თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 17:53

ისევ წვიმაო და დავეშვით სირბილით ლამის. ისე დასცხო, ბოლოს მომავლები გემრიელად დასველდნენ. ჰეღოდან ფარსმას მოსულებს უკვე მზე დაგვხვდა, მერე როგორი ლამაზია წვიმის შემდეგ მზედანათებული ეს სოფელი. წვიმის გამო დართლოში დარჩენილი მთაშენკა, ნინუცა და ლედიც შემოგვიერთდნენ და ბოლომდე გავიხარეთ. მათ ჭეშოში კარაველების ნაცნობი კატო ბებო მოენახულებინათ, გემრიელებიც მიერთვათ და კიდევ უფრო კარგ ხასიათზე იყვნენ. სოფლის შესასვლელში მოგებებულ მზით განათებულ მდელოზე, ვირბინეთ, ვიხტუნავეთ, ყირამალა დავდექით ბავშვებივით, შორენამ ცხენით შემოიჯირითა სოფელი. სოფელი მოვიარეთ, აქაც ერთი მოსახლე ვნახეთ. სოფლის ერთი კოშკი ყველა ადგილიდან ჩანდა. ხატი სოფლის გასასვლელთან იდგა, იქვე სასაფლაო იყო.

Image

ერთ რამედ ღირდა სოფლის განაპირას მდელოზე გაშლილი ცხენების ცქერა. ფარსმიდან გზაზე ჩამოსულებს მდინარის პირას შორენას ნაცნობი თუშები და მეცხვარეები დაგვიხვდნენ სუფრა გაშლილი და უგემრიელესი თუშური ყველი გვაჭამეს, არაყი ძალით დაგვალევინეს:) ცხვრის გამხმარი ხორციც მიირთვა ზოგიერთმა გემრიელად. მოკლედ ისევ ვისიამოვნეთ–დავითუშეთ.

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 17:54

ჩვენი დათუშვა გაგრძელდა დართლოს თავს მოქცეული სოფლების მოვლით–კამაზიდან შევავლეთ თვალი პერწკლის დედულეთს-დანოს, ბოსლევიდან ფეხით მივადექით კვავლოს. კიდევ ერთელ გავოცდი იმით, რომ მსგავს ადგილას სოფელთან ერთად თუშის ხელს კვავლოს კოშკის მსგვასი სილამაზე შეექმნა. კიდევ ერთხელ მივეშურეთ კოშკს–დავითუშეთ. დათუშულები დართლოსკენ მომავალ სერპანტინზე დავეშვით გზად ქონდრისა და ნაირფერი ყვავილების კრეფით. წვიმამ ახლაც გულითადად სახლში მიგვაცილა:)საღამოს საჯარეზე თუშებთაან შემოვუსხედით ცეცხლს, ბევრი არაფერი თქმულა, მაგრამ კარგი იყო იქ ყოფნა. მეორე დილით დართლოს ვტოვებდით.

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 17:55

შაბათს გომეწარს მივადექით. ამდენი სოფლების ნახვის მერე მაინც დავითუშეთ. საყვარელია კლდეს დაკიდებული სოფელი დოჭუ. მისი კლედს შეფენილი სახლები კერეს ხეობას დაჰყურებს და მოპირდაპირე მთას მიბნეულ სოფელ გოგრულთას შეჰყურებს. გაგაოცებს როგორ ირთულებდა ცხოვრებას ჩვენი წინაპარი, რომ მშვიდად თავისუფლად ეცხოვრა სილამაზეში. ეს სოფელი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, ისევე როგორც წარო. ამ სოფლამდე მისასვლელად ბევრი გორა უნდა გადაიარო, ბევრ გორას მიბნეულ სოფელს (ბოჭორნას, ილაურთას, ბეღელას, კოკლათას, ჯვარბოსელს, ალისგორს, ვერხოვანს,დიდიკურთას) უნდა შეავლო თვალი, რომ მათი ხილვით ისევ–ისევ დაითუშო.






di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:14

ამ სოფლების შემდეგ სამანქანო გზა იმდენად ცუდია, რომ ხეობას დამყურე მთებს შორის გზას ფეხით გაუყევით. შორიდანმე ჩანს წაროს ნასახლარები, რომელთაც ერთი მთა მთლიანად უკავაიათ.

Image

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:16

ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ახლა, როცა აქ ერთი სულიერიც არ ცხოვრობს, ისტორიაში ცხოვრება სდუღდა, ასეულობით სიცოცხლე ცხოვრობდა. როგორც გურულმა გვითხრა გადახურულიც შეიძლება ყოფილიყოო შატილივით. გრანდიოზული იქნებოდა სანახავად.


Image


di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:19

ეს წაროდან დანახული ბეღელა


Image

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:23

ვერხოვანი კი არა ბეღელა, აი კიდევ

Image


Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]