პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 19:30

თორღვა პანკელი კი ნანგრევებია აი ასეთი:
Image

თუმცა ისტორია ვისაც უყვარს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ალაზნის ხეობა ჩანს: მთის წვერზე ადიხარ პანკისის ვებსაიტი ამბობს რომ 1.5 საათში ერთი გზა, იქაურმა კაცმა გვითხრა რომ 2–3 საათში ერთი გზა და ჩვენმა ასლანმა კი მთლიანობაშინ 6 საათი უნდაო:
Image
იქიდან ალავერდზე ხედია:

დუისი – შუა ხალაწანი – ზემო ხალაწანი – თორღვა პანკელი – დუისი ( სავარაუდო ხანგრძლიობა დაახლოებით 3 საათი)

დუისიდან ზემო ხალაწანამდე მარშრუტის მონაკვეთზე, გთავაზობთ იმგზავროთ ცხენშებმული ტიპური კახური ორბობრლიანი ურმით.
ცოტა ნერვების დამძაბველია დუისიდან შუა ხალაწანამდე მდინარის გადალახვა, მაგრამ ქისტური ცხენები კარგად არიან დაჩვეული ალაზნის გადასვლას, მაშინაც კი როცა მდინარე ადიდებულია. უკვე შუა ხალაწანის გზაზე მარცხნივ დავიტოვებთ (ჩრდილოეთით მიმავალნი) ქისტების ძველ სასაფლაოს, რამოდენიმე მეტრში საოჯახო მეჩეთია. ჩავდივართ მორიგ ქისტურ სოფელში – ქვემო ხალაწანი. სოფელში ოსებისაგან მიტოვებული ბევრი ცარიელი სახლია. მათში ქისტები სახლდებიან. თვალშისაცემია სარემონტო სამუშაოები, რომელსაც ქისტები ახლად ნაყიდ სახლებს უტარებენ.

მთავარი გზა ქვემო ხალაწანში მარჯვნივ უხვევს, საკმაოდ ციცაბოდ გაივლის მთის ძირში. აქ ურმიდან ჩამოვდივართ, ვისაც სურს შეუძლია მგზავრობა ცხენით გააგრძელოს, ვისაც არა – საკუთარი ძალებით. ჩვენს მეგზურებს არასოდეს ავიწყდებათ კვება და დარწყულება. მწვერვალზე ციცაბო ასასვლელით 1,5 საათი ავდივართ. აქ იწყება თორღვა პანკელად წოდებული ციხე-სიმაგრის ზოლი, რომელიც მეფე თამარის პერიოდში, XII საუკუნის დასასრულს, იქნა აგებული.

ციხე-სიმაგრისა და მიწის უმეტესი ნაწილის მფლობელი იყო ქართველი დიდებული (თავადი) თორღვა პანკელი. ეს არისტოკრატი, წარმოშობით ქართველი მთიელი – ფხოველი, მეფე თამარის ვაჟისა და ტახტის მემკვიდრის – მეფე ლაშა გიორგის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სხვა დიდებულებთან ერთად ქართველების დამპყრობელი მონღოლების საწინააღმდეგო XIII საუკუნის აჯანყების მონაწილე. აჯანყება დროზე ადრე გამღჟავნდა და თორღვა პანკელი მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.

მთებში მიმავალნი მარჯვნივ ავდივართ ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში, აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდინარე ალაზნის ველზე. პანკისის ხეობის მეორე, თუშებით დასახლებულ მხარეს, მოსჩანს მათი ცენტრალური დაბლობი სოფელი – ალვანი, უფრო შორს თუ გავუწვდენთ თვალს დავინახავთ XI საუკუნის ქართულ საკათედრო ტაძარს ალავერდს (ალავერდის დღესასწაული, სახელად ალავერდობა, 15 ოქტომბერს აღინიშნება). იგი მთელი საქართველოს ქართველების პელიგრიმობის უმთავრესი სალოცავია, მათ შორის არიან ქართველი მთიელები კახეთიდან. ალავერდობაში ცოტა ხნის წინათ ქისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ვუბრუნდებით მთავარ ბილიკს, რომელითაც ციხე-სიმაგრეს დაახლოებით 10 წუთი მივუყვებით, სულ ბოლოში არსებულ ქართულ ეკლესიამდე. მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სარკმლების, კარიბჭის, საკურთხევლისა და უძველესი და ძლიერ დაზიანებული ფრესკების კვალი ჯერ კიდევ თვალში საცემია. ეკლესიის ქვეშ არის ჩასასვლელი მიწისქვეშა დერეფნებსა და დარბაზებში, რომელიც მთელს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას თან გასდევს. უშუალოდ ეკლესიის ქვეშ არის მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილი. დერეფანების დასათვალიერებლად ცხადია მეგზურია საჭირო, რადგან აქ დაკარგვა ძნელი არ არის. ამ მიწისქვეშა დერეფნებით იმ ადგილს შეიძლება დაუბრუნდეთ საიდანაც თორღვა პანკელი იწყება.

თორღვა პანკელი აგებული იქნა კარგი ხედისა და სიგნალიზაციის ადგილზე. იგი ციხე-სიმაგრეთა იმ უწყვეტ ჯაჭვში შედის, რომელიც მთელს ხეობას მოიცავს და სიგნალიზაციისათვის გამოიყენებოდა. პანკისის მოსახლეობა მათზე ცეცხლს ანთებდა და ამგვარად გადასცემდა კოშკიდან კოშკზე მნიშვნელოვან ინფორმეციას, უმეტესად სოფლების მოსახლეობას აფრთხილებდა მტრის შემოჭრის შესახებ.
ადგილზე მისვლისას ჩვენი მეგზურებიც ანთებენ კოცონს, მაგრამ მასზე უგემრიელეს კავკასიურ მწვადებს ამზადებენ და ღვინით ან ლუდითაც გაგიმასპინძლდებიან. მწვადი კი აქ ისეთი გემრიელია როგორც არსად მთელს პანკისში.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 19:34

პანკისის ვებსაიტზე ჩვენი მარშუტის შესახებ:


მარშრუტი დუისი – ჯიბახევი – ბაწარა – ბატანა, (ხანგრძლიობა 5 საათი)
ამ მარშრუტის მონაკვეთი დუისიდან ბატანამდე მანქანით შეგვიძლია გავაროთ, ან ცხენით სოფელი ჯიბახევიდან (დუისიდანაც) შემდეგ ბატანადან კოჭადალა და ხადორამდე გზას ქვეითად ვაგრძელებთ ან ცხენით.
გთავაზობთ ისარგებლოთ მანქანით ან ცხენით, გზის ხარისხის მიხედვით.
ამგვარად დუისიდან მივემგზავრებით მანქანით ჩრდილოეთის მიმართულებით პანკისის ბოლო სოფელ ჯოყოლომდე. ჯიბახევში მისვლის შემდეგ შეგვიძლია დავრჩეთ მანქანაში ან გადავჯდეთ ცხენზე.

ჯიბახევის მთავარ გზაზე, ხიდს გადასულები, მარცხნივ ვუხვევთ. გავუვლით ბაწარას ნაკრძალს, სადაც არის ნაკრძალის მუზეუმი. ნაკრძალი ფოთლოვანი ტყით იწყება, სადაც უნიკალური ჯიშის ურთხმელი ხარობს. უფრო მაღლა, ქიმის ნაპირის ახლოს ურთხმელი მონოლითურ ჯგუფებად იზრდება. მუზეუმი ამჟამად რემონტშია, მის გვერდით სასტუმროც უნდა აიგოს.
ჩვენ გზას პირდაპირ ვაგრძელებთ. პირველივე დიდ გზასაყარზე მარცხნივ აღმა ვუხვევთ. მთელი გზა ალაზანი მოგვაცილებს, რომელზეც რამოდენიმეჯერ მოგვიწევს გადასვლა. ბაწარას შესართვთან ალაზანი რამოდენიმე ნაკადისაგან ფორმირდება: სამყურის-წყალი და ჩხატანის წყალი. სერპანტინით ავდივართ ბებრის თაპის ურელტეხილზე (18 კმ დუისიდან). სახელი დაკავშირებულია მოხუცთან, რომელიც აქ ცხოვრობდა. თაპის ქისტურად ადგილს ნიშნავს.
უღელტეხილიდან დიდი კავკასიონის ნაქერალას მთების შესანიშნავი ხედი იშლება.

უღელტეხილიდან სერპანტინით სულ მაღლა მივუყვებით გზას. გზა 2007 წელს თუშებმა გაიყვანეს და მასზე მორიგ. მაგრამ უკვე ძალიან მაღლა მთაში მდებარე, უღელტეხილ ბატანამდე მანქანით მისვლა არის შესაძლებელი.
მატანაში არის თუში და ქისტი მწყემსების ფაცხები და საზაფხულო ქოხები. ბატანადან დიდი კავკასიონის მწვერვალების ძალიან ლამაზი ხედები იშლება. მწყემსები აქ ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე ცხოვრობენ. უვლიან ცხვრისა და თხების ფარებს, ძროხების ჯოგს. თუშებს თავისი საცხოვრებლების გვერდით ხშირად ღორებიცა ჰყავთ, რასაც შეუძლია იმთავითვე მიგვანიშნოს, რომ იქ ქისტები კი არა ქართველი მთიელები არიან. მთელი სეზონის განმავლობაში მწყემსები ამზადებენ ცხვრის, ძროხისა და თხის რძის ნაწარმს, ყველს. უეჭველად გვიჩვენებენ ყველის დამზადების სხვადასხვა ეტაპსა და გაგვიმასპინძლდებიან უკვე დამზადებულით.
ყველგან, სადაც არიან მწყემსები, აუცილებლად გადავეყრებით ძაღლებს – კავკასიურ ნაგაზებს, რომლებიც ფარას მგლისაგან იცავენ. სიფრთხილეა საჭირო. არ უნდა გაიძრე სანამ მათი პატრონები არ გამოჩნდებიან და ძაღლებს არ დაუძახებენ. მწყემსების მახლობლად გატარებული ღამის შემდეგ ძაღლები სტუმრებს უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ. ფარის წევრად აღგვიქვამენ.
მატანაშიც შეიძლება ღამის გათევა, მაგრამ გირჩევთ გზის გაგრძელებას, 500 მეტრით დაბლა დაშვებას, ქისტი მწყემსების მორიგ ღამისსათევამდე სახელწოდებით კოჭადალა. აქ ბევრად მეტი ადგილია და მდინარეც ჩამოუდის, სადაც ბანაობაც შეიძლება.

მარშრუტი ბატანა – საქისტო – კოჭადალა (ხანგრძლიობა დაა. 3,5 საათი)
თუ ბატანაზე დარჩენას არ გადავწყვიტავთ, გთავაზობთ ფეხით ან ცხენით ასვლას ამ მიდამოების უმაღლეს მწვერვალზე - საქისტო (2650 მეტრი ზდ).
ბატანადან ჩრდილოეთით აღმა მივდივართ, 15 წუთის შემდეგ მთის პატარა ტბასთან ვიქნებით. წყნარ ამინდში მისი ზედაპაირი აირეკლავს მასზედ წამოჭიმულ სალ კლდეებს. იქ ხშირად ძოვენ მწყემსების ნახევრად ველური ცხენები. ტბის ნაპირზე არის მემორიალური დაფა წარწერით: ლავრენტი ივანეს ძე, ივანოს ვაჟი 1941 – 1979 წლები.
ტბიდან მიდის ვიწრო ბილიკი, საკმაოდ ციცაბო. მარჯვენა ნაპირით მივუყვებით უკვე საქისტოს ქიმამდე. 1,5 საათიანი აუჩქარებელი ნაბიჯით სიარულის შემდეგ ქისტების მორიგ სადგომს მივადგებით. აქაც შეგვიძლია ღამისგათენება, მაგრამ საქისტოში წყალი არ არის.
საქისტოდან ასევე არის გზა მწვერვალამდე ზურუსქორი ( ხანგრძლიობა დაახლოებით 2 საატი ქვეითად). ჩვენ კი ჩამოვდივართ საქისტოდან დაბლა, ტბასთან და საფლავიდან დამრეცით ჩამოვდივართ კოჭადალში (დაახლოებით 15 წუთი), იმ ადგილას სადაც არის ქისტი მწყემსების ფაცხები და ქოხები.

http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 19:38

მოკლედ შესანიშნავი იქნებოდა მთა საქისტოზე ასვლაც :) ოღონდ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა;
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo
ჩვენ მოცემული პირველი მაღალმთიანი მარშუტი დავლაშქრეთ ნაწილობრივ და მეორე მაღალმთიანი მარშუტი უფრო რთულია და უფრო დიდ სიმაღლეებზე ადიხარ :) და იქაცაა ტბა: მწვანე ტბას უძახიან
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 19:41

9–12–ე საუკუნის თორღვას ციხეზე შემდეგი ცნობები არსებობს:



ანკისის ციხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ამ სტატიის უკანასკნელი ვერსია შეუმოწმებელიასტატიის შეუმოწმებელი ვერსია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანკისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და მაღრაანის ხევების წყალგამყოფ მთაზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი) შემორჩენილი ნანგრევები.
ისტორია [რედაქტირება]

პანკისის ერისთავი წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება, თუმცა თვით ციხესიმაგრე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037 წწ.) დააარსა. XII-XIII საუკუნეებში — კახეთის საერისთავოს ცენტრია, ხოლო XVI საუკუნიდან კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავოს ცენტრია. გვიანდელი შუა საუკუნეებში პანკისის ციხეს მაღრანის ციხე ერქვა.

ციხე 1040 წელს ბაგრატ IV-მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ-ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ-ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ-ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40-იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა. იგი ციხიდან გამოიტყუეს და მოკლეს. ამის გამო, გარკვეული დროის მანძილზე, პანკისის ციხეს თორღვას ციხესაც უწოდებდნენ.

XVI საუკუნიდან ციხე პანკისის საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავო ერთეულის ცენტრი იყო. 1520 წელს ქართლის მეფე დავითმა შემოარტყა ალყა, მაგრამ ქართლში შექმნილი პრობლემების გამო (ოსმალები შეესივნენ) ალყის მოხსნა მოუწია. 1574 წელს ციხესთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს, ქაიხოსრო ლევანის ძესა (კახეთის მეფე ლევანის შვილი შამხალ ყურმუსალის ასულისაგან) და ალექსანდრე ლევანის ძეს (ლევან II–ის შვილი გურიელის ქალისაგან) შორის, რომელიც ალექსანდრე ლევანის ძის (ალექსანდრე II) გამარჯვებით დასრულდა. 1601 წელს ალექსანდრე II-ის ავადმყოფობით ისარგებლა მისმა შვილმა დავითმა და ტახტი დაიკავა, მას შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგიმ, რომელიც დავითმა შეიპყრო და პანკისის ციხეში გამოამწყვდია.

1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე II-ის კარზე აუდიენციას.

XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ აბას I–ის მეთაურობით. 1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.

XVIII საუკუნიდან პანკისის ციხის მნიშვნელელობა შესუსტდა.
არქიტექტურა [რედაქტირება]

პანკისის ციხე რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, გარს ევლება ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. ციხე შედგება სხვადასხვა დონეზე (დონეებს შორის სხვაობა 20 მეტრია) მდებარე 2 ნაწილისაგან, ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. შესასვლელი ქვედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა.

ციტადელს, რომლის ფართი დაახლოებით 400 კვ. მეტრია, ციხის ყველაზე მაღალი ნაწილი უკავია. გეგმით იგი თითქმის წრიულია. შესასვლელი ზღუდის სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ციტადელს ქვედა ციხესთან აკავშირებს. ქვედა ციხე მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს და ფართობით ციტადელს დაახლოებით 4–ჯერ აღემატება. მისი გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებული მრავალგვერდაა. ქვედა ციხის დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა კოშკი ყოფილა ჩართული.

ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავნის სისქე ქვედა ნაწილში 2,5 მეტრია, ზოგან 3,6 მეტრსაც აღწევს. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. კვადრატული დარბაზის ფართი 9,3 კვ.მ-ია.

ციხის დასავლეთ კუთხეში მდგომი კოშკი გეგმით კვადრატულია (7,5X7,5 მ). შემორჩენილია მხოლოდ I სართული. ამ სართულზე ერთი მოზრდილი, გარეთ შვერილი თაღოვანი ბუხარია. სამხრეთ კედელში ჩაშენებული კოშკი, რომლის მხოლოდ კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, შიგნიდან ღიაა და თავისი მოცულობით გალავნის ფარგლებს გარეთ ყოფილა გასული.

ქვედა ციხის სამხრეთ-დასავლეთით 60 მ-ში დგას ზემოთ ოდნავ შევიწროვებული ცილინდრული კოშკი (დიამეტრი ფუძესთან 8 მ, კედლის სისქე 1,2 მ). შემორჩენილია სართულნახევარი (4–5,5 მ). I სართულის ჩრდილოეთ ნაწილში ნატეხი ქვის კამარით გადახურული წყლის მოზრდილი რეზერვუარია, რომლიდანაც წყლის ამოღება მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან (დიამეტრი 0,6 მ) ხდებოდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები).

ცილინდრული კოშკის სამხრეთით დაახლოებით 60 მ–ში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც ციხისკენ მიმავალ გზას კეტავს. კოშკი სამსართულიანი ყოფილა და ციხის მხარეს სამივე სართულის სიმაღლეზეა გახსნილი. ჩამონგრეულია III სართულის კედლების ზედა ნაწილი. I სართულის სამხრეთ–დასავლეთ კედელში ფართო შესასვლელია, რომელსაც ხის კარი ჰქონია. II სართულზე ბუხარი და III სართულზე ასასვლელი ხვრელია, შემორჩენილია სართულშუა გაადხურვის ძელების ბუდეები.

შემორჩენილია რამდენიმე შენობის ნანგრევი, ერთი მათგანი ეკლესიიდან 3 მ–ში დგას, რომელიც სავარაუდოდ სასახლე იყო (10X8 მ). ციტადელში კიდევ რამდენიმე შენობის ნანგრევია, რომლებიც გალავანზე (თითქმის მთელ პერიმეტრზე) ყოფილან მიშენებული. ქვედა ციხის სამხრეთ ნაწილში, სწორ ადგილზე, სწორკუთხა (9X5 მ) ნაგებობა, სავარაუდოდ საცხოვრებელი მდგარა. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1–1,3 მ-ს არ აღემატება. ქვედა ციხეში კიდევ რამდენიმე ნაგებობის მიწით დაფარული ნანგრევია.





ასევე გვაქვს ლექსი:

თორღვას ციხეს...
ციხევ, ჭიუხზე ნაგებო,
ციხევ, ბეჭდაუდებელო,
სამშობლოს დედა ციხისად
რკინისა ბჭეთა მჭედელო!
მტრის რისხვად დაკვესებულო,
ხმალო, თავნებავ, ჩემფერო,
მინდა, ქედმოხრით გემთხვიო,
ხავსიან ლოდებს ვეფერო!
რა ლამაზი ხარ საცქერლად,
სალ კლდობით გაუტეხელო!
ხანდახან მხანძრავ სურვილით-
შემოგტრფე, შემოგემღერო!
თუ მტერმა დამკრას ლახვარი,
თვალად პატარა ვეჩვენო,
ვინძლო, იაბო აფრინო,
ხმალდახმალ ჩამომეშველო,
ერთად მივთიბოთ მხარ-მკლავი,
მახვილი ავამეტყველოთ,
ვანანოთ ჩვენი დარბევა,
გზა სისხლით დავუმეწყეროთ!
მონღოლმა ვით შეგილეწა
სიმტკიცე გოდოლ-დირისა?
იქნებ გაგტეხა შიგნიდან
ძალამ იუდას ქირისამ,
შემოგიყენეს კლდეთავქვით
ოქროს საპანლე ვირისა,
თვალ-მარგალიტით მოფინეს,
ვიწრონი ციხის ძირისა
ნ-----------------------------
ნისლებთან მუსაიფობდა
ნახმლევი და ნაკოდალი,
ხმლის ელვას მონატრებული
ცად აზიდული გოდოლი,
გულს სევდის მძივი ეკიდა,
თვალს, მარგალიტი ობოლი:
”ქართველი რომ ქართველობდეს,
რას დამაკლებდა მონღოლი?!”
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by nikolozi » 29 მაი 2012, 20:43

დიდი მადლობა ორგანიზატორ შოდას! და საერთოდ კაი ჯგუფი ვიყავით,ფანტასტიური ადგილები მოვინახულეთ!კიდევ ერთხელ წავიდოდი მაგ მთებში და ხეობებში :D :D :D
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by karavi87 » 29 მაი 2012, 21:30

შემდეგ გავემართეთ ტბისაკენ...

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მოგზაურობა

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 22:25

nikolozi wrote: დიდი მადლობა ორგანიზატორ შოდას! და საერთოდ კაი ჯგუფი ვიყავით,ფანტასტიური ადგილები მოვინახულეთ!კიდევ ერთხელ წავიდოდი მაგ მთებში და ხეობებში :D :D :D
ნიკოლოზ, პირველივე გვერდზე დავწერე რომ ადგილები და რა თქმა უნდა ჯგუფი უმაღლესი ქულით უნდა შეფასდეს :) სრული გუნდის და ოჯახურ-ძმურ-შინაურული სიტუაციის შეგრძნება მქონდა და ეს დარწმუნებული ვარ ესე არ იქნებოდა 40 კაცის წამოსვლის შემთხვევაში!
ძალიან მიხარია რომ კიდევ ორი დასამახსოვრებელი დღე გავატარეთ ერთად!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 22:28

Ismail
მაგარი ფოტოებია!!! ისე მე და შენ ყველაზე მეტი დრო გავატარეთ ტბათანაში ;)
ამინდის გაფუჭებამდე დილის 5დან იმდენი ვიბოდიალეთ იელის ბუჩქებში გახლართულებმა :)



karavi87
უმაგრესი ფოტორეპორტაჟია :) სიტყვები აღარ ჭირდება მართლა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 22:31

Image

რა მაგარი ტიპია ეველინი!!!
არადა პარასკევს საღამოს 6 საათზე მოხვდა ძირითად სიაში :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 23:24

რა ვქნათ აბა, არ შევიკრიბოთ პარასკევს????
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by Tami » 30 მაი 2012, 09:31

shoda1121 wrote:Image
აქ ჩეჩენი "ბაევიკები" იტაცებდნენ,
მაგრამ დროზე ვუშველეთ:)

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by Tami » 30 მაი 2012, 09:50

ეველინი კი არა,
ლამის მეც მიმაყოლეს:)
Image

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by Ismail » 30 მაი 2012, 11:23

Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


მაგარი კაცია ძალიან, ვინც ეს დაწერა:
Image
Image


ბაწარის ნაკრძალი
Image
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by Ismail » 30 მაი 2012, 11:45

Image


Image


Image


Image


Image


Image


ბაწარის ნაკრძალი
Image


Image


Image


Image


Image


Image


ფიქრნი ალაზნის პირას – შოდა :)
Image
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 30 მაი 2012, 14:26

Ismail wrote:Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image



რა მაგარი ხედები გადავიღეთ დილით :)
მოკლედ, იქიდან გამომდინარე რომ მოგვიანებით წვიმა დაიწყო და ხედები დაიფარა და ტბათანაში დარჩენის მოტივაციაც აღარ იყო: მიხარია რომ ძილი დავიკლეთ და 5 საათიდან დავტკბით მთების ცქერით :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]