თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 01:51

1. რეგიონი:
შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ხაშური - კასპი - წინარეხი - თბილისი
თბილისი-სამთავისი-დირბი-ხცისი-წრომი-ლავრისხევი-მაღალაანთ ეკლესია-ქვათახევი

(სამთავისის ეკლესია - დირბის მონასტერი - ხცისის მონასტერი - წრომის ეკლესია - ლავრისხევის ლავრა - მაღალაანთ კოშკი - ქვათახევის მონასტერი)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

1. ზურა მჭედლიშვილი (Wentto)
2. ლევან კოვზირიძე (Levaniko)
3. დავით ბერიშვილი (Shoda1121)
4. ნატალია ლურსმანაშვილი (Natalius)
5. მიქაელ ქავთარაძე (Miqael)
6. გიორგი თოთოსაშვილი (GT.ge)
7. ლინუკა ჯოჯუა (Linuka)
8. ლინუკა ჯოჯუა + ანანო
9. თამი ხერგიანი (Tami)
10. ქრისტინე ჯიქია (Megreli)
11. ნანა სართანია (Bavshvi)
12. ალექსანდრე ქსოვრელი (Ksovreli)
13. ნინო იაშვილი (Iano)
14. მარიამ სულაქველიძე (Mariamooo)
15. ანანო ენდელაძე (ანააანო)
16. თემო საღინაშვილი
17. იმედა ქურთაული (Dolidzeli)
18. ავთანდილ ხანთაძე (Avtokh)
19. ირაკლი კაპანაძე (Iko-iko)
20. ინა ნერსესიანი
21. თათია ბაშარული

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
იდეის ავტორი - CheLo
მარშუტის დამგეგმავი და სულის შემსხმელი - shoda1121
დამკვეთი - Levaniko

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წინარეხი, სასირეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 250 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
16 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ირგვლივ უამრავი ტაძარია შეიძლება ბევრი მარშუტის დაგეგმვა,

12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იყო. ლავრისხევში მდინარე ჩამოდიოდა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანისამოსი! : )

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე

16. რისკები, საფრთხეები:
ფეხის გაცურების საშიშროება ყველგან იყო

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :

ბრეთი, სამწერისი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კარგად მუშაობდა ყველგან

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 ბალი.

20. სასარგებლო ბმულები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4177&h ... 5%E1%83%98

21. ვიდეოები

http://www.myvideo.ge/?video_id=1608475
http://www.myvideo.ge/?video_id=1608485

22. სურათების ბმულები
შოდა - http://mydisk.ge/download.php?id=berazurum
ავთოხა - http://mydisk.ge/download.php?id=mydezysud
Last edited by CheLo on 01 თებ 2012, 03:36, edited 3 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by CheLo » 01 თებ 2012, 01:52

ესეიგი სანამ აღწერას დავდებ დიდი თხოვნა მექნება.. ჩვენი წინა გასვლა ანუ კახეთის ტურის აღწერა ნახოთ რომელიც ბავშვმა დადო... : )) ძალიან ლამაზად გააკეთა ყველაფერი და ისიამოვნებთ....
ნ--------------------------------------------------------------------------
ახლა რაც შეეხება ამ გასვლას.. ყველაფერი დაიწყო კურიოზებით მიუხედავად იმისა რომ კახეთისგან განსხვავებით ხალხი აღარ ვაწვალეთ დილით ადრე ადგომით და გასვლის დრო 6:45 დავაწესეთ ჩემდა გასაკვირად კარველთა უმეტესობამ დააგვიანა მოსვლა : ))))) ჯერ იყო და ჩვენ უჯიგრეს მძღოლს შუა გზაზე გაახსენდა რომ სამწვადე სახლში დარჩა და გაბრუნდა, მერე ახალმა კარველმა ნატალიამ არ ინება დროზე ადრე მოსვლა ხოლო ლინუკა და მისი პლიუსი საერთოდ რედისონთან მივიდნენ : )))) 1 საათის დაგვიანებით სუყველანი უკვე გზაზე ვიდექით და მივემართებოდით ერთ ერთი ასურელი მამის ისიდორე სამთავნელის სახელობის ტაძართან : ) დილა სუსხიანი და ცივი იყო მაგრამ ბავშვების უმეტესობას ისე ქონდათ მონატრებული ლაშქრობები სიცივე ვერ აშინებდა.. რათქმაუნდა უთენია 8 საათზე ტაძარს არავინ გაგვიღებდა მაგრამ სიამოვნება მაინც მივიღეთ : ) იქვე ტაძრის ეზოში რაღაცა ოთახივით იყო გაკეთებული მიწაში სადაც 20 არა მაგრამ 15 კაცი მაინც ჩავეკვეხეთ და სურათები გადავიღეთ :) დიდიხანი არ გავჩერებულვართ სამთავისში და გავემართეთ უკვე დირბისკენ.. ამ დროს ნელ ნელა გათენდა და ამინდიც გამოვიდა.. დირბში საკმაოდ დიდი თოვლი იყო მაგრამ თამაზას მინიბუსმა მაინც მოახერხა მისვლა.. ვინაიდან და რადგანაც აქ ნამყოფი არ ვიყავით გზა ზუსტად მონასტრამდე არ ვიცოდით და ჯერ სოფელში შევედით შემდეგ კი კეთილმა კაცმა გზა მიგვასწავლა : )) აქ მეგრელმა თავი გამოიჩინა და დირბელებს თოვლის ბაბუა მიუნგრია : ))) მონასტერში რომ შევედით წირვა ტარდებოდა. თითონ მონასტერი დიდი არ იყო, ჩემი დაკვირვებით უფრო კომპლექსი იყო რადგან ამხელა გალავანში ასეთი პატარა ეკლესია ცოტა გასაკვირია.. რიგრიგობით შევდიოდით და ვლოცულობდით.. 20 წუთზე მეტ ხანს არც დირბში გავჩერებულვართ და უკვე წავედით ხაშურისკენ სოფელ ხცისში სადაც პატარა ლაშქრობა გველოდებოდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიამდე.. ეს მონასტერი ტყეში მდებარეობდა და ალბათ წარმოგიდგენიათ რამხელა თოვლში მოგვიწევდა სიარული.. ირგვლივ სასაფლაო იყო და იმხელა თოვლი იდო მიცვალებული ფეხის წვერებზე იდგა და ისე იყურებოდა : ) თან ცოტა გვეშინოდა გზა არც აქ ვიცოდით და დარწმუნებული არ ვიყავით რომ სწორედ მივდიოდით. ამჯერად თოვლს მე ვკვალავდი და ისე დავიღალე ქვემოთ ოთხი კიდურით ჩავედი. სანამ ყველა შევიკრიბებოდით ქრისტინეს დირბელების თოვლის ბაბუის დანგრევა არ აპატია მიქაელმა და პირდაპირ სახით ჩაახეთქა თოვლში. მონასტრის ეზოში შავი ბელგიური ჯიშის ავჩარკა დაგხვდა რომელსაც ჩვენი დანახვა ისე გაუხარდა ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. მართალია თავდაპირველად მორიდებულად გვიყურებდა თუმცა როცა მიქაელმა თამაში დაუწყო ცოტა გათამამდა და დააგლიჯა მიქაელს ტანისამოსი ზედ : ))) მერე ამდენ სიცილში შემთხვევით ფეხი წამოვდე რაღაც შლანგს და გავიშხლართე თოვლში, ეს ალბათ ძაღლმა აღიქვა როგორც თავდასხმად და მეც დამგლიჯა : ))) ეკლესია 11 საუკუნის იყო თუმცა გუმბათი ახალი გაკეთებული იყო. იქვე ეკლესიის ეზოში წმინდა მამაოების ძვლები და თავის ქალები ინახებოდა ერთ ერთ ორმოში. სანამ ბერი ჩვენ გველაპარაკებოდა გოგოების გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა და ჩავიდა ქვემოთ და გადაიღო სურათები რაც არ შეიძლებოდა და ბერმა ისინი მალევე ამოყარა : )))) ასე მხიარულად მოვკალით დრო ხცისში და წავედით უკვე წრომისკენ. წრომში დიდხანს არ გავჩერებულვართ რადგან გზაზევე იყო ტაძარი და უკვე გეგმით წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ლაშქრობა გველოდებოდა ლავრისხევში. ამ სოფელში ადრეც ვყოფილვარ მაგრამ იმდენად საინტერესო ტაძარია და მოხატულობა აქვს კვლავ გამიჩნდა სურვილი მეხილა იგი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ გასვლაშიც ბიჭებმა ბევრი სვეს არაყი და ლავრისხევში თემო და ირაკლი ისეთი მთვრალები იყვნენ ვარჩიეთ დაგვეტოვებინა მინიბუსში ჩვენ კი 15 კარაველი გავემართეთ ლავრასკენ. გზაში გავიგეთ რომ მათთან ერთად იანო, იმედა, ავთო და მარიამო დარჩენილან. მათ ლავრა ნანახი ჰქონიათ და რომ გაუგიათ თამაზა წინარეხში აპირებდა წასვლას ახალი გეგმა შეუდგენიათ წინარეხიდან ასულიყვნენ პირდაპირ ქვათახევში და იქ დაგხვედროდნენ. სოფლიდან ლავრას ეკლესიამდე დიდი მანძილი არ იყო ალბათ 1.8 კმ და მალევე შევგროვდით აი ახლა კი იწყებოდა შოდიკას სიურპრიზი. ესეიგი ლავრისხევიდან უნდა გადავსულიყავით ქვათახევში მათ შორის დაშორება კი საკმაოდ სოლიდური იყო. თუმცა თუ ბილიკს სწორად დავადგებოდით დაღამებამდე მოვახერხებდიტ ჩასვლას. იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემთვის ამ აღმართზე ასვლა რამის გადავიფიქრე საერთოდ ეს გეგმა. რადგან ფეხი მისრიალებდა საშინლად ხელთათმანი არ მქონდა და ყოველ მოცურებაზე ინსტიქტურად ხელებს თოვლში ვყოფდი რომ არ ჩამოვსრიალებულიყავი, აი თოვლში ხელის ჩაყოფა კი საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა : ))) როდესაც ავედი მომიწია თამის დაცინვის მოსმენა მაგრამ ეს ვაჟკაცურად გადავიტანე : ))) მთაზე თოვლი უკვე შედარებით კარგად იდო და ფეხი აღარ სრიალებდა ამან შანსი მოგვცა სვლა აგვეჩქარებინა და ის 9 კმ. (სულ მთლიანად სოფელ ლავრისხევიდან) ისე გავიარეთ საერთოდ არ დაგვისვენია.. ქსოვრელის დახმარებით გზა გავიგნეთ ტყიდან და დავადექით ბილიკს. მანამდე კი რადგან არ გვინდოდა მოლაშქრეების განაწყენება გეგმა შევცვალეთ და ქვათახევის ნაცვლად მარშუტი კავთისხევისკენ ავიღეთ. როდესაც გამოვედით ტყიდან მაღალაანთ კოხტა ეკლესიაც გამოჩნდა. ამან იმხელა ემოცია მოგგვარა დაღლილები დაღლილობას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდით. გადავიღეთ უამრავი სურათი და როდესაც უკვე ბავშვებს შემოვთავაზე ქვათახევში ასვლა 99% განმიცხადა უარი. თანხმობა მხოლოდ ლინუკამ, ანანომ და ნატალიამ მომცეს.. რასაკვირველია 3 კაცის გამო ვერ ავიდოდი და საშინლად მწყდებოდა გული რომ გეგმა ვერ შევასრულეთ (ამ მომენტში ჯერ არ ვიცოდი ჩვენი 4 კარველის ამბავი) და შოდიკამ ალტერნატივად იქვე 200 მეტრში აღმართული სვანური ტიპის კოშკის მონახულება არჩია. ავედით ვნახეთ და არც ჩვენი მამუს დაბადების დღე გამოგვრჩენია რომელსაც კავთისხევიდან პირდაპირი ჩართვა მოუწყეთ დავლოცეთ და უსურვებთ ყველაფერი საუკეთესო. როდესაც გამოვემართეთ თამაზას მინიბუსისკენ გავიგე რომ ჩვენი ოთხეული ქვათახევში ყოფილა რაც ძალიან მეამა რადგან გეგმა აღარ ჩავარდნილა და უკვე თამამად შემეძლო დამეწერა ქვათახევიც. როდესაც წინარეხში შემოვედით მინიბუსი არსად სჩანდა გარეთ კი ისეთი სიბნელე იყო ვერაფერს ვსაზღვრავდით და ფანრის შუქით გაფაციცებით ვაკვირდებოდით სახლებს. ბოლოს ბევრი მარჩიელობის შემდეგ მივაგენით თემოს ძმაკაცის სახლს სადაც ბავშვები გველოდებოდნენ და დავჯექით. ოთხეული კვლავ არ სჩანდა მეტის მოთმენა კი უკვე აღარ შეიძლებოდა რადგან ყველა მწვადზე საუბრობდა. მართალია თემოს ძმაკაცები ძალიან კაი ბიჭები იყვნენ თუმცა ისინიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და თვალი გამოქცევაზე მეჭირა რამე შარი არ მომხდარიყო. ამდენ კაცზე პასუხისმგებლობის აღება რთულია. თამაზამ შეწვა მწვადი და თამამად შემიძლია ვთქვა ასეთი გემრიელი ჯერ არასოდეს გამოსვლია. ზოგს 3 ნაჭერი შეხვდა ზოგს 2 და ვცდილობდი გამეკონტროლებინა რომ 2 შამფური შეენახათ ოთხეულისთვის და ლევანიკომ ისინი თეფშზე მოაგროვა.. ამ დროს სიგარეტის მოსაწევად გავედი და რომ შევედი 5 წუთის დაგვიანებით უკვე თემოს ძმაკაცები მიირთმევდნენ მას.. ძალიან შემცხვა ვერც ვერაფერს ეტყოდი მათ ოჯახში ვიყავით და ბავშვებიც მშიერები მოდიოდნენ ქვათახევიდან, ასე რომ სამწუხაროდ მათ არ შეხვდათ ხორცი.. თუმცა როგორც თქვეს ძალიან კარგი დრო გაუტარებიათ ქვათახევში და კმაყოფილები იყვნენ. რაც შეეხება მწვადის ამბავს ყველამ მაპატია იმედას გარდა : )))) და მომიწევს ამ ბიჭისთვი პატივის სცემა სხვა გასვლაში : ) თბილისისკენ მომავალ გზაზე ბევრი ვიმხიარულეთ მანქანაში ქალაქში კი 10 საათზე ვიყავით..
Last edited by CheLo on 01 თებ 2012, 03:21, edited 7 times in total.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 01:58

იმითი დავიწყებ რომ ავხსნი: ეს არ იყო სტანდარტული ტური:
უნდა გამოსულიყო შიდა ქართლის თოვლ ტური: მთელი რეგიონის სრული შეგრძნებით! და გამოვიდა კიდეც ; ასევე იმიტომაც რომ როგორც კახეთის მარშუტი არ იყო ჩემი იდეა და მერე მე გადავაკეთე ჩემებურად; ასევე ესეც გადავაკეთე; ექსპერიმენტი კი ამჯერადაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა:
ყველაფერი იმით დაიწყო რომ შუაღამეს მივიღე შეტყობინება ზურასგან: დაიგეგმა ლავრისხევი-ქვათახევის ტური და მე უნდა გადამეკეთებინა :)
ღამის 3 საათზე შედგა გეგმაც: პირველი ქვათახევზე ვდავობდით: მე ნანახი მქონდა შემოდგომაზე და არ მინდოდა შთაბეჭდილება გამეფუჭებინა თოვლში მისი ხილვით; მე წრომი–ხცისი–დირბის გარდა ნიქოზიც მაინტერესებდა; ასევე მინდოდა კახეთის ტურის მსგავსად ასურელი მამებიც ჩაგვესვა ტურში. მოკლედ გასვლა დაიგეგმა: იმ აზრით რომ მე კიდევ გადავასწორებდი :)
ამის შემდეგ რეგულარულად ვამოწმებდი ამინდის პროგნოზს და კავთისხევში თოვლს არ უჩვენებდა მაინდამაინც ხოლო ხცისში სულ კაი თოვლი იყო. მოკლედ მარშუტიდან ხაშურის რაიონის ამოვარდნა არ იქნებოდა სწორი და არც შემცდარვარ: თოვლიანი გასვლა მხოლოდ მაშინაა კარგი როცა ხეებიც დათოვლილია: ასეთი რამ ლავრისხევ–ქვათახევში არ ყოფილა: მაგრამ იყო ხაშურში.
შემდეგი ცვლილება რაც რუკის შეხედვისას აზრად მომივიდა იყო ლავრისხევსა და ქვათახევს შორის გზის გადაჭრა, მაგრამ გუგლ–ის დედამიწაზე რომ გავზომე დაშვება გამოდიოდა 50%იანი ზოგგან. ეს კი საშიშად ჩავთვალე, სამაგიეროდ გემრიელ დანიშნულების ადგილად ჩანდა მაღალაანთ ეკლესია–პარალელურად მდებარეობდა ლავრისხევის: ჰოდა მეც გადავწყვიტე გადამეკვეთა გზა და რუკა არ წამეღო :) მე მიმართულება ზუსტად ვიცოდი, ბილიკი არ იყო მაინც და არც მაინტერესებდა, დაშვების ხარისხი დაბალი იყო და ამიტომ საშიში არაფერი არ იყო: თუმცა ბევრს მაინც შეეშინდებოდათ და სამშვიდობოს ბედნიერები გავიდოდით; თუ 5 საათამდე ჩავიდოდით მაღალაანთ ეკლესიაზე ქვათახევის ხათრით წამოვიდოდა ხალხი ზემოთ და თუ ვერა და დაბრალდებოდა დაკარგვას :) თუმცა სიაში ჩაეწერა ალექსი და გაჩნდა ჯპს–იც :) ვთხოვე არ გვინდა ჯპს–ი თქო მაგრამ :)
კიდევ ერთი რამ რაც მოვახერხე ეს იყო სიის 21მდე შეზღუდვა, ჩემი მძღოლის წამოყვანა, ჩემი მუსიკების ჩაწერა, მწვადები და სამწვადე მძღოლს წამოვაღებინე: მოკლედ ვიცოდი რომ გართობით და ჭამა–სმით ბევრად აჯობებდა ქართლზე უფრო ეგზოტიკურ კახეთს :)
ერთი რამ ვერ მოვახერხე რომ გასვლა გადამეწია ჩემს სტილში დილის 5ისთვის; სანამ მე მთის გადავლის გეგმა შევადგინე და სანამ გავაცნობიერე რომ 6.45 იყო გასვლის დრო: ვეღარ შევცვალეთ წინა დღეს აირევა ხალხიო ;
მაშინ გადავწყვიტე რომ 2ზე უნდა ვყოფილიყავით მინიმუმ ლავრისხევის გზაზე: სხვაგვარად გეგმა ჩავარდებოდა: ჩვენ 1 საათი მოვუნდით ლავრისხევის გზას, 2 საათზე ცოტა მეტი მთის გადავლას და სამწუხაროდ 3ზე ვიყავით ლავრისხევში: 2ზე რომ ვყოფილიყავით: მაშინ 5ზე ვიქნებოდით მაღალაანთ ეკლესიაზე და 1.5 საათში ჩქარი სვლით ავიდოდით ქვათახევზე :) მაგრამ დაგვიანება :(
–––
დადგა ნანატრი დღეც:
დაგვიანება საოცარი იყო :)
რაკი ყველა გეგმას 1 სააათით ჩამოვრჩით დილით შევთავაზე თუ ლავრისხევი–ქვათახევის გულიანად ნახვა გინდათ მაშინ წრომი–ხცისი–დირბი ამოვაგდოთ–თქო :; თუმცა უარი მივიღე;
მაშინ სამთავისი გათენებისას ნახვისთვის გაიწირა: კარი არ გაგვიღეს მაგრამ მაინც კარგი იყო ამ დიდებული ტაძრის ნახვა: ქვემოთაც ჩავედით :)
დირბიც ვნახეთ მართლაც ულამაზესი ფრესკებია დირბში მაგრამ არ გადაგვაღებინეს :( გალავანი კი მართლა უმაგრესია: თუმცა მონასტრის განაწესიდან გამომდინარე ვერც მასზე ასვლით ვიჯერეთ გული.
ჩვენი გასვლის ყველაზე მაგარი პუნქტი იყო ხცისი: გარშემო სულ დათოვლილი იყო; ბილიკი გაუკვალავი იყო და ძალიან მტკიოდა ფეხები მასზე სიარულისას ფეხს თანაბრად ვერ ვადგამდი; 1002 წელს მთაზე აშენებულმა ულამაზესმა მონასტერმა თბილ და მზიან ამინდში ძალიან მოგვხიბლა ყველა: ბერმა ძამას ხეობის მონასტრებზე გამოგვკითხა თუ ვიყავით და გაოცდა: ისიც გვითხრა რომ აბუხალოზე კურთხევის მიღებაც შეიძლება და ასვლას ოღონდ სხვა სეზონზე. შუანოზე არც თვითონ იყო ნამყოფი. ასევე გვითხრა რომ მალე იხსენება პირდაპირ მთაზე წმ. ელია წინასწარმეტყველის მონასტერი მალე აგვისტოში და იქ ავსულიყავით: ანუ დაბრუნება მოგვიწევს იქაურობა ისე ლამაზია.
წრომი მე7 საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული მონასტერი, რომელიც ძალიან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა, გავს ატენის სიონს და სომხურ მონასტრებსაც :) :) :) არაპატრიოტობაში არ ჩამომართვათ :) როგორც ჩანს მონოფიზიტების გამოყოფამდე ჩვენს არქიტექტურაში ბევრი საერთო იყო. ეკლესია შეუკეთებიათ საბჭოთა პერიოდში. და არქიტექტურა სვეტებით იმ დროისთვის რეფორმატურული იყო!
ასევე გზად ვნახეთ სასირეთიც და იკითხა მძღოლმა ადგილობრივ ბავშვებს ეს რა სოფელიაო :) :) :)
და ასევე სომხური ფოლკლორიდან უმშვენიერესი სიმღერა "წვიმა მოდის" ჩავრთეთ ამ ამბის აღსანიშნავად!!! სასირეთი მართლაც სურპრიზი იყო :)
შემდეგ უკვე მართლა საჩქარო იყო რომ რამენაირად ლავრისხევისკენ 2ზე ვყოფილიყავით: მაგრამ სამი გაჩერება არაყის დასათრევად(პირველი მათ შორის სიგარეტების: ზურას არ ეყო ჩემი ნაჩუქარი 4 ღერი: სპეციალურად ვუყიდე რომ არ გაეჩერებინა სამარშუტო): შედეგი ის იყო რომ თემო და იკო–იკ ლაშქრობებს გამოაკლდნენ და ჩვენ ძალიან ძვირფასი დროც დავკარგეთ: 3ზე ვიყავით ლავრისხევის გზაზე.
თოვლი არ იყო ისეთი: ხეები არც იყო დათოვლილი.. :(
ლავრისხევში მისვლიდან მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა: საიდან დავიწყებდით გადასვლას მაღალაანთ ეკლესიაზე: გუგლ დედამიწაში ჩანდა ბილიკი 200 მეტრით ადრე ლავრისხევამდე: მაგრამ მე როცა მომესმა რომ ზოგს ცოტა არ იყოს შეეშინდა და უკან 12კმ–ის გავლას აპირებდა და სამარშუტომდე(წინარეხამდე) ფეხით ჩასვლას: სადაც ყველაზე მეტი ხე დავინახე იმ მიმართულებით დავარტყი 4ივე ფეხი :))) ჩემი ერთი უკან დახევა და გეგმის ჩავარდნა ერთი იყო: ანუ ჩემი ადრენალინი ყველაზე მეტი იყო აქ: და მართლაც 20 წუთში მთას ზემოთ მოვექეცით:) ამ დროს ალექსიმ ჯპს–იტ ბილიკის მაგვარი რაღაცეები აღმოაჩინა ზემოთ და გავუყევით მივადექით პატარა მწვანე ტყესაც.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ დაშვებაც დაიწყო: იქ ვნახეთ პატარა მდინარე რომლის ცივი წყალიც დავლიეთ, ყველი და პური ვჭამეთ; და დავეშვით: ცოტა ქვემოთ აღმოვჩნდით მაღალაანთ ეკლესიასთან: და ყველა უკვე გამარჯვებულის შეგრძნებით მიდოდა!!! მართლა სასიამოვნო განცდა იყო თოვლზე, უბილიკო მთაზე გამარჯვება!!!
ერთ მდინარესაც გადავახტით და მეორე მხრიდან მოვექეცით ეკლესიას. ფრესკებზე ამოტვიფრულ წარწერებზე თამის ისეთი რეაქცია ჰქონდა რომ იქ რომ დახვედროდნენ ვანდალური აქტის ჩამდენნი მსხვერპლად შესწირავდა მითრას და ზადენს :)
შემდეგ უკვე ბავშვმა ისე ადამიანურად მთხოვა რომ არ წავიდეთ ქვათახევში მაგვიანდებაო რომ... ასევე ფაქტორი ისიც იყო რომ 4 ჩვენგანი უკვე ასულან ანუ გეგმა შესრულებული იყო.
ასვლის მსურველები მაინც იყვნენ: მე, ზურა, ანანო, ლინუკა, გტ.გე, მიქაელი, ნატალი ; ლევანი არ ვიცი; მოკლედ არ იყო პრობლემა ასვლა მაგრამ იყო პრობლემაც ანუ ქვემოთ უნდა ეცადათ ნახევარ ჯგუფს: თან ქვემოთ მთვრალების გარემოცვაში: თან 6 საათი იყო და მალე ყინვა დაიწყებოდა ერთი საათით ჩამოვრჩით განრიგს . ჰოდა საბოლოოდ ბავშვის თხოვნამ გადაწონა: თუმცა რომ იცოდეთ სხვა დროისთვის მე არ მახასიათებს ესეთი რამ :) ამჯერად ეს იყო ალაჰის ნება
შემდეგ მე გადავწყვიტე კოშკზე მაინც ავსულიყავით იქვე: 4 ჭიქა არაყით მამუს დაბადების დღე აღვნიშნეთ კარავს გამოჯანმრტელება ვუსურვეთ და დავეშვით ქვემოთ.
ცეცხლი თამაზს დაენთო: გზად მთვრალ კაცთა ჯგუფი შემხვდა და მომესალმა: მე გამოვცილდი მაგრამ თურმე ერთი გზა გვქონდა :) მერე თბილ ღუმელთან დამხვდა გასვლის მონაწილეთა ნაწილი; და ცეცხლს ანთებდა მძღოლი და მალე მწვადებსაც შეწვავდა; ქვათახევის ხალხს კი აგვიანდებოდათ მწვადები რომ შეიწვა ვთქვი 15 წუთი დავიცადოთ ხალხი ჩამოვა თქო თან ორჯერ, მაგრამ პასუხი იყო გაცივდებაო ; ჰოდა დავიწყეთ დალევა: ჰოდა მერე ჩემი გადაწყვეტილებით მალევე წავედით თბილისში რადგან შარი არ გვინდოდა ;) ჰოდა დარჩა იმედა მწვადის გარეშე ; არა უშავს ხდება ხოლმე :)
მერე დაიწყო ცეკვა სიმღერა და მხიარულება :) ყველა კარგ ხასიათზე და 10 საათზე ჩავედით თბილისში:" ამ გასვლის ემოციები კიდევ დიდ ხანს გამყვება ...



რუკები:
Image
უკუღმა ხცისი რაკი მთაზე ავედით პირიქით:
Image

რამოდენიმე სურათი:
არ გამომივიდა დირბში ფრესკების გადაღება მაგრამ მეორე ცდაზე დედაომ აღარ დამანება:
Image
დირბის გალავანი:
Image
ხცისი:
Image
ლავრისხევიდან მაღალაანთ ეკლესიას შორის მთიდან დაშვებისას:
Image
მწვადები:
Image
კავკასიონი:
Image
როგორ ვკვალავდით გზას ხცისში:
Image
Image
ავთანდილის ფოტო:
Image
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 17:40, edited 7 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
megreli
ბილიკზე მოარული
Posts: 48
Joined: 08 აგვ 2011, 11:23
Location: Tbilisi
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by megreli » 01 თებ 2012, 02:50

ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, თოვლის ბაბუის ამბავი საიდან გაგახსენდა? როგოც ყოველთვის ზურა ლამაზად აგწერე ყველაფერი :* მიყვარხართ და მიხარიხართ .....

User avatar
B A K A R I
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 07 ივლ 2011, 13:55
Location: tbilisi
Contact:
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by B A K A R I » 01 თებ 2012, 03:10

ეჰ რა გასვლა გამოვტოვე :(
ქართული საბრძოლო ხელოვნება

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by LEVANIKO » 01 თებ 2012, 03:31

საღოლ კარგი აღწერა და კარგი იყო ყველაფერი
megreli
რა მავნე ხარ რა :D :D თოვლის ბაბუას თავი რო მოაცალე პეხები მაინც მოგეტეხა :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by Tami » 01 თებ 2012, 09:39

CheLo wrote: როდესაც ავედი მომიწია თამის დაცინვის მოსმენა
ცილისწამებას აქვს ადგილი :evil: :evil: :evil:

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by Tami » 01 თებ 2012, 10:00

გასვლის ჰაილაითები:
ხცისისკენ მუხლამდე გაუკვალავში სიარული,
ისე რომ არც იცი სწორ გზას ადგახარ თუ არა
და მერე ლავრიდან მაღალაანთ ეკლესიამდე გადასვლა.

ძეგლებს რაც შეეხება, ხცისი ყოფილა ულამაზესი, წარწერებით და ბარელიეფებით
( ქვევრი, შენთვის ბევრი ფოტო გადავუღეთ:))
ასევე ძალიან მომეწონა მაღალაანთ ეკლესია, ლამაზი და უჩვეულო ფრესკებით(გაუხმეს ხელები, ვინც მათზე საკუთარი სახელები ამოკაწრა :evil: :evil: )
ცოტა გული დამწყდა, ამდენ ახალ ტაძარს რომ აშენებენ, ძველებსაც მიხედონ:(:(

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by avtokh » 01 თებ 2012, 10:26

მწვადზე დიდად არ ვნერვიულობდი, თან ქვათახევში მორჩილები ცხელი ჩაით გაგვიმასპინძლდნენ, თუმცა სიურპრიზის გარეშე ჩაის სმასაც არჩაუვლია :)
ფოტოები ავტვირთო თუ როგორ? მეშინია მალევე არ გადავავსოთ ლიმიტი. თუმცა რამდენიმეს მაინც დავდებ მცირე ზომით.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by avtokh » 01 თებ 2012, 10:54

Image
დირბი
Image
დირბი, წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე
Image
გზად ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრისკენ
Image
ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრი
Image
“სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო ს კ ბ”
Image
წარწერათა შინაარსი: "წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა"; "ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი"; "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე"
Image
წრომი
Image
მაღალაანთ ეკელსია
Image
Image
მაღალაანთ ეკლესიის შემორჩენილი ფრესკები
Image
ქვათახევის უმშვენიერესი ტაძარი
Image
ეს კიდე მარშუტი სოფ. ხცისიდან მონასტრამდე
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 11:38

ხალხნო არავინ არ აპროტესტებთ ზურას მიერ ჩვენი სახელების და გვარების გამოყენებას? რისთვის გვაქვს ნიკი????
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by avtokh » 01 თებ 2012, 11:39

მე არანაირი პრობლემ არ მაქვს :) ფაქტიურად სახელი მქვია აქაც :) და რატო უნდა გავაპროტესტოთ?
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:23

კარავის წინა თემიდან დავაკოპირებ მთა მყვარებიას რეპორტაჟს დირბზე:
ცნობები დირბის ტაძრის შესახებ:

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი შიდა ქართლში (ქარელის რაიონში) მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტეოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.

აი ეს ფრესკაც



Image
Image
Image

Image

ფოტო=რუის ურბნისის ეპარქია:
Image
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 13:52, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:28

ხცისი:

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს:“სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო ს კ ბ”. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა: "წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა"; "ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი"; "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე".
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 13:53, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი შიდა ქართლი 29.01.2012

Post by shoda1121 » 01 თებ 2012, 13:29

[b]ლავრისხევის ლავრა [/b]

– ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრზე. თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5 X 9 მ), ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებში ამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტუქციული და დეკორატიული მნიშვნელობაც აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
Last edited by shoda1121 on 01 თებ 2012, 13:54, edited 2 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]