Page 1 of 2

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 08 ნოე 2011, 20:33
by Ledi
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი.

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ფოკა-ვარძია-საფარა.

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქალაქი - ახალციხე, რაიონული ცენტრი - ასპინძა, სოფლები: თმოგვი, ნაქალაქევი, ხერთვისი.....

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ვარძია - 240 კმ
(ზვიადის მონაცემებით :) სულ გავიარეთ 545კმ)

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ფეხით არ გვივლია.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ხერთვისისა, და თმოგვის, ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, კვარშას ეკლესია, ვანის ქვაბები, ნათლისმცემლის სახელობის წუნდას ეკლესია.

9. ლაშქრობის ღირებულება:
550 ერთეული ეროვნულ ვალუტაში ;)
(ამას გარდა, თანხის აგროვების შემდეგ დარჩენილი 30ლარი ზვიადის მინიბუსიდან, რომელიც მოხმარდება ქველმოქმედებას.)

10. ლაშქრობის მონაწილეთა სია:
1. Ledi
2. თეო_გიორგობისთვე
3. ლოლა
4. სკოპი
5. maikoooo
6. maikoooo+
7. maikoooo+
8. maikoooo+
9.AIRMISHOO
10.AIRMISHOO+
11 civciva
12 civciva+
13 vajius
14.დომციკო
15.kolonkelidze
16..kolonkelidze+
17.tutmaji
18.tutmaji +
19tutmaji +
20.tutmaji +
21.chqareuli
22. khatuna25
23.მამუს+ბიდზინა
24.მაუს+ხიზანა
25. shaqara
26-28 Ledi+
29.vajius +
30. civciva+
31.kolonkelidze+ ლედი სალო მოდიიიი
32.tutmaji +
33.tutmaji +

და ჩვენი უძვირფასესი და შეუცვლელი მეგზური, - ზვიად ჩიტაური

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=53 ... sc&start=0

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 08 ნოე 2011, 20:45
by Ledi
მინდა გითხრათ, რომ ტრადიციული დაგვიანებით დაწყებული გასვლა წარმატებით დასრულდა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მალე, მინდოდა უფრო დიდხანს ვყოფილიყავი თქვენთან ერთად, ახლა უფრო მომენატრებით...
...აი, უკვე მენატრებით

გკოცნით ბევრს

სიყვარულით Ledi

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 09:25
by domciko
მადლობა ლედის, ასეთი ულამაზესი გასვლისთვის, მადლობა ბავშვებს რომ ასეთი კარგები ხართ და გკოცნით :)))
გაგრძელება იქნება 8)

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 11:42
by Tami
ეე, მოყევით რა,
რას გაჩუმებულხართ :(
33 ადამიანიდან არავინ გადაიღო ფოტოები??
:x

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 13:39
by shaqara
დგეს იქნება სურათები არინერვიულოთ :D

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 15:58
by AIRMISHOO
ესეიგი მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ მაშინ..
ესეგი თბილისიდან დავიძარით დანიშნულ დროზე ცოტა გვიან , რაც სამწუხაროდ ძალიან ცუდი ფაქტია.. ყველაფრის მიზეზი კი ისე და ისევ დაგვიანებაა... გზად ჩვენს "მინიბუს" დაეშვა საბურავი, და ჩვენ, მწეველებს მოგვეცა შანსი კიდევ ერთი ღერით მოგვეწამლა ჩვენი ორგანიზმი. სხვათაშორის სასიამოვნოც იყოო, აქვე გავიცანით მაწანწალა მეცხვარე რომელსაც გავუმასპინძლდით სხვადასხვა საჭმელით და დესერტად მარიამის პრიანიკები ვაჭამეთ, ძაღლი აშკარად კმაყოფილი დარჩა :D:D:D ამის შემდგომ განვაგრძეთ გზა ფოკის მამათა მონასტრისაკენ, სადაც დავყავით დაახლეობით 40 წუთი, მოვილოცეთ ტაძარი და ფარავნის ტბასტან გადავიღეთ "რამოდენიმე" სამახსოვრო ფოტო-სურათი. ფოკაში საკმაოდ ციოდა და ქარიც ქროდა..
ფოკის მამათა მონასტრის მოლოცვის შემდგომ , გეზი ავიღეთ მესხეთისაკენ, გზად ჩაუარეთ საღამოს ტბას და დედათა მონასტერს , სადაც წინა დღით გახლდით. გზად იშლებოდა ულამაზესი ხედები... და ამ სილამაზით ტკბობისას, გამოჩნდა ხერთვისის ულამაზესი ციხე-სიმაგრე. რა თქმა უნდა შევჩერდით და გადავიღეთ ფოტოები.სამწუხაროდ თავად ციხე არ დაგვლილაშქრავს დროის უქონლობის გამო..
ჩვენი შემდეგი გაჩერება ვარდძია გახლდათ,და მანამ სანამ ვადძიაში ჩავიდოდით, გზად კვლავ ულამაზესი ხედები გადაიშალა.. აქვე მინდა დიდი მადლიერება გამოვთქვა ჩვენი მძღოლის -ზვიადისადმი, რომელმაც ერთი ბოთლი ნამდვილი, სომხური, 5 ვარსკვლავიანი კონიაკი გვაჩუქა.. კონიაკმა აგვიმაღლა ბუნება განწყობილება, თუმცაღა სამარისი არ იყო და ვისკიც დავამატეთ, ეგრეთწოდებული "ატვიორკა"თი განვაგრძეთ ჩვენი მხიარულება.. დომციკო კვლავინდებურად "სვეცკაობდა" ჩემთან ერთად :):) გასაკუთრებულად მინდა გამოვყო წივწივა, რომელიც მთელი გასვლის განმალობაში გვამხიარულებდა და გვართობდა, მათ შორის მუდოებსაც...
და აი როგორც იქნა გამოჩნდა ვარძია... უშუალოდ შესასვლელამდე 400-ოდე მეტრში გავჩერდით, რადგანაც ვარძიის თვალწარმტაცი პეიზაჯი გადაიშალა და ასეთ ადგილას ფოტოს გადაღების შანსს ვერ გავუშვებდით ხელიდან.. მე, სკოპი, ლოლა გიორგი, საბა და კიდევ 2 კარაველი ფოტოების გადაღების პროცესში ვიყავით, როცა ჩვენმა მინიბუსმა ჩაგვიარა ; ეს მანძილი ფეხით განვლეთ და გზად ბევრი ლამაზი ფოტო გადავიღეთ. ვარდძიაში ექსკურსია-მძღოლი დაგვხვდა, რომელმაც შეძლებისდაგვარად მოგვითხრო ხუროთმოძღვრული ძეგლის ისტორია.. 2 საათიანი ბოდიალისა და ფოტოსესიის შემდეგ გზა განვაგრძეთ საფარისაკენ,, უკვე 4 საათი ხდებოდა და ამიტომაც ვანის ქვაბების დათვალიერება ვეგარ მოვახერხეთ... ხო და კიდევ, კიბეებზე ჩამოსვლისას მაიკოს "+" მა ფეხი იღრძო, მიუხედავად ამისა მედგრად გაუძლო ტკივილს და ჯოხის დახმარებით მინიბუსამდე ჩამოვიდა...გზად ვაშლები დავკრიფეთ და ეგრევე თამი გამახსენდა, და ფოტოც გადავიგე თამის საპატივსაცემოდ :D:D:D:D:D:D


the end


part 1

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 17:27
by skopi
რამდენიმე სურათს დავდებ საბას სურათებიდან :oops:

ეს ჩვენი ახტომის მცდელობა რომელიც კრახით დასრულდა :lol:
Image

ხერთვისის ციხის ფონზე პოზიორობა :P
Image

საყვარელი ადამიანები წივწივა და ზვიადი :)
Image

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 09 ნოე 2011, 19:29
by skopi
ესეც ვარძია
Image

ესეცც ულამაზესი საფარა
Image

Image

Image

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 10 ნოე 2011, 09:36
by Tami
AIRMISHOO wrote: ...გზად ვაშლები დავკრიფეთ და ეგრევე თამი გამახსენდა, და ფოტოც გადავიგე თამის საპატივსაცემოდ :D:D:D:D:D:D
ფოტო დაიდოს!
:D

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 10 ნოე 2011, 09:45
by jude
Tami wrote:
AIRMISHOO wrote: ...გზად ვაშლები დავკრიფეთ და ეგრევე თამი გამახსენდა, და ფოტოც გადავიგე თამის საპატივსაცემოდ :D:D:D:D:D:D
ფოტო დაიდოს!
:D
უგემრიელესიიი ვაშლებიიიი :D :D

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 15:42
by marmenio
ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად წამოსვლა და შემოდგომის საფარის ნახვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე და ახლა სურათებით მაინც მანახეთ, ნუ ზარმაცობთ :)

მე ჩემი დის გადაღებლ ფოტოს დავდებ, რადგან თვითონ არ არის დარეგისტრირებული.

მონატრებული წივწივა თავის ბანვის პროცესში და ლოლა.

Image

Image

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 11 ნოე 2011, 15:48
by marmenio
Image

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 17 ნოე 2011, 02:09
by Gvalva
აუ, არადა ეს გემრიელი ვაშლების ჩახრამუნების "ტრადიცია" კარავზე ჩემს კისერზეა :)

მახსოვს, ნაიას დაბდღის გასვლაში ზარზმა ოქროს ციხის გზაზე ჩემი იდეა იყო, ვაშლებს დავეხმაროთ, ძაან დახუნძლულები არიან მეთქი, ისე ანათებდნენ წითლად გულგრილად ვერ ჩაუვლიდი (არადა ერთი ყუთი ვაშლი უკვე გვედო მანქანაში: ხაშურში 3 ლარად ნაყიდი (3 ლარად ყუთი, კილო კი არა))

ხოდა თუ ძაან დასახმარებლები არ არიან ვაშლები დანაშაული გრძნობას ნუ გამიმძაფრებთ ხოლმე, შემიბრალეთ :)

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 17 ნოე 2011, 11:41
by QAQUCA
მოპარული გემრიელიაოოოოო, განსაკუთრებით ვაშლიოოოო :lol: :lol: :lol:

საფარა-ვარძია 06.11.2011

Posted: 17 ნოე 2011, 15:27
by Tami
QAQUCA
რავიცი, კი გადამაყოლეთ კინაღამ მაგ ქურდობას :roll: :roll:

Gvalva
ცოტა ხნის წინ, სწორედ ზარზმის გასვლაში
დავაყაჩაღეთ რამოდენიმე კარაველმა
იქაური ვაშლის ბაღი.
ისეთი გემრიელი იყო,
წვნიანი და ხრაშუნა :D
ხოდა ამას წინათ ნაიკუნას დაბდღის თემაშიც ვნახე,
როგორ იპარავთ ვაშლებს და გამიხარდა,
რომ მარტო მე არ შემაცდინა
გზისპირას ასე მადისაღმძვრელად
წითელ-ყვითლად მანათობელმა ვაშლებმა :oops: :oops: