ზღუდერის შემდეგ გზაზე გუბეების ზომები გაიზარდა და თოვლიც გაჩნდა გაყინული, ამ გაყინულ თოვლში გაყინულ გუბეებს ვამტვრევდით და ისე მივდიოდით. იმ კაცის ნათქვამი გაგვახსენდა და მივხვდით რომ ეხლა ჩრდილოაღმოსავლეთითდან სამხრეთ დასავლეთით მივდიოდით და ასეთი რამეები მოიმატებდა. რამდენიმე საზარელ გუბეში მხნედ გავიარეთ მარა ერთ მრისხანე გუბესთან გადაწყდა რომ თუ ფეხით წავიდოდით პრობლემებს უფრო ავიცილებდით და სოფელ ელბაქიანში (თუ არ მეშლება) ჩვენი მანქანა გენოს დავუტოვეთ.
გზა გავაგრძელეთ და მივხვდით რომ ყოველ 50 მეტრში ასეთი საზარელი გუბე იყო და სწორედ მოვიქეცით რომ ფეხით წავედით. მალე ტელეფონები აღარ იჭერდა. გზაში ვმსჯელობდით რომელ საათზე უნდა დავბრუნებულიყავით უკან. გზა საკმაოდ გრძელი გამოდგა! თითქმის სწორეზე, მარა უამრავი უზარმაზარი გუბით.
სხვა მონაცემები არ მახსოვს, მარა გზიდან ბატეთის გადასახვევთან 3.15სთზე ვიყავით. ცოტა შევჭამეთ, და დავინახეთ რომ საწინაარმდეგო მხრიდან სამი ზურგჩანთიანი ადამიანი მოდიოდა!!! ქართველები გამოდგნენ!! ბაკურიანიდან მოვდივართო!!! გაგვიკვირდა და გაგვეხარდა!! ჩვენ ვინც შეგვხვდა და ვინც გამოგვაცილა ყველა იმას გვეუბნებოდა ამ თოვლში სად მიდიხართო და ესენი ბაკურიანიდან მოდიოდნენ, 4 დღე!!!
ერთმა შემხვედრმა ისიც გვითხრა თუ არ იცით იქ ტბას ვერ იპოვითო!! საბედნიეროდ ეჰ_დათო ნამყოფი იყო და იმედი გვქონდა.
სამხრეთის მზიანი ფერდის ავლის შემდეგ გზა ტყეში შევიდა. აქ უკვე საკმაოდ ღრმა თოვლი დაგვხვდა რომელშიც მუხლზე მეტად ვეფლობოდიტ ყოველ ნაბიჯზე. ღრმა თოვლში სიარული ძნელიაო, ვისაც გაუგონია ვერ დაიჯერებს სანამ არ გამოცდის. სხვისი არ ვიცი მარა ჩემი ისედაც მძიმე ბატინკები რომ დასველდა და მგონი შიგაც წყლით გაივსო ისეთი მძიმე გახდა ფეხის ამოღება თოვლიდან უკვე აუტანელი იყო. ზოგჯერ ვფიქრობდი აღარ ამოვიღებ, დავრჩები და აქ ვიცხოვრებ მეთქი

როგორც გაირკვა ასეთი ფიქრები სხვებსაც ქონდათ. რამდენჯერმე ისეთი გარემო იყო, ეხლა გადავიხედავთ და ტბას დავადგებითო, მარა ტბა არ ჩანდა. "ტბას ვერ იპოვითო" გამაგხნევებელი ფრაზაც თავში გვიტრიალებდა.
ტბას რომ მივადექით 16.30 იყო. ცეცხლის ანთება დავიწყეთ. ჩვენ ეხლა გაყინულები ვართ არაყი დავლიოთო. ამდენი არაყი არასოდეს დამილევია, ასეთი გაბრუებულიც არასოდეს ვყოფილვარ!! ეტყობა უჭმელობაც დაეხმარა ამას. მწვადი შევწვით, დავისვენეთ და უკან გზას გამოვუყევით 18.30-ზე.
რუის-ურბნისის ეპარქიას საკმაოდ ბევრი ეკლესია მონასტერი ქონია იმ მხარეში. მარხვის დაწყების წინა დღე იყო და რამდენიმე ნივა მოძრაობდა გზაზე. ასე 20.30-ზე ერთმა ნივამ მე და ქართლისდედა წამოგვიყვანა.
პინკი, wanderer da eh_datoც 30 წუთში მოვიდნენ. ძალიან გაგვიკვირდა ასე ჩქარა როგორ მოვიდნენ!!! 22.00-ზე მანქანა დავძარით და თბილისის გზას დავადექით. ის რთილი ორმოები რომლებიც მე მაშინებდნენ ადვილად გავიარეთ, თან ზუსტად ჩვენი დაძვრის მომენტში ნივამ გამოიარა, რომელსაც ვთხოვეთ გამოგყვებით, სადმე თო ჩავვარდით რომ დაგვეხმაროო. საბედნიეროდ არაფერი ასეთი არ მომხდარა. მეც ძალიან დაღლილი არ ვიყავი იმიტომ რომ ტვირთი არ მიტარებია ჩემი კეთილი თანამგზავრების წყალობით და უკანაც ასე 7-8 კმ მანქანით გამოვიარე. თუ არ ჩავთვლით ქარელში და დიდ დიღომში ორიენტაციის დაკარგვას, უკან გზაზე არაფერი სანერვიულო არ მომხდარა.
სახლებში ჩამოვრიგდით (eh_dato SORRY ბოლომდე რომ ვერ მიგიყვანე) და 01.00-ზე სახლში მივედი. დაღლილი და ნასიამოვნები!!
რა ვნახეთ გზად და როგორი იყო ტბა არ მომიყოლია. იმედია სხვებიც დამეხმარებით.