათ:
პირველ რიგში გუგლ დედამიწის პროგრამა და ასევე რუკების საიტები:

http://www.google.com/earth/download/ge/agree.html
http://mygeorgia.ge/
http://wikimapia.org/

(კარავის არაკარველი მკიტხველებისთვის)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 14 სექ 2012, 21:02
by Naia
shoda1121
ძალიან კარგად აღწერე ყველაფერი. პერწკლის სურათებმა კი განსაკუთრებით გაალამაზა თემა :)

პს. მე თქვენ არხოტში მეგონეთ :)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 15 სექ 2012, 15:03
by Tamari-ch.
arcivi9 wrote:
Image
რა მაგარი კლდეა 8)
ხვამლია ბოშო! ხვამლი!
მაგარია აბა!

:D

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 16 სექ 2012, 12:12
by Mta Mkvarebia
shoda1121
ყოჩაღ შოდა, ყოჩაღ პერწკლი.
ძალიან საინტერესო ლაშქრობა გქონიათ. ფოტოებიც ძალიან კარგია :)
ნაიასი არ იყოს, მეც მეგონა, რომ არხოტში მიდიოდი, მერე ვნახე რატომაც ვერ მოახერხეთ არხოტში წასვლა. ხანდახან დაუგეგმავი, სპონტანური გასვლები ისეთ სიამოვნებას განიჭებს, რომ ის უფრო გემრიელად გახსენდება :).

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 17 სექ 2012, 15:53
by arcivi9
Tamari-ch. wrote:
arcivi9 wrote:
Image
რა მაგარი კლდეა 8)
ხვამლია ბოშო! ხვამლი!
მაგარია აბა!

:D
უნდა მოვინახულო ნაღდად Image

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 21 სექ 2012, 23:37
by Ledi
shoda1121

როგორ მომენატრა შენს უკან სიარული
:D

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 21 სექ 2012, 23:56
by shoda1121
Ledi wrote:shoda1121

როგორ მომენატრა შენს უკან სიარული
:D
მეც მომენატრე :)
"favorite" თანამოლაშქრე ხარ :) მხიარული, თბილი, ყურადღებიანი, ენთუზიასტი :))

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 ოქტ 2012, 15:08
by shoda1121
ლეჩხუმში მეორე ხეობა მრჩება სანახავი : რიონის :)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 15 ოქტ 2012, 13:19
by Mrs. Robinson
უსაზღვროდ მოვიხიბლე .....
არადა სულ შემთხვევით, რაღაც ბმულიდან შემოვიხედე....
ისე რა იცის კარგმა თემამ, ზურჩანთის ჩალაგების ხასიათზე გაყენებს ადამიანს... თან ასეთ ბრწყინვალე ამინდში.... მერა რა რომ ორშაბათია..... :)

გაიხარეთ!!!

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 15 ოქტ 2012, 16:27
by shoda1121
Mrs. Robinson
დიდი მადლობა!!!
მიხარია ძალიან !!!

ასეთი ტიპის ლაშქრობა უფრო დიდ ემოციებს ტოვებს ადამიანში ვიდრე 2ჯერ უფრო 'სანახაობრივი' ექსკურსია :)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 23 ოქტ 2012, 23:45
by shoda1121
ნაკურალეშის ეკლესიის ნახვა მინდოდა თავიდან და ნაკურალეშის მხრიდან (რიონის ხეობიდან) ასვლა ხვამლზე მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა იმან რომ ჯაჭვის ხიდისკენ უნდა გავსულიყავით ასეთ შემთხვევაში :) ჩვენ კი ცენტრალური ავტოსადგურში ვიყავით უკვე საიდანაც გადიოდა ცხენისწყლის ხეობის მიმართულებით სარეისოები.



Image


მთლიანი ალბომი:
https://www.facebook.com/media/set/?set ... 962&type=1

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 24 ოქტ 2012, 16:09
by shoda1121
რიონის ხეობა ცალკე მარშუტია:
ან 2 დღე სალაშქროდ უნდა წახვიდე დერჩი-გონი-ნაკურალეშის ულამაზესი ფრესკებიანი ეკლესია-ლაჯანურის წყალსაცავი ნახო ან ჯიპით; პს. ლაბეჭინა რაჭაში ლეჩხუმური ძეგლია და ეგეც შეიძლება (რაჭველებს არ ეწყინოთ ჭყვიში ლეჩხუმს ეკუთვნოდა 1 დროს )