Page 1 of 2

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 13:45
by Naia
1. რეგიონი:
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მესხეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-დაბის ეკლესია-ტიმოთესუბანი-ლიბანი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ფეხით სიარულისთვის მარტივი
მანქანებისთვის რთული თოვლიან-მოყინული აღმართისა და ყინულის გამო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
15 ლარი კაცზე, საიდანაც 100 ლარი ლომს მივეცით ჯიპის საწვავისთვის

6. მონაწილეთა რაოდენობა:
1 მინიბუსი, ლომის ეკიპაჟი, მოგვიანებით აცა შემოგვიერთდა თავისი პლიუსებით

1. ნაია
2. KSOVRELI
3. მთაშენკა
4. ტომა
5. ლეო
6. ანანო
7. ბეშქენა
8. ლიბრა
9. თამი
10. არაგვისპირელი
11. ფალკონი
12. დათო
13. ამიგო
14. კაკატული
15. მაესტრო ალექსანდრე (80%)-ით
16. მაკა სხვიტარიძე
17. ნათია ტუხაშვილი
18. ანასტასია
19. იაკო
20. თათია ლამაზოშვილი
21. ქეთი გულიაშვილი
22. ლომი (მანქანით)

ტიმოთესუბანში დაგვხვდა აცა, მისი 2 +

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
ნაია, მთაშენკა, ტომა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დაბა, გუჯარულა, ტიმოთესუბანი, წაღვერი, ლიბანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დავაზუსტებ და დავდებ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მთლიანობაში ალბათ 3-4 კმ (თუ ვცდები შემისწორეთ)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვაბისხევი, ფოთოლეთის კვირიკეს ეკლესია, მწვანე მონასტერი

12. საბანაკე ადგილები:
მრავალ ადგილას.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის, ამიტომ წყალი პრობლემა არ უნდა იყოს

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა, მოხერხებული ფეხსაცმელი თოვლში სასიარულოდ

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
იგრიკადან ქრისტეშობისთვის დიდთოვლობამდე

16. რისკები, საფრთხეები:
თოვლის შემთხვევაში ლიბანში ასვლა შედარებით რთულია გრძელი, თოვლიანი და გაყინული აღმართის გამო. თუმცა, ჩვენმა ზვიადიმ კარგი საბურავების გამო თითქმის ბოლომდე აიარა ეს გზა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:

ქვაბისხევი, ფოთოლეთის კვირიკეს ეკლესია, მწვანე მონასტერი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებში ლაშქრობა და ველოტური

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერდა მაგთი. ლიბანში შეფერხებები ჰქონდა ჯეოსელს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ მაქვს

ეს გასვლა ასე იგეგმებოდა:

http://karavi.ge/viewtopic.php?t=5421&p ... sc&start=0

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 14:10
by Naia
არაჩვეულებრივი დღე იყო. როგორც გუშინ აღვნიშნეთ 'კანფეტი საზოგადოება' შეიკრიბა. ანანო, ბეშქენა, ლიბრა, მაესტრო ალექსი, იაკო, ქეთი და მაკას პლიუსები ტკბილ სიმღერას და ცეკვა-თამაშს არ გვაკლებდნენ. ამინდმაც გაგვიმართლა. სიმართლე გითხრათ, თოვლს მაინცდამაინც არ ველოდი, მაგრამ დაბაშიც და ლიბანშიც სურვილი ავიხდინეთ და თოვლში ფეხით ვიარეთ. შიგადაშიგ ვგუნდაობდით და ფოტოებს ვიღებდით. დროდადრო კაკატულის წამოღებულ ცეცხლოვან და ჯადოსნულ ლიქიორს ვწრუპავდით :) ზოგიერთებმა ყინულზეც იციგავეს.

მოკლედ, სამთო ქიმიის ახლოს შევიკრიბეთ, გადავნაწილდით მინიბუსსა და ლომის ჯიპში და ბორჯომისკენ დავიძარით. გორთან ახლოს ვისოლის მგზავრთა მომსახურების ცენტრში გავცერდით 20 წუთით ცხელი ჩაისა და საპირფარეშოსთვის :) ჩავედით დაბაში, ზვიადის მინიბუსი გზაზე დავტოვეთ თოვლის გამო და ჩვენ ფეხით გავუყევით ეკლესიისკენ მიმავალ გზას.

დაბის შემდეგ მანქანით ავედით ტიმოთესუბანში, სადაც აცა და მისი 2 + (მათ შორის ერთ-ერთი კარაველებისთვის კარგად ნაცნობი ალექსი იყო) დაგვხვდნენ. ეკლესია მოვილოცეთ, მამაომ ეკლესიის ისტორია გაგვაცნო, ფოტოები გადავიღეთ და ლიბანისკენ დავიძარით. ლიბანში ტომასგან და ლეოსგან გადმოცემით ვიცოდი, რომ იმპერატორ ნიკოლოზის დროს აგებული უზარმაზარი სასახლე-სანატორიუმი იყო. მართალია სასახლე გაუბედურებულ-დანგრეული დაგვხდა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო მისი დათვალიერება.

ლიბანში სოფ. ტბიდან ავედით. სოფლიდან ლიბანამდე ერთი გრძელი და დაუსრულებელი აღმართი ადის. ეს აღმართი თოვლიანი და გაყინული იყო, მაგრამ ზვიადიმ ადვილად დასძლია და ზედ სოფლის შესასვლელთან აღმართში გაუჩერდა მანქანა. გადმოვედით, შევეცადეთ მოგვებრუნებინა, მაგრამ გაკვალული გზა ძნ ვიწრო იყო და მინიბუსი გაუკვალავ თოვლში 'ჩაჯდა'. მალე ლომი და აცაც წამოგვეწივნენ და მათი დახმარებით, საერთო ძალებით, როგორც იქნა, 1 სთ-იანი წვალების შემდეგ მოვატრიალეთ მინიბუსი და ზვიადიც სოფლისკენ დაეშვა.

ჩვენ ამასობაში ლიბანი მოვინახულეთ, ფოტოები გადავიღეთ, ჯადოსნური სითხე მივიღეთ და ფეხით ჩამოვუყევით გზად სოფელ ტბისკენ.

უკვე ყველას ძნ გვშიოდა. ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კარაველებში. მინიბუსში კარაველთა დიდ ნაწილს ფეხსაცმელი თოვლის გამო სველი ჰქონდა და სითბოსა და დახურულ ადგილას უნდოდათ სადილობა. აცა და ლომი ღია ცის ქვეშ დასხდომისკენ მიისწრაფოდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვისაც გარეთ სურდა წახემსება აცას და ლომის მანქანებში გადავიდოდა, დანარჩენები კი მინიბუსით სადმე თბილ ადგილს ვიპოვიდით, გავთბებოდით, გავშრებოდით და თან ვისადილებდით.

დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ვიპოვეთ ასეთი ნანატრი ადგილი სადაც ცენტრალური გათბობა ჰქონდათ, შეშის ღუმელი ენთოთ და რაც მთავარია, გემრიელი კერძები ჰქონდათ. გარდა ამისა, ჩვენს გარდა ხალხი არ ჰყავდათ და ჩვენც მშვენივრად ვიმხიარულეთ.

სადილ-ვახშმის შემდეგ თბილისისკენ გამოვემართეთ და 11 სთ-ზე უკვე სახლებში ვიყავით.

კიდევ ერთხელ, ძნ დიდი მადლობა ამ გასვლის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ზვიადის. აგრეთვე: ანანოს, ბეშქენას, ლიბრას, ალექსის, ქეთის, იაკოს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი სიმღერით გუშინდელი დღე გაგვილამაზა.

მიყვარხართ და მიხარია, რომ ლაშქრობა და თქვენთან ყოფნა დამებედა :)

პს. ჩემს ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 14:48
by shoda1121
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=44 ... 826f8dbc83
აქ იქნება კარგი თოვლი :) შენი გასვლა 2010ის ზაფხულის :)

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 15:12
by Ketevan Guliashvili
აი, ბედობაც ასეთი უნდა! დიდი მადლობა ორგანიზატორებს:) სიახლეების დღეს დავარქმევდი.

დილით მცირე დაგვიანებით გავედით და გზას გიტარის აკომპონიმენტის ქვეშ გავუდექით. კიდევ ერთხელ შევიგრძენი ის სიამოვნება რასაც კარგი ბანის ყოლა ჰქვია თUმცა რატომ მარტო ბანი? ერთი-ერთმანეთზე უკეთესი 1 და 2 ხმები ისმოდა.:) სიმღერის პრემიერა იყო, ქალაქური და ხალხური სიმღერები იყო, რუსულიც კი იყო. არ გაგვიგონ ზემდგომ მერია-პარლამენტურ ორგანოებში:)

გავიარეთ ახალგახსნილი გვირაბი და სურვილებიც ჩავითქვით:)

Image

/ რას ვისურვებდი სხვას გარდა რიგიანი ფოტოაპარატისა/

და შევჩერდით დაბასთან.

Image

იისფერ თოვლს ჩვენი ნაფეხურები დავატყვეთ

Image

Uploaded with ImageShack.us

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 15:23
by Tami
ახლა რა ხდებოდა:
გავედით თუ არ ვცდები ნახევარი საათის დაგვიანებით,
მერე ვისოლის მგზავრთა მომსახურების ცენტრში გავჩერდით
დაახლოებით 20 წუთით,
მერე დაბას ეკლესიასთან იმდენ ხანს შევჩერდით,
რომ ტაძრის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, ტაძრიდან მინიბუსამდე ჩამოსვლა იმ იმედით, რომ დანარჩენები გზაში წამომეწევიანთქო და რომ არ გამოჩნდნენ უკან ავსლა და კარველების ნაწილთან ერთად ისევ მინიბუსთან ჩამოსვლა და მერე კიდევ 10-15წუთი ისევ ტაძართან მყოფი კარველების ლოდინში ჩემთან ერთად ჩამოსულ ხალხთან ჭორაობა(მდედრ კბილის ექიმებზე) მოვასწარი.
მერე იყო ტიმოთესუბანი, აცასთან მოულოდნელი და სასიხარულო შეხვედრა, ისევ გაუთავებელი ჯგუფური ფოტოსესიები,
ლიბანისკენ მიმავალ გზაზე ხან აცას და ხან ზვიადის მანქანების თოვლიდან ამოთრევები, მუხლამდე გაუკვალავ თოვლში ლიბანის სანატორიუმამადე გასეირნება, ბოლოს ბუნების წიაღში 80იანი წლების მუსიკის ფონზე პურის ჭამა.....
მეგონა გავივლიდი, ფეხს გავშლიდი და ჯიპტური გამომივიდა...
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძააააააააააააააალიან კარგი დღე იყო.
მადლობა ორგანიზატორებს.
და კიდევ უუდიდესი მადლობა ლომს, მის ბარს და ტროსს და რა თქმა უნდა შამილას, ბზრიალისთვის<3
(იმედია შამილამ არაფერი იტკინა გუშინ;))

ეძღვნება აცას
http://www.youtube.com/watch?v=CVS5rS_da9E

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 15:40
by Ketevan Guliashvili
Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

და დაბის ეკლესიამდე მიმავალ აღმართს ავუყევით. ეკლესია როგორც ვივარაუდეთ წმინდა გიორგის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. როგორც მახსოვს გიორგი ბრწყინვალეს დროისაა.

Image

Uploaded with ImageShack.us

მრავალი სამშვენისი თუ მოსართავი აქვს დატანებული გარედან.
Image

Uploaded with ImageShack.us

წარწერა დასავლეთის კედელზე.

Image

Uploaded with ImageShack.us

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 16:01
by Ketevan Guliashvili
ეკლესია კლდესთან ახლოსაა აშენებული. აღმოსავლეთის კედლისაეკნ რომ მოვდიდი ხედი გადაიშალა.
Image

Uploaded with ImageShack.us

აღმოსავლეთის კედლის სარკმლის ორნამენტს გულგრილად ვერ ჩავუარე
Image

Uploaded with ImageShack.us

იაკო დაბის ეკლესიის ფონზე:)

Image

Uploaded with ImageShack.us

და კიდევ ერთი არნამენტი ჩრდილოეთის კედლიდან.

Image

Uploaded with ImageShack.us

ვნახეთ სამი ქვევრი, რომლის გადაღებაც კარგი ხარისხით არ გამოვიდა ამიტომ არ ავტვირთავ.

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 16:06
by qvevri
Ketevan Guliashvili
ქვევრების სურათები დაიდოს :!:

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 16:20
by Ketevan Guliashvili
ეს მდინარე და ტოტებიც დაბიდან გზად გადავიღე, მერე კი ტიმოთესუბნისკენ გავქუსლეთ.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ტიმოთესუბნის ღვთისმშლობლის სახელობის ეკლესია მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯაზეა აგებული, თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ.

Image

Uploaded with ImageShack.us

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 16:33
by Ketevan Guliashvili
qvevri wrote:Ketevan Guliashvili
ქვევრების სურათები დაიდოს :!:
:)
ეს სამი ქვევრი ეკლესიისა და კლდის შორის, კლდიდან ჩამონადენი წლის პირდაპირ არის.

Image

Uploaded with ImageShack.us

ერთ-ერთი ქვევრი ახლოდან.

Image

Uploaded with ImageShack.us

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 16:47
by Ketevan Guliashvili
ისევ ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერზე გადმოვერთვები.

ფირუზისფერი ჩასართავები ძალიან მომეწონა.


Image

Uploaded with ImageShack.us

ტაძრის შესასვლელი, ასეთი ირანული და წითელი.

Image

Uploaded with ImageShack.us


ტიმოთესუბნის ღვთისმშლობის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს, სასაფლოზე მდგარი ბაზილიკა.

Image

Uploaded with ImageShack.us

აქედან მთაზე უფრო ზევით გირჩევთ ასვლას, ხედი იშლება, გუმბათიც ახლოს მოჩანს. ყოჩივარდების ფოთლებზე დავდიოდი, ყვავილები რომელ ქალს არ უყვარს, ამჯერად ფოთლის დანახვამაც კი გამახარა.

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 17:01
by Ketevan Guliashvili
ეკლესიის შიდა მოხატულობა, ალაგ-ალაგ ფერთა სიმკვეთრით ძალინ შთამბეჭდავი იყო, ფოტო არ გადაგვაღებინეს, ასეთ შემთხვევაში სულ გიორემეს მუზეუმში მგონია ხოლმე თავი, მონასტრის შინაგანაწესს უნდა დაემორჩილო.

გარედან გადაღებით გული ვიჯერე:)


Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ჯგუფური ფოტო: ლეო, იაკო, ტომა, ნაია, მთამყვარებია, ფალკონი, ნათია ტუხაშვილი, აცაბაცა, ზვიადი, ლომი, მაკა, თათია, ანასტასია, მაესტრო ალექსანდრე, კაკატული, არაგვისპირელი, ანანო, ლიბრა, ბეშქენა. დათო, ქსოვრელი, ამიგო და თამი კადრს მიღმა დარჩა.

Image

Uploaded with ImageShack.us

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 17:38
by Ketevan Guliashvili
ლიბანში ზვიადმა აგვიყვანა, მაგრამ ერთ-ერთ აღმართზე თოვლში ჩაჯდა. ნაწილი წამოვედით, მერე აღმოჩნდა რომ ზვიადი საკმაოდ ღრმად ჩაეფლო და ბიჭები დასახმარებლად დარჩნენ, გოგონები კი ამოუშვეს.

Image

Uploaded with ImageShack.us

სანამ სანატორიუმთან ავედით ციგით მოსრიალე ბავშვებს გამოვეცნაურეთ. არ იყვენენ უცხოებისაგან სითბოს დაჩვეულები....

თოვლი მუხლამდე იყო.

Image

Uploaded with ImageShack.us


Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us


საერთო ძალებით ზვიადის მანქანის ამოტანა მოხერხდა, ბიჭებმა ძალიან იყოჩაღეს. გოგონებიც წავეშველეთ. ზვიადმა მანქანა წარმოუდგენელ ადგილას მოატრიალა და გზას დაადგა. ჩვენ ფეხით გვინდოდა სიარული და ჩავუყევით.

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 17:39
by Ketevan Guliashvili
Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც საფინალო ფოტო:)

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 20:32
by L-O-M-I
Tami

არაფრის :)

პირიქით მადლობა რომ ჩემი ეკიპაჟის წევრები იყავით :)