უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 28 მაი 2012, 12:08
1. რეგიონი:
თიანეთი, ახმეტა, პანკისის ხეობა
2. მარშუტის დასახელება:
პირველი დღე:
თბილისი-ბოჭორმა-საყდრიონი-არჩილის მონასტერი-თიანეთი-კვეტერა-დუისის მეჩეთი-ქისტების სასაფლაო-სოფელი ტბათანა(5 საათიდან სატვირთოთი) ულამაზესი ხედები/დაბანაკება/მწვადაობა/დალევა
მეორე დღე:
ტბათანას ტბა-საქისტოს მთის ძირი-ტბათანა-ბირკიანი (ფეხით)-ხადორის ულამაზესი ჩანჩქერი-მატანის ცხრაკარა(ზოგისთვის მხოლოდ ქეიფი)-ღამის თელავი
- თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 სრული დღე-დილის 5დან (შაბათი)-ღამის 11.40მდე კვირა.
4. სირთულე:
საშუალო (სატვირთოთი ავედით პირველ დღეს)
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
43 ლარი(აქედან 10 ლარამდე საჭმელ სასმელის, 12 ლარამდე სატვირთოსი)
6. მონაწილეთა რაოდენობა
1.Bavshvi
2. Shoda1121
3. ილია
4. ანანო ქირია (შოდა+)
5. iko-iko
6. ნატალი (შოდა+)
7. მიქაელი
8. Beduin
9. Tamusia
10. ეველინ სტუდერი (შოდას და თამის+)
11. Tami
12. Nikolozi
13. Giorgi_Barca
14. კარავი87+
15. dolidzeli
16. Ismail
17. პერწკლი
18. Ismail + გია
19. კარავი 87
20. ასლანი (ქისტი მეგზური)
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
shoda1121
7'. ტბათანაზე დაბანაკების და სატვირთოთი ასვლის გენიალური იდეის ავტორი: მიქაელი!
7''ადგილობრივი მეგზური: ასლანი
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახმეტა
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი
10. ფეხით გავლილი მანძილი:
23-25კმ სულ: (სატვირთოთი ავედით ტბათანაზე)
ტბათანაზე 15კმ-მდე
ცხრაკარაზე 3-4 კმ,
ბოჭორმა ალბათ 4კმ
და კიდევ ცოტ-ცოტა
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტბათანა სოფელი(12 ბალი 10დან)
ხადორის ჩანჩქერი (10 ბალი)
კვეტერა (10 ბალი)
მატანის ცხრაკარა (10 ბალი)
ბოჭორმა (10 ბალი)
არჩილის მონასტერი (7 ბალი)
საყდრიონი (6 ბალი)
ტბათანას ტბა(სანახავად 6 ბალი, სასურათედ კარგ ამინდში 9 ბალი)
ალაზნის ხეობა, ქისტების მეჩეთები და სასაფლაოები, მთებზე შეფენილი მონასტრების და ციხეების ნანგრევები რაც ჩვენ არ გვინახავს;კოშკები და ა.შ. და რაც მთავარია განსაკუთრებულად თბილი ხალხი!!!
12. საბანაკე ადგილები:
ტბათანაში, ქოხებში ან ქოხებთან დავბანაკდით
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შუა გზაზეა ტბათანაზე რომ ადიხარ ერთგან ჯობია მოიმარაგოთ ფეხით თუ ახვალთ და სოფელშიცაა
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
3 მდინარის გატოპვა გვიწევს ტბათანაზე
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული ტბათანასთვის დანარჩენისთვის ყველა სეზონი
16. რისკები, საფრთხეები:
სატვირთოდან გადმოვარდნის? რავი; ან წყალში ჩავარდნის ?
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
თორღვა პანკელი შეიძლება, ალვანის ნათლისმცემელი, თეთრი წმ. გიორგი, ალავერდი
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის არ იჭერდა განსაკუთრებით გამოუსადეგარი იყო ჯეოსელი
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ადგილები: 10 ბალი (თავისუფლად)
გართობა-სიამოვნება: 10 ბალი(ღამით დასვენებულები შთაბეჭდილებით სავსეები და ბედნიერები ვქეიფობდით:) მეორე დღეს დამეღალა ხალხი)
სალაშქრო თვალსაზრისით: 7-8(თუმცა იმ საღამოს ესე ვერ ვისიამოვნებით დაღლილები სატვირთოთი რომ არ ამოვსულიყავით)
თანამოლაშქრეები: 10 ბალი (ყველანი კარგები იყვნენ, უმეტესობა ჩემს გასვლაში 2-3დ იყო, ყველა ერთმანეთს იცნობდა, გუნდი შეიკრა, საჭმელ სასმელი არ გვაკლდა, გაჩერებით არსად არ დამჭირვებია დამეჩქრებინა: ყველაფერი ვნახეთ კარგად )
დაგეგმვით: ჩემთვის 10 იყო
თუმცა ყველას თავისი გემოვნება აქვს
რომ ნანახი მქონოდა ეს ადგილები ბოჭორმადან პირდპირ კვეტერაში წავიდოდი გომბორით: თუმცა უღელტეხილიდან ახმეტაში გადასვლა ერთი სიამოვნებაა
განსაკუთრებით ლამაზი იქნება შემოდგომაზე 
20. სასარგებლო ბმულები
http://pankisi.org/
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo
21. კარავული გასვლები ამ მიმართულებით:
პირველი გასვლა იყო პანკისში!!!
Last edited by
shoda1121 on 29 მაი 2012, 15:20, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
domciko
- მაწანწალა
- Posts: 640
- Joined: 14 ივლ 2011, 14:05
- Location: tbilisi
Post
by domciko » 28 მაი 2012, 12:40
ველი ფოტოებს... : )))) დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი ულამაზესი გასვლა გექნებოდათ

