ლომისი 15.03.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:18

1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი. მთიულეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილი - ზემო მლეთა - ლომისი - ზემო მლეთა - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 ღამე, 1 დღე

4. სირთულე:
რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
20 ლარი снегоступ ების დაქირავება
დანარჩენი არ დამითვლია

6. მონაწილეთა რაოდენობა
5

7. ორგანიზატორი
ნინი-85
იდეის ავტორი ლევან ლომსიანიძე

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქვემო მლეთა, ზემო მლეთა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ზემო მლეთა - 110 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
არ ვიცი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
არ საჭიროებს

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ შეგვხვედრია, ზამთარში თან იქონიეთ ბოთლით

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი
ზამთარში წყალგაუმთარი ფეხსაცმელი, „გამაშები“(ქართულად რა ქვია არ ვიცი) снегоступ-ები( არც ესენი ვიცი ქართულად), ჯოხები, ქუდი, ხელთათმანი, სათვალე, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
არ არსებობს
ზამთარში მცირე ზვავსაშიშროებააო ასე თქვეს ადგილობრივებმა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ალბათ ანანური. ბოდორნა

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ქსოვრელს მოჰკითხეთ

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ზვიად ჩიტაურის ცოლეურები;)

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
სირთულით 10(?)

მონაწილეთა სია
1. ნინი_85
2. ნინის + ლევან ლომსიანიძე
3. ნინის + მალხაზ ხუციშვილი
4. ქსოვრელი
5. თამი

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ლომისი 15.03.2012

Post by QAQUCA » 16 მარ 2012, 12:24

ყოჩაღ ძალიან მაგრები ხართ :!:


როგორ ვერ გავიგე გული მწყდება... :oops:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:25

მართალია, ეს გასვლა კარავზე არ დაიგეგმა, მაგრამ ისეთი გამოხმაურება გამოიწვია, რომ ამდენი ადამიანისათვის ჩვენი თავგადასავლის სათითაოდ მოყოლას ვამჯობინეთ, კარავზე თემა გაგვეხსნა. ეს საპატიო მისია კი ნინი_85 მე მომანდო:)
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამ გასვლის განხორციელების და ბერებისთვის მცირე შესაწირის ატანის სურვილი კარვის Facebook-ის ჯგუფში ლევან ლომსიანიძემ გამოთქვა. ეს იდეა მოეწონა ნინი_85 და ჩვეული სიყოჩაღით შეუდგა გასვლის ორგანიზებას, რაშიც ძალიან დაეხმარა მისი მეგობარი მალხაზი.
გეგმა მდგომარეობდა შემდეგში: თბილისიდან გავიდოდით ოთხშაბათს საღამოს 9საათზე, ავიდოდით ზემო მლეთაში, სადაც ღამეს გავატარებდით ზვიად ჩიტაურის მეუღლის ოჯახში, ხოლო დილით ადრე 5ზე გავუდგებოდით გზას ლომისისკენ და საღამოსვე დავრუნდებოდით თბილისში. მაგრამ იმის გამო, რომ გასვლა სპონტანურად დაიგეგმა, ბევრი საქმე გვქონდა მოსაგვარებელი და დაგვიანებით, თუ არ ვცდები თერთმეტის ნახევრისკენ გავედით ქალაქიდან იმ იმედით, რომ 12მდე ჩავაღწევდით ზემო მლეთაში. თუმცა ჩვენი იმედი იმედად დარჩა, ისეთი საშინელი ამინდი იყო, ძლივს ვმოძრაობდით. წვიმას თოვლი ენაცვლებოდა, ნისლი, ხილვადობა ცუდი, გზაზე ქვები ეყარა, მოკლედ ისე ნელა ვიარეთ, რომ დილის 2ისკენ ძლივს მივაღწიეთ ჩიტაურის ცოლეურებში. ძალიან შევაწუხეთ დიასახლისი, ქალბატონი მაყვალა, მთელი საღამო გველოდებოდნენ და ნუ არ დავაძინეთ პტაქტიკულად:) რადგან ასე გვიან ჩავედით, ასვლის 5 საათზე დაწყება 7ისთვის გადავდეთ, მაღვიძარები დავაყენეთ და დავიძინეთ.
დილით რომ გავიღვიძეთ, ეჭვი მაქვს ყველას გვეზარებოდა ადგომა:), მაგრამ სხვა რა გზა იყო, უკან დახევას არ ვაპირებდით, წამოვხტით, მასპინძლების მიერ მორთმეული უგემრიელესი პიტნის ჩაი მივირთვით და 9ზე გავუდექით ლომისასკენ მიმავალ დაუსრულებელ აღმართებს.

პირველად ავდიოდი ლომისაზე და არ ვიცი ზაფხულში რამდენად რთულია იქ ასვლა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ზამთარში, ყელამდე გაუკვალავ თოვლში, დრო და დრო ნამქერიც რომ გირტყამს სახეში, საკამოდ ძნელი და შრომატევადი იყო მსვლელობა, განსაკუთრებით კი გაკვალვის პროცესი. მწკრივში ვიდექით და მონაცვლეობით ვკვალავდით თოვლს. ფეხზე ყველას снегоступ-ები (ქართულად არ ვიცი რა ქვია) გვეკეთა, მაგრამ თოვლი ისეთი ფაფუკი იყო, მუხლამდე ვეფლობოდით თოვლში. ვწვალობდით, მაგრამ ისეთი შემართება გვქონდა, ერთი წამითაც არ გვიფიქრია უკან დაბრუნება.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიარეთ, ვიარეთ, ავასკდით ერთ აღმართს , მერე მეორეს და გასვლის დაწყებიდან 7 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივადექით ლომისას(ვაშაააააააააა!!)

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:26

ბერებმა იცოდნენ, ასვლას რომ ვაპირებდით და გველოდებოდნენ, თუმცა ფიქრობდნენ, რომ ქვემო მლეთიდან ამოვიდოდით და იქითკენ ეჭირათ თვალი. რომ დაგვინახეს, ერთ-ერთი ბერი, კახაბერი, ჩამოვიდა ასე 200ოდე მეტრი რომ გვაკლდა ეკლესიამდე და გაგვიკვალა გზა. ძალიან გაუხარდათ და გაუკვირდათ ჩვენი მისვლა, წელიწადის ამ დროს თითქმის არავინ გვსტუმრობსო. დაგვხვდნენ სამნი: ღვთისავარი, კახაბერი და მათე. მეოთხე ბერი განდეგილად ცხოვრობსო და ის არ გვინახავს. თავდაპირველად ტაძარში შევედით სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ, ჯაჭვი შემოვატარეთ ტაძრის ცენტრში სვეტს, შემდეგ კი მამაოებმა სახლში(სხვა რა დავარქვა არ ვიცი) შეგვიპატიჟეს ღუმელთან გასათბობად და ჩაითაც გავიმასპინძლდნენ. გამოგვკითხეს ვინ ვიყავით, რას ვაკეთებდით, ღმერთის თუ გვწამდა და წირვა ლოცვებზე თუ დავდიოდით და ნუ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რისი მოყოლაც აქ არ ღირს:) ბერებთან საათზე მეტხანს დავყავით, მადლობა გადავუხადეთ მასპინძლობისათვის და მლეთისაკენ დავიძარით. დაშვებას მოვანდომეთ 2 საათამდე(?) აღსანიშნავია, რომ უკანა გზაზე ჩვენი გაკვალული გზა ან მთლიანად გაექრო ნამქერს, ან ნახევრამდე ამოევსო თოვლით, ასე რომ უკანაც თითქმის გაუკვალავში ვიარეთ.
ჩვენი მასპინძლების სახლში რომ შევედით იყო საღამოს 8 საათი. ფეჩზე კარტოფილი იწვებოდა და პიტნის ჩაიც საამოდ თუხთუხებდა(ჩაი რომ ძალიან მიყვარს, შეამჩნიეთ ხომ?:)) კი ვეხვეწებოდით, ნუ შეწუხდებითო, მაგრამ გვითხრეს, ისე როგორ გაგიშვათ, ერთი ჭიქით რომ არ დაგლოცოთ და თქვენი მშვიდობიანად ასვა-ჩამოსვლა არ ავღნიშნოთო. კი ძალიან კარგი იყო ჩვენს მასმინძლებთან ყოფნა, მაგრამ დიდხანს ვეღარ გავჩერდებოდით, რამოდენიმე ჭიქა დავლიეთ, ჩავალაგეთ ჩვენი ნივთები, დავემშვიდობეთ ზემო მლეთას და გავეშურეთ მანქანისკენ, რომელიც ზემო მლეთის გადასახვევთან დავტოვეთ. გზად შეგვხვდა ჯერ 2 კაცი და რომ დაგვინახეს, თქვენ იყავითო ლომისაზე ასული?? რა მაგრები ხართო:) მერე კიდევ ცოტა რომ გამოვიარეთ, კიდევ შეგვხდა ორი კაცი და იმათაც იგივე გვითხრეს:) როგორც ჩანს მთელს სოფელს გაეგო ჩვენი იქ ყოფნა და გვგულშემატკივრობდნენ:)
ხო, მეტი რა გიამბოთ?? საბედნიეროდ, ამინდი ამჯერად კარგი იყო და შეფერხებების გარეშე დავბრუნდით თბილიში.
ვოტ ი სკასკე კონეც, ა ქტო სლუშალ, მოლოდეც!
Last edited by Tami on 16 მარ 2012, 18:00, edited 4 times in total.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:28

ხო, ტრადიციულ მადლობებს რაც შეეხება:
მადლობა ლევანს იდეეისთვის და ზემძიმე ჩანთა რომ ეკიდა და მაინც რომ გვიკვალავდა გზას
ნინი_85 ორგანიზებისთვის
მახოს, ნინის რომ ეხმარებოდა
ქსოვრელს, რომ წამოვიდა და ჯიპიესი წამოიღო და გზას რომ კვალავდა

მადლობა ზვიად ჩიტაურს და მის ოჯახს, მაყვალა დეიდას და ნოდარი ძიას, ძალიან შევაწუხეთ ორივე და აი იმდენ სიკეთეს გვიკეთებს ზვიადი, მაგის ვალიდან ვერ ამოვალთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საძილეები, საგებლები და ტანისამოსი გვათხოვა.
ასევე ძააააააალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვირეკავდა, გვწერდა და გვგულშემტკივრობდა, იმათაც, ვისაც არ დაურეკავს მაგრამ მაინც ფიქრობდა ჩვენზე.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლომისი 15.03.2012

Post by shoda1121 » 16 მარ 2012, 12:31

Tami
ძალიან კარგად აღწერე :)
როგორც გუშინ გითხარი მაგალითი უნდა იყოს თქვენი საქციელი სხვებისთვის:) სხვის დასახმარებლად ყველაფრის გადადება და რისკზე წასვლა; :) ბრავისიმო :)))
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ლომისი 15.03.2012

Post by გვალდა » 16 მარ 2012, 12:32

კურცხალი მომადგა ლამი :oops: რა კარგები ხართ. მომინდა რომ მეც ვყოფილიყავი თქვენთან ერთად :roll:
აღმაფრთოვანეთ ძალიან, თუმცა განსაკუთრებით თქვენ ორის, ნინი და თამი (ვინც თქვენზე სუსტი სქესი სთქვას) :) სიმამაცეში და გაბედულობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია:!:
სვანეთოლოგი

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ლომისი 15.03.2012

Post by QAQUCA » 16 მარ 2012, 12:35

ვამაყობ თამარა შენით და დანარჩენებით!

შეგეწიოთ დიდი ლომისა და გაგაყოლოთ წყალობა რა გზასაც დაადგეთ ყველგან!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:42

shoda1121
გვალდა
QAQUCA

მადლობა ბავშვებო, მართალია მშრალად და მოკლედ ავღწერე ჩვენი ამბები,
უბრალოდ სიტყვებით გადმოცემა ძნელია.
თან ყველაფერს ხომ არ მოყვები :lol:

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 12:47

კიდევ იმის თქმა მინდა,
რომ ძალიან სასიამოვნო იყო ის ყურადღება, რაც კარველებმა გამოიჩნეს, სულ რომ გვირეკავდნენ და გვკითხულობდნენ.
უცებ რომ წავედით, უმეტესობამ მხოლოდ გუშინ გაიგო ჩვენი გასვლის შესახებ
და ისეთი ხალხი გვკითხულობდა, მიკვირდა საიდან იციან აქ რომ ვართ:):)
და რატომ აქვთ ასეთი აღფრთოვანებული რეაქცია თქო.
და თან ისე გვაქეს და გვადიდეს, რა ყოჩაღები ხართო, რომ მივდიდოდი, მართლა არ მეგონა, რამე "მაგარს" თუ ვაკეთებდით :oops: :oops:
ჩვეულებრივ გასვლად აღვიქვამდი და თქვე კიდევ რამდენი ხოტბა შეგვასხით, ძალიან დიდი მადლობა ყველას.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ლომისი 15.03.2012

Post by domciko » 16 მარ 2012, 13:04

ყოჩაღები ხართ... :*** თქვენი იმედი სულ მქონდა :)):*

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ლომისი 15.03.2012

Post by Tami » 16 მარ 2012, 13:06

domciko
დომცი მადლობა სულ რომ გვირეკავდი:*

ფოტოებს ვერ ვტვირთავ:(
pix.ge ამის გარდა საიდან ტვირთავთ??

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლომისი 15.03.2012

Post by shoda1121 » 16 მარ 2012, 13:11

რაჭულად გვიან გავიგე რომ ჩემი ჩრდილოელი მეზობელი კუთხის ძალიან თბილი და ყურადღებიანი წარმომადგენელი მართლა წავიდა და თან გუშინ; არ მეგონა რომ მაინდამაინც შუა კვირის დღეს წახვიდოდით :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ლომისი 15.03.2012

Post by domciko » 16 მარ 2012, 13:19

Tami

:*:*** :****

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ლომისი 15.03.2012

Post by avtokh » 16 მარ 2012, 13:49

გვალდა wrote:კურცხალი მომადგა ლამი :oops: რა კარგები ხართ. მომინდა რომ მეც ვყოფილიყავი თქვენთან ერთად :roll:
აღმაფრთოვანეთ ძალიან, თუმცა განსაკუთრებით თქვენ ორის, ნინი და თამი (ვინც თქვენზე სუსტი სქესი სთქვას) :) სიმამაცეში და გაბედულობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია:!:
მათ არ ავიწყდებათ ვისი გორისანი არიან :) ქებათა ქების ღირსნი ხართ!!! და წარმომიდგენია იმ მომოხვდურთა განცვიფრება როცა გაიგებდნენ/გაიგებენ ქალაქელნი იყავით :))
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]