გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 აპრ 2012, 13:12

datoforesti wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ამ წლის გარდა ყოველწელს ვარ ხოლმე იქ აღდგომას სასაფლაოზე და ძირითადად სულ წვიმა და მოღრუბლულია და ცივა ხოლმე ისე რომ ქურთუკებს ვიცმევთ...წელს მზე იყო როგორც ვნახე და ეს ძალიან იშვიათობაა...
წვიამ, როგორც ხედავ, კადრებში არ იყო.
2009 წლისა და 2011ის ლელობურთზეც არ ყოფილა წვიმა.
პრინციპში, არასდროს არის იგრიკას თვეში გურიაში, კოლხეთის დაბლობზე სათბილსამოსო ამინდი
Ketevan Guliashvili wrote:
კერძოდ, მღვდლის ნაცვლად ბურთი თამაშში ყაბალახიან გურულს შეაქვს.
ალბათ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროსაა გადაღებული?
ცხადია, ლელობურთის ეს ფილმი საბჭოთა პერიოდშია გადაღებული.
ჩაცმულობასაც კი ეტყობა.
იმის თქმა მსურდა, რომ ან მაშინ იყო წესი დარღვეული, როდესაც ყაბალახიანი პირი იწყებდა
თამაშს, ან ახლა, როდესაც მღვდელი აგდებს ბურთს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by დათო » 19 აპრ 2012, 15:34

GAMARJOBA SAKARTVELO
ფილმიდან ჩანს, რომ ლელობურთის წესებში ცვლილებებია.
კერძოდ, მღვდლის ნაცვლად ბურთი თამაშში ყაბალახიან გურულს შეაქვს.
ლელობურთი თოფის გასროლითა და არყით იწყებოდა.
მობურთალებს თბილი, გრძელმკლავიანი 3ოსი აცვიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომა დღეს არ იმართებოდა.
როგორც წესი, აღდგომას ისე თბილა ხოლმე, რომ მაისურებით დადიან.

არის მე2 ვარაუდიც - შესაძლოა, ლელობურთი სპეციალურად ფილმისთვის სხვა დროს გათამაშდა.
თუმცა, არც ასეთ შემთხვევაშია მღვდლის, როგორც ბურთის შემტანის როლი წარმოჩენილი
ფილმი აშკარად საბჭოთა დროისაა. ვგონებ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მღვდელი არ ჩანს.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by Naia » 19 აპრ 2012, 15:46

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, შარშანაც თოფის გასროლით დაიწყო ლელობურთი

პს. რა კარგი ფოტოებია:) შარშანდელი აღდგომა გამახსენდა და კიდევ ერთხელ მომინდა იქ ყოფნა

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by paata_ » 19 აპრ 2012, 16:00

წელსაც გაისროლეს თოფი

თან ძალიან ორიგინალური და ძველი თოფი იყო






User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by დათო » 19 აპრ 2012, 16:05

საინტეერსოა ეს ფილმი - ვხედავ იგივეს რაც ჩემი თვალით ვნახე კვირას, მაგრამ ძველ ანტურაჟში. :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by CheLo » 19 აპრ 2012, 16:19

paata_ wrote:Image
www.paata.ge
თამარიჩ ეს ქვები როგორ აღმოჩნდა აქ?? აშკარად უნდა გამოიკვლიო ეს ადგილი ;)) მეც შენ გვერდით ვარ :P :) :) :)
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by paata_ » 19 აპრ 2012, 16:20

CheLo

მეგალითებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by Ketevan Guliashvili » 19 აპრ 2012, 17:29

ინტერნეტიდან ლელობურთის შესახებ ასეთი ცნობები მოვქექე

როგორც ამბობენ ლელობურთის თამაშის ტრადიცია ხასანბეგ თავდგირიძის სახელს უკავშირდება. რომელიც რუსეთ -საქართველოს ომისას თათრების მხარეს იყო და რუსეთისაგან ქართველთა განთავისუფლების იდეით 9 ათასიანი რაზმით წამოსულა შუხუთისაკენ, სადაც აზნაურმა ერასტი ჭყონიამ თავი გააგდებინა. ამ ფაქტისადმი მიძღვნილი გურული სიმღერა არსებობს.

ხასანბეგურა.

http://www.youtube.com/watch?v=wx5BvToV ... re=related

ხასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი
თათრის ფაშობა იშოვა სულმთლად დაავიწყა ღმერთი
შეკვეთილში შემოვიდა იძახოდა ოლარგეთი
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ მერე ჩვენ გვიყუროს ერთი
ჩვენ გახლავართ გურულები
ბრძოლა გვქონდა შუხუთფერში
მტერი ისე დავამარცხეთ
მთხრობლად არ გავუშვით ერთი
ჩემი ძმაი ხასანფაშა თავმოჭრილი დავინახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ვაი მეთქი დავიძახე
წინა ღამით მან გადაგვწვა მით დაიგო ცუდი მახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე

http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori



",,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო”.
ხასანბეგის 9 ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია, იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ხასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოყავს.
ლელო ომია, იგივე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი."

ერთგან ეწერა ქრისტიანი და მუსლიმი ქარVელების შერკინება ხდებოდა ლელობურთის თამაშისასო, ხოდა გამორიცხული არაა ტრადიციულად მღვდელს ეკურთხებინა ეს ბურთი. არ ვიცი რამდენად ლოგიკური მსჯელობაა...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 19 აპრ 2012, 19:23

სამება-ჯიხეთის მონასტრიდან დავბრუნდით...

ცოტა ხანში ლელობურთი უნდა დაწყებულიყო,

ლელო იქვე შუხუთის ეკლესიაში ინახებოდა, და როგორც მღვდელმა აღნიშნა შარშანდელთან შედარებით 2 კილოთი დაუმძიმებიათ :D ანუ ახლა ის უკვე 18 კილოგრამს იწონიდა :D

მღვდელი ისე თავისფლად აბურთავებდა ხელში ამ ლელოს, იფიქრებდი არც თუ ისე მძიმე უნდა იყოსო :D
მერე იქვე მდგომი ახალგაზრდები ავარჯიშა ბურთის დაჭერაში, მაგრამ ძალიან ბევრს გაუჭირდა, და ყველა მონაწილეს სახეზე ეტყობოდა რომ ლელო მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა :D

მირანდას ფოტოებით დავიწყებ :)

ბურთი ამ ტაძარში ინახებოდა საპრიზო ქანდაკებასთან ერთად
Image

გიორგი-ბარსა :D
Image

ნიკა :D
Image

ვენწიკ :D
Image

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 19 აპრ 2012, 19:31

paata_ wrote:Image
www.paata.ge
რამხელაა ჩვენი კარავი :D:D
უუზარმაზარიი :D:D:D:D:D
მე, ნიკას და მირანდას კი ტკბილად გვეძინა და თქვენი არ ვიცით :D
დიდი მადლობა გიორგის, კახას და ყველას ვინც მოგვეხმარა კარვის გაშლაში :D
რა კარგია მაგ დროს წვიმამ რომ არ მოგვისწრო :D :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]