თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:05

აქამდე მიგვაცილა, ასევე მწყემსებს გადაურეკა 3 ტურისტი მოდის და ძაღლები შეიყვანეთო.

მდინარეებზე ხიდები იყო გადებული /ფოტოს ავტორია მირიამი/

Image
თU არადა წყალი იმდენად დაბალი იყო რომ ქვებზე ხტუნაობით გადავდიოდით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:11

Image

ჩვენმა მასიპინძელმა მწყემსებს სთხოვა ჩვენთვის ახალი ქვედა ბილიკი ეჩვენებინათ. მართლაც ერთგან ბილიკი ორად იყოფა, მეორე /ჩვენი ბილიკი/ მკვეთრად დაბლა მიდის და სიმაღლეს უცებ კარგავ. მიხვეულ მოხვეული დაღმართი დაშლილი ნაგებობების შორის მიდის. ბილიკმა მდელოზე გაგვიყვანა, /წესით ცოტა უნდა ავზევებულიყავით, მაგრამ იქიდან ძაღლების ყეფის ხმა მოგვესმა და მათი შიშის გამო ქვე-ქვე გგავაგრძელეთ სიარული/

თურმე ბილიკი აქაც ზევით გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. გადაქცეულ მავთულებიან ღობეს გადავაბიჯეთ და ისეთ გზაზე ვიარეთ რომ ვაი დედა! ერთგან ვერც წინ მივდიოდი და ვერც უკან. დამეწყრილს გავდა. ნინიმ თავისი ჯოხი მომაწოდა, წინიდან კი მირიამი წამომეშველა და ეს ადგილიც გადავიარეთ, ამის მერე ვამბობდით რომ ცხვრის ნავალ ბილიკებზე აღარასოდეს ვივლიდით. მერე ზევით ავიარეთ აღმართზე და ადამიაურ ბილიკს დავადექით.

ჩემი ბილაინი დართლომდე იჭერდა, აქედან თითქმის თბილისამდე ჩემი ტელ-ი გასული იყო მომსახურეობის ზონიდან. მაგთი იჭერდა დართლოშიც, შემდგომ გირევშიც /ერთი წერტილი იყო სასტუმროს უკან სკამზე/ შემდეგ შატილამდე არც მაგთი იჭერდა.
Last edited by Ketevan Guliashvili on 10 სექ 2012, 16:33, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:44

დართლო

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:48

Image

Image

დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:51

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:55

დართლოში ამ ქალბატონთან ვისადილეთ, საოჯახო სასტუმრო აქვს და სადილი რომ მოვითხოვეთ მასთან გაგვაგზვნეს. /ფასი 10 ლარი/

მისი შვილიშვილი ხატია გვეკელუცებოდა:)

Image

სადილი ძალინ უხვი და გემრიელი იყო. სუფრის ნაწილი. ფოტო მირიამის გადაღებულია.


Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 18:46

სადილობისას კოლონკელიძეს დავურეკეთ, ცხენისა და მეგზურის ამბავი გასარკვევი იყო. აღმოჩნდა რომ თ.დ. მთელი დღე ცდილობდა დაკავშირებას /მობილურები გამორთული გვქონდა. ბატარეას ვზოგავდით/. თ.დ. ხევსურეთიდან თუშეთში გადმოდიოდა, ცხენი და მეგზური უკვე ექირავებინა. ეს უკანასკნელი ომალოდან ამოდიოდა და ჩვენი ხევსურეთში გადაყვანა შეეძლო. საფასურის შეზიარებაზე შევთანხმდით, მეგზურის ნომერი ავიღეთ და ჭეშოსაკენ მიმავალ გზას გავუდექით.

სამანქანო გზა არაგვს მიუყვება, სიარული ძალიან მარტივი იყო და საათში სადღაც 4 კმ. სიჩქარით ვმოძრაობდით. ერთადერთი მოკლეკლავიანი მაისური მქონდა და მზეზე სიარულისაგან სულ სველი იყო, ნინიმ თავისი ამოაძრო და მომცა. გგზაში ესტონელები შემოგვხვდნენ. ცოტა ხან შევჩერდით. ამასობაში მთიდან ცხვარი ჩამოყავდათ სადგომში და ვხედავდით რომ ზუსტად იქ გვიწევდა გავლა.ამიტომ ესტონელებითან და მათ მეგზურებთან საუბრისას დიდად არ ვჩქარობდით დამშვიდობებას. სადღაც იმედი კიაფობდა რომ ამასობაში ცხვარი გზას გაეცლებოდა.

