Page 1 of 11

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 11:18
by chuna
გასვლა ასე იგეგმებოდა

ვიცი სერვერი არ მუშაობდა, ამოტომ ფოტოებიც არ დამხვდა! მოუთმენლად ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს! დილიდან ერთი მოთხრობა ვაფრინე ვანიჩკებთან! ყველა ძალიან შემიყვარდა,ღირსეული კარველები აღმოჩნდნენ!სიმღერები განუმეორებელი იყო, ეხლაც ყურში ჩამესმის! ყოჩაღ ბიჭებო, გაფასებთ!!!!!! უთქვენოდ უფერული დღე გამოვიდოდა!




Image

აქ კი ქოჩო დგას კუთხეში

Image


Image

Image


Image


Image



ილიას ფოტოებს ვდებ გადიდებულად..
ეს ფოტო მთლად დასაწყისია-ავტობუსში:

Image


Image



Image


Image


Image

Image

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 13:35
by pauna
chuna
მართლა კაი იყო....

მაგრები ვართ... შენი ღვინო მომეწონა ზალიან!!!!!!!!!!!

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 13:44
by amuri
ჩვენებურებმა მაგრად გაგვილამაზეს იქ ყოფნა!!!!!!!!!!!!
ალბათ მთელი კვირა გამყვება ის განწყობა :lol: :lol: :lol:

pauna
ღვინოსი რა მოგახსენო და ილიამ კი მაგარი მამხიარულა :D :D :D :D :D :D

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 14:04
by kirk_hammett
:oops: ...ჩვენც მოგვიყევით რა..თორემ ვინც არ იყო,იმან რა ქნას :cry: :cry: :cry: :cry:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 14:33
by Druides
ე.ი 11 მარტი ძაან მაგარი დღე.......................ჯერ სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა მანამდე ერთი კვირა ბჭობა მიმდინარეობდა, როგორ დაგვეპყრო უჯარმა, პაუნა გამწარებული დარბოდა ავტობუსის და მარშუტკის შოფრებთან და როგორც იქნა მოვიდა 11 მარტი, მაგრამ ვაი ამ 11 მარტს......
შეხვედრა დავნიშნეთ 12 საათზე თუმცა გასვლა მოგვიწია 12:40წ როგრც წესი ლოლამ დააგვიანა, ყველანი გაგიჟებულები ვიყავით და მიუხედავად იმისარომ ვიცოდით ლოლა წამოსული იყო სახლიდან და ჩვენსკენ მოეშურებოდა და მობილურზე გვპასუხობდა "უკვე გხედავთ, გხედავთ" მაინც არ დაუჯერეთ და წასვლა დავაპირეთ, უკანასკნელმა მე შევაბიჯე ავტობუსში, თუმცა უკანასკნელად მაინც გადავხედე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და შემეფეთა ლოლას გადრეული სახე, როგრციქნა ჩავაგდე ავტობუსში და გავეშურეთ უჯარმისკენ........................დამავიწყდა მეთქვა ადმინმა თავის ძმისშვილებთან ერთად გამოგვაცილა, ამ პატარა ბავშვების გამოჩენამ ძაან გაგვახარა რატომღაც მეგონა რომ ისინიც წამოვიდოდნენ, თუმცაადმინმა ეგრევე მომიგო რას ლაპარაკობ ეხლა მეთქვენ გაცილებთ და თან ბავშვებიც გავამარიაჟეო:)
გზა და გზა ლამა და დაუპატიჟებელი კარვის წევრი ალკაპონე ძველ ამბებს იხსენებდნენ და თავიანთვის რაღაცას ბჟუტურებდნენ ან კიდევ მე მებლატავებოდნენ რა ვიცი რამ გააგიჟათ :D ...........
გზადაგზა ველაპარაკებოდი iverson-ს და მის მეგობარს თიკოს....... ხან კიდევ ჩაკრულოს..................
როგრც იქნა ჩავედით უჯარმაში ავედით ციხეზე სადღაც 40 წუთი მოუნდით დათვალიერებას ყველაფერი ვნახეთ.... ერთ-ერთ კოშკთან ლამა ყვირილი ატეხა გინდა თუ არა გორგასალი ვარო და იღლია მაქვს გახეულიო როგრც იღლია აწია აღMოჩნდა რომ ჩვენს გორგასალს იღლია გაკერილი ჰქონია:).....და შევიკრიბეთ უნდა გადაგვეწყვიტა სად უნდა გვეპიკნიკა და სად უნდა მოგვეწყო ტრადიციული ბარბიქიუ:) გადავწყვიტეთ ციხის ძირში გაგვეკეთებინა, ეს ბარბიქიუ....როგრც იქნა ავანთეთ ცეცხლი გავშალეთ სუფრა და იქ თავი მართლა მეგონა შუა საუუკუნეების საქართველოში.....ჩაკრულომ და ჩვენებურებმა მაგარი შეუბერეს ჩვენი ყრუ ლამაც შეუერთდა მაგარი იმგერეს დააგუგუნეს მტელი უჯარმა:)მე და მიკა გავიპარეთ სუფრიდან და ავედით ციხეზე გადავიღეთ სურათები და ისევ დავბრუნდით თუმცა ჩვენების სიმღერა მაგრი მსიამოვნებდა...... ამაზე სასიამოვნე ჯერ არ მომისმენია:) ციხდან დაახლოებიტ 30წუთში დავბრუნდი ამ პერიოდში ბევრი რამეც გამოვტოვე:)მემგონი....... დაბრუნება ერთი იყო და უბრალოც დამხვდა და შე რატომ არ სვავო მკითხა:), მეც ეგრევე მოვთხოვე ღვინო თუმცა უარი მითხრა ამ წითელ ღვინოს ვერ დაგალევინებ და თუ გინდა აგერ chunas ტანინიანი ღვინო დალიეო.... მეც შეუდექი:)..... ღვინის სმას თუმცა ღვინის სმის ხასიათზე ვერ ვიყავი და ავდექი და მე, ივერსონმა და მისმა დაქალმა დავიწყეთ ტყის დალაგება....ვიპოვე უზარმაზარი მეშოკი და ეს მეშოკი გავავსეთ დრო და დრო გვემატებოდა ხალხი და ცოტა ტყე ტყეს დავამსგავსეთ, ეს ნაგავი როგორც კი თბილისში ჩამოვიტანეთ ერთი დიდი ბუნკერიც გავავსეთ.......ივერსონს ყოველი არაორგანული ნარჩენის დანახვაზე გული უსკდებოდა:).....უბრალოც შემოგვემატა შემდგომ........... როგრც იქნა დღის დასასრულიც მოვიდა უკვე 7 საათი იყო რომ ბნელდებოდა და გადავწყვიტეთ რომ წავსულვიყავით თბლისშ....ავტობუსში ასულებს გვავიწყდებოდა ალკაპონე და გურული:) წასვლის წინ გადაწყვიტეს ციხეზე ავიდეთ და არემარე გადავხედოთო:)
როგრც იქნა ვიპოვე ისინი და 5 წუთში თბილისისკენ გამოვეშურეთ:)..... გზა და გზა უბრალომ გააგრძელა ჩემზე შთაბეჭდილებების მოხდენა, რათქმა უნდა ივერსონმაც ძააან "დამაimpressა" ... ეს ორი ადამიანი განსაკუთღებით მაინც მომეწონა:)...........რავიცი მეტი რა მოგიყვეთ ვინმეს თU რამე გახსოვთ მოყევით:) ვაააააა ყველაფერს მე ხო არ მოვყვები ეეეე

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 14:45
by guruli
ჰოო, გამგზავრებას რაც შეეხება, თავიდან იმდენი მოდიოდა, იკარუსის დაქირავებას ვაპირებდით, მაგრამ ბოლოს ერთ პაზიკში ჩავეტიეთ. თუმცა ესეც არაფერი, იმდენი ხალხი რომ ვერ წამოვიდოდა, ალბათ, ყველას თავიდანვე გვეეჭვებოდა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ზოგიერთ განსაკუთრებით მარდს მთელი ნახევარი საათით რომ არ დავეგვიანებინეთ... :wink:
უმეტესობა დათქმულ დროზე შეიკრიბა სპორტის სასახლესთან. იქ იმდენი ხალხი იყო, ვინ მოდიოდა პირველად და ვინ იყო ძველებიდან, ვერ გეტყვით. ვიცი, რომ პირველად მოდიოდნენ გეოსული, ჩაკრულო და მისი რაზმი - ანსამბლ *ჩვენებურების* 3 წევრი. სამწუხაროდ, ვერ წამოვიდა, მაგრამ გასაცილებლად მოვიდა ადმინი - გვალვა, რომელიც, მისივე სიტყვით, იმ დღეს მამიდა იყო - ძმისშვილები ჰყავდა დატოვებული და ჩვენს გასაცილებლად იმ ულამაზეს, ოქროსთმიან ბავშვებთან ერთად მოვიდა.
გამცილებლები და წამსვლელები კი მივედით, მაგრამ ერთი სტაჟიანი მოლაშქრე არა და არ ჩანდა (მგონი, მისი დაც მოდიოდა). თითქოს ვაკიდან მომავალს მატარებელმა გამოასწროო, იმდენხანს გვალოდინა, კინაღამ წავედით და დავტოვეთ, მაგრამ არ გვიქნა სინდისმა. სინდისთან ბოდიში, მაგრამ მომავალში დაგვიანებულთა დატოვების პრაქტიკას თუ დავგეგმავთ, აჯობებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ მიეწევა მწევარიო და ადრე გასვლა მუდამ ჯობია.
მოკლედ, ამ პატარა უსიამოვნების მიუხედავად (თავისებური მხიარულება ამასაც ახლდა კომენტარების სახით), დავიძარით. პირველი გაჩერება აქვე გვქონდა, სამგორში, სადაც სამწვადე და ხორაგი ვიყიდეთ, პირდაპირ ავავსეთ ავტობუსი. მერე გავუყევით გზას, მაგრამ რადგან მე აპარატი არ მქონდა და ფოტოებს ვერ დავდებ, ჯობია, ფოტოიანებმა გააგრძელონ თხრობა, მე კი ჩემს შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ.
ფანტასტიური და არაჩვეულებრივი - ასე ვაფასებ იმ ყველაფერს, ციხიან-ხალხიან-მოლხენიანად! მე მეგონა, იქ ერთი ჩვეულებრივი ციხე დაგვხვდებოდა, მაგრამ ამხელა კომპლექსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ ნანგრევების შემხედვარე ვამბობდი, ახლა ვხვდები, აქსის-მაქსისები, ცენტრ-პოინტები და ეგეთები რა უბადრუკი რამეებია-მეთქი. იმსიმაღლე და იმსიგრძე გალავანის აშენება დღესაც კი პრობლემა იქნება, არათუ მაშინ, როცა ყველა ქვა ხელით უნდა ეთრიათ, დაეთალ-გაერანდათ და მერე კვერცხის გულით არა მარტო მომხდურის, საუკუნეთა დამმარცხებელი კედლებიც უნდა აეშენებინათ. იმ ნანგრევებმა დიკლოს ციხის ეზოში მიღებული შთაბეჭდილება მომაგონა. მართალია, ის მასშტაბით ბევრად პატარაა, მაგრამ მაშინდელივით ნანგრევი ახლაც თავის ოდინდელ სიდიადეს ამჟღავნებდა. ვნატრობდი, ციხე თუნდაც 5-ოდე წუთით მაინც აღდგეს ძველი სახით და გვანახა-მეთქი. იქაც ვთქვი და ისევ გავიმეორებ - უცხოელები ამით გვჯობნიან, სადღაც მისი ქვეყნის ისტორიის შემადგენელი პატარა ქვაც რომ ეგდოს, წავლენ და ნახავენ, ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი თვალით იხილონ. 9 უმაღლესიც რომ დაამთავრო, თუ ამნაირ რამეს საკუთარი თვალით არ ნახავ, შენს ქვეყანაზე არაფერი იცი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.
ძალიან კარგი იყო სასტავიც და იქ გატარებული დრო - ის დიდებული კედლები, ის კოცონი და შუა ტყეში ჩადგმული სუფრა, ლამას ომახიანი ხმა და, საერთოდ ყველაფერი. მგონი, იმ ტყეში ახლაც ხმიანობს ლამას ექო, ჩამაჭრებულა კახეთს ჰაერი.......................... :D
და ამ ყველაფერს ემატებოდა არაჩვეულებრივი ხალხური სიმღერები. მგონი, საერთო აზრია, რომ ის დღე ჩაკრულოს რაზმმა ათმაგად გაალამაზა. ვფიქრობ, ისინი იმდენად კარგად შეერწყნენ კარავულ სულს, მათ გარეშე ლაშქრობები არ გამოვა.
მოკლედ, მართალია, ზოგმა გვალოდინა, ზოგს შამფურების წამოღება დაავიწყდა, ზოგს -სამწვადეზე მარილის დაყრა, მაინც ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი შაბათი იყო.

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 14:50
by guruli
Druides
არ მეგონა, შენც თუ წერდი გასვლის ამბებს. ამდენი ვიცადე, მერეც გადავამოწმე თემა, მაგრამ... არა მგონია, ერთი მეორეს უშლიდეს.

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 15:17
by Gvalva
რა თქმა უნდა რაც ბევრს მოყვებით უკეთესია, ვინც არ ვიყავით ყველაფერი გვაინტერესებს.

ისე დამაინტერესა ციხემ, მოუცლელებისთვის რამე ხომ არ მოვაწყო ვფიქრობ.

თან როგორც chuna-მ წასვლისწინა სატელეფონო ლექციაში აღნიშნა, ეს, როგორც მეფეთა სასახლე, საიტერესო ციხე ყოფილა. მარა მაინც ვერ მოვახერხე წამოსვლა, მხოლოდ ბავშვების გამარიაჟებას დავჯერდი :D :D
რა დიდი გამოცნობა უნდა, ილია მომაკრავდა მაგ იარლიყს!! :), ადგილზევე იყო რაღაც მასეთების მცდელობა :)

ყველაფერზე ხომ გული დამწყდა მარა ჩაკრულოს და ჩვენებურების მოსმენა ძაან მინდოდა. რომელიღაც თემაში ვუთხარი ჩაკრულოს, სანამ არ მოგისმენთ რაღაცას არ ვიზამთ მეთქი (არ მახსოვს რაზე) და ჩანაწერებიო, ესო, ისო, იმდენი მიკიბ-მოკიბა, მეთქი ეს ხვეწნა რომ უნდათ ისეთი მომღერლები იქნებიან მეთქი. თურმე რას ბრძანებთ!! ლამაზე მეტად ყვარებით სიმღერა. თან ამბობენ, უკეთესადაც გამოსდითო ;)

ტყის დასუფთავების ამბავი ხომ საერთოდ!! ყოჩაღ გოგოებო!!... და ბიჭებო!! ძააან გამეხარდა. ვისაც დასუფთავება უნდა ასუფთავებს!! მანდაც დამენანა რომ არ ვიყავი. ხის ტოტებისგან ფოცხების დამზადების საუკეთესო სპეციალისტი ვარ.

ველოდები ფოტოებს როდის დაყრით!!!

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 15:28
by navigator
ეჰ, ეს ფორუმი რომ არ გათიშულიყო, მეც წამოვიდოდი :(

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 15:45
by guruli
Gvalva
მოუცლელებისთვის რამე ხომ არ მოვაწყო ვფიქრობ.
მოუცლელები კი არა, მეც სიამოვნებით წამოვალ. არ მინდა მწვადი და ქეიფი, ციხეზე მირჩევნია-მეთქი, ვამბობდი მაშინ. :D
აი, ჩაკრულოს და მისი რაზმის მოსმენაც ნამდვილად ღირდა. :roll:
P.S. ლამა, შენ კი არ გვიწყინო, სულაც არ ვაკნინებთ შენს წვლილს, როგორც თამადის, ორატორის, მოლექსის და მომღერლისას. უბრალოდ, შენ გიცნობს კარავი. :wink:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 16:10
by mcvane
სურათები იქნებ დადოთ რა, ძალიან მაინტერესებს.

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 16:16
by kirk_hammett
აბა...აბააა...მოუცლელებზე რას ყვებოდით?????????????? :D :D :D :D

iverson სად დაიკარგე???

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 16:26
by toga
ველით სურათებს :)

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 16:38
by guruli
მეც ველოდები სურათებს.

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:02
by Lola
მე კი არ მოვედი გვიან, თქვენ მოხვედით ადრე :roll: Image


არ გამძუყნოთ..... :wink: ვიხუმრე.... Image




Druides
შენ რა ემილი შგეყარა? რა დღეში ხარ ჰა?! Image Image
მეზღაპრე უნდა იყო შენ და არა მოლაშქრე! Image




მაგარი იყო ძაან_ ბოლოს და ბოლოს არცერთხელ წავქცეულვარ,არც დავსველებურვარ და არც რაიმე უბედური ინციდენტი შემმთხვევია... Image



ხალხსს რაც შეეხება ყველა მომეწონა... განსაკუთრებით კი... :wink:მოკლედ, მაგარი იყოოოო.... Image