Page 1 of 2

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 25 მარ 2012, 22:56
by Cornellius
1. რეგიონი:
კასპის რაიონი, ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
130 ლარი სატრანსპორტო საშუალების მომსახურების ღიებულება

6. მონაწილეთა რაოდენობა
11

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები: კავთისხევი, წინარეხი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 110კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე (სურვილისამებრ ზოგმა მეტი ისეირნა ზოგმა ნაკლები)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იდლეთის ეკლესია
წინარეხის ღვთისმშობლის ტაძარი
მაღალაანთ ეკლესია
ქვათახევის მამათა მონასტერი
თელათგორის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
სურვილისამებრ, ადგილების სიმცირე არაა


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ღირსშესანიშნაობებთან ყველაგნ არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
განსაკუთრებული არაფერი

17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ტელეფონი ქათახევის მონასტრის ახლოს ცუდად იჭერს, სხვაგან პრობლემა არარის

18. სიმაღლე ზღვის დონიდან
დაახლოებით 1100 მეტრი

19. სასარგებლო ბმულები
გასვლის დაგეგმვა :კარავზე:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5534&p ... sc&start=0

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 25 მარ 2012, 23:22
by Cornellius
მშვენიერი და სასიამოვნო გასვლა იყო. მიუხედავად იმისა რომ მარტის შესაბამისად ამინდი მზით მაინცდამაინც არ გვათამამებდა საწუწუნო მაინც არაფერი გვაქვს, ზომიერად თბილი და რაც მთავარია მშვიდი ამინდი დაგვემთხვა...

ყოჩივარდები და იები კი ბევრჯერ მქონდა ნანახი მანამდე (და რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია), მაგრამ ახლად ამოხეთქილი ენძელები პირველად ვნახე ჩემი თვალით და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ხელით რომ მოვსინჯე და მივხვდი რა მაგარი ყინული ქონდა ზოგიერთ ადგილას ამოხეთქილი კიდევ უფრო მეტად მომეწონა :)

ზვიადის კარგი და საიმედო მძღოლობით (და ადამიანობით) ბევრი კარაველია განებივრებული, აქ უბრალოდ პატარა კურიოზს მოვყვები ამ თემის მნახველი გასვლის არამონაწილეებისთვის...
ქვათახევში ზვიადმა აღმოაჩინა და რომ დაეკარგა პულტი რომლითაც მისი მინიბუსის კარები დისტანციურად იმართებოდა. ცოტა ხანს ეძება და მერე მიანება კიდეც თავი მარა ამასობაში მინიბუსის კარი რამდენჯერმე თვითნებურად გაიღო. აქედან დაასკვნა რომ პულტი სადღაც ახლოს იყო და დავიწყეთ ახლო მახლო ძებნა. ბოლოს კითხვა-კითხვით მივაგენით ვიღაცის ჯიბეში, რომელსაც ზვიადის გასაღებიდან მოწყვეტილი პულტი მაღალაანთ ეკლესიასთან უპოვია და წამოუღია ქვათახევის მონასტერში და ერთობოდა თავისთვის აწკაპუნებდა ჯიბეში :))))) მოკლედ უცნაურად მხიარულ-კურიოზული კი გამოვიდა და რიავიცი... რაც მთავარია დადებითი შედეგით :)))

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 11:22
by Kakha
უკანა გზაზე - კმაყოფილები

Image

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 11:44
by Kakha
შოთა მარჯანიძის სახლი (დარბაზი) წინარეხში. თარიღდება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეთა მიჯნით. მართლა შესანიშნავი ნიმუშია. მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ დგას და რომ შევადარე ანაზომებს ისეთივე მგომარეობაში უნდა იყოს, როგორც აზომვის დროს. თუმცა ბანის თავისებურება ხომ მოგეხსენებათ - თუ წვიმის შემდეგ არ მოიტკეპნა წყალი ჟონვას იწყებს და კოჭები შესაბამისად ლპება. აქაც კოჭებს სიდამპლე შეეპარა. გვირგვინის გარშემო ბანი ჩამოქცეულია.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 16:45
by Tami
მერე??????????????????

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 20:13
by nodarsho
დიდი მადლობა კახა ბატონო, შესანიშნავი ფოტოებისათვის.
ჩემთვის სიახლე იყო ყოფაში შემორჩენილი დარბაზის არსებობა.
ნორმალურად შემონახულა, მაგრამ ამის მერე რა ეშველება...
დედაბოძი, ბუღაურები და ბანდუში საღი ჩანს...
თავხე კი დაზიანებული...
ისე, მოვლილ-მოსუფთავებული ჩანს.
კუთხეში ალბათ ამბარია.
ბოლო ფოტო გარედან შესასვლელია?

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 21:24
by Kakha
nodarsho
ამ სახლის ახლანდელი პატრონი შოთა მარჯანიძე, როგორც იქაურებმა მითხრეს, თბილისში ცხოვრობს. სახლი დაკეტილია. კარიზე ბოქლომი კიდია (თავად კარი ავთენტური უნდა იყოს, კარის ფიცრის სისქე ასე 7 ან 8 სმ იქნება). ცხადია კარით ვერ შევიდოდით. ნაგებობის მარჯვენა მხარეს სათავსია, რომელიც ჩაქცეულია იქიდან შეგვიყვანა ადგილობივმა ბიჭმა. იმ ჩაქცეული სათავსიდან სათონეში ხვდები მერე კი შედიხარ ძირითად დარბაზში.

ქართლში ასე კარგად შემონახული დარბაზი მე სხვა არ ვიცი. თანაც ყველფერი ავთენტურია. აი რა ეშველება არ ვიცი. დარბაზული დასხლის უბედურება ისაა, რომ თუ მუდმივად არაა იქვე მომვლელი, ვიღაცა ვინც ბანს მიხედავს ძალიან მალე ბანი ჩამოიქცევა. ერჯერადი რესტავრაცია ვერ უშველის. თუმცა ეს ყოველივე ჩემზე კარგად თავად იცით.

ამ დარბაზის შესახებ გავიგე ძეგლთა ნუსხის მეხუთე ტომიდან. წინარეხის აღწერაშია შეტანილი.

ეს ერთადერთი დარბაზია წინარეხში, მაგრამ საკმაოდ მრავლადაა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სოფლის სახლების საოცრად კარგი ნიმუშები.

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 21:31
by shoda1121
Kakha
და ეთნოგრაფიულში რომ გადაიტანონ და მოუარონ თუ ასეთი მაგარია?

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 26 მარ 2012, 22:39
by Tamari-ch.
Kakha
კარგი ფოტოებია

ესეც ამავე თEმაზე - ქართული დარბაზი

http://www.amigo.ge/saunjegallery/thumb ... p?album=70

http://saunje.ge/index.php?id=1176&opti ... =9&lang=ka
http://saunje.ge/index.php?id=614&optio ... =9&lang=ka


დავამატებ შენს ფოტოებსაც ამ კოლექციას...

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 01:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ კგ გასვლა იყო არაჩვეულებრივი მონაწილეებით.
ყოჩივარდების ხალიჩები მართლაც ფართოდ იყო გაშლილი.
ლამაზი სანახავი იყო.
მოგვიანებით ფოტოებს დავდებ კიდეც.

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 01:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ გასვლაში ვნახეთ იდლეთის ტაძარი, აგრეთვე, მაღალაანთ ეკლესია, ქვათახევი, თელათგორისა და წინარეხის
ბაზილიკები და Kakhaს მეცადინეობით წინარეხში მდებარე მანჯავიძის დარბაზული სახლი.
ბევრი ვნახეთ და თანაც, ისე, რომ კიდევ დიდი დროც დაგვრჩა, რამე გვენახა, მაგრამ წინ მირანდობა გველოდა

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 11:27
by keto
ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, სასიამოვნო ხალხით და ბევრი, ბევრი ყვავილებით! :)

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 11:30
by keto
სულ რამდენიმე ფოტოს შევმატებ თემას, ბევრი არც არაფერი გადამიღია

იდლეთი
Image

მაღალაანთკარი
Image
Image
Image

და გაზაფხული :)
Image
Image
Image

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 16:48
by Kakha
მაღალანთ ეკლესიის კომპლექსი

კოშკი რომელიც სურათებზეა ტაძრიდან დაახლოებით ორასიოდე მეტრშია, შემაღლებულ ადგილზე. იგი პაპუნა მაღალაძის აშენებულია მეჩვიდმეტე საუკუნეში. რელიეფები და სამშენებლო წარწერა ამ კოშკის კედლებშია ჩაშენებული.

