თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:30

მაღალაანთ ეკლესია

მაღალაანთ ეკლესია და მისი ანსამბლი XII საუკუნეს მიეკუთვნება და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ითაა დაშორებული, მდებარეობს მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებს — მაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო); აქედანაა სახელწოდებაც.

გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდით დასრულებული ნაწილი სამლოცველოს წარმოადგენს. ეკლესია ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. მისი პროპორციები მსუბუქი და ჰარმონიულია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები დამუშავებულია სამთალედის სისტემით. საერთო დეკორატიული ეფექტისათვის ხუროთმოძღვარს ორი ფერის ქვა გამოუყენებია — ძირითადად ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისათვის რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზი მწვანე ფერის ქვა ჩაურთავს. ძეგლი შემკულია მაღალი ოსტატობით შესრულებული მდიდარი ჩუქურთმებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.

მაღალაანთ ეკლესიის სამხრეთით აღმართულია სამრეკლო, რომელიც 1716 წელს ააშენა სოლომონ მაღალაძემ. სამრეკლოს ქვემო სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს (ახლა ნახევრად დანგრეულია). გალავნის შიგნით XVI-XVII საუკუნეების, კიდევ ერთი სამრეკლოა. იგი პაპუა მაღალაძეს საძვალედ გადაუკეთებია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიისა და კოშკების მთელ ანსამბლს გადმოჰყურებს „ზემო კოშკი“, რომელიც აგრეთვე პაპუა მაღალაძემ ააშენა 1679 წელს.
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 13:54, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:32

წრომი:

წრომის ეკლესია – ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში. მდებარეობს რკინიგზის სადგურ გომიდან 3 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის შუაგულში. აგებულია 626-635 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით.
სექციების სია
[დამალვა]

1 ისტორია
2 არქიტექტურა
3 მოხატულობა
4 ლიტერატურა
5 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.

1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. 1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
არქიტექტურა [რედაქტირება]
წრომის ტაძრის გეგმა

წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპის მეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცენტრში, მის ოთხივე მხარეს ჯვრის მკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით.

შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი (აღმოსავლეთ-დასავლეთის)ღერძი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდია, ხოლო დასავლეთი კი პატრონიკე, რომელიც დასავლეთის მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეობს წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვაროვანით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრნიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, ხოლო მეორე სართული – დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია – სადიაკვნე და სამკვეთლო. ჩრდილო-აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთისას ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.
წრომის ტაძარი, ხედი აღმოსავლეთიდან

ტაძარი ორ-სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები მკაცრი და მონუმენტურია. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია: ფრონტონით დასრულებული შუა ამაღლებული სიბრტყე შეესატყვისება საკურთხეველს, მის ორივე მხარეს ცალფერდასახურავიანი კუთხის დაბალი სათავსებია, რომელთაც თითო სარკმელი აქვთ. იქ სადაც აფსიდი გვერდის სათავსებს (სადიაკვნესა და სამკვეთლოს) ემიჯნება, კედელსი ამოკვეთილია ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ამ ნიშების შექმნა ნაკარნახევია კონსტრუქციით (კედელი გათავისუფლებულია ზედმეტი მასისაგან) და აღმოსავლეთი ფასადის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.

ამ ხერხმა განვითარება ჰპოვა შემდგომში ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ფასადის ნიშები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამმაგი თაღედით. შუა ბრტყელ ნიშს ლენტისებური ორნამენტი აქვს შემოვლებული. გვერდის სამკუთხა ნიშების სიღრმეში კედელზე მიდგმულია კაპიტელებიანი და ბაზისებიანი შეწყვილებული სვეტები. მათ ზემოთ, კონქისებრ მომრგვალებაში შემორჩენილია საღებავით შესრულებული სხივები. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკაცრი მონუმენტური ფასადები დანაწევრებულია მხატვრულად გააზრებულად განლაგებული კარ-სარკმლებით. სამივე ფასადს მსგავსი შუა ღერძი აქვს: სწორკუთხა შესასვლელი თაღოვანი ტიმპანით, მის თავზე, პატრონიკეთა დონეზე, ფართო თაღოვანი სარკმელი და ფრონტონში მრგვალი სარკმელი. ეს ლეიტმოტივი ანათესავებს სამივე ფასადს.

დასავლეთის ფასადზე, შუაში, შეწყვილებული სვეტებითმორთული ფართო შესასვლელია. იგი გადახურულია ტიმპანის ქვით, რომელზეც გამოსახულია მაღალი საფეხურებიანი ჯვარი. შესასვლელის ზემოთჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურით და ორნამენტით მ ორთული დიდი სარკმელია. გრძივი ფასადები თითქმის ერთნაირია. მათი გვერდითი ფრტები ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის გამოშვერილ ნაწილებს.. ამ ფასადების შუა ნაწილში ორნამენტით შემკული ხვრელობებია. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთ ფასადის შესასვლელის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი. ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – როზეტები და ფოთლოვანირელიეფური გამოსახულებები. შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვის ლოფინებით.
მოხატულობა [რედაქტირება]
წრომის მოზაიკის ფრაგმენტები

ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII ს. I ნახ.), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია (გადარჩენილი ფრაგმენტები გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტეს დიდების“ კომპოზიცია, რომელიც მეორე რეგისტრის გამოსახულებების გათვალისწინებით, ამაღლების თემას უკავშირდება. კონქის ცენტრში ქრისტეს დიდი ფიგურაა. მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, მარჯვენით აკურთხებს. გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ქრისტეს ორივე მხარეს გაირჩევა ანგელოზთა გამოსახულებანი. მეორე რეგისტრში სავარაუდოა გამოსახულია ღვთისმშობელი. აქვე შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტები. ერთერთს აქვს წარწერა „პეტრე“.

საკურთხევლის სარკმლის თაღში სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული, ხოლო დანარჩენსი – მარტვილთა ბიუსტები. მედალიონების ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო.

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/w/cromi.html
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 13:55, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:32

ქვათახევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ქვათახევი

ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევიდან 7 კმ-ზე მდ. კავთურის სათავესთან.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია გეგმა, გუმბათი საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია ბოძების ერთი წყვილი, მეორე - აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).

ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის. სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 14:16

შიდა ქართლი ხვალ ვხვდებით მირზაანში? თუ მადლიანში? სანაპიროსთან რომ მირზაანია იმას ის ჯობია ეხლა მადლიანი რო დაარქვეს: მშრალი ხიდიდან რომ ამოდიხარ იქვეა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by Ketevan Guliashvili » 01 თებ 2012, 14:25

CheLo wrote: ირგვლივ სასაფლაო იყო და იმხელა თოვლი იდო მიცვალებული ფეხის წვერებზე იდგა და ისე იყურებოდა : )
ზურა, ნამდვილად აღარ მეგონა რომ "ნესტიანი" კაცის, ორსული ქალივით ამოზნექილი კარავისა და შიგ ჯომარდობის, სამარშრუტოში მტვერის ღეჭვისა და კიდევ მრავალი და მრავალი მსგავსის მერე კიდევ რაიმეთი თუ გამაკვირვებდი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 14:38

shoda1121

მოდი მირზაანი იყოს.. : )) ხალხმა მირზაანი იცის და მაძებნინე ახლა მადლიანი:lol: :lol: :lol:

Ketevan Guliashvili

სიურპრიზებით ვარ აღსავსე :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 15:01

მიქაელის სურათები

გზა
Image
დირბი
Image
ხცისისკენ მიმავალი გზა
Image
Image
Image
ბელგიური ავჩარკა
Image
Image
Image
Image
დაუნდობელი მიქაელი და ქრისტი
Image
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 15:05

ეგეც მირზაანია მშრალი ხიდის, უბრალოდ სახელი გადაარქვეს ახლახანს და მადლიანი დაარქვეს;
კია ეგრე იყოს
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 15:13

Image
წრომი
Image
მინიბუსშიც დავილოცეთ
Image
გზა ლავრისხევისკენ
Image
Image
Image
Image
მაღალაანთ კოშკი
Image
Image
Image
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by avtokh » 01 თებ 2012, 16:29

CheLo wrote: მაღალაანთ კოშკი
Image
ეს მაღალაანთ ეკელსია კი არა ხცისია :)
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 16:38

avtokh

მართალი ხარ... არ დავაკვირდი.. მიქაელის ალბომიდან ამოვიღე და იმას არეულად ედო..
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by avtokh » 01 თებ 2012, 16:47

CheLo wrote:avtokh

მართალი ხარ... არ დავაკვირდი.. მიქაელის ალბომიდან ამოვიღე და იმას არეულად ედო..
შენ იყავი კარგად და ეგ არაფერი :)
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 21:17

ხალხ, ხვალე 8 საათზე ვიკრიბებით ყველანი მირზაანში
თბილისი, უზნაძის ქ. #41
ტელ.: (+995 32) 2950001


არ დაგავიწყდეთ ფლეშკები!! ვინც მისამართი არ იცის შემეხმიანეთ
და მარჯანიშვილის მეტროსთან გნახავთ. ზურა (+995 98 ) 292831
Image

bavshvi
მაწანწალა
Posts: 320
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by bavshvi » 02 თებ 2012, 15:56

ნუ ე.ი. რა აქტიურობა შეიმჩნევა ამ თემაში :D


ხალხ სადაა სურათები ? :roll:




პ.ს. ჩემი იქნება ხვალ :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by Archil » 02 თებ 2012, 16:29

shoda1121 wrote:ეგეც მირზაანია მშრალი ხიდის, უბრალოდ სახელი გადაარქვეს ახლახანს და მადლიანი დაარქვეს;
კია ეგრე იყოს
მშრალი ხიდი ვორონცოვის მცირე ხიდს ჰქვია. მაგი რესტორანი კი მტკვრის სხვა მხარესაა, ასე რომ უბრალოდ ვორონცოვის ხიდი.

ძველად, ჩემს ბავშვობაშ მაგას "სამგორი" ერქვა. მერე მირზაანმა იაღო და თავისი სახელი დაარქვა. ეხლახანს კი სხვა კომპანიამ გამოისყიდა და თავისი სახელი "მადლიანი" დაარქვა. ანუ მირზაანი აღარ არის.

უბრალოდ მანდ ვცხოვრობ და ვიცი ეგენი.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]