Page 1 of 2

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 12:07
by MayaBeka
არ ვაპირებდით თემის დადებას, ჯერ ერთი „ბევრნი“ ვიყავით, ამდენ ხალხს რა ჩამოთვლის-თქო :), თან ცოტა დაგვიანებულიც არის, მაგრამ ასეთი წესიაო და ა, ბატონო!

1. რეგიონი:
ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - მესტია - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
5 დღე

4. სირთულე:
იოლზე-იოლი

5. გასვლის ღირებულება:
მგზავრობის ღირებულება მიკრო-ავტობუსით 60 ლარი 1 კაცი (იქით-აქეთ), სასტუმრო 30 ლარი 1 ღამე (კვების გარეშე)

6. მონაწილეთა სია (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია :) )

1. mayabeka
2. maripat

7. გასვლის ორგანიზატორი:
გამარჯობა საქართველო

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
456 კმ ერთი გზა

9. რისკები, საფრთხეები:
დაგეგმილზე მეტხანს შემორჩენის რისკი ;)
საფრთხე: სულ არ მოგინდეთ დარჩენა

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 12:12
by MayaBeka
გამგზავრება
როგორც უკვე იცით, საახალწლოდ მესტიაში წასვლის სურვილი კარავიდან საბოლოოდ მხოლოდ 3 კაცს შემოგვრჩა: მე, მარიფათს და ჩემს დას (ველთამზეს), მაგრამ გასვლის წინა დღეს ჩემმა დამაც დარჩენა ამჯობინა, გარკვეული საპატიო მიზეზების გამო.. ასე რომ ჩვენთვის სრულიად უცხო სვანეთისკენ მხოლოდ 2ნი გავემგზავრეთ.
ჩვენს წარმოდგენაში ახალი წლის სვანეთში შეხვედრა უკავშირდებოდა რაღაც ახალს, არნახულს, გიჟურს.. და ახლა, მხოლოდ 2ნი რომ მივდიოდით, ეს გრძნობები კიდევ უფრო გვიმძაფრდებოდა.. ;)
სადგურზე დილის 5.30 მივედით, დაგვხვდა 2 გაძეძგილი მიკრო-ავტობუსი, სადაც ჩვენთვის ადგილი აღარ იყო.. საახალწლოდ ბევრი მიემგზავრებოდა სახლში.. გამცილებლებიც ბევრი ახლდათ.. იყო ერთი ჟრიამული.. მაგრამ უცებ ეს ხალხი შემოიფანტა და დავრჩით ხუთიოდე კაცი მესამე ავტობუსის მოლოდინში, რომელიც ღმერთმა უწყის როდის მოვიდოდა... მაგრამ ამ დროს ( სად იყო და სად არა :) ) გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ახალგაზრდა სვანი, რომელმაც ორი ადგილი, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის, ნესტორ ხერგიანის მიერ დაქირავებულ მიკრო-ავტობუსში გაგვიჩალიჩა.. :D ასე რომ მესტიაში ნესტორის დიდ ულამაზეს ოჯახთან ერთად გავემგზავრეთ..
კაი დასაწყისი იყო ნამდვილად :)
მესტიაში
პირველ დღეს დაღამებამდე მარტო მესტიის ცენტრის დათვალიერება მოვასწარით. ახლადაშემებულმა მინის შენობებმა მაინცდამაინც ვერ მოგვხიბლეს. ცოტა უცნაური შთაბეჭდილება დატოვა თამარ მეფის ძეგლმაც.მართალი გითხრათ ცოტა ეულად ვიგრძენი თავი.. სასტუმროშიც ჩვენს მეტი არავინ იყო..
მეორე დღისთვის დავგეგმეთ მუზეუმების და ეკლესიების მონახულება. დილით ის იყო უნდა გავსულიყავით, რომ სასტუმროში დიდი ჟრიამულით შემოიჭრნენ ახალი სტუმრები, ეს თამარ მეფის ძეგლის ავტორის, აწ გარდაცვლილი ვაჟა მელიქიშვილის ოჯახი აღმოჩნდა, ნათესავებით და მეგობრებით, რომლებიც ახალი წლის შესახვედრად მესტიაში გადმოფრინდნენ.. ძალიან თბილი, საინტერესო და საყვარელი ხალხი.. იმდენად, რომ თამარ მეფის ძეგლიც უცებ შეგვიყვარდა :)
ამ სტუმრებს სხვებიც მოყვნენ და ჩვენი სასტუმრო უცებ გახალისდა.
პირველი რაც ვნახეთ ეს მარგიანების მუზეუმი იყო. ის მესტიის ძველ უბანში - ლანჩვალში მდებარეობს, სადაც ეხლა სარესტავრაციო სამუშაოებია. ხისგან ლამაზად არის გაკეთებული სახლების სახურავები, ჭიშკრები, აივნები.. კითხვა-კითხვით მივაგენით მუზეუმს.. გზაზე გვხვდებოდა თბილი, დასახმარებლად მზად მყოფი ხალხი, ძალიან დინჯი ძროხები, ხარები და ძაღლები.. წარბსაც არ იხრიდნენ ჩვენს დანახვაზე.. განსაკუთრებით დიდი ყურადღებით და სითბოთი მოგვეკიდა ილიკო ბაბუა, რომელმაც მუზეუმამდე მიგვაცილა და გიდიც გამოგვიყვანა.. ძალიან გაგვიკვირდა და გიდი უკრაინელი სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი აღმოჩნდა..მარგიანების რძალი..ცოტა გვეხამუშა, როდესაც გვითხრა, რომ მხოლოდ რუსულად შეეძლო მოეყოლა მარგიანების ისტორია, მაგრამ ის ისეთი სითბოთი, ენთუზიაზმით და სიყვარულით ყვებოდა ლანჩვალის, სვანების წეს-ჩვეულებების, კოშკების ამბებს, რომ ნამდვილად ვაპატიეთ ეს უხერხული მომენტი..
ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით ვნახეთ მაცხოვრის ტაძარიც, არაჩვეულებრივი ფრესკებით და ხერგიანის მუზეუმიც.
ამასობაში ღამდებოდა და ახლოვდებოდა ახალი წელი.. ამ ერთი დღის მანძილზე უკვე იმდენი მეგობარი შევიძინეთ, რომ აღარ ვიცოდით ახალი წლის შესახვედრად სად წავსულიყავით... ბოლოს მაინც სასტუმრო „თეთნულდში“ გადავწყვიტეთ, საიდანაც ღამის მესტიაზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება...
მეორე დღეს, ვაღიარებთ, რომ ცოტა ვიზარმაცეთ, თან საპატიო მიზეზი გვქონდა, ნაბახუსევები ვიყავით :) და აღსანიშნავი არაფერი გაგვიკეთებია, ამიტომ გადავწყვიტეთ შემდეგ დღეს არ წამოვსულიყავით, როგორც ეს დაგეგმილი იყო და დავრჩენილიყავით კიდევ ერთი დღე. ასეც მოვიქეცით და ნამდვილად არ გვინანია.
ჰაწვალზე
როგორც იქნა თოვლიანი დილა გათენდა. ჰაწვალზე საბაგიროთი ასვლისას მაგრად ყინავდა, არასასიამოვნოდ ცრიდა, ამიტომ ხედებით ტკბობის საშუალება არ მოგვეცა.
გაყინულები ბარში შევედით გასათბობად, სადაც (არ შემიძლია არ ავღნიშნო) სხვა სტუმრებთან ერთად 3 სიმპატიური ყმაწვილიც იჯდა :), რომლებიც ახალი წლის ღამესაც შევნიშნეთ „თეთნულდში“ და მათი იერის, მკაცრი გამოხედვის და სიდინჯის საფუძველზე დავასკვენით რომ ძირძველი სვანები იყვნენ :) ერთ-ერთი მეორე დღეს ქუჩაშიც მოგვესალმა და ახალი წელი მოგვილოცა.. კიდევ ერთხელ დავასკვენით, რომ სვანებს ძალიან თავაზიანი ბიჭები ჰყოლიათ.. მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მხოლოდ ჰაწვალზე აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთი იყო სვანი.. უფრო მეტიც.. კარაველებიც კი ყოფილან :D
მალე ღრუბლები გაიფანტა და დავინახეთ რა სილამაზეშიც ვიმყოფებოდით.. გადავიღეთ სურათები, განსაკუთრებით ლამაზი იყო უშბა მზის ჩასვლისას.. ბინდდებოდა საბაგიროთი რომ ჩამოვდიოდით და განათებული მესტია ულამაზესი იყო.. თითქოს ფრენა-ფრენით ვეშვებოდით დაბლა.. დაბლა კიდევ ერთი, უფრო სწორედ 2 სასწაული გველოდა.. 2 დათვის ბელი, რომლებიც დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ ადამიანების მიმართ და რუსის ტურისტებს აგიჟებდნენ თავიანთი კონტაქტურობით :)
მოკლედ, აქედან კი წავედით მე და მარიამი მარტოები, მაგრამ უკან 3 კარაველთან ერთად დავბრუნდით.. იმედია სხვებსაც გაგიცნობთ.. დაუსწრებლად გვიყვარხართ ყველა ;)
:P

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 12:13
by shoda1121
MayaBeka
შესანიშნავად დაგიწყიათ წელი :) მაგას რა სჯობია :)

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 15:10
by maripat
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 15:15
by domciko
ძალიან მაგარი ფოტოებია... ყოჩაღთ თქვენ... კარგი გოგოები ხართ :****

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 15:53
by maripat
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 15:56
by maripat
Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 16:10
by maripat
Image

Image

Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 16:12
by maripat
Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 16:34
by maripat
Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 16:40
by maripat
Image

Image

Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 16:41
by maripat
Image

Image

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 17:26
by Tami
თეთნულდი, უშბა და ცუგა<3<3<3<3

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 17:44
by maikoooo
საოცრება იხილა ჩემმა თვალებმა.... ყოჩაღ გოგოებო :):):)

ახალი წელი სვანეთში 30.12.2011 - 03.01.2012

Posted: 24 იან 2012, 21:06
by QAQUCA
მადლობა ფოტოებისათვის და თემისათვის ჩემო უსაყვარლესო მაო-მაო და მარიპატოო :wink: