
წინა ზაფხულს არხოტიდან დაბრუნებულებმა მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ მომავალი ზაფხულის მოსვლა ტობა ვარჩხილის მონახულებით აღგვენიშნა. მეგობრისგან N67-ისგან ვიცოდი იქაურობის სილამაზის და ექსტრემალურობის შესახებ, რაც მე და ჩემს მეგობრებს იქაურობის ნახვის სურვილს გვიათკეცებდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს პირველად უნდა წავსულიყავი ტობაზე, უფროსების და გოგონების წაყვანა ვერ გავრისკეთ. ამიტომ სალაშქროდ ცოტანი შევიკრიბეთ.
გამგზავრება 17 ივლისის ღამეს გვქონდა დაგეგმილი: თბილისი-ზუგდიდის მატარებლით 18-ში დილით სენაკში ჩავიდოდით საიდანაც მარშუტკით სოფელ მუხურში უნდა ავსულიყავით.
მიუხედავად ასეთი სილამაზის ნახვის სურვილისა, მოლაშქრეების შეკრება ძალიან გაჭირდა. მთავარ დაბრკოლებას ის ქმნიდა, რომ ჩემს ძმას მერაბს შეიძლებოდა ვერ მოეხერხებინა წამოსვლა. ეს იმაზე იყო დამოკიდებული სამსახურიდან მოახერხებდა თუ არა განთავისუფლებას. საბოლოოდ ღვთის წყალობით მერაბმა გამონახა სალაშქრო დრო რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ლაშქრობისათვის. ჩემთან და მერაბთან ერთად კიდევ გიორგი კვირიკაშვილი (კარავულად Gioogle) და მერაბის მეგობარი შაკო მოდიოდნენ. ასე რომ სულ 4 მოლაშქრე შევიკრიბეთ. შემართება არცერთს არ გვაკლდა; რუკაც ამოვბეჭდეთ და N67-თან მარშუტის შესახებ დეტალური კონსულტაციები გავიარეთ. ასე რომ ტობას დასალაშქრად საფუძვლიანად ვიყავით მომზადებულები!
საბოლოოდ დიდი წვალების და ნერვიულობის შემდეგ დადგა ნანატრი 17 ივლისი და მე, მერაბი და გიორგი მატარებელში "დავბინავდით". შაკო 18-ში დილით დაგვხვდებოდა სენაკში.
მომქანცველი მგზავრობის შემდეგ დილის 5 საათზე სენაკში ჩავედით სადაც შაკოსთან ერთად მუხურის მარშუტკაში მოვთავსდით და მუხურამდე ერთი პირი გამოძინებაც მოვასწარით (თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა ეს არ იყო საკმარისი

მუხურში ჩასულები მძღოლმა გულიანად დაგვაკვალიანა და ხობისწყლის ხეობაში დანგრეულ ქარხნამდეც მიგვიყვანა. უკვე დილის 7 საათი ხდებოდა. წინ მძიმე დღე გველოდა: დღეს შელეთამდე უნდა ავსულიყავით ანუ სადღაც 20 კილომეტრამდე გვქონდა გასავლელი. სიარული მძიმედ დავიწყეთ რადგან
ძილი ყველას გვაკლდა და ჩანთებიც საკმაოდ მძიმე გვქონდა.
ესეც ძველი ქარხნის ნანგრევები

Uploaded with ImageShack.us
ეს კი ლაშქრობის "სტარტი"

Uploaded with ImageShack.us
მე და გიო

Uploaded with ImageShack.us