Page 1 of 8

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაშლოვანზე :კარავზე: ბევრი რამ წერია, ამიტომ, სათქმელზე პირდაპირ გადავალ:
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 2011ის ღვინობისთვის 15ში გავემგზავრეთ და მე2 დღეს დავბრუნდით.
3 ჯიპით 13ნი ვიყავით. 1 მეგზური, ამირან კოდიაშვილი ადგილზე დავიმატეთ.
2 მონაწილეს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. გეზში ცვლილებები შევიტანეთ და მიჯნისყურის კოტეჯებთან ვეღარ ჩავედით,
რადგან გზად მესაზღვრეთა საგუშაგო უნდა გაგვევლო.

1ლ დღეს ვაშლოვანის ნაკრძალი ვნახეთ. როგორც წესი, ნაკრძალზე ტურისტების დაშვება არ
შეიძლება და ამიტომ, მხოლოდ ცოტა მანძილი ვიარეთ ფეხით.
ამირანმა ამ ადგილებში 800 წლის საკმლის - პატრიარქის ხე გვაჩვენა.
შემდეგ ჩემს 1-1 უსაყვარლეს ადგილას - ალესილებთან წავედით, საიდანაც აფრიკული წალკოტის ხედები იშლება, განსხვავება ის არის, რომ აქ ზებრები, ჟირაფები, ლომები, მარტორქები არ დასეირნობენ.
ალესილები ვაშლოვანის დაცულში რამდენიმეა, მაგრამ ჩვენ დათვისხევთან ვიყავით. სხვათაშორის, ეს ის დათვისხევია,
სადაც წლების მანძილზე კედელში ჩასმული სპილოს ძვალი იყო, რომელიც შარშან წვიმების შედეგად ჩამოვარდნილა კიდეც.

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
საღამოს დედოფლისწყაროს საოჯახო სასტუმროში წავედით, სადაც დილის საუზმით ადგილი 30 ლარი ღირდა.
დიასახლისი - ქალბატონი ნელი იმდენად გულისხმიერი იყო, რომ დილის საუზმის ფული ვისაც გადახდილი არ ჰქონდა, ისიც დაპატიჟა.

იმ 2 პირს, ვისაც წინა დღეს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, დედოფლისწყაროს ტაქსის მძღოლებმა საღამოს ჩამოუტანეს.
ამიტომ, მე2 დღეს გულდინჯად გავემგზავრეთ დაცული ტერიტორიის იმ მიმართულებით, რომელსაც დალის (იორის) წყალსაცავი-ტახტი-თეფა-ქილაკუპრა ჰქვია.
ამირანმა, წინა დღის მეგზურმა გზის რუკა დაგვიხაზა. თან, ნამყოფიც ვიყავი და ამ ყველაფრის წყალობით,
მრავალგზიან ტახტი-თეფაზე აღმოვჩნდით.
მანამდე კი ქილაკუპრაზე წავედით. გზად მესაზღვრეთა საგუშაგოზე შეგვამოწმეს. მესაზღვრეებიდან 4 კმში,
აზერბაიჯანის საზღვართან 1.5კმში მცირე ბუყბუყა ვულკანებია, საიდანაც ტალახი და ნავთობი ამოიფრქვევა.
ამ ადგილებმა ჩემზე ტახტი-თეფას მსგავს ბუნების ძეგლზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ბოლო 2 კმ სამანქანო გზა არ არის და მინდორ-მინდორ ვიარეთ. მთავარი ნიშნული
ქილაკუპრას გორაკი იყო, რომელიც მესაზღვრეებმა დაგვანახეს და გზა არც არავის შეეშლება.
ამის მიუხედავად, ამ ადგილებში ტურისტები, თითქმის, არ დადიან.
უფრო იმიტომ, რომ არც გზამკვლევებშია დატანებული და არც ცნობები არსებობს. ამ ბუნების ძეგლის შესახებ
ჯერ კიდევ შარშან გავიგე და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი, რომ გულში ამოჭრილი ადგილი ვნახე.

საღამოს 5 სთზე დედოფლისწყაროში ვიყავით. შემდეგ თბილისისკენ დავიძარით.
10 კმ არ გვქონდა გავლილი, რომ ლეო1ის მანქანა, სადაც მეც ვიჯექი, რადიატორის დაზიანების გამო, გაჩერდა.
თავიდან წყლის ადუღება შევნიშენეთ და გაგრილებას დაველოდეთ. კარავი87მა დარეკა, ვერ გხედავთ, რატომ აგვიანებთო. ლეომ დახმარება საჭიროდ არ ჩათვალა, მაგრამ მოგვიანებით,
როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე ვიდექით, თბილისიდან დამხმარე მანქანა გამოვიძახეთ,
რომ ჩაბმით ჩავსულიყავით.
ამასობაში ვანიჩკებმა და ქონგურმა მეგობრებთან 1ად ჯიპებით ჩამოაირეს, ისინიც ვაშლოვანში ყოფილან.
მათ დაზიანებული მანქანა ჩააბეს და დამხმარეს გამოჩენამდე გვატარეს, რითაც 1 სთ მაინც მოვიგეთ. დიდი მადლობა მათ.
თბილისში ღამის 2ის ნახევარზე ვიყავით.

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ სასიამოვნო გასვლა იყო. 600 კმს ნაცვლად 450მდე კმ გავიარეთ. ამიტომ დანახარჯი ეკიპაჟის წევრისთვის 30-35 ლარი იყო.
მეგზურის 1 დღიანი მომსახურება 50 ლარი დაჯდა. სასტუმროსი საუზმით 30 ლარი.
ეს თანხა იმ სიამოვნებისთვის ნამდვილად ღირდა, რასაც ვაშლოვანი ჰქვია.

ამ გასვლის დაგეგმვის ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=361552#361552

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
მონაწილეთა სია:

ეკიპაჟი I
1. ლეო1 ჯიპით
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3-5. ლეო1ის +ები

ეკიპაჟი II

1. ავთოხას + პაჯეროთი
2. ავთოხა
3. კარავი 87
4. llev

ეკიპაჟი III

1. ზვიო
2. ქეთო
3. ქეთი გულიაშვილი
4. თამუჩელო

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქილაკუპრა
Image

გზად ქილაკუპრისკენ
Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 02:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიმწუხრის პირი შირაქის ველებზე
Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტახტი-თეფა

Image

Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაშლოვანის ნაკრძალი
Image

Image

Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ალესილები
Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხედები პანტიშარას ქედიდან
Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეთა მცირე ნაწილი
Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 04:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაშლოვანის შემოდგომა
Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 08:42
by karavi87
ესეც ქილაკუპრა თავისი ულამაზესი ხედებითურთ და საოცარი კანიონი:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 08:52
by karavi87
ტახტი-თეფა

Image

Image

Image

Image

Image

Image

შემოდგომის ქართული აფრიკა - ვაშლოვანი-ქილაკუპრა, 15-16.10.11

Posted: 18 ოქტ 2011, 09:01
by qvevri
სპილო ადგილზე იყო?