Page 1 of 3
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 13:06
by shoda1121
1. მარშუტი:
მიჯნის ყურე – ქურციკების ვოლიერი – მინგეჩაურის წყალსაცავის ზედხედი (უახლოეს მთაზე ავედით) – დაბანაკება და მფრინავი კარვები უძლიერეს ქარში – მერცხლების ქალაქი უმერცხლოდ ჯოჯოებით
– დალის წყალსაცავი (საზაფხულო გარუჯვით) – ტახტი – თეფას ტალახიანი ვულკანები – არწივის ხეობაში ჩანჩქერზე ღამეული ლაშქრობა ტურების ყმუილის თანხლებით
2. გავლილი მანძილი
დაახლ. 300კმ თბილისი–დედოფლისწყარო–თბილისი; და დაახლ. 300კმ დედოფლისწყარო–ნაკრძალი მიჯნის ყურეს მიმართულება–უკან ტახტი–თეფას მიმართულება–დედოფლისწყარო
3. გზის მდგომარეობა:
გზა ცუდ მდგომარეობაშია მიჯნის ყურეში განსაკუთრებით–აუცილებელია ორხიდიანი. ტახტი–თეფას მიმართულებით კი სამარშუტო+ფეხითაც შეიძლება წასვლა, არწივის ხეობა ახლოსაა ქალაქთან ასევე.
4. მარშუტის სირთულე:
მარშუტი ტრანსპორტისთვის რთულია ბევრი ცუდი გზები უნდა დახაზოს; ფეხით ადვილი.
5. მარშუტის ხანგრძლივობა:
2დღე
6. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტალახის ვულკანები, მერცხლების ქალაქი, მიჯნის ყურის კანიონები, ქურციკების ვოლიერი, არწივის ხეობა, დალის და მინგეჩაურის წყალსაცავები.
7. დამატებითი ინფო:
apa.gov.ge
8. საბანაკე ადგილები:
ნაკრძალი ითხოვს საბანაკე ადგილზე 5 ლარს გადასახადს. და ითხოვენ რომ დარჩე ან ქუციკებთან ახლოს ან მიჯნის ყურეში ბუნგალოებში ან კარვებში. ბუნგალოების ფასი გაიზარდა და ახალი სეზონიდან 40 ლარს შეადგენს
9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია:
593 93 13 81 ამ კაცმა წაგვიყვანა, 350 ლარი მივეცით 2 დღეში დედოფლისწყაროდან ნაკრძალში. ჰყავს 10 კაციანი უაზი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია (16 ადამიანიც ეტევა)
10. გასვლის თარიღი :
31.03-1.04.2012
11. –12 კოორდინატები: მომაწვდიან და დავდებ
ეს არ იყო კარვული გასვლა, მე კობერა, ხატია არ ითვლება. თუმცა რაკი წამოვიდნენ ბავშვი და არჩილ კარველებიდან და ამასთან სამომავლოებში იყო თემა გახსნილი აქაც დავწერ ძირითად მომენტებს; მითუმეტეს მინდა რომ იმათ ვინც კარავს კითხულობს იცოდეს რომ იჯიპოდაც გამოვა!
არ დაგვხვდენ მერცხლები თუმცა ვიხილეთ ქურციკები რაკი ვოლიერში არიან გაშვებული, ფოცხვერიც დავინახეთ, ვუსმინეთ ტურების ყმუილს
და ვნახეთ ბლომად მრავალფეროვანი ჩიტები....
––
მარშუტის ორგანიზება კაბადოკიას ვაკეთებ ეხლა და კაბადოკიაზე ერთი 6ჯერ უფრო გამიჭირდა
350 ლარი გადავუხადეთ უაზს და 10 ადგილზე 15 ვიჯექით პლიუს ბარგიც, კარვებიც; თუმცა სამარშუტოში როცა ჩავჯექით უკვე მეუცხოვა ისე შევეჩვიე უაზს
ძალიან მაგრად დადიოდა 
==
ძალიან მომეწონა ტახტი–თეფა: რაც ფოტოზეა იმაზე ორჯერ–სამჯერ უფრო საინტერესოა; ასევე დალის წყალსაცავი ძალიან ლამაზია დალის მთის სილუეტით; უმაგრესი იყო მინგაჩაურს როცა გადმოვხედეთ ქუციკების ვოლიერის სიახლოვეს მაღალი მთიდან; მიჯნის ყურის კანიონები და ალესილები იგივეა რაც ფოტოზე თუმცა ალბათ როცა საკმლის ხეც გამწვანდება უფრო საინტერესოც იქნება ველური დასავლეთის შეგრძნებით. მერცხლების ქალაქი ვნახეთ და ბუდეები იყო მაგრამ არა მერცხლები; მთლიანობაში: დათვის ხევი–მერცხლების ქალაქი–პანტიშარა–ალესილების მონაკვეთი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
==
სახალისო ამბები:
მფრინავი კარვები: ღამით ისეთი ქარი იყო ერთი კარავი გაფრინდა
ასევე ის რომ არწივის ხეობაში მისვლა გვინდოდა და მძღოლმა არწივის ხეობის გადასახედთან მიგვიყვანა–საქეიფო მარშუტთან
ჰოდა იქიდან ფეხიტ წავედით დედოფლისწყაროს მიმართულებით: თუმცა ტყეში ყვავილებში გორაობის შემდეგ რომ დავრეკეთ თბილისიდან სამარშუტო ახალი გამოსული იყო ჩვენს წასაყვანად
ჰოდა, რაკი დრო გვქონდა ორიენტაცია ავიღე არწივის ხეობისკენ და ორი გოგო წავიყვანე: დანარჩენები სათამაშოდ დარჩნენ მინდორში, გადავფრინდით მდინარეებზე და ცავედიტ ჩანჩქერზე სადაც დაგვიღამდა კიდეც; ამ დროს დავინახე ფარნიანი ხალხი მეგონა ჩვენს მოსაძებნად წამოვიდნენ ვინმე, არადა კარაველები ბავშვი და არჩილ– რომლებიც მე დედოფლისწყაროში მეგონენ ჩასულები ამოსულან ტაქსით ნაკრძალის შესასვლელთან ქალაქიდან როცა გაიგეს რომ მე ჩანჩქერზე მაინც წავედი და ჩვენს მერე ტურების ყმუილის ფონზე დალაშქრეს არწივის ხეობა
უდაბნოს შემდეგ ისევ მწვანე ბუნებაში დაბრუნებამ ძალიან გამახალისა
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, ნაკლებად სალაშქრო მაგრამ 2 ლაშქრობა მაინც იყო 
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 13:08
by shoda1121
ფოტოებსაც დავდებ რამოდენიმეს როცა მექნება

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 13:46
by shoda1121
მიჯნის ყურე

სადაც რომც მოვინდომოთ 1ხიდიანით მისვლა არ გამოვა; (არადა გამოვა ტახტი-თეფაზე ლაშრობით ასვლა 2ხიდიანის გარეშე
ქურციკებს ბავშვი უკეთეს სურათს გადაუღებდა

დააფრთხო ახლოს მივიდა ფოტოს გადასაღებად
ქურციკების ვოლიერიდან ბალახში წამოწოლილზე გადაღებული ფოტოები

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 13:54
by shoda1121
დალის მთა:

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 13:57
by shoda1121

კავკასიონზე ხედი:
ამ ფოტოს სხვა აპარატი უკეთ გადაიღებდა: უდაბნოების უკან ულამაზესი თოვლიანი კავკასიონი ჩანდა
ფლეშით გადაღებული ყვავილები საღამოს არწივის ხეობის ახლოს ტყეში:

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:03
by shoda1121

მინგეჩაურის ზემოთ მთა დავლაშქრეთ:
ბავშვს და ხატია ვთხპვ რომ მომაწოდონ მინგეჩაურის უკეთესი ფოტო

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:06
by shoda1121
მერცხლების ბუდეები
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:13
by shoda1121
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:18
by shoda1121
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:21
by shoda1121
შინდის ხეები: არწივის ხეობის ახლოს:
შებინდებისას გაზაფხულის ტყეში წამოგორებით მიღებულ სიამოვნებას ეს სურათი ვერ გადმოსცემს და საერთოდ რა შუაშია სურათები

მე კი მაქვს 90 სურათამდე გადაღებული და გადმოგიგზავნით
ისევ წყალსაცავი:
ნადირობის ქალღმერთის დალის წყალსაცავი სანადირო ადგილებით გამორჩეულ ადგილას ულამაზესი ფერის წყლით

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 14:47
by shoda1121
არჩილ ჯპს- კოორდინატები რომ დადო იმ მთის, ტახტი-თეფას, ვიზიტორთა ცენტრის და მერცხლების ქალაქის შეგიძლია? ან ისეთი ტრკი რომ გუგლ დედამიწაში გამოჩნდეს?
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 16:24
by აცაბაცა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 16:36
by avtokh
shoda1121 wrote:და ტურის ვარსკვლავური სანახაობა:
აზერბაიჯანის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა

ბუნების ძეგლი: ტახტი–ტეფას ტალახიანი ვულკანები: სადაც უჯიპოდაც შეგიძლიათ მოხვედრა უდაბნოში ლაშქრობას თუ მოიდნომებთ და ფეხიტ გავლას კმ–ების:
აზერბაიჯანის რატო?

ტახტი ტეფა საქართველოს ტერიტორიაზეა ნამდვილად

უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 16:49
by shoda1121
avtokh
მე იმას ვამბობ რომ ეს ჩვენ ტერიტორიაზე კია მაგრამ ზოგადად ეგეთები აზერბაიჯანშია ყველგან და კარგადაც გაა–პრ–ა აზერბაიჯანმა; და მათი მთავარი ტურისტული ღისრშესანიშნაობაა ტალახიანი ვულკანები
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04
Posted: 02 აპრ 2012, 16:50
by shoda1121
1 Şəki
Historic mountain capital with an 18th-century khan's palace and a brilliant hotel in an old caravanserai
2 Baku
Century-old mansions, 21st-century towers and a walled medieval city face off in this vibrant boomtown
3 Qobustan
Home to deeply strange mud volcanoes and a reserve of Stone- and Bronze-Age petroglyphs
Read more:
http://www.lonelyplanet.com/azerbaijan#ixzz1qt382dSG