)) :**
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 28 მაი 2012, 12:41
........
ულამაზესი დღეები იყო და უმაგრესი ხალხი რომელიც წამოვიდა უნიკალური ადგილები ვნახეთ, ულამაზესი ხედები, მთები, ისეთი ვარსკვლავური ძეგლები როგორებიაცაა კვეტერა, ცხრაკარა, ბოჭორმა და ისეთი უმაგრესი ადგილები როგორებიცაა სოფელი ტბათანა, ხადორის ჩანჩქერი, პანკისის ხეობა უმაგრესი ხალხით თავისი ეგზოტიკით და ალაზნის ველით განსხვავებული კულტურითა და ტრადიციებით, ვისეირნეთ ცაში მოვხვდით ღრუბელში, ვჭამეთ ბლომადე მწვადები, დავლიეთ სვანური არაყი, მატანიდან უგემრიელესი კახური ღვინო, ლუდიც
არაფერი დაგვიკლია
ქოხში ძილი, ხედებით ტკბობა, ქეიფი თუ რავი.. მოკლედ ძალიან დადებითი ემოციებით ჩამოვედით...
გავედით დილაადრიან ზვიადის მიკროავტობუსით, ავედიტ ბოჭორმაზე, დავტკბით კახეთის და თიანეთის ხედებით, იყო ბლომად აკვანი, უზარმაზარი გალავანი, ციხე, გადასახედები..
შემდეგ საყდრიონი, ბალახის სუნი, სოფლის წყარო...
შემდეგ არჩილის მონასტერი, არჩილ მეფის საფლავი, საინტერესო მდებარეობა და თიანეთის ულამაზესი ხეივანი аллеи
გზას არ დასჭირდა მოკლე ხანი კვეტერამდე და ავედიტ კიდეც მასზე ასეთი ესთეტიურად ლამაზი მეორე ეკლესია არაა საქართველოში, პატარა კოხტა ხელოვნების ნიმუში: 2დღიანის პირველ დღეს ტრადიციულად მირჩევნია მიკროავტობუსში ვჭამოთ მაგრამ კვეტერა ისეთი ლამაზია რომ იქ ჭამა მოვინდომე მიქაელს ეჩქარებოდა ძალიან პანკისში
-
შემდგე პანკისის ხეობაშინ შევედით, ძალიან ლამაზ ხედებს მიაპობდა ჩვენი маршутка
მთები, მეჩეთი, კოშკები, ჩადრიანი ქალები, პატარა ბავშვები და სასიამოვნო ატმოსფერო უმაგრესი გზით, გზად ბედუინის ფლეშკაზე ჩაწერილ სერბულ-ბოშურ სიმღერებს ვამღერებდით
მატანური ღვინოც ავიღეთ
მეჩეთთან გავჩერდიტ დუისში
ახალი მეჩეთი იყო; და მეჩეთში ერთმა ქისტმა მანქანა გამოიყვანა რომ ჩემთვის და +4ისთვის ეჩვენებინა ის რაც მე მაინტერესებდა: ქისტების სასაფლაო
ქართული, რუსული, არაბული წარწერები, ნახევარმთვარე, ძველი უმეტესად ახალი საფლავის ქვები... ბალახი და კოშკები და ისევ ხედები...
შემდეგ უკვე ბირკიანიც გამოჩნდა და ჩვენი სატვირთო, მძღოლი ხალაწანიდან იყო კეთილი და თბილი კაცი, როგორც ყველა მამაკაცი ქალებთან ფლირტის მოყვარული ჩანდა ურთულეს გზებზე სიარულისას პერწკლისთან "ფლირტისთვისაც" იცლიდა
და წავედით, თავიდან გზები მარტივი იყო რამოდენიმე მდინარე გადავკვეთეთ მერე კი დაიწყო ულამაზესი აღმართები (ÐÑ…. дороги) ზემოტ და ზემოტ ავდიოდით და ხედები უფრო და უფრო ლამაზდებოდა, რამოდენიმე უღელტეხილი გავიარეთ, გვეშინოდა, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლეს ვეთამაშებოდით, 1ხელ მიარტყა კიდეც მანქანა მიწას, მაგრამ როგორც თამიმ თქვა ამ სილამაზისთვის ღირდა ცხოვრება, ცხოვრება კი რისკია..
ერთგან გავაჩერეთ წყაროზე(წყარო ბევრია არაა გზად) და შემდეგი გაჩერება კი სუნთქვისშემკვრელი სილამაზეს გვპირდებოდა: ახლადდათოვლილი კავკასიონის მთა ჩანდა ჩვენს წინ: რაღაც ნაყინისფერი დაჰკრავდა...
ბოლო უღელტეხილის მერე უკვე ალპურ ზონაში ვიყავით..იმ წუთებს და ემოციებს ვერ გადმოსცემ თუ რა იყო ტბათანა.. ზოგმა მწყემსების ქოხები ავარჩიეთ, ზოგმა კარავი და გავამზადეთ ყველაფერი.. ამასობაში მწვადების შეწვა დაიწყო და ქეიფიც ერთ-ერთ ქოხში შევიკრიბეთ: ჩვენთან იყო ასლანი-ჩვენი უმაგრესი გიდი: ძალიან განსაკუთრებული ადამიანი რომელმაც პანკისი ქისტები და ჩეჩენი ხალხი წარმოადგინა ყველაზე საუკეთესო მხრივ.. ასევე ჩვენი მძღოლი და მწყემსი ვის ქოხშიდაც პირადად მე მოვთავსდი: დაღლილი არ ვიყავით და იმ დღეს კარგად ვისიამოვნეთ გავერთეთ.. დავთვერით კიდეც... და გემრიელად დავიძინეთ...
დილა არც იყო გათენებული, 5ზე გამოვიღვიძე რომ მზის ამოსვლა მენახა... ანანო არ წამომყვა არადა არ ეძინა. იკოს ახლაც ცეცხლი დაენთო ძალიან გამეხარდა!!!
ისმაილი და მე წავედით ცივი წყარო, იელის სუნი, დილის ნამი, ულამაზესი ხედები... ბარამბოს შოკოლადიც
ნარჩენი სუფრაც
და ავედით გორაზე : იელში გზა გავიკვლიეთ ძლივს ; და მინიმუმ 2 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით ცას და მთებს, როგორ იცვლებოდა ფერები, გათენებასთან ერთად.. ვიღებდით სურათებს, ვუსმენდით მთის მდინარეების ხმას... შემდეგ წამოვედით ჩვენი სოფლისკენ სადაც ჯერ კიდევ ბევრს ეძინა და მარუსიას ვმღეროდით ფილმიდან ივ. ვას. იცვლის პროფესიას
მე პირადად ვღრიალებდი ბოლო ხმაზე
ბედუინი ღია ცის ქვეშ იწვა როცა გავუარე ცალი თვალი გაახილა და ისევ დაიძინა
რომ მცოდნოდა რომ 2-3 საათში წვიმას დასცხებდა და ეს ხედები დაიკარგებოდა მაშინ ყველას უფრო მაგრად გავაღვიძებდი
შემდეგ ბარგი ქვემოთ სატვირთოს მძღოლს გავატანეთ ეჩქარებოდა და გავუდექით გზას ტბისკენ, უღელტეხილები, საქისტოს მთა, ნაშალი ქვები, ღრუბელში მოხვედრა, 2,000 მეტრის აღება და მთის საჩუქარი: წვიმა რომელმაც თავისი განუმეორებელი ეფექტი შესძინა ამ გასვლას! ტბის ზემოთ ასვლა ვისაც დაეზარა 2,000ზე მის საყურადღებოდ ტბის სურათი ზემოდან 2ჯერ ლამაზი გამოდიოდა
თუმცა მაინც ტბა კი არ იყო უმთავრესი ღირსშესანიშანაობა არამედ თვით სოფელი... და ხედები..
დავეშვით ქვემოტ საწვიმრებში..თავიდან მოკლეები მოვჭერით, მაგ დრო მთლიან ჯგუფს ვხედავდი და უკან მომავლებს ვერა, მერე დავიცადე ცოტა და უკან მომავლები შევაგროვე ყველა ერთად და ერთად წამოვედით, გზად ბევრი საინტერესო საკითხები განვიხილეთ კარგად გავერთეთ
ვხუმრობდით საჭირბოროტო საკითხებს პოლიტიკასაც შევეხეთ
და ესე გემრიელად მივდიოდით რომ არა მდინარე
სადაც გატოპვა არ მოვინდომე და გადავხტი პატარა ტრამვა მივიღე
მერე უკვე ძლივს შევბობღდი ბაწარას ნაკრძალში
და ბოლოს ჩავედით ქვემოთ სადაც დანარჩენები გვიცდიდნენ ხიდთან.
ხადორის ჩანჩქერმა-შემდეგმა გაჩერებან მოლოდინს გადააჭარბა უმაგრესი ულამაზესი ადგილი, ხეობა, საოცარი ვარდნა წყლის, რამოდენიმე იარუსიანია
ამის შემდეგ უკვე ყველა დაღლილი ჩანდა: ფეხსაცმელიც გამოიცვალეს, თბილისისკენ წავიდეთო ისიც თქვა ზოგმა თუმცა მე ცოტა არ იყოს შეუპოვარი ვარ
გამოვიკიტხე და მსურველებიც იყვნენ მატანის ცხრაკარას ნახვის და მეც ოპტიმალური გადაწყვეტილების ძებნა დავიწყე: ფეხს არყით ვიზილავდი და თან ვსვამდი არაყს და თანდათან მომეკიდა მერე ლუდიც დავაყოლე და საერთოდ
შემდეგ ხალაწანის და ომალოს ხიდი გადავკვეთეთ და ეკლესიის ნანგრევი ალაზნის ულამაზესი ხედით ჩვენს წინ აღიმართა თუმცა ხალხი დაიღალა და არავის აინტერესებდა არაფერი.. გადავწყვიტეთ რომ თამარი-ჩ ს უნდა გამოეკვლია ომალო-ხალაწანის ძეგლები და თორღვას ციხეც და გზა გავაგრძელეთ მატანისკენ...
კამათის და აზრთა სხვადასხვაობის განხილვის შედეგად ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე მატანში ნაწილი საქეიფოდ შესანიშნავ მდელოზე მოთავსდა და ის 6-7 კაცი ვისაც ცხრაკარა აინტერესებდა ავიდა კიდეც ეკლესიაზე და ძალიან მოეწონათ: მართლაც ულამაზესი ადგილია და ჩვენ არათუ სოფლელების ნათქვამი 2 საათი, 15 წუთში ავფრინდით
ქვევრები, სამრეკლო შესასვლელის გარეშე ფრესკები ულამაზესი ბუნება.... ბოლოს ქვემოთ ჩანოსვლა და ლუდის დალევაც კი მოვასწარი და ბუნებაში წამოგორება..
თელავში ჩამოვედი კიდევ ერთი ლუდი ავიღე და შემდეგ სახლამდე ტკბილად მეძინა. 11.30ზე უკვე ჩამოვედი ტრანსპორტიდან ...
ალბათ რომ მცოდნოდა და სადმე რომ ნამყოფი ვყოფილიყავი ბოჭორმიდან დავატრიალებდი ტრანსპორტს და წავიდოდი პირდაპირ პანკისში თუმცა შენი თვალით უნდა ნახო + წინასწარი გამოკითხვის შედეგად ვიცოდი რომ ზოგიერთი არა ტბის არამედ ძეგლების სანახავად მოდიოდა ანუ ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის ყველასთვის მისაღები ხოლმე. ასევე უნდა აღვნიშნო რომ როცა მართალი არა ვარ ვიღებ შენიშვნას: შორეთის ნაცვლად სამცხეში ვარძიაში დავბანადით მაგალითად, ახლაც შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო მატანში ქეიფი= თელავში თუ გომბორში მაშინ დავთანხმდებოდი სუფრის გაშლას თუ რესტორანში დამპატიჟებდა ვინმე

http://www.youtube.com/watch?v=7lTHiObYX1o
ეს ტექსტი ამ სიმღერის ფონზე დავწერე რომლის ტექსტიც რელიგიურია(ისლამი) და ასე ჟღერს ინგლისურად:
tajabone we're going to tajabone,
abdou jabar he's an angel coming from the skies to your soul,
he's going to ask you did you pray,
he's going to ask you did you fast,
he is coming to your soul,
he's going to ask you did you pray did you fast.
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
ეს სიტყვები კი რაც ჩემი პროფილის ქვეშ წერია ნიშნავს ღმერთი გაგიძღვეს სწორი გზისაკენ-ო,
მართლაც არ მჭირდება ჯპს და გზის ცოდნა როცა ღმერთი ჩემთანაა : ეგებ სწორედ არასწორი გზით წასვლა უფრო მეტ თავგადასავალს და უფრო საინტერესო ხალხის გაცნობას მეტ განცდებს მპირდება...
ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა და სწორ გზას გვაჩვენებს: როგორც მიქაელი და ასლანი ჩვენი ქისტი ძმა სურათის გადაღებისას ერთიანს აკეთებდნენ თითით იმის ნიშნად რომ ღმერთი ერთია: ის ერთია ჩვენთვის და ჩვენი მუსლიმანი ძმებისთვის... ამ ულამაზეს ხეობაში იმედია კიდევ ბევრს მოიყვანს ის ბევრ ქართველს, ღმერთი დიდია: ალაჰ აქბარ!!!
Last edited by
shoda1121 on 30 მაი 2012, 20:20, edited 6 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 28 მაი 2012, 12:41
Last edited by
shoda1121 on 30 მაი 2012, 20:11, edited 4 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 28 მაი 2012, 12:42
domciko
ლელა მადლობა რომ გვგულშემატკივრობდი
დავდებ საღამოზე, გუშინ 11.40ზე ჩამოვედით და ყველანი დაღლილები ვართ

experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
bavshvi
- მაწანწალა
- Posts: 320
- Joined: 05 აგვ 2008, 15:23
Post
by bavshvi » 28 მაი 2012, 15:00
ჩემი სურათები დაიდება დღეს, ოღონდ დღის ბოლოს
მანამდე იმედია ვინმე დადებს სურათს

-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 28 მაი 2012, 16:36

ტბათანა
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 28 მაი 2012, 19:32
ძალიან ვინანე, ფოტოაპარატი რომ არ წამოვიღე.
ისე კი, ახალი სალაშქრო მიმართულება აღმოჩენილია
ცხენზე რომ ვიჯექი, რომელმა გადამიღეთ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 28 მაი 2012, 19:52
ისევ მე უნდა დავიწყო თორემ აფერი არ გამოვა აქედან

მოგზაურობა
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 28 მაი 2012, 20:15
მოგზაურობა
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 28 მაი 2012, 22:39
მოგზაურობა
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 28 მაი 2012, 22:48
რაა ეს ამხანაგებო!???
სახელი მიუწერეთ!!!!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 28 მაი 2012, 22:52
Tamari-ch. wrote:
რაა ეს ამხანაგებო!???
სახელი მიუწერეთ!!!!
სოფელ საყდრიონის წმინდა გიორგის ტაძარია
მოგზაურობა
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 28 მაი 2012, 22:57
karavi87
სასწრაფოდ გადმომიგზავნეთ მეილზე ფოტოები!
საუნჯე ითხოვს!

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 28 მაი 2012, 23:06
Tamari-ch. wrote:karavi87
სასწრაფოდ გადმომიგზავნეთ მეილზე ფოტოები!
საუნჯე ითხოვს!


დაწერე მეილი

მოგზაურობა