Page 1 of 8

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:13
by ilia
აბა წავიდა მოყოლები. სურათებს მე დავდებ.

ilia ადმინის სრულიად სამართლიანი მოთხოვნის შესაბამისად ამ პირველ პოსტინგში ვამატებ მარშრუტის აღწერას (კახა)

25 მარტს, 2006 მოეწყო გასვლა ჩხიკვთას სამებისა და აბელიანის ტაძრებზე

ორივე ტაძარი თბილისიდან 60-იოდე კილომეტრშია, ალგეთის ხეობაში, თეთრიწყაროს რაიონში. ჩვენ მარშრუტკა დავიქირავეთ, თუმცა არ იქნება პრობლემა თუ თეთრიწყაროს მარშრუტკას გაყვებით იქითაც და უკან. ორივე ტაძარი არც თუ შორსაა თეთრიწყაროსკენ მიმავალი სამანქანო ტრასიდან.

სამებასთან მისასვლელად უნდა გაცდეთ სოფელ ჩხიკვთას, რომელიც თავის მხრივ სოფელ ფრცხისის შემდეგაა (აქ ალგეთის მარჯვენა ნაპირზე გადახვალთ). ტრასაზე უნდა იმოძრაოთ ვიდრე არ შეგხვდებათ გზის პირას აღმართული უზარმაზარი რკინის ჯვარი. აქედან ფეხით უნდა გააგრძელოთ გზა ბორცვის წვერისკენ, ტრასიდან ჩრდილოეთით, ტრასიდან ტაძარი დაახლოებით 1-1,5 კმ-შია. ბორცვის წვერზეა სამების ტაძარი. ტაძრის სამხრეთ ფასადის გასწვრივ უზარმაზარი, გიგანტური ქვების კედელია აღმართული, სწორედ ამ კედლის გამოა აღნიშნული ჩხიკვთა 1982 წელს გამოცემულ საქართველოს წითელ წიგნში. როგორც ჩანს, მეცნიერებს შორის არაა ერთიანობა იმის თაობაზე, ეს კედელი ადამინის აგებულია თუ გეოლოგიური აქტივობის შედეგია.

მომყავს დრუიდის მიერ გაკეთებული ამონაწერი წითელი წიგნიდან (თუ რამეს გაიგებთ გეოლოგიური ტერმინოლოგიიდან - მე ნაკლებად გავიგე რამე)

ჩხიკვთის სამება
ვულკანურ-ეროზიული მოწმე

მდებარეობა: თეთრიწყაროს რ-ნი, ჩხიკვთის სასოფლო საბჭო, მდ ალგეთის ხეობის მარჯვენა მხარე, სოფ. ცხიკვთის თავზე და თბილისი-თეთრიწყაროს გზატკეცილთან სიმაღლეზე 1196 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება: სამება, ანუ გმირთ-ნაკვეთი კონუსისებური ბორცვია, რომლის თხემზე დგას სამების საყდარი. ადგილი ძირიტადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის წყებებით, მაგრამ ბორცვისთხემზე ყურადღებას იპყრობს დოლერიტული ლავის უზარმაზარი, ვერტიკალურად დაყენებული ლოდები, რომლებიტაც აღნიშნული ეკლესია შემოღობილია ორი მხრიდან. აქაური დოლერიტი არ განსხვავდება სამხრეთი საქართველოს პლატოების სხვა ამგებელი ქანებისგან. ჰერმან აბიხი სამების ბორცვს ექსტრუზიად თვლიდა, მაგრამ ეს შეხედულება ამჟამად უარყოფილია. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ლოდები არ არის სხვა ადგილიდან მოტანილი, არამედ ნაპოვნია ბორცვის თხემზევე. ამ შემთხვევაში დოლერიტის ფრაგმენტები სამების მთის მწვერვალზევე უნდა გავიგოთ, როგორც ქვემო ქართლის დოლერიტული პლატოს ნაწილი, რომელიც ეროზიის შედეგად მოსწყდა ძირითად ნაწილს და ტექტონიკურად გადაადგილდა.
ბორცვის მწვერვალიდან ვრცელი გარემო ხედია გადაშლილი(ალგეთის ხეობა, ბირთვისი, თრიალეთის ქედი და ა.შ)
მისასვლელი: თბილისი თეთრი წყაროს გზატკეცილი უშუალოდ სამების კალთაზე გადის გადსახვევის დაშორება თბილისიდან დაახლ. 60 კმ, თეთრიწყაროდან 3 კმ) ბილიკი ტყეში გადის აღმართია. კარგ ამინდში შეიძლება ორ დიფერიანი მანქანით ასვლა.


სამებიდან მოჩანს ალგეთის ხეობა საკმაოდ დიდ მანძილზე.

სოფელ აბელიანში (იგივე აბელია) მოსახვედრად სამებიდან ტყე-ტყე უნდა დაეშვათ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენ ბილიკი ვერ მოვნახეთ, მგონია, რომ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ. ასეა თუ ისე მშვენიერი ტყით დაფარულ დასკმაოდ დამრეც ფერდობს ჩავუყევით. ჩავედით პატარა ხევში, რომელშიც წყალი მოწანწკარებდა და მერე ავუყევით გაღმა ფერდობს, რომელიც მალევე გავაკდა და მივადექით სოფელ აბელიას. აბელია ბერძნებით დასახლებული სოფელია. აბელიანის ეკლესია სოფლის განაპირასაა. მის გარშემო სასაფლაოა. აბელიანის ეკლესია XIII საუკუნის 50-იან წლებშია აგებული. დარბაზული ტიპისაა. აშკარად ჩანს ქვისმთლელთა ოსტატბა. კამარა ჩაქცეული ყოფილა და ამჟამად რკინა-ბეტონითაა აღდგენილი. ეკლესია კრამიტითაა გადახურული. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე დიდი ასომთავრული წარწერაა, რომელში მოხსენიებულნი არიან მანგლელი ეპისკოპოსი და რაც მთავარია მონღოლთა მიერ დადგენილი საქარველოს ორივე მეფე - დავით ნარინი და დავით ულუ (ე. წ. ორმფობის ხანა).

სამებასა და აბელინის ტაძრებს შორის დაახლოებით 3-4 კმ იქნება.

აბელიანის ტაძრიდან ტრასამდე ასევე დაახლოებით 3 კმ იქნება.

მარშრუტი თაფისუფლად ესწრება ერთ დღეში

იხილით გიორგი ბაგრატიონის მიერ მოწოდებული რუკა მარშრუტით.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:17
by Mchreli tvali
ilia
კაი ბატონო :wink: :wink: :wink: :wink: :wink: :wink:.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:25
by Mchreli tvali
მოკლეთ ვიარეთ ბევრი. ცოტა აღმართი ბევრი კი დაღმართი. ვნახეთ ორი ეკლესია ერთგანაც კეში დავმალეთ. მოკლეთ ბევრი ვიბოდიალეთ და ბევრჯერაც დავიკარგეთ. :wink: :lol: :wink: :lol: :wink: :lol: :wink: :lol: 8).

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:27
by Mchreli tvali
ilia
აბა როგორ მოგეწონა.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:34
by navigator
იქით დავპოსტე 1-2 , ვინმემ გადმოიტანეთ აქეთ :)

რაღაც უცნაური ეკლესია იყო ასურეთში

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:35
by Xtreme
აუ მოყევით რა.. ვინმემ.. სურათები რამე.. მაგრა მაინტერესებს.. :)

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:48
by navigator
ეს კატა ვინაა რომ ხალხს აშტერებს სიაბდლეებით :shock:

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:51
by Mchreli tvali
navigator
გადაკეთებული იყო და დანგრეული აბა რა იქნებოდა.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:52
by navigator
მარშუტის დაგეგმვა

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:54
by Mchreli tvali
Xtreme
ხო და დაათვალიერე :wink:.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:56
by Xtreme
ვათვალიერებ.. მომწონს :)

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 19:58
by navigator
გზად მიტოვებული კოტეჯები შეგვხვდა რომლებმაც კარველების დიდი მოწონება დაიმსახურეს :D

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 20:00
by Mchreli tvali
navigator wrote:მარშუტის დაგეგმვა
ეს გზაში იყო.

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 20:05
by navigator
ესეც ჩხიკვთას სამების ეკლესია

ასურეთი-ჩხიკვთა-აბელიანი

Posted: 25 მარ 2006, 20:09
by navigator
ვიღაც სიმპატიჩნი გოგო გაიჩითა ეკლესიასთან თოვლში ( :roll: ), ვინ იყო :?: , ვინმე იცნობთ? :roll: