უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 20 აგვ 2012, 23:54
2012 წელს რაჭამ განსაკუთრებულად გვიმასპინძლა!
იდუმალებით მოცული, ნისლიანი, და საოცრად ღრმა,
სიყვარულით და სილამაზით სავსე!
საოცარი დღეები იყო!!
2012 წელს მისტიური რაჭა ვნახეთ!

Last edited by
Tamari-ch. on 21 აგვ 2012, 02:07, edited 4 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 00:04
1.
რეგიონი: რაჭა
2.
მარშრუტის დასახელება: თბილისი- შაორის ტბა - ნიკორწმინდა-ჭელიში - მღვიმეები - ხოტევი - ამბროლაური - ხიდიკარი - ხიმში - ბარაკონი - ღები - გლოლა - შოვი - ონი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:2 დღე და 2 ღამე
4. სირთულე:
საშუალო, უფრო მარტივი
5. გასვლის ღირებულება: 30 ლარი +- 2 ლარი საერთო ხარჯების
6. მონაწილეთა რაოდენობა:19 ადამიანი:
7. გასვლის ორგანიზატორი: Tamari-ch.
8.
დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ამბროლაური, ტყიბული, ონი
9.
მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ ზუსტად 700 კმ გამოვიდა
10.
ფეხით გავლილი მანძილი:
10 კმ-მდე...
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
უამრავი!
ნიკორწმინდა, ჭელიშის მონასტერი, მღვიმეები, ხოტევის ეკლესია და ციხე, ხიდიკარის ციხეები, ხიმშის წმინდა გიორგი, ბარაკონი, ღები, გლოლას სამი ეკლესია, ზექალაქის კომპლექსი, შოვი და ა.შ.....
12.
საბანაკე ადგილები: ყველგან
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - ყველგან
14.
საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
თბილი თვეები
15.
გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული-შემოდგომა.
16.
რისკები, საფრთხეები:
ისეთი არაფერი...
17.
უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
რაჭა მდიდარია ძეგლებით
18.
პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერს, ჯეოსელიც
19.
ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი:
ღები
20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5687&start=120
ესეც რუკა

![Image]()
Last edited by
Tamari-ch. on 21 აგვ 2012, 00:41, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 00:57
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 01:05
აი ამის მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო......
გეგმით,
ნიკორწმინდის შემდეგ უნდა გვენახა ჭელიშის მონასტერი....
გავედით სოფლიდან და მივდივართ ხონჭიორის გზაზე...
განმეორდა შარშანდელი შეცდომა... მივდივართ ნელ ნელა ვიყურებით იქეთ-აქეთ,
1- 2 კმ გავიარეთ და ჯერ არაფერი ჩანს....
კიდევ კარგი შეგხვდა მანქანა და ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე...
თვალები ჭყიტა მძღოლმა...
მერე უცებ გამახსენდა, რომ ადგილობრივები
მას უდაბნოს უწოდებდნენ -
- კი კიო - გვიპასუხა -
ეგ გამოიარეთ უკვეო -
უკან დაბრუნდით და სახერხის შენობები რომ დგას - იქ ჩაუხვიეთო.........
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 01:33
რას ვიზამდით, გავბრუნდით უკან....
ნიკორწმინდადან რომ გამოდიხარ,
მართლაც დგას ხის შენობები - იქ სახერხი ყოფილა...
აი მანდ კი გზა იყოფოდა ორად:
ერთი ადიოდა ზემოთ,
მეორე ჩამოდიოდა ქვემოთ...
ვდგავართ და ვფიქრობთ - რა ვქნათ....
მანამდე, ნიკორწმინდადან რომ გამოვედით, შეგხვდა თეთრი სამარშრუტო -
მათაც მაშინ ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე -
იმათ: - არ ვიცით, ჩვენ მღვიმეები ვნახეთო -
მაშინ ეს გვითხრეს და
ვინაიდან ჩვენ მღვიმეს კი არა, მონასტერს ვეძებდით -
მაშინ ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება -
აი ახლა კი გამახსენდა ეგ ნათქვამი - ვინაიდან ზემოთ კლდეზე ხალხი დავინახეთ...
და აქ მივიღეთ სტრატეგიული და "ბრძნული" გადაწყვეტილება
- რამაც მომავალში განაპირობა მოვლენების სულ სხვა მიმართულებით განვითარება!!
გავიყავით: დათო და ჯილდა გავგზავნეთ ზემოთ ამბის გასაგებად,
სადაც ხალხი ირეოდა,
დანარჩენები წავედით ქვემოთ გზაზე...
მივდივართ, ვათვალიერებთ მაგრამ არაფერი ჩანს მონასტრის მაგვარი...
ისევ გავჩერდით....
რეკავს დათო ზემოდან: ხალხმა არ იცისო, სადაა ჭელიშის მონასტერიო....
ახლა რაღა ვქნათ????