მანდვე მდინარე შემოგვხვდა, გოგოებმა გადასასვლელის ძებნა დაიწეს მე კი ფეხზე გავიხადე და გავტოპე. არადა ზევით ხიდი იყო.

ცოტა ხანში ცხვარს მივუახლოვდით. წამოენტო ერთი ძაღლი, მეორე... მოკლედ 4 თუ მეტი იყო. მივდივართ წყნარად, ვსუნთქავთ უჩუმრად. მირიამი ესტონურად ლაპარაკობს. იყეფეს, იყეფეს და შეგვეშვნენ.

ჰოდა 100 მეტრი არ გვექნებოდა გავლილი ცხვრის ფარის შემოხვედრის მერე რომ მანქანის ხმა გავიგონეთ, გაგვიხარდა.

ვიფიქრეთ ბარგს მაინც ავატანინებთ ჭეშომდე-თქო.

დიდი ჯიპი იყო, მოღებული საბარგულით. საბჭოური საწოლის რკინის მატრასებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით იყო დატვირთული, მეცხვარეები მიყავდა სადგომამადე. შემჭიდროვდნენ და ჩვენც წაგვიყოლეს. ფარსმასთან ახლოს გაჩერდნენე და ჩამოზიდეს ნივთები, საჭეთმპყრობელი კი გირევში მიდიოდა! ვიცოდით რომ ფარსმა ულამაზესი სოფელია და ხედებიც არაჩვეულებრივია, მაგრამ გირევში ჩასვლა მეტად გვაწყობდა, ჰოდა გავყევით.

რამოდენიმე მდინარე გადავლახეთ, მოშორებით საფეხმავლო ხიდი თითქმის ყველგან დავინახე.

სოფელში დაბანაკება ნასვამი ხალხის გამო აქაც არ გვირჩიეს. ახლადგახსნილი სასტუმროს გვერდით სახლი იდგა და ამ ეზოში თუ გაშლით კარავს არავინ არაფერს გეტყვითო. ამასობაში სასტუმროს დიასახლისი გამოვიდა, ბავშვებო აქ რა გინდათ, წყალიც კი არააო, გინდათ ეზოში დაბანაკდით გინდა სასტუმროში ნებისმიერ ოთახშიო. ბოლოს ასეც დაგვიყოლია და ოთახში დავიდეთ ბინა, უსასყიდლოთ!
Last edited by Ketevan Guliashvili on 10 სექ 2012, 16:40, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 18:48

ფარსმა /თუ არ მეშლება/

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 18:49

ნინი, მირიამი და გირევის სასტუმროს მეპატრონე

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 18:52

გულუხვად მიგვიღო, აბაზანით სარგებლობა შემოგვთავაზა, ცხელი ჩაი და 4 საწოლიანი უზარმაზარი ოთახი ჩვენს განკარგულებაში იყო. სტუმრად ებრაელი წყვილი ჰყავდა. ისინი აგერ 4 დღეა გირევში იყვნენ და ჩვენსავით აწუნთით ხევსურეთში გადასვლას გეგმავდნენე, მერე მირიამის ჩანაფიქრის მსგავსად სტეფანწმინდაი უნდოდათ მოხვედრა, უცხოელებისათვის ეს მეტად პოპულარული მარშრუტია.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 18:53

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 20:47

გათენდა ლაშქრობის მეოთხე დილა. გავიქეცით სასტუმროს უკან სკამთან და გადავრეკეთ მეგზურთან. ჩვენი ებრაელი წყვილი ადრევე მოემზადა და გაუდგა აწუნთის გზას, ჩვენ მეგზურს-ლეოს 12მდე ველოდეთ და მერე გვითხრა დავძრულიყავით და ისიც წამოგვეწეოდა. ასეც გავაკეთეთ.


ჩავბარგდით, ჩემი წყლის ბოთლი არ ჩანდა, წინა დღეს მანქანის საბარგულში დამრჩა თU იქვე მდელოზე... აღარ მახსოვდა... ნინის ბოთLიც აღარ გვქონდა დავრჩითმირიამის 1,5 ლიტრიანის იმედად. არ ვდარდობდი რადგან გზაზე უამრავი წყარო იყო, მაგრამ....

აწუნთის ბილიკი მიტოვებული სოფლის კოშკების გავლით დაიწყო. დაბოლოვებების წყობა პაგოდებს არ გაგონებთ?

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 20:49

გირევის შემოგარენი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 20:51

გირევი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 20:53

Image

ბილიკი ამ კოშკის ქვეშ გადის.
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]