გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by qvevri » 20 აპრ 2012, 11:56

ლიხაურის ტაძარს დიდებული ფრესკები ქონდა... ერთი ხისთავიანი და გამო......... სვანი, ვითომ რესთავრატორია და იმან ჩამოფხიკა და ფრესკების ჩამონაფხეკი ხრამში გადაუძახა... ამგვარი უგვანო და ყოვლად გაუმართლებელი ფაქტები არა ერთია საქართველოში მომხდარი, და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მერე, ეს ყველაფერი საპატრიარქოს ბრალდება რატომღაც...

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by avtokh » 20 აპრ 2012, 12:44

qvevri wrote:ლიხაურის ტაძარს დიდებული ფრესკები ქონდა... ერთი ხისთავიანი და გამო......... სვანი, ვითომ რესთავრატორია და იმან ჩამოფხიკა და ფრესკების ჩამონაფხეკი ხრამში გადაუძახა... ამგვარი უგვანო და ყოვლად გაუმართლებელი ფაქტები არა ერთია საქართველოში მომხდარი, და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მერე, ეს ყველაფერი საპატრიარქოს ბრალდება რატომღაც...
ერთი ფრესკაა მხოლოდ დარჩენილი ჩრდ. კედელზე რამდენადაც მახსოვს. დანარჩენი სულ შეთეთრებულია. ლიხაურის სამრეკლოს წარწერა მე მაქვს გადაღებული შარშანდელი სააღდგომო გასვლისას
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by Ketevan Guliashvili » 20 აპრ 2012, 21:43

ლაშქრობის ფოტოკოლაჟი მუსიკითურთ.

დღე პირველი - გეგუთი-ჯიხეთი-ლელო ბურთი

http://www.youtube.com/watch?v=2s8MTMLr ... e=youtu.be
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 20 აპრ 2012, 21:51

Ketevan Guliashvili wrote:ლაშქრობის ფოტოკოლაჟი მუსიკითურთ.

დღე პირველი - გეგუთი-ჯიხეთი-ლელო ბურთი

http://www.youtube.com/watch?v=2s8MTMLr ... e=youtu.be
რა კარგიააა!!! :D ძალიან მაგარია!
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 20 აპრ 2012, 22:14

nikushanikusha wrote:აადამიანებო და ევიანებო :))

ისე გადავედით "სამომავლო გეგმებიდან" "ლაშქრობებში" ჩემი პოსტი არ ყოფილა. ჰოდა ახლა მინდა აქ დავწერო :)

ჩემმა დამ მგონი არაფერი დამიტოვა ასატვირთად (:D) ამიტომ მხოლოდ "მშრალი" ტექსტით შემოვიფარგლები.

"მშრალი" - იმიტომ რომ ამ გასვლაში ბევრი ახალი ემოცია აღმოვაჩინე ჩემ თავში.

ერთ-ერთი ჩემი ასეთი აღმოჩენა "მადლი"-ს ძალა და მისი განცდა იყო. არ ვიცი რანაირად და როგორ, მაგრამ ჯერ კიდევ მომყვება არა ემოცია, არამედ "მადლი".

სულ მინდა ყველას მივეფერო და გავუღიმო, როგორც ამას ერკეთში დედა მარიამი აკეთებდა.

არასდროს დამავიწყდება მისი მადლიანი სახე, უცნაურად დაღლილი, გაცისკროვნებული, მომღიმარე...

არ დამავიწყდება მეუფე იოსებთან სტუმრობა, მისი უშუალობა და მხიარული ხასიათი, ჩვეულებრივი და საქმიანი.

საუბარი იღუმენია ალექსანდრასთან (აჭის ეკლესია) მისი გულისტკივილი, პრობლემები სამონასტრო კომპლექსის გარშემო, და მონაზვნების ხელით გამზადებული მცირედი, მაგრამ უგემრიელესი "საგზალი".

(პ.ს. მგონი ქრონოლოგიურად უკუღმა მოვყევი, მომიტევეთ:))))

კიდევ მინდა ვთქვა ერკეთის მონასტერზე და იმ მონაზონზე, რომელმაც დაგვათვალიერებინა იქაურობა. მართლაც რომ გადაგვყვა. როგორი აღტაცებით გვაჩვენებდა და გვიყვებოდა სხვადასხვა ადგილების შესახებ. მასაც ძალიან ნათელი და სულ მხიარული სახე ჰქონდა.

არ ვიცი... შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიურ მომენტს მივაწეროთ.. წყაროს წყალი, რომელიც ერკეთში ვნახეთ და გვითხრეს რომ სასწაულმოქმედია (მაკურნებელი ძალის მქონე), განსაკუთრებით თვალებისთვის.. მოვისვი თვალებზე და... როდესაც ყოველ საღამოს მეწვოდა თვალები, (ასევე როცა კომპიუტერთან ვიჯექი) ახლა არაფერსაც არ ვგრძნობ, მშვენივრად ვაფახულებ თვალებს:))))))))


ახლა კი ცოტა უფრო დალაგებულად.

მინდა ლაშქრობის 10-ვე მონაწილეზე ცოტა რამ დავწერო.

დავიწყებ კუზნეცოვით :D , პირველი ვენტო დაგვხვდა მე და ჩემ დას ადგილზე, (ზურგჩანთით) არიყო ძნელი მისახვედრი რომ მომდევნო 2 დღე ერთად მოგვიწევდა ყოფნა :wink:

მხიარული, პირდაპირი :)), კაი ტიპი, განსხვავებული ვიდრე ფორუმზე მეგონა (ზუსტად ეს ნაკლი აქვს ვირტუალურ ურთიერთობას)

დათო - სთან ერთად შატილში ვიყავი, თუმცა ახლა გავიცანი:) მშვიდია რაღაცხანაირი:დ (თუმცა ლელობურთის თამაშისას როგორი იყო ნამდვილად ვერ დავდებ თავს :D )

ლაილა - ბევრ ქართველზე უკეთ ქართულის მცოდნე :wink: მხიარული, და შესანიშნავი პროფესიის მქონე, (მის პროფესიონალიზმში თანაკარველებიც დამენთანხმებიან). საინტერესო მოსაუბრე.. ჩემთვის საინტერესო კიდევ იმდენად, რამდენადაც კაი რაღაცები მასწავლა (თუ დაგაინტერესებთ ცალკე გეტყვით :wink: ) :D

ლიკა - (ნერვებს მიშლის) :D :D

მირანდა - ლიკას პლიუსიკო. ფაქტობრივად მიაც ამ გასვლაში გავიცანი. პირველ რიგში კარგი ნერვების მქონე (კარვის გაშლისას) :)), მეორე რიგში (ჩემ დასთან ერთად) ნამდვილი მეოჯახეები, სუფრასთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც :wink: :D დიდი "ბაგაჟის" მქონე, თუმცა ნაკლებად მომიწია მასთან საუბარმა და კიდევ სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთად სადმე:)

კახა - კიდევ ერთი ახალ-გაცნობილი კარველი. კარგი მოსაუბრე, მხიარული და ბევრი საინტერესო ინფორმაციის მატარებელი.. კიდევ კომუნიკაბელური (არ ვიცი გოგა ამის ქართული შესატყვისად თუ გამოდგება "მეურთიერთობე" :lol: )

ქეთი - ძალიან კარგი ფოტოგრაფი, რაღაცნაირი ღრმა ადამიანი და მგრძნობიარე, ცოტა კი შეგვიშინა "ამუნიამ" :) მაგრამ ეგ არაფერი :* მშვენიერი ხმით: (ჭყინტი ყველის ჭამა მიიყვარს, კბილის გაკრაჭუნებააავო, ლამაზ გოგოს კოცნა მიიყვარს, თვალის ჩაპაჭუნებავო დააა :D:D:D )

გიო - ეს არის ადამიანი რომელიც ყველაზე განსხვავებულ სიზმრებს ხედავს. განსაკუთრებით კი "კოშმარებს" როდესაც სამეფო კლუბის წარმომადგენლები ესიზმრება :D :D

პაატა - სუულ სულ მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა. დაუსწრებლად კი ვიცნობდი მაგრამ ახლაუკვე პირადადაც :) კარგი ფოტოგრაფი, და თუ გოგას დავუჯერებთ ცოტა აფერისტიც :D:D მთელი გზა მძღოლის გვერდზე იჯდა ცუდად ვარ ცუდად ვარო :D

ზვიადი - მგონი პირველი შემთხვევაა როცა ლაშქრობის აღწერაში ვამბობ "მძღოლი" გავიცანითქო :D ძალიან დადებითი ადამიანი, უდაოდ პროფესიონალი და კარგი კომპანიონი:) სადაც ეს კაცი იქნება მძღოლი ჩემთვის დამატებითი ერთი მიზეზი იქნება წამოსასვლელად.

გოგა - ბევრი ლაპარაკი შემიძლია ამ ადამიანზე, მაგრამ რამდენიმეს ვიტყვი. ერთი ალბათ "ნაღდია" რომ არა გოგა ეს გასვლა არ იქნებოდა ისეთი კარგი როგორიც გამოვიდა. ბევრ ადამიანს იცნობს და ბევრიც იცნობს დაუსწრებლად (ერკეთი :wink: )რაც ძალიან დაგვეხმარა ლაშქრობის განმავლობაში. ლიდერობის თვისებების მქონე და მშვენიერი ხმის პატრონი (აადექიით.. აააადექიით (რა ცუდია ტონალობას რო არ გამოხატავს ფორუმი:D )

უჰ... და ზოგადად... ეს ლაშქრობა კიდევ იმით იყო გამორჩეული რომ აბსოლუტურად ყველა მოლაშქრის სახელი დამამახსოვრდა, ვიყავი ძალიან მშვიდად. მივიღე მონაწილეობა სახალხო თამაშობაში (პირველად). ცოტა ადრენალინი, ჟინი და გამარჯვების სუნი, ერთიანობის განცდა და იმის გრძნობა, რომ რაღაცის წევრი ხარ, სხვების მხარდამხარ "იბრძვი" :)) კარგია...

ალბათ ძნელად მოვიფიქრებდი უკეთ როგორ შეიძლებოდა ამ 2 დღის გატარება:)

არ ვიცი კიდევ შევიკრიბებით თუ არა ამ შემადგენლობით, ან საერთოდ როგორ, სად და რა სიტუაციაში მოგვიწევს შეხვედრა... მაგრამ მე ძალიან კარგად მაქვს ეს 2 თქვენთან გატარებული დღე მოსაგონრად:)
ნიკუუუუშ :D:D:D:D:D:D
მაგარი ხარ :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 20 აპრ 2012, 22:17

paata_ wrote:nikushanikusha
გოგას დავუჯერებთ ცოტა აფერისტიც
გოგა რა ტყუილებს მივრცელებს, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
:lol: :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 20 აპრ 2012, 23:41

Image

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 00:37

დავიწყებ იმით, რომ :კარავზე: გეგუთი 1ლად დაიგეგმა და ჩვენს დიდ ფოტომატიანეს ამ შესანიშნავი ძეგლის კადრებიც შეემატა.

გეგუთი სიურპრიზად შევთავაზე თანამგზავრებს და მგონი, ყველა ნასიამოვნები დარჩა.
მახსოვს, მოდერმა კახამ ტქვა, რადგან ჩვენ გარემოს არ ვანაგვიანებთ, მოდი, ბარემ სასახლის დარბაზში წავიხემსოთო.
მართლაც, კგ სადილობა გამოგვივიდა.
ამის შემდეგ კი გურიისკენ ავიღეთ გეზი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 00:52

გურიის 1ლი ძეგლი ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსი იყო, რომელიც ნიგოითის მტაზე მდებარეობს.
ლაშქრობის საძიებელს თუ დავუჯერებთ, :კარავზე: ესეც 1ლი გასვლა იყო.
ჯიხეთის მონასტერი 1896 ოზურგეთელმა ილარიონ მენაბდემ დაარსა.
მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა და ტაძრის დღედ ქრისტეშობისთვის 4 ითველბა, ისევე როგორც ფიტარეთი.
სამონასტრო კომპლექსი სამების სახელობისაა.
ამ ბოლო წლებში აქ რამდენიმე ახალი და პატარა ტაძარი აგებულა.
მიდამო ისე იყო მოვლილი, ჩანდა, რომ მონასტერს მარჯვე დედები ჰყავთ.
გურიაში ეს 1ად1 მონასტერი იყო, რომელსაც საბჭოთა დროსაც არ შეუწყვეტია ცხოვრება.
თურმე, მოხუც გურულს ვალში მყოფი 1-1 ადგილობრივი მოხელესთვის უთხოვია, რაც უნდა მოხდეს, ტაძარს არ შეეხოთო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 00:55

ამ ბმულზე ჯიხეთის მონასტრის ისტორიას ამოიკითხავთ:

http://webcache.googleusercontent.com/s ... clnk&gl=ge

აქ კი მცირე მონაკვეთს შემოგთავაზებთ:

ჯიხეთის მონასტრის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მიუდგომელ ადგილას ყოფილა აშენებული მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე,მონასტრის მკვიდრთ მეტად აწუხებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. ეს ადგილი იწოდებოდა სამებად. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ.
იმ დროისათვის ეს ადგილი თავად მაჭუტაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც შეიწყნარა დედათა ლოცვა-ვედრება და მონასტერს ჯიხეთის მამული შესწირა. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ძველი ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ - შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
დედათა მონასტრის დამფუძნებელი და პირველი წინამძღვარი დედა ელენე (მგალობლიშვილი) იყო. მან თავი მოუყარა სხვადასხვა სოფლის მოსენაკე-მონაზვნებს და სამონასტრო ცხოვრება გააჩაღა XIX საუკუნის 80-იან წლებში. გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი, ბრმა მართა. მონასტერში არსებობდა სკოლაც, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმეებს და ხელსაქმეს. თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში. იყო შეწირვის ფაქტებიც - აკვირინე აროშიძე 9 წლისა შეუწირავთ. დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ლოცვა - ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 01:02

ჯიხეთის შემდეგ შუხუთში გავემგზავრეთ. ლელობურთი 5 სთზე დაიწყო.
1-2 ჯერ მეც ჩავ1ე, უფრო კი, ფოტოების გადაღების გამო აღმოვჩნდი ეპიცენტრში.
1 რამ კი დანამდვილებით ვიცი, ყველა ქართველმა ცხოვრებაში ლელობურთში 1ხელ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ოღონდ, ისეთი მაისური უნდა ცაიცვას, დაფხრეწვა გულს რომ არ დაწყვეტს.
ვის მხარეს იქნება, სულ 1ია.
მოგეხსენებათ, შუხუთი ზემო და ქვემო ნაწილად ბუნებრივად არის გაყოფილი.
ბურთს რომელი მხარის ღელეზე ჩააგორებ და მე2 ნაპირზე ამოიტან, გამარჯვებულიც ის არის.
ბოლო 2 წელიწადია, ზემოურები მარჯვობენ. გასვლის მონაწილენი ვხუმრობდით კიდეც, მომავალ წელს ქვემოურებს დავეხმაროთო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 01:04

ლელობურთი მალე, საათნახევარში დასრულდა.
რადგან შუხუთი-ოზურგეთის გზა ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული, ლანჩხუთი-ლესას გავლით დავადექით ოზურგეთის გზას, რომელიც ბეტონის საფარის არის და კგ მდგომარეობაშია.
ოზურგეთი-ლიხაურის გავლით სოფელ აჭიში ჩავედით. ბნელოდა უკვე. იქ კგ საბანაკე ადგილი მიგვასწავლეს და ზვიადის მინიბუსის სინათლეზე პატარა და ძნ კოხტა ბანაკი მოვაწყეთ. მდინარე აჭისწყალი
ისე საამო ხმაურით მოგორავდა, რომ ყველაზე ნერვულ ადამიანსაც დააწყნარებდა.
იმ ღამეს ვივახშმეთ და დავიძინეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 აპრ 2012, 02:43

ცხადია, დილა გათენდა შესანიშნავი გალობით ადექიიიიიიიით, ადექიიიიიიიიიიიით.
ჰოდა, დილის 07. 27ზე კარვიდან ყველა გამოსული იყო.
წავიხემსეთ და 2 კმში მდებარე აჭის წმინდა გიორგის ტაძარში მივედით.
მე13 საუკუნის დარბაზული ტაძარია. შემონახულია შესანიშნავი და იშვიათი ფრესკები.
აჭიმდე სოფელი ლიხაურია, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. სწორედ ექვთიმე ღვთისკაცმა აღმოაჩინა
თამარის დროინდელი ის მოოქორვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა აჭიში ინახება.

აჭის შემდეგ ლიხაურის გავლით ოზურგეთში დავბრუნდით, სადაც დილის 11 სთზე შემოქმედელმა მეუფე იოსებმა
თავის რეზიდენციაში ტრაპაზზე მიგვიწვია.
მანამდე ლიხაურის ეკლესია ქვევიდან ვნახეთ. გორაკზე, სადაც ტაძართან 1ად სასაფლაოც არის, მეუფესთან მისვლის გამო,
ასვლას ვეღარ ვასწრებდით.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by paata_ » 21 აპრ 2012, 13:44

საგუშაგო კოშკი

Image
www.paata.ge

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
გურია, შუხუთის ლელობურთი და გეგუთი 15-16.04.2012

Post by lika-li » 24 აპრ 2012, 00:11

უი, კინაღამ დამავიწყდა, თუ არ ვცდები მაშინ, როდესაც აჭის მონასტრიდან ვეშვებოდით, ერთმა ქალმა დაუქნია ხელი ჩვენს მინიბუსს, :D , დატვირთულმა.

ჩვენც გავაჩერეთ, ამოვიდა გურული ქალი და მისი სიტყვები იყო: "კაკუნაი არაა? თუ რაა?" :lol: :lol: :lol:

ჩვენ ვუთხარით არა აქ კაკუნა არავინაა, მაგრამ ჩვენ მიგიყვანთ სადაც გნებავთო :D
ამ ქალმა ისევ უსაყვარლესი გურული კილოთი :" არა, არა, კაკუნაი ჩამეარს, კაკუნაი ჩამეარს და იმას გავყვებიო" :D:D:D:D:D

ამის მერე კიდევ ერთი გოგონა დაგვემგზავრა და ვხედავთ (თუარ ვცდები) ქობულეთის "მარშუტკამ" ჩაგვიარა და ავტეხეთ სიცილი, აააი, კაკუნაი მოდისო :D

ამ გოგომ კი გაოცებულმა იკითხა თქვენც იცნობთ კაკუნაისო? :D

ძალიან სახალისო იყო კაკუნაის ამბავი :D:D:D:D:D

და ისევ შუხუთის ფოტოები... :)

ვენტო
Image

თამაშის დაწყება აი ამ თოფის გასროლით დაიწყო :)
Image

Image

Image

Image
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]