Page 1 of 4

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 20 აგვ 2012, 23:54
by Tamari-ch.
2012 წელს რაჭამ განსაკუთრებულად გვიმასპინძლა!

იდუმალებით მოცული, ნისლიანი, და საოცრად ღრმა,

სიყვარულით და სილამაზით სავსე!

საოცარი დღეები იყო!!


2012 წელს მისტიური რაჭა ვნახეთ!


:shock:

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 00:04
by Tamari-ch.
Image

1. რეგიონი: რაჭა
2. მარშრუტის დასახელება: თბილისი- შაორის ტბა - ნიკორწმინდა-ჭელიში - მღვიმეები - ხოტევი - ამბროლაური - ხიდიკარი - ხიმში - ბარაკონი - ღები - გლოლა - შოვი - ონი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:2 დღე და 2 ღამე

4. სირთულე:
საშუალო, უფრო მარტივი

5. გასვლის ღირებულება: 30 ლარი +- 2 ლარი საერთო ხარჯების

6. მონაწილეთა რაოდენობა:19 ადამიანი:

7. გასვლის ორგანიზატორი: Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ამბროლაური, ტყიბული, ონი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ ზუსტად 700 კმ გამოვიდა

10. ფეხით გავლილი მანძილი:
10 კმ-მდე...

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
უამრავი!
ნიკორწმინდა, ჭელიშის მონასტერი, მღვიმეები, ხოტევის ეკლესია და ციხე, ხიდიკარის ციხეები, ხიმშის წმინდა გიორგი, ბარაკონი, ღები, გლოლას სამი ეკლესია, ზექალაქის კომპლექსი, შოვი და ა.შ.....

12. საბანაკე ადგილები: ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - ყველგან

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
თბილი თვეები

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული-შემოდგომა.

16. რისკები, საფრთხეები:
ისეთი არაფერი...

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
რაჭა მდიდარია ძეგლებით

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერს, ჯეოსელიც

19. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი:
ღები

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5687&start=120

ესეც რუკა
Image

Image

ImageImage

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 00:24
by Tamari-ch.
ყველაფერი დაიწყო გეგმისამებრ...
შევიკრიბეთ დროულად რედისონ ივერიასთან
და თითქმის ზუსტად რვაზე გავედით თბილისიდან რაჭუკასკენ...


Image

Image

Image

ამინდმა საოცრად გაგვიმართლა:
შაორთან რომ მივედით დასაბანაკებლად -
სულ ერთხელ წამოწვიმდა და ვსიო....
იმის მერე მთელი შაბათი დღე ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა...
ძირითადი სანახავები ძეგლები - თითქმის ყველაფერი ვნახეთ შაბათს
და შესანიშნავად მოვასწარით ყველაფერი....

:)

Image

Image

Image

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 00:39
by Tamari-ch.
მეორე დილით - კარვების ქალაქი

ვიპოვეთ შაორი და ვიბანავეთ კიდეც...


Image

ესეც კარავია...
:lol:

Image

Image

Image

Image

მერე იყო საუზმე...

Image

Image

Image

Image


ვიპოზიორეთ შაორთან...

Image

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 00:56
by Tamari-ch.
შემდეგ 10 საათზე გავედით ნიკორწმინდასკენ....

Image

Image

Image

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 00:57
by Tamari-ch.
Image

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 01:05
by Tamari-ch.
აი ამის მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო......

:shock:

გეგმით,
ნიკორწმინდის შემდეგ უნდა გვენახა ჭელიშის მონასტერი....
გავედით სოფლიდან და მივდივართ ხონჭიორის გზაზე...

განმეორდა შარშანდელი შეცდომა... მივდივართ ნელ ნელა ვიყურებით იქეთ-აქეთ,
1- 2 კმ გავიარეთ და ჯერ არაფერი ჩანს....
კიდევ კარგი შეგხვდა მანქანა და ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე...
თვალები ჭყიტა მძღოლმა...
მერე უცებ გამახსენდა, რომ ადგილობრივები
მას უდაბნოს უწოდებდნენ -
- კი კიო - გვიპასუხა -
ეგ გამოიარეთ უკვეო -
უკან დაბრუნდით და სახერხის შენობები რომ დგას - იქ ჩაუხვიეთო.........

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 01:33
by Tamari-ch.
რას ვიზამდით, გავბრუნდით უკან....
:?

ნიკორწმინდადან რომ გამოდიხარ,

მართლაც დგას ხის შენობები - იქ სახერხი ყოფილა...

აი მანდ კი გზა იყოფოდა ორად:
ერთი ადიოდა ზემოთ,
მეორე ჩამოდიოდა ქვემოთ...
ვდგავართ და ვფიქრობთ - რა ვქნათ....
:roll:

მანამდე, ნიკორწმინდადან რომ გამოვედით, შეგხვდა თეთრი სამარშრუტო -
მათაც მაშინ ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე -
იმათ: - არ ვიცით, ჩვენ მღვიმეები ვნახეთო -
მაშინ ეს გვითხრეს და
ვინაიდან ჩვენ მღვიმეს კი არა, მონასტერს ვეძებდით -
მაშინ ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება -
აი ახლა კი გამახსენდა ეგ ნათქვამი - ვინაიდან ზემოთ კლდეზე ხალხი დავინახეთ...

და აქ მივიღეთ სტრატეგიული და "ბრძნული" გადაწყვეტილება
- რამაც მომავალში განაპირობა მოვლენების სულ სხვა მიმართულებით განვითარება!!

:D

გავიყავით: დათო და ჯილდა გავგზავნეთ ზემოთ ამბის გასაგებად,
სადაც ხალხი ირეოდა,
დანარჩენები წავედით ქვემოთ გზაზე...

მივდივართ, ვათვალიერებთ მაგრამ არაფერი ჩანს მონასტრის მაგვარი...
:? :roll:

ისევ გავჩერდით....

რეკავს დათო ზემოდან: ხალხმა არ იცისო, სადაა ჭელიშის მონასტერიო....

:? :x

ახლა რაღა ვქნათ????
:roll:

Image

აი აქ გვიშველა დოროთეას მეგობარმა
დოროთეას გაახსენდა თავისი მეგობარი, რომელიც ნამყოფია ჭელიშში!

რეკავს დოროთეა და იგებს ამბავს:
თურმე სწორ გზაზე ვართ - უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა იაროთო ფეხითო...
სულ დაბლა ღელეში უნდა ჩახვიდეთო,
იქაა რაღაც ჰესიო და მერე იქვეა მონასტერიო...


:D

Image

ამასობაში გამოჩნდა წითელი ჯიპი და იმანაც დაგვიდასტურა - ჩვენც იქ მივდივართ და ეს ჭელიშის გზააო...

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 01:50
by Tamari-ch.
ვინაიდან დავადგინეთ, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე,
- ვურეკავ ჯილდას და დათოს და ვეუბნები,
რომ აქეთ ჩამოვიდნენ, ჩვენკენ...
- ჭელიშის გზა ეს არის მეთქი...

ჰოდა აქ ხდება ყველაზე საინტერესო:
ჯილდა და დათო მოდიან არ ჩვენკენ, არამედ რაღაც ბილიკით ეშვებიან დაბლა მდინარისკენ....
;)

რაღაც მოკლე ბილიკი ვიპოვეთო, მითხრა დათომ და ჩამოვალთო...
პირველი რაც გამიელვა - არ დაიკარგოთ მეთქი - გარშემო ტყეა!
არა - მოვალთო....
დათოს ჩემხელა ბებუთი ეკიდა ქამარზე,
ამიტომ აღარ დავიჯინე - გინდა თუ არა ჩვენკენ წამოდით მეთქი....
მივდივართ და გზადაგზა გადავძახებთ ხოლმე ჯილდას და დათოს....
რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ დაიკარგნენ და უცებ მირეკავენ -
ქვემოთ ვართ უკვე და გოგოებს შევხვდითო....

ამასობაში ჩვენ ჩავედით ჰესთან...

დაიმახსოვრეთ - აქაა ჭელიშის მონასტერი...


:D

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:03
by Tamari-ch.
ის ნაგებობა ჰესი კი არა წყლის სატუმბი სადგური ყოფილა...
შენობაში ვნახეთ თანამშრომლები
- გვაჩვენეს ბილიკი და მივადექით ჭელიშის მონასტერს....


Image

Image
ვდგევართ და ვტკბებით....
Image

Image

Image
ლევანი ალბათ ფიქრობს - ოდესღაც ამ სახლში ვიღაც ცხოვრობდაო....

Image
ამასობაში ჯილდაც გამოჩნდა
და ლამაზად ჩაჯდა კადრში და საკურთხევლის სარკმელში

შესანიშნავი საბანაკე ადგილებია ჭელიშთან...

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:06
by Tamari-ch.
Image
ეზოში მიმობნეული ჩუქურთმები...

Image
ქვევრი კედელში აკუსტიკისათვის...

Image
ტაძრის იატაკი

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:12
by Tamari-ch.
ჯილდა და დათოც მოვიდნენ
ჰოდა მოგვიტანეს ფრიად საინტერესო ამბავი:

ჩვენ რომ ჩამოვედით ბილიკით - გზაზე ორი დიდი მღვიმე ვნახეთო!

:shock:

დავინტერესდით....

ჰოდა გადაწყდა უკან დაბრუნებულიყავით არა მოსული გზით -
არამედ იმ ბილიკით და გვენახა ეს მღვიმეები....

და არ ვინანეთ....


:D

Image

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:14
by Tamari-ch.
აი ისიც - პირველი მღვიმე!

წყალი ცივი ცივი!!!!

ეს ყოფილა ამ მდინარის სათავე - მდინარე პირდაპირ კლდიდან გამოდიოდა...



Image

Image

მღვიმეში კი ნამდვილი სტალაქტიდებია! გამოქვაბული მიდის სიღრმეში და ბოლო კი არ ჩანს!
:shock:

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:18
by Tamari-ch.
რაღაც იდუმალ სამყაროში მოვხვდით უცებ....
:D

Image

აქ ვერ იბანავებდი - ძალიან ცივია წყალი....

ამასობაში გამოჩდნენ ვიღაც უცხოელები
- მორბიან ამ მღვიმისკენ -
ნახეს და მერე გაიქცნენ მეორე მღვიმისკენ...
რა ჭელიში, რის ჭელიში - ჭელიში ვის ახსოვს... არც კი აინტერესებდათ ნამონასტრალი...

:?


ჩვენც გავყევით დათოს და მეორე მღვიმეც ვნახეთ....

Image

Image

მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012

Posted: 21 აგვ 2012, 02:21
by Tamari-ch.
აქ წყალი თბილია და დათოს უბანავია კიდეც,
სანამ ჩვენ გზით ვეშვებოდით...

იმ უცხოელებს ახლდა ქართველი, ადგილობრივი...
ჰოდა იმან გვითხრა საინტერესო ამბავი:
თურმე ამ ღვიმის სიღრმეში შიგ კლდეში ჩანჩქერი ყოფილა!


:shock:


ეგრევე გადავწყვიტეთ, რომ მომავალში მოვიდეთ აქ
კიდევ ერთხელ გასაბერი ნავით და შევცუროთ შიგნით
- ჩანჩქერის სანახავად!
საინტერესო იქნება ჩანჩქერი კლდის შიგნით!


Image

:shock: