ლომისი 15.03.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ლომისი 15.03.2012

Post by Tamari-ch. » 17 მარ 2012, 21:59

Image[/quote]

ძალიან მაგარია!
ყოჩაღ თქვენ!

მამაოები იქ როგორ ძლებენ მთელი ზამთარი?
საკვები?
:shock:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ლომისი 15.03.2012

Post by stranger » 17 მარ 2012, 23:33

მართლა ლამაზი კადრებია!
:)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ლომისი 15.03.2012

Post by ნინი_85 » 18 მარ 2012, 11:41

Tamari-ch.

თამარ, ბერებს საკვები დამარაგებული აქვთ, ასევე შეშაც საკმარისი, მთელი ზაფხულის მანძილზე ვინც ადის ყველას თითო ნაჭერი მაინც ააქვს :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ლომისი 15.03.2012

Post by ნინი_85 » 18 მარ 2012, 12:37

მეგობრებო, ლომისაზე ასულნი ვიკრიბებით დღეს საღამოს 8 საათზე, პუშკინზე, "შემოიხედე გენაცვალე"–ში. ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ლომისი 15.03.2012

Post by avtokh » 18 მარ 2012, 13:59

ნინი_85 wrote:ყოჩაღ თამი, მშვენიერი თემა გამოგივიდა :)

ემოციებით დატვირთული დღე იყო, საამოდ დასამახსოვრებელი, მე პირადად ძალიან დიდი სიმშვიდე ვიგრძენი იქ ასული ბერების საუბარს და დარიგებებს რომ ვისმენდი, სულ აღარ მახსოვდა არც 7 საათიანი გზა, დაღლა თუ შიმშილი :)) ძალიან ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, მადლიანი, დიდი მადლობა ყველას!!!

განსაკუთრებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იდეის ავტორს ლევან ლომსიანიძეს, რომელმაც თავისი იდეის სისრულეში მოყვანისთვის დრო და ენერგია არ დაიშურა, რომელიც ძალიან მონდომებულია გახდეს კარვის სრულუფლებიანი წევრი და ვფიქრობ ამას იმსახურებს კიდეც :)

დიდი მადლობა ქსოვრელს გზის გაკვალვაში, ჯიპიესის წამოღებასა და გამხნევებაში, ასევე ქუდის თხოვებისთვის და შემდეგ უკვე მისი ჩუქებისთვის :)

მადლობა თამის, რომელაც ძალიან მაგრად იარა და გვამხიარულა მთელი გზა :) :*

ასევე დიდი მადლობა ჩემს პლიუსს მალხაზ ხუციშვილს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

დიდი მადლობა ზვიად ჩიტაურს, რომელმაც გუდაურიდან გვიქირავა, ჩამოგვიტანა და შემდეგ უკანვე წაიღო ჩვენი "სნეგოსტუპები", დაგვაბინავა მისი მეუღლის მშობლებთან.
დიდი მადლობა ქალბატონ მაყვალას და ბატონ ნოდარს ასეთი კარგი მასპინძლობისთვის.

დიდი მადლობა გვალდას, რომელმაც მათხოვა თავისი ბათინკები, ქურთუკი და ხელთათმანები, ასევე დამაკვალიანა გუდაურიდან ვისგან გვექირავა იაფად "სნეგოსტუპები", მადლობა ფალკონს ტელეფონის ნომრის მოძიებისთვის.

დიდი მადლობა კარვის მარგალიტს მთაშენკას, რომელმაც თავისი კომბინიზონი, ხელთათმანები და თერმოსი მათხოვა.

დიდი მადლობა წივწივას, საძილეების და ჩემი პლიუსისთვის კომბინიზონ-ქურთუკის თხოვებისთვის, ასევე თბილისში "სნეგოსტუპების" გაქირავების ინფოს მოწოდებისთვის :)

მადლობა დომციკოს, რომელმაც დაგვაკავშირა ბერებთან.

მადლობა გვალვას, რომელმაც თავისი ბოტები მომაწოდა :)

მადლობა ლილიკას და მის მეუღლეს ნიკას, რომელთაც გზა დაგვილოცეს :)

მადლობა ყველას თქვენთაგანს ვინც გვამხნევებდა, გვეხმიანებოდა, ნერვიულობდა ჩვენთვის, ყველანი ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით!!!ეს ფოტო ყველა თქვენგანს ეძღვნება :)
ისეთი სამადლობელი ტექსტია ოსკაროსნებს შეშურდებოდათ :))
Image

User avatar
tsqnafunia
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 14 ივლ 2008, 17:20
Location: skami
ლომისი 15.03.2012

Post by tsqnafunia » 18 მარ 2012, 21:17

ყბა ჩამომივარდა და დამრჩა ამ თემაში :shock: :shock: :shock: :shock: :shock:

უუუუუუ-ძალიააააააანნნ-მაააააააგრეეებ-ყოოოოჩაღეეეეეებიიიი!
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს :)

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ლომისი 15.03.2012

Post by anano » 18 მარ 2012, 21:41

მეამაყებით! სიტყვებს თავს ვერ ვუყრი!

მადლობა, რომ ხართ ....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ლომისი 15.03.2012

Post by ნინი_85 » 19 მარ 2012, 10:54

დიდი მადლობა მეგობრებო :* :*

კიდევ ერთ ფოტოს დავდებ :)

Image

avtokh


ავთო, დღეს დასაბრუნებელ ნივთებს რომ ვახარისხებდი აღმოვაჩინე რომ მთაშენკასგან ნათხოვარი ნივთების ჩამონათვალიდან თავის ფანარი გამომრჩენია :D ძალიან დაგვეხმარა ღამის 2 საათზე ზემო მლეთაში ზვიადის მეუღლის მშოლბელბის სახლამდე გზის გაკვალვაში :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ლომისი 15.03.2012

Post by domciko » 19 მარ 2012, 11:39

საოცარი ფოტოებია... როგორი ყოჩაღები ხართ :)) :****

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლომისი 15.03.2012

Post by Gvalva » 19 მარ 2012, 14:46

და აი ასე მლეთიდან ლომისამდე????? :shock: :shock:

Image


გთხოვთ, ვინც არ ყოფილხარ, ზაფხულში მწვანე მდელოზე "აისეირნოთ", რომ კარგად გაიგოთ ამ გადარეულებმა რა ქნეს![/img]

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლომისი 15.03.2012

Post by Kakha » 19 მარ 2012, 17:01

ნამდვილად შთამბეჭდავია ზამთრში ლომისზე ასვლა.

რაც შეეხება თხილამურებს (აი თქვენ რომ რუსულად სნეგოსტუპებს ეძახით), ქართულად სწორედაც რომ თხილამურებია, იმ დროს როცა ქართველები თხილამურებს ხმარებდნენ სხვანაირა არ არსებობდა. დღეს, ცხადია, თხილამურებს სხვა რამეს ვეძახით. ამას ვერაფერს ვუშველით. მაგრამ შეგვიზლია თოვლში სასიარულო თხილამურებს დავუძახოთ ბანდულები. ბანდულა (ბანდულები) ტყავის ფეხსაცმელია, რომელის ძირიც ტყავით იყო მოწნული სპეციალურად ზამთავრში თოვლსა და ზოგადად ლიპ ადგილებში სასიარულოდ. ცხადია თხილამური არაა, მაგრამ რადგან სპეციალური ფეხსაცმელია თოვლიში სასიარულოდ, რატომ უნდა დავკარგოთ ეს ლამაზი სიტყვა, ჰოდა მოდი ბანდულები დავუძახოთ თოვლში სასიარულო თხილამურებს.

გუგლში ჩაწერეთ ბანდულები და ნახეთ რას ამოაგდებს - ვაჟას აქვს ნახსენები თავის მოთხორბებში. ჰოდა, ვინაიდან ასეთ ფეხსაცმელი, ბანდულა, სავარაუდოდ მუდმივად გამოვიდა ხმარებიდან, მოდი, ამიერიდან თოვლში სასაირულო თხილამურებს დავუძახოთ.

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ლომისი 15.03.2012

Post by xaliana21 » 22 მარ 2012, 13:01

ულამაზესი დღეა!
იქაური ჰაერის სუნი ვიგრძენი ოფისში : ))
ძალიან მაგრები ხართ ხალხო! მადლობა სურათებისთვის!: )

როგრო მომენატრა ბოდიალი და იქაურობა...: )

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
ლომისი 15.03.2012

Post by Mariam » 28 მარ 2012, 13:08

:shock:

ყოჩაღ თქვენ! შემშურდა (თეთრად ;))
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლომისი 15.03.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აპრ 2012, 01:36

ნამდვილად ყოჩაღები ხართ.
არაჩვეულებრივი გასვლა გამოგსვლიათ.
არც ვიცოდი, როდის და როგორ დაგეგმეთ, თორემ რაღაცით მეც შეგეწეოდით.
მშვენიერი მონათხრობი და ფოტოებია.
კგია, რომ შესანიშნავი ამინდი გქონდათ, თორემ ხილვადობის გარეშე ან უმზეოდ ასეთი ლამაზი ფოტოები არ გამოვიდოდა.

ამას წინათ გუდაურიდან მოვდიოდი და დამანახეს, ლომისის აღმართზე ამავალი 4-5 კაციანი ჯგუფი.
შავი წერტილები მოძრაობდა.
შესაძლოა, ღვთსიმსხაურებიც იყვნენ.
ალაგ-ალაგ თხილამურებით დაშვებულთა ნაკვალევიც ჩანდა.
მითხრეს, სიმძაფრის მოყვარულთათვის მიმზიდველი ადგილიაო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლომისი 15.03.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 აპრ 2012, 01:38

Kakha wrote:ნამდვილად შთამბეჭდავია ზამთრში ლომისზე ასვლა.

რაც შეეხება თხილამურებს (აი თქვენ რომ რუსულად სნეგოსტუპებს ეძახით), ქართულად სწორედაც რომ თხილამურებია, იმ დროს როცა ქართველები თხილამურებს ხმარებდნენ სხვანაირა არ არსებობდა. დღეს, ცხადია, თხილამურებს სხვა რამეს ვეძახით. ამას ვერაფერს ვუშველით. მაგრამ შეგვიზლია თოვლში სასიარულო თხილამურებს დავუძახოთ ბანდულები. ბანდულა (ბანდულები) ტყავის ფეხსაცმელია, რომელის ძირიც ტყავით იყო მოწნული სპეციალურად ზამთავრში თოვლსა და ზოგადად ლიპ ადგილებში სასიარულოდ. ცხადია თხილამური არაა, მაგრამ რადგან სპეციალური ფეხსაცმელია თოვლიში სასიარულოდ, რატომ უნდა დავკარგოთ ეს ლამაზი სიტყვა, ჰოდა მოდი ბანდულები დავუძახოთ თოვლში სასიარულო თხილამურებს.

გუგლში ჩაწერეთ ბანდულები და ნახეთ რას ამოაგდებს - ვაჟას აქვს ნახსენები თავის მოთხორბებში. ჰოდა, ვინაიდან ასეთ ფეხსაცმელი, ბანდულა, სავარაუდოდ მუდმივად გამოვიდა ხმარებიდან, მოდი, ამიერიდან თოვლში სასაირულო თხილამურებს დავუძახოთ.
დროული იყო ეს წერილი.
ძნ ცუდად მხვდებოდა :სნეგოსტუპკა:
არადა, მართლა თხილამური ეს იყო, ოღონდ, დაწნული ძირით და ბანდულაც როგორი ქართულია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]