Page 2 of 5

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 10:27
by Tamari-ch.
დანარჩენი ფოტოები დასამუშავებელია და საღამოს მივხედავ -
მანამდე თქვენც დაყარეთ

მისტიური დღე იყო გუშინ!
ამინდიც და სამყაროც მისტიური იყო

აი ასეთ მისტიკაში ვიყავით გუშინ!!

:shock:

Image

Image

Image

Image

მაგრამ ზღაპრის ბოლო იყო კეთილი!

Image

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 11:49
by arcivi9
Tamari-ch.
ბოლოსდაბოლოს თვითონ დევები ნახეთ თუ არა? :roll:

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 12:25
by TamuChelo
ჩემი ფოტოები იხილეთ აქ:
http://www.facebook.com/#!/media/set/?s ... 809&type=1

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 12:46
by Tamari-ch.
TamuChelo
არ იხსნება

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 12:53
by bavshvi
ეჰ ან არადა როგორი მოუთმენლად ველოდებოდი სურათებს და მომიწევს საღამომდე მოცდა :D

ჩემი სამსახურიდან არ მიხსნის FB-ს სურათებს (FB დაბლოკილ საიტთა კატეგორიას განეკუთვნება :D )



თქვენ რა თავგადასავლები გადაგხდენიათ ! ხო მშვიდობით მოიარეთ რაც მთავარია ?

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 13:17
by iko-iko
TamuChelo wrote:ჩემი ფოტოები იხილეთ აქ:
http://www.facebook.com/#!/media/set/?s ... 809&type=1

Tamari-ch.

არ მიხსნის შენს სურათებს :(

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 13:34
by Makena
Tamari-ch.
დევების ნამოსახლარი ნახეთ თუ ისე გასეირნება კახეთში გამოგივიდათ ? 8)

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 13:46
by QAQUCA
რა შუაშია აქ დევები და კოპალა? :shock:

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 14:13
by Tami
Tamari-ch.
iko-iko
თუ არ დაიმეგობრებთ,
არ გაგიხსნით ალბომს,
დახურული პროფილია;)

Makena
გასეირნება უფრო;) 8)

QAQUCA
რა შუაშია და რაღაც ნიში გვაჩვენა მეგზურმა,
კოპალას ნიშს ვეძახითო,
და მის გარშემო მინდორ-ველებსაცო.
დევებს რაც შეეხება,
რაღაც ნამოსახლარები(?) არის სოფელთან,
სადაც, მატნური ფოლკლორის თანახმად,
ადრე დევები ცხოვრობდნენ 8) 8)

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 14:36
by Tami
ახლა რა ხდებოდა:
ტყე იყო უუუუღრანულესუდაბურულესუუუუუუუუუუუუმწვანესი
(ბევრი ვიბოდიალეთ მაგ ტყეში, მაგრამ დევების კვალს ვერ გადავაწაყდით)
ფოთლები ხეებზე და ბალახი მინდორზე უხახსასესუმწვანესი
(სველი იყო და ზედ კარგად ვერ ვიკოტრიალე:()
ჩიტების ჭიკჭიკი უსაამურესი,
კაკლების კორომი, ჰმმმმ<3<3<3
წვიმა(დახლოებით ერთსაათიანი) უთავსხმესუწარღვნესი,
ტალახი -კოჭამდე,
მდინარეები(ზაფხულში ნაკადულებივით რომ მორაკრაკებენ) ადიდებული(მადლობა კახას გადასვლაში რომ დამეხმარა და ქოლგა დახრჩობას გადაარჩინა),
მატანის ცხრაკარა, ყოველგვარმოლოდინსრომგადააჭარბებს, ისეთი
და კიდევ ის პატარა ტაძარი, ბოლოს რომ ვნახეთ,
საყვარლად წამოსკუპებული მწვანე მინდორში,
მწვანე ცაცხვებგარშემორტყმული,
ჩამავალი მზის შუქზე<3<3<3

ხო, მოკლედ კარგი იყო ძალიან.
მადლობა თამარიჩს
და კიდევ მთაშენკას და ნაიას

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 15:05
by Tamari-ch.
Tami
როგორ არ გვინახავს დევები!
ვნახეთ -
იქვე იყვნენ ბუჩქებში და სულ მოგვსდევდნენ
შენც მოგსდევდნენ - მარა მარტო ვერ ჩაგიგდეს ხელში...

გაბრაზებულმა დევებმა ხან წვიმა დაგვაყარეს - ხან ტალახები გვესროლეს..
მე ვხედავდი სამთავიან დევებს და შენ ეტყობა ვერა...

:lol:


Makena
ვნახეთ ნამოსახლარები
საკმაოდ დიდი კედელია დიდი ლოდებისგან შემდგარი, ჩვენ ნაწილობრივ გავწმინდეთ და უფრო გამოჩნდა - ისე დამალული იყო მიწაში..
გვახლდა ნიკა (არქეოლოგი) და კახა
კახამ გეოლოგებმაც უნდა ნახონო ეს კედელიო
შეიძლება ბუნებრივი წყობა იყოსო - თუმცა ალაგ ალაგ აშკარადაა ხელოვნურად დადგმული ქვები...

თავად ბატონი ელდარი ისტორიკოსია და ამტკიცებს, რომ ციკლოპური ნაგებობაა
ნიკამაც თავი შეიკავა საბოლოო დასკვნისგან
თუმცა აღნიშნა, რომ 70% -ში ალბათ მაინც მეგალითურიაო...
შესწავლა სჭირდება ამ ადგილს -
ბატონმა ელდარმა ბრძანა, ავიყვანო ჩვენი სამსახურის ბიჭებს - კარგად გავწმენდთო ფოთლებისგან და უფრო გასაგები იქნება თუ რა სახის წყობაა..

ადგილობრივებში კი ამ ნასახლარებს დევების ნასადგომარი ჰქვია - ესეც საყურადღებოა..


საინტერესო კი ისაა, რომ სიარულისას იქვე ტყეში ბატონმა ელდარიმ კიდევ აღმოაჩინა ასეთივე წყობის დიდი ლოდები (ჩვენ ამ დროს დაბლა ვიყავით) და თამურჩელომ დააფიქსირა... თამუ - დადე რა ფოტოები...

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 15:09
by Tamari-ch.
QAQUCA wrote:რა შუაშია აქ დევები და კოპალა? :shock:
ვაიმეე ქაქუცა!????

:lol:

რა გჭირს??? არ კითხულობ თემას????

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 17:43
by avtokh
TamuChelo wrote:ჩემი ფოტოები იხილეთ აქ:
http://www.facebook.com/#!/media/set/?s ... 809&type=1
შენს ფოტოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვნახავთ, თუ დაგიმეგობრდებით. ხოდაა როგორ მოგნახოთ პირწიგნაკზე?

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 17:45
by avtokh
Tamari-ch. wrote: Image
აბა დევიო რო იძახით ა ბატონო :) ხე წკნელად უჩირავს და უშველებელი ლოდი ქვად მიაჩნია :D :D :D

iko-iko
შენ ფოტოებს და ვიდეოებს როდის გაგვიზიარებ?

რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ ჩემი აპარატი გამოცოცხლდა (უკვე ორჯერ აღმოჩნდა ამგვარ მდგომარეობაში) და ამ საღამოს ავტვირთავ ფოტოებს.

ამბავი დევისა და კოპალასი... (მატანი - 13.05.12)

Posted: 14 მაი 2012, 18:25
by Tamari-ch.
იკოს გადაღებული ფოტოები:

https://www.facebook.com/media/set/?set ... 616&type=1

Image

ეკალ ბარდნებში მოფორთხიალეები...


Image

აბა დევოოოო - მოიდა ჯარიიიი!!!!

Image