აი აქ გვიშველა დოროთეას მეგობარმა
დოროთეას გაახსენდა თავისი მეგობარი, რომელიც ნამყოფია ჭელიშში!
რეკავს დოროთეა და იგებს ამბავს:
თურმე სწორ გზაზე ვართ - უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა იაროთო ფეხითო...
სულ დაბლა ღელეში უნდა ჩახვიდეთო,
იქაა რაღაც ჰესიო და მერე იქვეა მონასტერიო...
ამასობაში გამოჩნდა წითელი ჯიპი და იმანაც დაგვიდასტურა - ჩვენც იქ მივდივართ და ეს ჭელიშის გზააო...
Last edited by
Tamari-ch. on 25 აგვ 2012, 07:55, edited 5 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 01:50
ვინაიდან დავადგინეთ, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე,
- ვურეკავ ჯილდას და დათოს და ვეუბნები,
რომ აქეთ ჩამოვიდნენ, ჩვენკენ...
- ჭელიშის გზა ეს არის მეთქი...
ჰოდა აქ ხდება ყველაზე საინტერესო:
ჯილდა და დათო მოდიან არ ჩვენკენ, არამედ რაღაც ბილიკით ეშვებიან დაბლა მდინარისკენ....

რაღაც მოკლე ბილიკი ვიპოვეთო, მითხრა დათომ და ჩამოვალთო...
პირველი რაც გამიელვა - არ დაიკარგოთ მეთქი - გარშემო ტყეა!
არა - მოვალთო....
დათოს ჩემხელა ბებუთი ეკიდა ქამარზე,
ამიტომ აღარ დავიჯინე - გინდა თუ არა ჩვენკენ წამოდით მეთქი....
მივდივართ და გზადაგზა გადავძახებთ ხოლმე ჯილდას და დათოს....
რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ დაიკარგნენ და უცებ მირეკავენ -
ქვემოთ ვართ უკვე და გოგოებს შევხვდითო....
ამასობაში ჩვენ ჩავედით ჰესთან...
დაიმახსოვრეთ - აქაა ჭელიშის მონასტერი...

Last edited by
Tamari-ch. on 25 აგვ 2012, 07:56, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 02:03
Last edited by
Tamari-ch. on 21 აგვ 2012, 22:49, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 02:06
ეზოში მიმობნეული ჩუქურთმები...
ქვევრი კედელში აკუსტიკისათვის...
ტაძრის იატაკი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აგვ 2012, 02:21
აქ წყალი თბილია და დათოს უბანავია კიდეც,
სანამ ჩვენ გზით ვეშვებოდით...
იმ უცხოელებს ახლდა ქართველი, ადგილობრივი...
ჰოდა იმან გვითხრა საინტერესო ამბავი:
თურმე ამ ღვიმის სიღრმეში შიგ კლდეში ჩანჩქერი ყოფილა!
ეგრევე გადავწყვიტეთ, რომ მომავალში მოვიდეთ აქ
კიდევ ერთხელ გასაბერი ნავით და შევცუროთ შიგნით
- ჩანჩქერის სანახავად!
საინტერესო იქნება ჩანჩქერი კლდის შიგნით!

Last edited by
Tamari-ch. on 21 აგვ 2012, 10:11, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....