უცნაური თახჩებიანი ნაგებობის ნაშთი პაპუნა მაღალიძის კოშკიდან სამასიოდე მეტრშია დასავლეთით. ლიტერატურაში (მაგალითად ძეგლთა ნუსხაში) ეს ნაგებობა მოხსენიებულია აფთიაქად. თუმცა მას, და ამას ვამბობ როგორც არქიტექტურის ისტორიკოსი, აფთიაქთან საერთო არაფერი აქვს. ეს შეხდულება მოდის ბატონ სალუქვაძის ნაშრომებიდან. ბატონი სალუქვაზე იყო ერთ-ერთი გამორჩეული პროვიზორი და თბილისის ნომერი პირველი აფთიაქის დირექტორი. ნამდვილი გულშემატკივარი და ენთუზიასტი თავისი საქმისა. იკვლევა ფარმაკოლოგიის ისტორიას საქართველოში. მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ყველა თახჩებიანი სათავსი აფთიაქად მიიჩნია, თუმცა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში არასად არაა აღწერილი მსგავსი ნაგებობები როგორც აფთიაქები. არადა თახჩებიანი ნაგებობები მრავლადაა გადარჩენილი მთელს ბიზანტიურ სამყაროში და ისინი ზუსტადაა იდენტიფიცირებული - ეს ნაგებობენი სამტრედეებია. ამას დავამატოდ ისიც რომ ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ რომ ამ ნაგებობას, მაღალაანთ ეკლესიასთან ეძახის სამტრედეს. და ბოლოს, ალბათ შემთხვევითი დამთვევააა, მაგრამ საგულისხმო - ქვათახევში ბერებმა სამტრედე გამართეს და მტრედებს აშენებენ.....

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Posted: 27 მარ 2012, 17:00
by Kakha
shoda1121
ყველაფერს მუზეუმში ვერ გადმოტან და არც უნდა გამოიტანო, რადგან ნაგებობა ამ შემთხვევაში კარგავს ავთენტურობას და რაც მთავარია ამოგლეჯილია კონტექსტიდან. გარდა ამისა, ეთნოგრაფიულ მუზემუმში უკვე არის ოთხო საუცხოო ნიმუში დარბაზისა.

რაც შეეხება წინარეხის დარბაზს, მისი შენარჩუნება ობიექტურად ძნელია. ძნელია იმიტომ, რომ ეს ტექნიკურადაა რთული და კიდევ უფრო მეტად იმიტომ რომ შიგ აღარავინ ცხოვრობს. არ ვიცი შეგიმჩნევია თუ არა რამდენად სწრაფად ინგრევა მიტოვებული ნაგებობები.

იდიალური გამოსავალი იქნებოდა რომ ბატონი შოთა მარჯანიძე კვლავ დასახლდეს თავის დარბაზში. თუმცა ყველას გევსმის რომ ეს არარეალურია. არის სხვა ვარიანტებიც: მაგალითად თავად ბატონმა შოთამ გააკეთოს ეგზოტიკური მცირე სასტუმრო მაგ დარბაზში, მართალია ალბათ სეზონური დატვირთვა ექნება, მაგრამ სწორი მენეჯმენტის შემთვევაში თავის ხარჯებს ამოიღებდა. ანდა დაინტერესებულმა ტურისტულმა კომპანიამ შეიძინოს იგი და გადააკეთოს სასტუმროდ. შესაძლოა სხვა ვარიანტებიც. მაგრამ ამაზე შევწყვიტოდ საუბარი ანდა სხვა თემაში გავაგრძელოდ რადგანაც თავად გასვლის თემას აშკარად გადავუხვიეთ.