
გადავწყვიტეთ წასვლა ლიპის ეკლესიასთან, რათა საკუთარი თვალით გვენახა ეს რელიეფი.
შემდეგ ახლობელმა მაჩვენა მამულოს ციხის ნანგრევები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5558
და გადაწყდა ეს ყველაფერი ერთ დღეში გვენახა.
ხალხის ნაწილი წამოვიდა ლიპის ეშხით - ნაწილი მამულოსი...
წამოვიდა ერთი არეოლოგი, ერთი ხელოვნებათმცოდნე და ართის არქიტექტორი..

ჰოდა გასვლაც შედგა! მართლაც საინტერესო!
1. რეგიონი: ქვემო ქართლი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი - ჭივჭავი - ლიპი - მამულოს მიდამოები (სოფელ მამულოში არ შევსულვართ) - ხრამჰესი - წალკა - თბილისი
3. ხანგრძლივობა: 1 დღე
4. სირთულე: მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ბენზინის ხარჯის მიხედვით საშუალოდ თითოს დაუჯდა 15-17 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა: ორი ჯიპით სულ 9 კაცი
7. გასვლის ორგანიზატორი: - Tamari-ch.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: მამულო, პანტიანი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან დაახლოებით 100 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 1-2 კილომეტრი
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ჭივჭავას მენჰირი, ლიპის ორი ეკლესია, მამულოს მიდამოებში რაღაც მეგალითური კომპლექსი, ხრამჰესი
12. საბანაკე ადგილები: - წყაროსთან
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია ჯიპიესი თუ გინდათ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ...

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ნაადრევი გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა
15. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს
17. სასარგებლო ბმულები, მზადება
http://tetri.info/places.html
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5556&start=0
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5558
18. რუკა
