Page 1 of 4
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 14 ივნ 2012, 23:08
by Tamari-ch.
1. რეგიონი:
ქართლი, მანგლისი - წალკის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- მანგლისი- წალკა - ბეშთაშენი - ფარავანი- თბილისი
მანგლისის სიონი-არხოტის მენჰირი "მამუკას სვეტი"-არხოტის ნასახლარები და ეკლესია-ბეშთაშენი/ელი ბაბას მთა/-ფარავანი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საშუალოდ 20 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
5 ადამიანი 1 ჯიპში,
იყო მეორე ჯიპიც, მაგრამ იმან ჩვენს მარშრუტზე ვერ იარა და ცალკე იმოგზაურეს
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
მაკენა და Tamari-ch.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წალკა
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 250 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ ჯამში 5 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, რომელთა ნახვა ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოესწრებოდა
12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას.
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
წალკა, მდინარეები - იჭყუმპალავე რამდენიც გინდა...
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მანგლისში დაგვეხმარა რეინჯერი რობინზონ ბექაური
ბეშთაშენში კი ბერძენი საშა (გვარი დამავიწყდა)
21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 14 ივნ 2012, 23:20
by Tamari-ch.
ამ გასვლაზე მინდა მოგითხროთ, იმიტომ რომ მეტად საინტერესო გასვლა გამოგვივიდა...
ბევრი მოულოდნელობებით და საინტერესო ინფორმაციებით სავსე...
თან ისეთი გადახვევები გვქონდა, საერთოდ რომ არ დაგვიგეგმავს,
უცნაური დამთხვევებიც იყო, ცოტა თავგადასავლიც...
მოკლედ რაღაცეები ვნახეთ და რა ვნახეთ, ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ....
ნელ ნელ მოვყვები და ვეცდები ყველა დეტალი გავიხსენო....
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ მოულოდნელად - ფაქტიურად ერთ საღამოში დაიგეგმა დიდი ხნის წინ დაგეგმილი მარშრუტის განხორციელება
უცებ მირეკავს მაკენა შაბათს საღამოს და კვირას წავიდეთ მცალიაო....
არადა ჯერ ორნი ვართ -
ხალხი მეთქი???
გახსენი თემაო
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5654&start=0
მარა რად გინდა - თემა კი გავხსენი ექვსის ნახევარზე, მაგრამ სანამ სამსახურიდან სახლში მივედი - უცებ გაივსო ჯიპი და თემის გახსნა და დახურვაც ცირკივით გამოვიდა....
იკო და თეკლა (კარველები) დარჩნენ უმანქანოდ.
მერე რაღაც მეორე მანქანა იშოვეს (მსუბუქი) და გადაწყდა რომ ისინი მოგვიანებით გამოვიდოდნენ თბილისიდან...
ცოტა აბდაუბდა გამოგვივიდა, მაგრამ რაც იყო, იყო....
მაკენას ჯიპი შეიკრიბა დილით 9-ზე რედისონთან
აცა, მიშა, ტომა, მე და თამაზი...
მეტად პუნქტუალურად შევიკრიბეთ და გავედით თრიალეთისკენ...
დილით ყველაზე ადრე მე მოვედი, იქვე დაცვა იდგა ფოსტასთან
მე სანამ ჩემს ბოტასებს ვეჭიდავებოდი (წინა დღეს მეწაღესთან მივიტანე და ისე მოახერხა რომ შიგ "სტალაქტიდები" ამომიზარდა... ჰოდა დილა უთენია ვაძრობდი წებოს სტალაქტიდებს, რომელიც ისარივით მესობოდა ფეხის თითში - რავარია ლაშქრობის წინ?)
გავესაუბრე დაცვის ბიჭებს ... თურმე გვიცნობენ.. კარავიც იცოდნენ, საუნჯე ჯიც და ლაშქრობაც ჰყვარებიათ...
მესიმოვნა და იმათაც ესიამოვნათ...
ცოტა ხანში მაკენაც დავინახე, სტალაქტიდებიც ამოვაძრე ბოტასიდან და გავუდექით გზას თრიალეთისკენ!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 14 ივნ 2012, 23:42
by Tamari-ch.
აი აქ მთავრდება ასფალტიანი გზა მანგლისის სიონთან...
მერე იწყება გრუნტის გზა
მივედით ამ გზის ბოლო სახლთან - იქ ორი კაცი დგას!
- გამარჯობათ! მამუკას სვეტი ხომ არ იცით სადაა თქო? .....გვიყურებს ზორბა კაცი
- მამუკას სვეტი ტყეშია, რთული მისაგნებიაო...
- ვინმე ბიჭი არაა რომ გამოგვყვეს და გვაჩვენოსო? ბთხოვეთ .....იღიმის ზორბა კაცი
- პატარა ბიჭზე უკეთესი არ ვარ მეო?
თურმე იღბალი ჩვენკენაა
ჩავისვით ეს კაცი ჯიპში, ბატონი რობინზონი...
და აღმოჩნდა რეინჯერი, ზეპირად იცის ყველა ქვა და ლოდი ამ მიდამოებში... გამოგვკითხა ვინ ხართ, რა გაინტერესებთო... გაუხარდა რომ ძეგლები გვიყვარდა და ვათვალიერებდით...
კიდევ არისო რაღაც ნასახლარებიო ახლო მახლო...
კიდევ რაღაც გვირაბს მივაგენითო არხოტის ხეობაშიოა...
კიდევ განახებთო საინტერესო საფლავის ქვებსო...
იმდენი საინტერესო მოგვიყვა გზაში - ვინანე რომ მიკროფონი არ მქონდა რომ ყველა დეტალი ჩამეწერა...
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 14 ივნ 2012, 23:53
by Tamari-ch.
როცა მიდიხარ სოფელ არხოტისაკენ გრუნტის გზით
გზა იყოფა 3 - 4 კმ-ის მერე...
წინ გზაზე რკინის ბარიერია (ეს არის საპინიკე ადგილისკენ გზა)
ჩვენ ჩავუხვიეთ მარცხნივ - ეს დეტალი დაიმახსოვრეთ, ვისაც აინტერესებს ეს მენჰირი...
აი ასეთი დიდი ლოდები შეგხვდებათ გზაში
აქ უნდა გაჩერდეთ!
და ახვიდეთ გზიდან მარცხნივ - ფერდობზე!
რომ არა ბატონი რობინზონი - ჩვენ ვერ მივაგნებდით ან ძალიან ბევრ დროს დავხარჯავდით მის ძებნაზე

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:00
by Tamari-ch.
სულ რამდენიმე ნაბიჯი და გამოჩნდა კიდეც მენჰირი
წარმართულ ხანაში ეს ნაყოფიერების სიმბოლო იყო
გარეგანი მსგავსებაც სახეზეა...
მერე ქვები შემოუწყვიათ, ხატებიც დაუდიათ და ახლა ქრისტიანულ სალოცავად უქცევიათ!
აბა რა ვთქვა??
ბატონი რობინზონი თან გზადაგზა საინტერესო ამბებს გვიყვება..
რატომ ჰქვია "მამუაკს სვეტი"?
მამუკა ყოფილა ვინმე მეწისქვილე - აი ქვემოთ მდინარეზე წისქვილი ჰქონდაო..
ჰოდა ამ სვეტის გარშემო მან გაუკეთა სალოცავიო...
ისე კი ეს ადგილი რაღაცნაირიაო... აქედან არაფრის წაღება არ შეიძლებაო.. აქ ვერავინ ბედავს ხმამათლა საუბარსაც კი-ო!
ერთი ისტორია მოგვიყვა...
თურმე მამუკას სვეტთან ჭალაში ხის მოჭრა დაუწყია რამდენიმე კაცს შეშისთვის...
რამდენიმე წუთში ყველა მათგან გონება დაუკარგავს და მიწაზე დაყრილები იპოვესო, უგონოდ...
რა დაემართათ ან რა მოხდა არცერთს არ ახსოვდაო...
იმის მერე ადგილობრივები ერიდებიან თურმე იმ ჭალადან თუნდათ ერთი ტოტის წამოღებასო!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:04
by Tamari-ch.
აი ამ საინტერესო ქვამ მიიქცია აცას ყურადღება
ზედ ბურთებია - მე მგონი 7 ცალი იყო...
იქნებ კალენდართანაა კავშირში?
რაღაც არ ჰგავს ქრისტიანული ტაძრებისათვის დამახასიათებელ ორნამენტს...
ხვნა თესვა, ნაყოფიერების სიმბოლოები - კალენდართან იყო ძველად დაკავშირებული

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:08
by Tamari-ch.
ეს ქვაჯვარია - ხის ჯვარს არჭობდნენ ხოლმე ამ ქვაში
ესეც ხედი ქვემოდან
ამ ადგილას მაკენამ ფეხი იღრძო - რაღაც უცნაურად დაეცა...
ეს გვინდოდა ახლა?

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:13
by Tamari-ch.
წამოდით კიდევ რაღაც განახებთო ბ-ნ რობინზონმა
და მივედით ამ დიდ ლოდებთან - ზუსტად იმ მენჰირის მოპირდაპირე მხარესაა
და აი ასეთი უცნაური ორმოებია ამ და მეორე ლოდზე
ხელოვნურია თუ ბუნებრივი?

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:23
by Tamari-ch.
- ასეთი ნასახლარები ამ არემარეში ალბათ 60-მდე იქნებაო
მთელს ფერდობზეა გაშლილიო...
გზადაგზა გვიყვება ამბავს ბ-ნ რობინზონი
ფოტოები არაა მთლად ხარისხიანი, მაგრამ ჩანს რომ დიდი ლოდებითაა ნაგები ეს ნასახლარები! - მართლაც ბევრი იყო და ყველს რა თქმა უნდა ვერ ვნახავდით
რამდენიმეს გადავუღე ფოტო

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:24
by Tamari-ch.
აი აქ იპოვეს ის ბრინჯაოს თასი, რომელსაც ზედ წარწერები ჰქონდა!
ბ-ნ რობინზონი თითით აჩვენებს ამ ადგილს!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:26
by Tamari-ch.
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:35
by Tamari-ch.
ახლა წამოდით და არხოტის ეკლესია უნდა განახოთ - იქ უცნაური ქვებიაო!
ბ-ნ რობინზონმა
მაღლა მთაში არისო ღვთისმშობლის ეკლესიაო - ზედ უცნაური ბარელიეფიაო - უკანა ფეხებზე დამდგარი თხის გამოსახულებითო!
კიდევ არისო ერთი ეკლესია მეორე ფერდობზე - იქაც საინტერესო დეტალებიაო....
გზის გაგრძელებაზე ხეობაში მაღლა სოფელ ზაზასსოფელში წვიმის მერე მიწამ დაიწია და რაღაც გვირაბი გამოჩნდაო მიწის ქვეშო!
მოკლედ არტოხის ხეობამ ჩაგვითრია... სანახავი არ ილეოდა!
გადაწყდა რომ კიდევ ერთხელ მხოლოდ ამ ხეობაში წამოვსულიყავით და ყველაფერი გვენახა ბ-ნ რობინზონთან ერთად!
გამოჩნდა ეკლესია სოფლის ცენტრში - იქაც რაღაც საინტერესო გველოდა!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი
Posted: 15 ივნ 2012, 00:43
by Tamari-ch.