Page 1 of 7

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 14:29
by Ketevan Guliashvili
1. რეგიონი:
კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი), დუშეთის რაიონი (ხევსურეთი), მცხეთა-მთიანეთის მხარე.

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ზემო ალვანი-შენაქო-დიკლო-ჩიღო-დართლო-ჭეშო-გირევი-აწუნთის ურელტეხილი(3431მ)-არდოტი-მუცო-ანატორი-შატილი-დათვისჯვრის უღელტეხილი-სტეფანწმინა-თბილისი


3. ხანგრძლივობა:
10 ღამე 11 დღე

4. სირთულე:
ზოგან რთული, ზოგან სასეირნო

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:


6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანქანით მთლიანად გავლილი მანძილი -433კმ
აქედან თუშეთში:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს.
ხევსურეთში:
არდოტიდან-შატილამდე-18 კმ
შატილი-თბილისი - 152 კმ
ამ მანძილის გავლას მინიბუსი საშუალოდ 6 საათს ანდომებს.
ყაზბეგში:



7. ფეხით გავლილი მანძილი:

შენაქო- დიკლო 5-6 კილომეტრიაო.
დიკლო-ჩიღო- დართლო 15 კილომეტრი?
გირევი - შატილი 15+13?+25კმ.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:


9. საბანაკე ადგილები:
შენაქო - ეკლესიის წინ მდებარე მდელო /რომელიც "სეზონის" დროს სავსეა ნასვამი ხალხით. რის გამოც მამაოს მშენებარე ბინაში დაგვაბანაკეს./
დიკლო - ლეოკე პაპას სახლი
ჩიღო - მიტოვებული სახლის ბანზეა შესაძლო დაბანაკება
გირევში - ნასვამი მოსახლეებისაგან ავის ასარიდებლად ასევე სასტუმროს ეზოში დაბანაკებაა უმჯობესი
აწუნთისაკენ გზად 15 კილომეტრის შემდეგ მეცხვარის სადგომთან კარგი საბანაკე ადგილია
13 კილომეტრის გავლის შემდეგ ასევე არის ნახევრად დამშრალ წაყროსთან დაბანეკბი შესაძლებლობა ანდა არდოტში ჩასვლის შემთხვევაში მდინარის პირას დაბანკება შესაძლებელი
შატილში ასევე მდინარის პირასაა შესაძლო დაბანაკება


10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. უხვადაა მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია. წყალი გვხვდება აწუნთის ურელტეხილის ძირშიც, ასევე მთის ნაკადულების სახით, თუმცა ხევსურეთის მხარეს, სანამ ძირს არ დაეშვები მდინარემდე (ბახაო ქვემოთ), სასმელი წყალი არ გვხვდება

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
სპეციალური ტანისამოსი რომელიც მალე შრება. მოსახერხებელი ფეხსაცმელი, თბილი და მსუბუქი საძილე ტომარა, ნივთების მინიმალური ოდენობა /თუ თქვენ ატარებთ/. საწვიმარი.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge



13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.

14. რუკა:
Image
Image
15.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ივლისი-სექტემბერი

16. რისკები და საფრთხეები
საცალფეხო ბილიკები, მეცხვარის ძაღლები, გაუწყლოვება.

17.პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის
შენაქოში ბილაინიცა და მაგთიც იჭერს, დიკლოში-დართლოში მაგთი. გირევში ერთი ადგილია სადაც მაგთი იჭერს, შემდეგ მუცოაზე ბოლო ორ კოშკთან იჭერს და შატილში მხოლოდ მაგთი, მალე ჯეოსელის კოშკის დამონტაჟებაა დაგეგმილი.

18.ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან
საფეხოსნო მარშრუტისას- აწუნთის უღელტეხილი 3431 მეტრ სიმაღლეზე
ტრანსპორტით კი ორი ურელტეხილი გავიარეთ: უმაღლესი სამანქანო ურელტეხილი საქართველოში- აბანოს ურელტეხილი თუშეთში (მისი უმაღლესი წერტილი-ცერი- თითქმის 2900 მეტრი და დათვისჯვრის უღელტეხილი ხევსურეთში 2676მ

22. სასარგებლო ბმულები მსგავს გასვლებზე:

თუშეთი 18-21 სექტემბერი (თუშეთი)
თუშეთი 3-11 აგვისტო
თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09. (თუშეთი)
ჩემი შემოდგომის შემოდგომა (2008) (თუშეთი)
დართლო-"ჩემი " სოფელი 10.2008. (თუშეთი)
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია... 21-24.09.08 (თუშეთი)
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
ორეტზე გატუსჰმეცხვარებულნი : ) (თუშეთი) 08.08.
მეაც გავთუშდ, მეაც... 2008 წლის 1-5 აგვისტო (თუშეთი)
თუშეთის რეპორტაჟი გოგასგან
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
aTi dge fexiT alvanidan Shatilamde : ) (თუშეთი)
თუშეთი - ომალო, შენაქო, კესელო, ხედები ვერტმფრენიდან
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
თუშეთი. 5-7 ოქტომბერი 2007
თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08
თუშური შთაბეჭდილებები

თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09. (თუშეთი)

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 14:49
by Ketevan Guliashvili
მონაწილეთა რაოდენობა:

1. ნინი85
2. მირიამ ლინდპერე
3. ქეთი გულიაშვილი

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 15:09
by Ketevan Guliashvili
ხარჯთაღრიცხვა

1. გზა-სასტუმრო-კვება

დღე 1

სამარშრუტო თბილისი /ორთაჭალის ავტოსადგომი/ - ზემო ალვანი - 8 ლარი

ზემო ავლანი-შენაქო - მგზავრობა ჯიპით 50 ლარი ადამიანზე

ჩიღო- ღამისთევა სასტუმროში აბაზანით სარგებლობის უფლებით 10 ლარი ადამინაზე

სადილი დართლოში 10 ლარი

ცხენი და მეგზური 30 ლარი ადამიანზე

სასტუმრო შატილში 40 ლარი

კარვის დადგმის უფლება შატილში /მეორე ღამისთევა/ 5 ლარი /2 ლარი ადამიანზე/

ორჯერადი კვება 15 ლარი ადამიანზე

შატილი თბილისის სამარშრუტო 20 ლარი ჯინვლაში ჩამომსვლელთათვის 18 ლარი

ყაზბეგი თბილის სამარშრუტო 10 ლარი

სასტუმრო სტეფანწმინდაში კვებით 35+35 =70 ლარი ადამიანზე



წინდაწინ ნაყიდი პროდუქტები და მათი ფასი:


მიწის თხილი 500 გრამი=4.50
სხვადასხვა ჩირი 1.500 = 9.50
სველი ხელსაწმენდი= 3 ლარი
ხალვა=4.20
ერტჯერადი სუპი 30 ცალი = 9 ლარი

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 15:42
by Ketevan Guliashvili
ლაშქრობის წინ ნინისაც და მეც ძალიან მოგვინდა ეს მარშრუტი თუშეთიდან დავეწყო და ასევ გავაკეთეთ.

ზემო ალვანის სამარშრუტო ორთაჭალის ავტო სადგურიდან 9:10ზე გავიდა. 2:30 წუთში ზემო ალვანში ვიყავით, მამუკას ჯიპი უკვე გველოდებოდა. მთაში ამსვლელები ფოსტალიონის როლსაც ასრულებენ, პროდუქტიც მათ ჩაქვთ. ყუთში ჩალაგებული პომიდორი საბარგულში და მანქანის თავზე მოთავსდა. წინ ხისოელი ბიჭი ჩაჯდა უკან ჩვენ სამნი მოვთავსდით.

აბანოს უღელტეხილზე მირიამმა ნაცნობი ესტონელები დაინახა, ისინი ველოსიპედით აპირებდნენ უღელტეხილიდან თუშეთში ჩასვლას, აქამდე კი მანქანამ ამოიყვანა, შევჩერდით და გამარჯობა ვუთხარით. მაგრამ ისე ციოდა დიდხანს არ გავჩერდით.

გზაში მაყვალს შესეული ოჯახი დაინახეთ და ახლა უკვე ხანგრძლივად შევჩერდით. სუფრა გავშალეთ, ჩვენ ხილი ამოვალაგეთ და მამამკაცებმა ლუდი და ორაყი დალიეს...

Image
ესტონელებმა ჩაგვიქროლეს /ფოტო მირიამის/
Image
/ფოტო მირიამისაა/
Image

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 15:50
by Ketevan Guliashvili
ხისო

Image

[/b]

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 15:52
by Ketevan Guliashvili
ნინი 85 და მამუკას რკინის რაში

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 16:19
by Ketevan Guliashvili
ხისოში ბარგის ნაწილისაგან განიტვირთა ჩვენი ავტო, ერთი მგზავრი ჩამოვიდა ასევე, ღვედები გადავიკარით და გავაგრძელეთ ჯაყჯაყი.

გზამ 4 საათი წაიღო და ავედით შენაქოში. ეკლესიის ეზოში ჩამოვედით. მამუკამ ვახშმად ოჯახში მიგვიპატიჟა. უარი არ გვითქვამს.

შენაქოს სამების ტაძარი

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 16:25
by Ketevan Guliashvili
აქ მამა დავით ჭვრიტიძეა მოძღვარი.

ვახშმამდე კარავის დადგმას შევუდექით რომ შენაქოელი მოძღვრის მამა დავით ჭვრიტიძის ბიძაშვილი გამოგვეცნაურა. აქ კარავს ნუ დგამთ მთელი სოფლიდან იკრიბება ხალხი და მთელი ღამე სვამენ და ხმაურიაო. სანაცვლოდ მამაოს მშენებარე სახლი შემოგვთავაზა და დაგვპირდა მოგხედავთო. მაინც გვეშინოდა ასეთ ადგილას დაბანაკება, მაგრამ მერე მამუკას ოჯახმაც გვითხრა რომ სოფლიდან ძალიან ბევრი უკვე ბარ დაბრუნებულა და საშიშრობა აღარ იყო, თორემ აქამდე ათასი ჯურის და ნირის ადამიანი ირეოდაო. მოკლედ იმ ღამეს ნაძვით ნაგებ ოთახში მშვიდად გვეძინა.

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 17:02
by Ketevan Guliashvili
Image

Image

Image

პომიდორით დატვირთული ყუთი მიაქვთ დიკლოში, რა ვიცი თ რომ ამ პომიდვრით გაგვიმასპინძლდებიან იმავე დღეს:)
Image

შენაქოში მცირე ჰესია გაკეთებული, თUმცა ელექტროენერგია ითიშება როდესაც სოფელის მოსახლეობა ბევრ ელექტრო ხელსაწყოს რთავს ერთდროულად. წყალიც რეზინის მილებით შედის ოჯახებში. მობილური კავშირი არის.

საღამო და დილა მამუკას ოჯახთან ერთად გავატარეთ. მეორე დღე - კვირა - ფერისცვალება იყო. ამ დღეს თუშები ტყეში გადიან და ჟოლით, თU სხვა კენკრით? ანდაც ნაცარით ჯვარს ისახავენ სახეზე.

ჩვენ ეკლესიაში ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი წავიკითხეთ და გზას გავუდექით.

მთელი თვეა თუშეთში ნალექი არ იყო, იმ ღამით წამოწვიმა. ფერისცვალებას ჩემი დაკვირვებით ყოველთვის წვიმს ხოლმე, მაგრამ თუშეთში სხვაგვარად ყოფილა, ერთი დღეობა ჰქონიათ აღდგომიდან 100 დღეს როდესაც ყოველთვის წვიმსო.

მოკლედ გავუდექით გზას და ერთი აღმართი გვქონდა გავლილი რომ მანქანა გამოჩნდა.

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 17:50
by Ketevan Guliashvili
შენაქო

Image

Image

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 17:53
by Ketevan Guliashvili
Image

ნინი85 და შენაქო

Image

ნინი85 და მირიამი

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 17:57
by Ketevan Guliashvili
მერე გამოჩნდა ჯიპი. ღია საბარგულით პლასტმასის ბიდონები მიჰქონდათ და ჩვენც მოგვათავსეს ზურგჩანთებიანად.

დიკლო

Image

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 30 აგვ 2012, 17:59
by Ketevan Guliashvili
დიკლოში ლეოკე პაპას სახლს მივაშურეთ.

ეს სარჭებიანი და ჩუქურთმიანაივნიანი ხედი მომეწონა.

Image

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 31 აგვ 2012, 14:15
by ნინი_85
Ketevan Guliashvili

კაია ქეთო, განაგრძე გეთაყვა :)
პ.ს. მირიამმა თუშეთში ველოტურისთვის ჩამოსული თავისი თანამემამულე ესტონელები ნახა :)

თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Posted: 31 აგვ 2012, 15:36
by arcivi9
Ketevan Guliashvili wrote: ნინი85 და შენაქო
Image
რა ლამაზი გოგოა Image