Page 3 of 4

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 12:29
by Wanderer
Gvalva
Eh_Dato
დიდი მადლობა სურათებისა და მონათხრობისათვის.

PINKY
ჰაო. (ძველი ინდიელების მისალმება). :D

Mao
Thanks. :)

დავამატებ იმას, რაც პრინციპში უკვე თქვა დათომ: ეს იყო ძალიან ორგანიზებული სვლა ! კამათი გზისგასაყარზე გრძელდებოდა ხოლმე იმდენ ხანს, რამდენი დროც სჭირდებოდა სულის მოთქმას, ანუ 1-2 წუთი. როცა დათო და გვალვა იტყოდნენ - წავიდეთ მარჯვნივ - მივდიოდით მარჯვნივ. :)

ადვილად შეიძლებოდა გზის დაბნევა ! კიდევ კარგი დათო უკვე ნამყოფი იყო ტბაზე. გზა რომ დაგვბნეოდა ან ვინმე დაღლილიყო და ვერ ევლო - ტბამდე ვერ ავიდოდით !

ღრმა თოვლში რომ ავდიოდით მე სხვადასხვა მეთოდები მოვსინჯე სასიარულოდ, მაგრამ მაინც დავიღალე - ეფექტური არცერთი არ გამოდგა.

უკანა გზაზე კინაღამ მოვკვდი. :D ფეხსაცმელებში წყალი + გზა, რომელიც არ მთავრდებოდა + ყინულ- და თოვლნარევი ტალახი.

ყველა გვეუბნებოდა ვერ ახვალთ, ვერ ახვალთო. ხო მაინც ავედით ! ისიც გვითხრეს, რომ ტბა არ იქნება გაყინულიო. ტბა მთლიანად გაყინული დაგვხვდა. :)

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 13:44
by kirk_hammett
მაგრები ხართ!მაგარი ლაშქობა გამოგსვლიათ!

proud...proud...proud!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :wink: :wink: :wink: :wink: :D :D :D :D :D :D

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 13:45
by pauna
Eh_Dato
მაგარი ხალხი შეგხვედრიათ!!!!!!!! მოკლემკლავებით რა მაგარი ვინმეა....

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 14:20
by Druides
ხალხო ტბა რამდენად გაყინული იყო ციგურებზე შედგება ადამიანი???? :lol: :lol:

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 15:31
by PINKY
კი..

შედგებადა..

მარრა 1პრაბლემაიკა..

ნაპირებზე.. 2-3 მეტრა თჰელიკა..

შუაშვი სკელ..

1 ნაჰტამი დაგჯირდებადა..

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 07 მარ 2006, 19:54
by Giorgi Bagrationi
ძალიან გამიხარდა რომ ყოველივემ მშვიდობიანად ჩაიარა.
როგორც ფოტოებიდან ჩანს ზამთარი სხვანაირად ლამაზია ტბაზე (თან კოღოებიც არ გაწუხებენ :lol: ).
ასე რომ, გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისშიც ღირს წასვლა; სულ სხვა სურათი და სიტუაცია იქნება.
რაც შეეხება ღრმა თოვლში სიარულს, წელს ალბათ ვეღარ მოესწრება, ხოლო შემდეგი წლის ზამთრისთვის იქნებ ღირდეს მამაპაპური თხილამურების დამზადება და იმით ლაშქრობის მოწყობა.
ზაფხულში რომელიმე თოვლიან მთაზე მისი გამოცდა შეიძლება.
მე მგონი ადვილი დასამზადებელია, მხოლოდ თხილის ან შინდის თხელი ჯოხები და ტყავის ზონრებია საჭირო.
აი ისიც:

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 08 მარ 2006, 11:42
by Eh_Dato
გზის შესახებ არაოპტიმისტური ვარაუდები თავიდანვე გამოვთქვი.
ცალკე თემაა - ორმოები.
ჩემი დაკვირვებით - ორმოები გზაზე საქართველოში ორ კლასად შეიძლება დაიყოს - ქალაქის ტიპის - სადაც მანქანას ბორბალი უვარდება და სოფლის ტიპის - სადაც ჩადიხარ და ამოდიხარ...
ზოგჯერ - ვერცა.
:wink:
მე რომ ზაფხულიდან მშრალი და მტვრიანი ორმოები მახსოვდა, ახლა სავსე იყო ყინულის, ტალახის და წყლის ნაზავით...
მათ დანახვაზე პირველი, რაც გავიფიქრე "დაააა, ტუტ ტანკი ნე პრაიდუტ..."

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 08 მარ 2006, 13:03
by Eh_Dato
ავედით, ცხადია ყოველგვარი გრაფიკის დარღვევით.
შეფიქრიანებულმა, მორიდებულად ვთქვი, მწვადზე უარი გვეთქვა დროის დაზოგვის მიზნით, რაზეც ყველამ სასტიკი უარი თქვა.
ცეცხლიც დავანთეთ, შევწვით და გეახელით...
გემრიელად.
რა ვართ მაინც ეს ქართველები! :wink:
თუმცა მანამდე ჩემივე უკვე პრინციპული რჩევით, ყველამ თითო ჭიქა არაყი დალია.
ზოგზე ისე იმოქმედა (თანამდებობას არ დავასახელებ :wink: ), რომ ტბის ნაპირზე რთული ტრაექტორიით დაიწყო სიარული.

Image

რაზე ლაპარაკობს ხოლმე ერთად მყოფი ორი მძღოლი?
ალბათ - გლუშიტელზე ან კარდანნი ვალზე.
და რაღაზე ილაპარაკებდა ბატეთის ტბაზე მყოფი ოთხი მოგზაური? ყინულის ჩამტვრევის ხმას გავიგონებდით პირველად, თუ წყლის დგაფუნს, ან - როგორ უნდა გამოიყვანო გაყინულ ტბაში ჩავარდნილი ადამიანი, უკვე დასველებული ფეხები კიდევ უფრო რომ არ დაისველო. :)
თეორია - თეორიად.
პრაქტიკა - არ დაგვჭირვებია. :D

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 08 მარ 2006, 13:45
by Eh_Dato
უკანა გზა უფრო ყოჩაღოდ ჩამოვირბინეთ.
ცოტას ჯოხები გვშველოდა, ცოტას - ჩვენივე ნაბიჯით ნატკეპნი თოვლი, ცოტას დაღმართი.
გადასახვევიდან 15 წუთი სიარულის შემდეგ ნივა წამოგვეწია და ლიკა და ლელა გავაყოლეთ.
შემდეგ კაცებმა 2 საათიანი მარშ-ბრასოკი გავაკეთეთ. გზაზე სულ ერთხელ დავისვენეთ 3 წუთით. ბნელოდა და რამდენიმეჯერ მაინც ყველამ კიდევ გავტოპეთ - სიბნელეში თოვლს ვხედავდით, წყლისა და მიწის გარჩევა კი გვიჭირდა...
დიდი ხნის უნახავი მამიდის დანახვა ისე არ გაგვიხარდებოდა, როგორც ჩვენი მანქანის დანახვით ვიხარეთ.
მერეც ყოჩაღოდ ვიყავით.
ან რა მოგვადუნებდა - ლელა გვიყვებოდა სენტიმენტალურ ისტორიას ყველა იმ ავადმყოფობაზე, რაც მის მანქანას სჭირდა.
თავიდან - ბლიჟნები არ ინთებაო და ჩვენ ტელეპატიის მეშვეობით ვცდილობდით შემხვედრებისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. ტელეპატიამ არ გაჭრა - არც ისინი გვირთავდნენ ბლიჟნებს და ვეჭვობ არამეგობრულად აკრაჭუნებდნენ კბილებს.
და ალბათ - არამარტო... :wink:
მერე ნელ-ნელა გავიგეთ, რომ არც დვორნიკები მუშაობდა, ბენზინიც სადღაც ორთქლდებოდა, მაგრამ როცა თქვა ტორმუზიცო, გულდათუთქულმა ვთხოვე აღარ გაეგრძელებინა... გამიჩნდა სურვილი, თბილისამდე მანქანის წინ მერბინა წითელი ალმით ხელში და "ვოე, ვოე, მოეცალეთ..." მეყვირა.
ჩამოვედით კარგად.
თუ არ ჩავთვლით...
ბატეთის ტბაზე ზამთარში ნამყოფმა ხალხმა სირცხვილით როგორა ვთქვათ, მაგრამ პინკის მიყვანის შემდეგ დიდი დიღმიდან გამოსასვლელი გზა აგვერია და რამდენიმე ფუჭი მანევრი შევასრულეთ. :wink:

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 08 მარ 2006, 13:45
by Gvalva
Giorgi Bagrationi

ასეთი ფეხსაცმელები მე მინახავს რომელიღაც მთის მოსახლის საკუჭნაოში (იქ სხვა საინტერესო ნივთებიც იყო), ოღონდ მათი გარეთა რკალი უფრო ოვალური ფორმის იყო, ფეხის სიგრძის გამო და კიდევ ტყავისვე თოკებიც ქონდა იმ რკალზე ფეხებზე მისამაგრებლად.

მეც ვფიქრობდი ჩამოსვლის შემდეგ რისგან შეიძლება დამზადებულიყო ასეთი ფეხსაცმელები, პინკიმ იქვე თქვა ჩოგბურთის ჩოგნებისგანო (ხელის მოსაკიდის გარეშე). დამზადებისას ერთი რამაა გასათვალისწინებელი, ეგ თუ თოვლში ჩავიდა, ამოღება დიდი პრობლემა იქნება. ამიტომ ბადე ზომიერად მჭიდრო უნდა იყოს. მე იმასაც ვფიქრობდი, საახალწლო ფილმის გმირის არ იყოს, ზაჩემ ჟდაც ცელიი გოდ-მეთქი... მარა ყვითელ ბარათს რომ მანახებენ, მერე წესიერად ვიქცევი ხოლმე... ერთ ხანს :)

ზაფხულში აუცილებლად ვიხალისებ მაგის დამზადებაზე!

Eh_Dato

ეგ საკითხები მე რომ სურათების გადასაღებად წავედი მაშინ გაარჩიეთ?? ნასვამი ან მთვრალი კი არ ვიყავი, მე ვიყავი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. თურმე რა სხვადასხვა რამეები ყოფილა!! :) ეხლა მეტი გაგებით შევხედავ ფეხარეულ ადამიანებს ქუჩაში :)

სურათები... ეჰ, ჯერ ისე რას ვიღებ და ახლა ალკოჰოლის ზემოქმედების დროს... :)

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 08 მარ 2006, 15:39
by Eh_Dato
ესეც რამდენიმე ფოტო...
განწყობისათვის...

Image

Image

Image

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 09 მარ 2006, 04:09
by PINKY
მაგრამ პინკის მიყვანის შემდეგ დიდი დიღმიდან გამასასვლელი გზა აგვერია და რამდენიმე ფუჭი მანევრი შევასრულეთ.
ლოოოლ..

Fაკტიურად სასწაულებს აჰდენთრა..

დიდიგამს.. სულ 1 გამასასვლელ აკვს..

და ეგეც ცენტრალურ ტრასაზე გამოდის..

დაროგორმააჰერჰეთ ? ? ?



ჰიდისკვეშ გაჰვედიით ? ? ?

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 09 მარ 2006, 10:38
by Nika
და კიდევ ლელას უკანა საბურავები "ლისები" აქ. "ეტი ჟიგული ჩემ დუმაიუტ? ...."

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 09 მარ 2006, 12:08
by Gvalva
დიდი დიღმიდან გამოსასვლელი გზა აგვერია და რამდენიმე ფუჭი მანევრი შევასრულეთ

ხომ გითხარით გზა დაიმახსოვრეთ მეთქი, რამდენჯერაც დიდი დიღმიდან გამოსვლა ვცადე, ყოველთვის ასე დამემართა, ასე რომ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა :)
და კიდევ ლელას უკანა საბურავები "ლისები" აქ.
დაიწყეს ეხლა...
ძალიანაც კარგი სბურავები აქვს!! ძალიანაც კარგად დადის!! და კიდევ ბევრსაც მატარებს!! :D :D

მაგას ჯობია ბახუსის ზემოქმედების ქვეშ გადაღებული ფოტო დაათვალიერეთ :)

Image

ბატეთის ტბა თოვლში

Posted: 09 მარ 2006, 13:03
by lama
უუუუუმაგრესია :lol: :lol: :lol: :lol: