პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by karavi87 » 29 მაი 2012, 11:26

bavshvi wrote:karavi87


მანდ ყველას ერთად ატვირთვის საშუალება გაქვს ??? მე როგორ ვიცი რაღაც ლიმიტებია :)


თან მაგ საიტზე ატვირთულ სურათებს სამსახურში ვერ ვხსნი :(
არა მე სულ მანდ ვტივრთავ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია :)
მოგზაურობა

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 11:39

perwkli
bavshvi
karavi87
photobucket.com ზე შედი დარეგისტრირდი აირჩიე უფასო ვარიანტი და თვეში გიგაბაიტი გაქვს სივრცე ყველაზე მარტივი ესაა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 11:40

Tami wrote:ხო, მოკლედ ისეთი კარგი გასვლა იყო,
speechless ვარ,
უბრალოდ სიტყვების მარაგი არ მეყოფა,
იმ ადგილებში ყოფნით გამოწვეული ემოციების გადმოსაცემად
და ნანახი სილამაზეების აღსაწერად.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შოდას,
ამ გასვლის დაგეგმვისათვის.

და მადლობა ბავშვებს, ვინც გვირეკავდა და გვკითხულობდა
და ვინც არ დაგვირეკა, მაგრამ მაინც ჩვენზე ფიქრობდა ამ დღეებში;)

და საერთოდაც,
კარგი იქნება, მომავალშიც თუ დაიგეგმება
გასვლები იქით, სადაც ჯერ კიდევ не ступала нога каравская
დიდი დიდი მადლობა თამი!!!
მარტო მაგიტომ უნდა ვიყო მადლობელი კარავის რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 11:41

მატანის ცხრაკარა:
მატანის ცხრაკარა

მატანის ცხრაკარას მონასტერი სოფელ მატანთან ახლოს, მთებით გარშემორტყმულ ხევშია აგებული. ცხრაკარას სახელი ეკლესიაში შემავალი ცხრა კარიდან გამომდინარეობს. მონასტერი ქვის გალავნითაა შემოზღუდული და რამდენიმე ეკლესიასა და ნაგებობას მოიცავს.

მონასტრის მთავარი შენობა სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც V-VI სს. არის დათარიღებული. მას გარს ეკვრის მოგვიანებით, XV-XVI სს., მიშენებული ეკლესიები. მომცრო, თლილი ქვით ნაშენი ეკლესია, უკვე გვეიან შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვის კარნიზებით არის შემკული. ეკლესია ფრესკებით იყო მოხატული, დღეისათვის მხატვრობა საკურთხეველზეა შემორჩენილი. ბაზილიკა რიყისა და ნატეხი ქვითაა აგებული.

მონასტერი, სავარაუდოდ, VIII-IX სს. აიგო, თუმცა მშენებლობის დასაწყისად შესაძლოა სამნავიანი ბაზილიკის აგების თარიღი V-VI სს. ჩაითვალოს.

მონასტერი რამდენჯერმეა გადაკეთებული, აქ მშენებლობა XVIII საუკუნემდე გრძელდებოდა. XV-XVI საუკუნეებში იგი ფრესკული წარწერებით მოიწერა.

სოფელში აგრეთვე ვხვდებით წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებულ XVI ს. ეკლესიას, შუა საუკუნეების ციხისა და სასახლის ნანგრევებს.
http://www.kakheti.gov.ge/index.php?cat=79&par=9

Image

Image

Image

Image

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 11:50

ხადორის ჩანჩქერი:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 11:57

ტბათანა
დღე 2: ტბა და წვიმის წინ

ბაწარის ნაკრძალის ადმინისტრაციასთან
Image


ღრუბელში
Image

Image

Image
ტბათანას ტბა

2,000 მ-ზე:
Image

Image
წვიმას იწყებს;

Image

Image



გზა;
Image

Image



Image
Last edited by shoda1121 on 29 მაი 2012, 11:58, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

miqaeli
ბოდიალა
Posts: 154
Joined: 08 მაი 2010, 22:16
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by miqaeli » 29 მაი 2012, 11:57

მეგობრებო ჯერ მინდა ოფიცალური ბოდიში მოუხადო ტურის ავტორს "შოდას ნერვების მოშლისათვის.და ტქვენც ყველას ვინც ამ გასვლაში მონაწილეობდა[/b]
857 97 93 77 miqaeli

miqaeli
ბოდიალა
Posts: 154
Joined: 08 მაი 2010, 22:16
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by miqaeli » 29 მაი 2012, 12:00

მადლობა კარავი 87 დს ასეტი ფოტოებისათვის და ბავშვს რო ვხედავ როგორი პროგრესიაქ ფოტოების გადაღებაში
857 97 93 77 miqaeli

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 12:01

miqaeli
არა რა ბოდიში :)
იმედია პირიქიტ არ გეწყინა ჩემი ასეთი გაბრაზება: კაი მთვრალი ვიყავი :) თან ნამყოფი არსად ვიყავი და ნამყოფი რომ ვყოფილიყავი მართლა გავაკეთებდი ისე როგორც შენ თქვი: ანუ ბოჭორმას მერე პირდაპირ გომბორით წავიდოდი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

miqaeli
ბოდიალა
Posts: 154
Joined: 08 მაი 2010, 22:16
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by miqaeli » 29 მაი 2012, 12:02

რაც შემეხება მე აქ ატვირტვა ფოტოების არვიცი
857 97 93 77 miqaeli

miqaeli
ბოდიალა
Posts: 154
Joined: 08 მაი 2010, 22:16
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by miqaeli » 29 მაი 2012, 12:04

დავით ჩვენ მხოლოდ ერტი პრობლემა გავქ და მას დრო ქვია რაც არასდროს გვყოფნის ამაშია საქმე
857 97 93 77 miqaeli



User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
პანკისის ხეობა-ტბათანა-თიანეთი... გასეირნება ცაში 26-27.05

Post by shoda1121 » 29 მაი 2012, 12:06

ტბათანა 2:
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


სტატია:
ტბათანა - მიტოვებული აგარაკი ცაში

სამშაბათი, 07 სექტემბერი 2010 10:41

ტბათანა - მიტოვებული აგარაკი ცაშიდუისი, ჯოყოლო, ბირკიანი - პანკისის ხეობის ყველა ამ სოფელს რომ გაივლით და ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალსაც გასცდებით, სოფელი ტბათანაა - კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ახლა იქ მხოლოდ 2 ოჯახიღა ცხოვრობს, შემოდგომაზე ბარში ბრუნდებიან და ტბათანა მომავალ გაზაფხულამდე მიტოვებულია. არადა, სულ რაღაც 20 წლის წინ ტბათანაში 300-ზე მეტი კოტეჯის ტიპის სახლი იდგა. სახლები პანკისის მოვლენების დროს განადგურდა.

ტბათანაში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ახმეტის საკრებულოს წევრის ზაქარია ქინქლაძის გვერდზე ფოტოები ვნახეთ. ფოტოებზე აღბეჭდილი მთებით, ფართო და ღია ლანდშაფტით იმდენად მოვიხიბლეთ, რომ გვინდოდა ეს ყველაფერი www.ick.ge -ს მკითხველისთვის გვეჩვენებინა. ინტერნეტში მოვიძიეთ, რომ ტბათანა 1798 წელს მეფე გიორგი მეთორმეტეს თუშებისთვის უჩუქებია, მოგვიანებით კი მათთვის ამ ადგილების წართმევის მცდელობა იყო. 1818 წლიდან კი საბოლოოდ დაუმტკიცდათ საზაფხულო აგარაკად. ამჟამად ტბათანა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისიდან, რომელიც გურჯაანშია, დილის 9:00 საათზე გავედით. მანქანაში ხუთნი ვისხედით, მე, ჩვენი რეპორტიორი ნათია დანელიშვილი, სტაჟიორი ანი გეთიაშვილი, მძღოლი და ტრენერი - ეკატერინე ფირცხალავა, რომელიც გვწვრთნის, რომ გაცილებით საინტერესო ფოტორეპორტაჟები შემოგთავაზოთ. ახმეტაში ბატონმა ზაქარიამ რუქა გადმოგვცა, პურსაცხობში ცხელი პური ვიყიდეთ და გზას დავადექით.

დუისსა და ჯოყოლოს კარგად ვიცნობ. წლების განმავლობაში ამ სოფლებში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილების უფლებების მონიტორინგზე ვმუშაობდი. ბირკიანი რომ გავიარეთ, ალაზნისპირას ცხენოსანი შეგვხვდა. ერთმანეთს მივესალმეთ.

- ტბათანაში მივდივართ, სწორ გზას ვადგავართ?

- კი, ხიდს რომ გადახვალთ, სამი წყალი უნდა გაიაროთ. მერე აღმართია. სულ ზემოთ და მარცხნივ უნდა იაროთ. მეც იქ მოვდივარ. საქონელი მყავს. ასე 2 საათში ვიქნები და თუ რამეში დაგჭირდეთ, რამზანა იკითხეთ და მოგასწავლიან.

ტოლოშისხევს რომ შევუყევით, გზა ძალიან გაცუდდა. სამჯერ წყალში რომ გავიარეთ, ნაკრძალის შესასვლელიც გამოჩნდა. ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი 2000 წლოვანი, ქრისტესდროინდელი ხეების - უთხოვარის კორომებით არის ცნობილი, რომლის ნახვაც ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ ტბათანაში დავაგვიანებდით. რამდენიმე ზეგანი რომ ავიარეთ, გავჩერდით, რეინჯერი შემოგვხვდა. „ნაკრძალის გვერდზე ტყე - კაფია და ვათვალიერებ, რომ დაცულ ტერიტორიაზე არავინ შეიპაროსო“, - გვითხრა მან.

ტოლოშის ქედზე კიდევ ერთხელ შევჩერდით. მინდორში ძროხები ბალახობდნენ. სანამ ნათია და ანი ფოტოებს იღენდნენ, მე მწყემსს გამოველაპარაკე, ალაზნისთავიდან ახმეტაში მიდიოდა, სიგარეტის და სხვა პროდუქტების შესაძენად. ალზანისთავიდან ახმეტამდე 68 კილოემტრია.

ზუსტად 12:00 საათისთვის ტოლოშის ქედის თავზე ვიყავით და ტბათანაც გამოჩნდა. ასეთ სილამაზეს არ ველოდით. სამ - ოთხ ადგილზე, გვერდი - გვერდ პატარა ქოხები დგას. ზემოდან ღრუბლები დასტრიალებენ. სოფელს დასავლეთიდან ტბათანას მთა გადმოჰყურებს. გადმოცემით ვიცით, რომ იმ მთის ძირში ტბაა, რომელიც საფუძვლად დაედო ზეგანის დასახელებას. ქედიდან მთელი პანკისის ხეობა, ქოდაჩალას ხეობა და ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი ხელისგულივით მოჩანს. სპეროზას მთა ცამდე აზიდული თავისებურად განსხვავებულია გარშემო მდგარი სხვა მთებისგან. ცოტა შევფიქრიანდით. ირგვლივ ჩვენს გარდა არავინ ჩანდა, მაგრამ მალე მეცხვარის ძაღლების ყეფის ხმაზე, ყველაზე ახლოს მდებარე ქოხიდან კაცი გამოჩნდა. ახლოს მოსვლა ვთხოვეთ.

ომარ ბაღაკაშვილი სოფელ დუისიდან არის. ტბათანაში ზაფხულობით მეუღლესთან - შარიათასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, საკუთარ და სხვის 70-მდე საქონელს უვლის. ქოხი სიძველისგან გადახრილია და რომ არ წაიქცეს ხის საყრდენებითაა გამაგრებული. ქოხი სულ სამი ნაწილისგან შედგება. ერთში - ცეცხლი ანთია, მეორეში - ყველით სავსე ტომრებია მოთავსებული, მესამეში - ხის ტოტებით გაკეთებული საწოლები დგას.

შარიათა არ ლაპარაკობს. ჩვენს ფოტოაპარატებსაც თავს არიდებს, თუმცა ბოლოს სურათის გადაღებაზე თანხმდება. შარიათამ იცის რომ ლამაზია. ყველაზე მეტად ის დაგვამახსოვრდა, რომ შარიათა ყოველდღიურად 40 ძროხას წველის, მერე რძისგან ყველას ამზადებს, შემდეგ დამბალ ხაჭოს.

ტბათანაში ზაფხულობით ყველს აგროვებენ და სექტემბრის ბოლოს, როცა ბარში ბრუნდებიან, ყიდიან. რძის პროდუქტები მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.

ბაღაკაშვილების შვილები სახლში არ იყვნენ. „ცხენით არიან გასულები, გზაზე თუ არ შეგხვდნენ, კაკოსთან იქნებიანო“, - გვითხრა ომარმა.

კაკო შორთიშვილი ტბათანას მეორე მკვიდრია. კოტეჯის ტიპის სახლში მეუღლესთან, 10 წლის ქალიშვილთან და მწყემსთან - არსენ მაგამედოვთან ერთად ცხოვრობს. კაკო, ომარის ქოხიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, შედარებით დაბლობში ცხოვრობს. იქ, სადაც ბაწარას დაცული ტერიტორია მთავრდება. ჩვენს ხმაურზე არსენა შემოგვეგება. ძაღლებს გაუჯავრდა, სტუმარი არ იცითო?.. და შინ მიგვიწვია. რომ გაიგო ჟურნალისტები ვიყავით, კაკოს დაუძახა: „კაკოო, სტუმრები არი, თან ჟურნალისტები, გამო კაცოო“.

კაკოს გამოსვლამდე, არსენმა თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო: „თექვსმეტი წელია ამ ტერიტორიაში, ამ ძროხებში ვარ. რაც ეს მთავრობა აურია, იმის შემდეგ სუ... აბა საიდან, ხელფასი არ მოდის, სამოცდაათი ძროხას ვუვლით, ყველა მეწველი არ არი, მეწველი არი ერთი ოცდაათამდის. რო მოვწველით, ვაკეთებთ ერბო და ყველი და კარაქი. თავის რაიონშივე მოდის ალვანში ვაჭრები და მიდის. ხან რვა ლარიანი არი, ხან ხუთი ლარიანი არი, ხან ექვსი ლარიანი არი, რა ვიცი. მე ქართველი ვარ, შორთიშვილი“,- ამბობს არსენა და თან იცინის.

- ქართველი კი არა ლეკი ხარ, ლეკი, - გამოეხმაურა კაკო. „გამარჯობათ ახალგაზრდებო. ახლოს მოდით, დასხედით, დაისვენეთ“.

- ლეკი არა ვარ, ქართველი ვარ, ქართველი. აბა უყურე, 365 წმინდა გიორგისგან დალოცვილი ბუნება, სად არის დაღესტანში ასეთი? მე ქართველი ვარ“.

- ძია კაკო, სოფელი უკვე გადავიღეთ. ტბის ნახვა გვინდა და იქნებ დაგვეხმაროთ.

- ამხელა გზა გამოიარეთ, დაღლილები იქნებით. აქ უარი არ იქნება. პური გავტეხოთ და მერე რაც გაინტერესებთ, ყველაფერს გაჩვენებთ.

ამის თქმა იყო და კაკოს მეუღლემ ცეცხლი დაანთო, სახლის გვერდზე, ეზოში მაგიდა დადგა. სანამ მაგიდა გაიწყობოდა, ბავშვებმა ანის შესთავაზეს, ტბაზე ჩვენ წაგიყვანთო, ცხენზე შემოისვეს და წაიყვანეს. ჩვენ კი უცნაური ნაყოფის ხე გადავიღეთ - ცირცელი. არსენა მას ლეკვას ეძახის. ნაყოფი ზაფხულში მწიფს და მჟავე გემო აქვს. გამხმარ ნაყოფს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

ხაჭაპური, ხიკნალი, გუდის ყველი - მლაშე და უმარილო, ხაჭო, კარაქი, სალათი, საზამთრო, არაყი - ყველაფერი ერთმანეთზე გემრიელი. კაკო იმდენად გულუხვი მასპინძელი და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ ხათრი ვერ გავუტეხე და მარწყვის არაყი დავაგემოვნე. სადღეგრძელო სადღეგრძელოზე წავიდა.

მასპინძელმა წოვათაზეც გვიამბო, საიდანაც არის წარმოშობით. გვითხრა, რომ ტბათანა ხალხისგან დაცლილია, მაგრამ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. „წელს ტურისტების რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული. მყავდნენ პოლონელი, შვეიცარიელი, ფრანგი და სხვა ტურისტები. რაც შემიძლია, ყველაფერში ვეხმარები. ერთი ოთახი მაქვს თავისუფალი და უსასყიდლოდ ვუთმობ ხოლმე“, - გვითხრა ძია კაკომ.

მასპინძელმა სიტყვა შეასრულა. ტბაზე აგვიყვანა. ერთი შეხედვით ტბა პატარაა, მაგრამ ამავე დროს დიდი და ღრმა. ტბა კლდიდან გამოსული წყლით ივსება და ალაზანში გადადის. კლდიდან გამოსული კამკამა წყალი იმდენად ცივია, რომ მუჭს ყინავს. მაინც დავლიეთ.

ტბიდან ძია კაკომ სალოცავში წაგვიყვანა. სალოცავი, მაღალ მთაზე, რამდენიმე ქვისგან არის შეკოწიწებული. სანთლებიც დავანთეთ, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებმა. ძია კაკომ ნიშის შესახებაც გვიამბო: „ეს ქვა, რაზედაც სანთელს ვანთებთ წოვა თუშს წამოუღია წოვათადან. ორი დღე მოდიოდა. ცხენი რომ დაღლილა, მეორე მხარესაც დაუკიდია ქვა, წონასწორობის შესანარჩუნებლად. ამ ადგილზე თურმე ცხენი გაჩერდა და ადგილიდან ვეღარ დაძრა. ამიტომ, აქ გააკეთა სალოცავი“. სალოცავთან მთისა და ბარის სალოცავების და მშვიდობის სადღეგრძელო ჩვენც შევსვით.

„სხვაგვარად არ იქნებაო“, - ბრძანა ჩვენმა მასპინძელმა.

დამშვიდობებამდე ძია კაკომ გვითხრა, სექტემბრის ბოლომდე აქ ვარ, დრო რომ გექნებათ, ამოდით და ბორბალოზე ავიდეთ, ალაზნისთავიც დავათვალიეროთო. მოწვევა მიღებულია.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია პროექტის „ყოველდღიური ახალი ამბები და ფოტორეპორტაჟები კახეთში“ ფარგლებში, რომელსაც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. ფოტორეპორტაჟები ყოველდღიურად მომზადდება და ერთი წლის განმავლობაში კახეთის 300-მდე სოფელს მოიცავს.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]