Page 1 of 4
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:35
by Makena
გუშინ მეტად საინტერესო ლაშქრობა შედგა, საოცრად საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლი ვნახეთ, გომარეთის(მამულოს) მეგალითი და შუასაუკუნეების ნასახლარი (ეს სახელწოდება პირობითია რადგან ამხელა ნასახლარს/ნაქალაქარს თავისი სახელი ექნებოდა რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია), ნასახლარს იმხელა ტერიტორია უჭირავს რომ მას ნაქალაქარი შეიძლება ვუწოდოთ.
ამ გასვლას დიდი ხანია ვგეგმავდი თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ისეთი ხალხი შევიყარეთ რომ ძეგლის მოუძებნელად უკან დაბრუნება გამორიცხული იყო

ილიაუნის მანქანით 8 ადამიანი წამოვიდა მათ შორის 2 არქეოლოგი, 2 გეოლოგი და 2 გეოგრაფი გახლდათ, მათ შორის კარველი ლაშარელა რომლისგანაც შევიტყვე თავდაპირველად ამ მეგალითის შესახებ. კარველ ლლევის ეკიპაჟი და ჩემი ეკიპაჟი - თამარიჩი, კახა, მასაი, აცა და მე.
ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რთულად მისაგნებია და რთულადვე მისასვლელი რადგან თუ ჯპს არ გაქვთ ძეგლს ვერ მოძებნით, იგი ტყეში მდებარეობს, მთის კალთაზეა შეფენილი და ჩემის აზრით 5-7 ჰექტარი უჭირავს, მისვლას სწორედ ტყე ართულებს რადგან ძეგლის დანახვა შორიდან შეუძლებელია, არც რაიმე ბილიკი არსებობს რომელსაც დაადგებით და მიხვალთ ნაქალაქარამდე, ჯერ ტყ-ტყე უნდა იაროთ ხოლო შემდეგ საურმე გზას უნდა გაუყვეთ, შემდეგ კი ისევ საცალფეხო ბილიკით უნდა იაროთ.
იმ წერტილამდე საიდანაც ფეხით სავალი იწყება ნებისმიერი მანქანა მივა.
ეხლა კი ფოტოები

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:47
by Tamari-ch.
მაკენას ახალი თემა გაუხსნია
მაშინ გადმოვიტან პირველ პოსტებს
1. რეგიონი: ქვემო ქართლი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი - ჩხიკვთა - ჭივჭავი - მამულოს მიდამოები - თბილისი
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: საშუალო სირთულის
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ბენზინის ხარჯის მიხედვით საშუალოდ თითოს დაუჯდა 16-20 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა: ორი ჯიპით სულ 9 კაცი + ილიაუნის ექსპედიცია(8 კაცი)
7. გასვლის ორგანიზატორი: ილიაუნი+მაკენა +მე
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ. პანტიანი, მამულო, ბედიანი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან დაახლოებით 100-110 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 2- 2,5 კილომეტრი
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ჩხიკვთას ეკლესია, ჭივჭავას მენჰირი, მამულოს მიდამოებში დიდ ფართობზე გაშლილი ნასახლარები
12. საბანაკე ადგილები: - წყაროსთან
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია ჯიპიესი თუ გინდათ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ...
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ნაადრევი გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა
15. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს
17. სასარგებლო ბმულები, მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5556&start=0
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5558
18. რუკა

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:48
by Tamari-ch.
როგორც აღვნიშნე ჩევნ გავყევით ილიუნის პატარა ექსპედიციას...
მათი პირველი პუნქტი იყო ჩხიკვთას ეკლესიასთნ არსებული რაღაც მეგალითური ნაგებობა
აი ეს
ჩხიკვთას სამება // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, როგორც ზევით უკვე ვნახეთ, "გმირთ-ნაკვეთ"-ს, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“-ს უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა ე.თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს: «Вершина Самебы предÑтавлÑет продолшоватую площадку, окаймленную Ñ Ð´Ð²ÑƒÑ… доÑтупных Ñторон, Ñ ÑŽÐ³Ð° и воÑтока, оградою, Ñложёною из больших каменных глыб без вÑÑкого цемента... Камни её не принеÑены извне, а добыты на Ñамой вершине Самебы. Она, как видно, была ÑкалиÑта, и раÑчиÑтив вершину, Ñобранные камни нагромоздили Ñ Ð´Ð²ÑƒÑ… Ñторон, так как две другие Ñтороны по Ñвоей крутизне не нуждалиÑÑŒ в защите. Правда, чтобы Ñдвинуть Ñ Ð¼ÐµÑта такие камни, нужна была Ð±Ð¾Ð»ÑŒÑˆÐ°Ñ Ñила, но Ñто гораздо легче, чем поднÑть их на такую выÑоту». (Е. Такаишвили, ÐрхеологичеÑкие ÑкÑкурÑии, разыÑÐºÐ°Ð½Ð¸Ñ Ð¸ заметки, вып. II, Тфл. 1905, Ñтр. 14-15 (ჩვენს სტატიაში „ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში“, გვ. 222). ამ აღწერას უნდა დაემატოს მხოლოდ ის, რომ ამჟამად „გმირთ-ნაკვეთ“, „გმირთ - კვეთილ“-ში ერთადერთი ზღუდეა ოდნავად დაცული, რომელიც დაშლის გზას ადგია. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ თვით სამების მთა ვულკანური წარმოშობისაა" .
http://saunje.ge/index.php?id=985&optio ... =5&lang=ka
გადაწყდა გვენახა ეს "გმირთ-ნაკვალევი"
ჩხიკვთას სამება და აი ეს გალავანი....
ზოგან მართლა ატყვია ადამიანის ხელი, ზოგან კი ბუნებრივ წარმონაქმს ჰგავს...
თავად ეკლესიაც დიდი კვადრებითაა ნაგები

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:49
by Makena
გზაზე ჯერ ჩხიკვთაში გავიარეთ და იქ შემორჩენილი მეგალითური გალავნის ნაშთები ვნახეთ

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:50
by Tamari-ch.
ზოგი მეცნიერის აზრით ეს ბუნებრივი წარმონაქმნია
თუმცა რამდენიმე ადგილას აშკარად ეტყობა ადამიანის ხელი
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:50
by Makena
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:52
by Makena
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:55
by Makena
გომარეთის(მამულოს) ნასახლარისკენ გზაზე ქვისგან აშენებული საწნახელი ვიპოვეთ, მოგვიანებით ვიპოვეთ ვაზი, ამ ვაზის რამდენიმე ყლორტი მოვჭერი და შევეცდებით გავახაროთ

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:56
by Makena
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 11:58
by Makena
გზაზე მრავლად არის ნასახლარების ნაშთები

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 12:00
by Makena
შემდეგ კი გზა პირდაპირ ხევშიტყე-ტყე გავაგრძელეთ

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 12:02
by Makena
მეგალითს მივუახლოვდით

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 12:03
by Makena
აქ კი საოცარი სანახაობა გველოდა!

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 12:04
by Makena
ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი
Posted: 23 აპრ 2012, 12:05
by Makena