Page 7 of 8

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 00:29
by Xtreme
mika
აგერ თვითონ დაწერა ვერ მოვდივარო.. რა ხდება ლოლასთან? მოსისხლე მტრები ხართ? :lol:

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 01:42
by Gvalva
აუ რა მაგარი ტყეა!!!

და ის მდელო რა საოცრად იწყება თითქოს მებაღემ დარგაო, რა ბალახია ნეტავ??

Image

რამე ხომ არ დაადგინეთ რითია ჩხიკვთას სამება განსაკუთრებული??

ვინ წახვედით საბოლოოდ??

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 04:45
by Lola
ააააა....
მეც მინდოდაააააააა...........
რა არი რა....
Image

ბავშვი აგერ შურით გავსკდი . . . Image

ეჰ...

ვინც შემდეგი გამოტოვოს ის არ იყოს ნინო ლოლაძე!
Image






როგორც ვხედავ კარგი დრო გიტარებიათ....
სხვა კიდევ მრავალი ყოფილიყოს, ოღონდ ჩემთან ერთად... Image Image

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 09:57
by Mchreli tvali
Gvalva
ვიყავით ხიმშიაშვილების ოჯახი, ნავიგატორი და კატა, ქართლის დედა (ლიკა) ილია, დრუიდი, ლამა, ეკა და ლიკა. კაი სასტავი ვიყავით ხომ. :wink: 8) :wink: 8).

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 10:29
by Kakha
Gvalva wrote: რამე ხომ არ დაადგინეთ რითია ჩხიკვთას სამება განსაკუთრებული??
სამების სამხრეთის ფასადი გასწვრივ მაღალი კედელი მიდის, უზარმაზარი ლედებით აწყობილი, სწორედ ეს ლოდებია წითელ წიგნში შესული. მე პირადად ადგილზეც ვერ მივხდვდი კედელი აშენებული იყო თუ რაღაც გეოლოგიური პროცესების შედეგი.

ეს ლოდები ნახე გეოკეშინგის განყოფილიები ჩხიკვთას თემაში :wink:

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 12:17
by Kakha
ლამას პატივისცემის ამბავში, რომელმაც ჩემი შვილები მთელი გალერეა გადაიყო, განსაკუთრებით თინათინი - აი როგორ აკეთიებდა ლამა ამას

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 12:40
by Mchreli tvali
Lola
შემდეგში ალბათ შენ წახვალ :wink: 8).

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 26 მარ 2006, 19:01
by Kakha
25 მარტს, 2006 მოეწყო გასვლა ჩხიკვთას სამებისა და ამელიანის ტაძრებზე

ორივე ტაძარი თბილისიდან 60-იოდე კილომეტრშია, ალგეთის ხეობაში, თეთრიწყაროს რაიონში. ჩვენ მარშრუტკა დავიქირავეთ, თუმცა არ იქნება პრობლემა თუ თეთრიწყაროს მარშრუტკას გაყვებით იქითაც და უკან. ორივე ტაძარი არც თუ შორსაა თეთრიწყაროსკენ მიმავალი სამანქანო ტრასიდან.

სამებისთან მისასვლელად უნდა გაცდეთ სოფელ ჩხიკვთას, რომელიც თავის მხრივ სოფელ ფრცხისის შემდეგაა (აქ ალგეთის მარჯვენა ნაპირზე გადახვალთ). ტრასაზე უნდა იმოძრაოთ ვიდრე არ შეგხვდებათ გზის პირას აღმართული უზარმაზარი რკინის ჯვარი. აქედან ფეხით უნდა გააგრძელოთ გზა ბორცვის წვერისკენ, ტრასიდან ჩრდილოეთით. ბორცვის წვერზეა სამების ტაძარი. ტაძრის სამხრეთ ფასადის გასწვრივ უზარმაზარი, გიგანტური ქვების კედელია აღმართული, სწორედ ამ კედლის გამოა აღნიშნული ჩხიკვთა 1982 წელს გამოცემულ საქართველოს წითელ წიგნში. როგორც ჩანს მეცნიერებს შორის არაა ერთიანობა იმის თაობაზე, ეს კედელი აგებულია თუ გეოლოგიური აქტივობის შედეგია.

მომყავს დრუიდის მიერ გაკეთებული ამონაწერი წითელი წიგნიდან (თუ რამეს გაიგებთ გეოლოგიური ტერმინოლოგიიდან - მე ნაკლებად გავიგე რამე)

ჩხიკვთის სამება
ვულკანურ-ეროზიული მოწმე

მდებარეობა: თეთრიწყაროს რ-ნი, ჩხიკვთის სასოფლო საბჭო, მდ ალგეთის ხეობის მარჯვენა მხარე, სოფ. ცხიკვთის თავზე და თბილისი-თეთრიწყაროს გზატკეცილთან სიმაღლეზე 1196 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება: სამება, ანუ გმირთ-ნაკვეთი კონუსისებური ბორცვია, რომლის თხემზე დგას სამების საყდარი. ადგილი ძირიტადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის წყებებით, მაგრამ ბორცვისთხემზე ყურადღებას იპყრობს დოლერიტული ლავის უზარმაზარი, ვერტიკალურად დაყენებული ლოდები, რომლებიტაც აღნიშნული ეკლესია შემოღობილია ორი მხრიდან. აქაური დოლერიტი არ განსხვავდება სამხრეთი საქართველოს პლატოების სხვა ამგებელი ქანებისგან. ჰერმან აბიხი სამების ბორცვს ექსტრუზიად თვლიდა, მაგრამ ეს შეხედულება ამჟამად უარყოფილია. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ლოდები არ არის სხვა ადგილიდან მოტანილი, არამედ ნაპოვნია ბორცვის თხემზევე. ამ შემთხვევაში დოლერიტის ფრაგმენტები სამების მთის მწვერვალზევე უნდა გავიგოთ, როგორც ქვემო ქართლის დოლერიტული პლატოს ნაწილი, რომელიც ეროზიის შედეგად მოსწყდა ძირითად ნაწილს და ტექტონიკურად გადაადგილდა.
ბორცვის მწვერვალიდან ვრცელი გარემო ხედია გადაშლილი(ალგეთის ხეობა, ბირთვისი, თრიალეთის ქედი და ა.შ)
მისასვლელი: თბილისი თეთრი წყაროს გზატკეცილი უშუალოდ სამების კალთაზე გადის გადსახვევის დაშორება თბილისიდან დაახლ. 60 კმ, თეთრიწყაროდან 3 კმ) ბილიკი ტყეში გადის აღმართია. კარგ ამინდში შეიძლება ორ დიფერიანი მანქანით ასვლა.

სამებიდან მოჩანს ალგეთის ხეობა საკმაოდ დიდ მანძილზე.

სოფელ აბელიანში (იგივე აბელია) მოსახვედრად სამებიდან ტყე-ტყე უნდა დაეშვათ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენ ბილიკი ვერ მოვნახეთ, მგონია, რომ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ. ასეა თუ ისე მშვენიერი ტყით დაფარულ დასკმაოდ დამრეც ფერდობს ჩავუყევით. ჩავედით პატარა ხევში, რომელშიც წყალი მოწანწკარებდა და მერე ავუყევით გაღმა ფერდობს, რომელიც მალევე გავაკდა და მივადექით სოფელ აბელიას. აბელია ბერძნებით დასახლებული სოფელია. აბელიანის ეკლესია სოფლის განაპირასაა. მის გარშემო სასაფლაოა. აბელიანის ეკლესია XIII საუკუნის 50-იან წლებშია აგებული. დარბაზული ტიპისაა. აშკარად ჩანს ქვისმთლელთა ოსტატბა. კამარა ჩაქცეული ყოფილა და ამჟამად რკინა-ბეტონითაა აღდგენილი. ეკლესია კრამიტითაა გადახურული. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე დიდი ასომთავრული წარწერაა, რომელში მოხსენიებულნი არიან მანგლელი ეპისკოპოსი და რაც მთავარია მონღოლთა მიერ დადგენილი საქარველოს ორივე მეფე - დავით ნარინი და დავით ულუ (ე. წ. ორმფობის ხანა).

სამებასა და აბელინის ტაძრებს შორის დაახლოებით 3-4 კმ იქნება.

აბელიანის ტაძრიდან ტრასამდე ასევე დაახლოებით 3 კმ იქნება.

მარშრუტი თაფისუფლად ესწრება ერთ დღეში

იხილით გიორგი ბაგრატიონის მიერ მოწოდებული რუკა მარშრუტით.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 12:00
by lama
Kakha
უუუუმაგრესი გასვლა იყო მართლაც თავისი ყველაფრით :wink:

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 15:32
by pauna
ძალიან კაი დრო გიტარებიათ გავიგე... სურათებიც კარგია...

ეეეჰ მეც მინდოდა წამოსვლა მარა....

მომავალში თქვენთანა ვარ!!!!

:D :D :D :D

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 16:00
by Druides
მართლა კარგი იყო ესეთი წყნარი ლაშქრობა კაი ხანი არ ყოფილა!!!!

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 16:45
by Xtreme
Druides
წყნარი რა მხრივ? ანუ არავინ არაფერი არ მოიტეხა/მოიგლიჯა?

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 20:53
by igdrasilis-kata
წყნარი კი არა ფერდობზე სულ კისრისტეხით ჩამოვირბინეთ :shock: ნეშომპალებში ვეფლობოდი და რომელ ტოტსაც ხელი მოვკიდე, ყველა ჩამატყდა ხელში :x
P.S. ვაბშეტა ახალ ავატარს ვამარიაჟებ :P

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 27 მარ 2006, 23:44
by Nika
igdrasilis-kata

აჰა შენ ნავაროჩენნი კატა:

Image

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 28 მარ 2006, 11:55
by pauna
Druides wrote:მართლა კარგი იყო ესეთი წყნარი ლაშქრობა კაი ხანი არ ყოფილა!!!!
ეს იმის ბრალია რომ ლოლა არ გყავდათ :D :D :D

რათქმაუნდა ხუმრობით :D :D

P.S ხუმრობითო იმიტომ ვამბობ ლოლას რომ არ ეწყინოს :D :D