ამ გასვლას დიდი ხანია ვგეგმავდი თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ისეთი ხალხი შევიყარეთ რომ ძეგლის მოუძებნელად უკან დაბრუნება გამორიცხული იყო

ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რთულად მისაგნებია და რთულადვე მისასვლელი რადგან თუ ჯპს არ გაქვთ ძეგლს ვერ მოძებნით, იგი ტყეში მდებარეობს, მთის კალთაზეა შეფენილი და ჩემის აზრით 5-7 ჰექტარი უჭირავს, მისვლას სწორედ ტყე ართულებს რადგან ძეგლის დანახვა შორიდან შეუძლებელია, არც რაიმე ბილიკი არსებობს რომელსაც დაადგებით და მიხვალთ ნაქალაქარამდე, ჯერ ტყ-ტყე უნდა იაროთ ხოლო შემდეგ საურმე გზას უნდა გაუყვეთ, შემდეგ კი ისევ საცალფეხო ბილიკით უნდა იაროთ.
იმ წერტილამდე საიდანაც ფეხით სავალი იწყება ნებისმიერი მანქანა მივა.
ეხლა კი ფოტოები
