იმერეთ–სამეგრელოს ტური

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 14:48

1. რეგიონი:
იმერეთი–სამეგრელო

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი–ზესტაფონი–ქუთაისი–წყალტუბო–მარტვილი–სოფ. ჯოლევი–ჭიათურა–საჩხერე–თბილისი

უბისა — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის რაიონში, ოფუცხოლის კანიონი, იგივე გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძიენბის სახელობის დედათა მონასტერი
ნოქალაქევის ეკლესია,
კაცხის სვეტი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
ადვილი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
25 ლარი + 15 ლარი საკვები.

6. მონაწილეთა რაოდენობა
1. ხატია ქასრაშვილი
2. გიორგი ქასრაშვილი
3. დათო გურიელიძე
4. ზურა მჭედლიშვილი
5. ნინო ქირია
6. ქეთი კოპტონაშვილი
7. ლევანი
8. ლაშა კობერიძე
9. თაია ცისკარაული
10. სალომე ცისკარაული
11. ევგენი
12. ქეთი ჭანკვეტაძე
13. დავით ბერიშვილი
14. ლადო გიორგაძე
15. ნათია შარაბიძე
16. ლაშა მუმლაძე
17. გიორგი სამხარაძე
18. ნინო ხარშილაძე
19. ნინო ხვედელიძე
20. ნინო მკლავიშვილი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
shoda1121 (დავით ბერიშვილი)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
უაზრო კითხვაა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 600 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
5 კმ ალბათ.. (მარტო პრომეთეს მღვიმე კილომეტრი და 400 არის)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბაგრატის ტაძარი, გელათი, პრომეთეს მღვიმე, გოჩკადილის კანიონები, ნოქალაქევი(ციხე გოჯი), კაცხის სვეტი, მღვიმევის მონასტერი.

12. საბანაკე ადგილები:
ერთ ერთი მონაწილის სახლში დავბანაკდიტ სოფელ ჯოლევში.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნუ იფიქრებთ სამსახურზე უბრალოდ ისიამოვნეთ : )

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო

16. რისკები, საფრთხეები:
დასავლეთი ნალექიანი მხარეა და თუ წვიმა წამოვიდა მტრისას.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

სათაფლია

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველა ქალაქში იჭერდა

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 ბალი.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 15:14

არც თუ ისე მოკლე აღწერა:

დავიწყებ იქიდან რომ ძალიან მინდოდა ამ შაბათ–კვირას სადმე წასვლა და თბილისს რამოდენიმე დღით მაინც მოშორება.. კარავზე კი მხოლოდ თელიანი ველის რთველი იგეგმებოდა და დათოს შემოთავაზება ტუზივით დამეცა. ყოველთვის მინდოდა მარტვილის კანიონების ნახვა ხოლო ერთ ერთი ტურუსტული კომპნია ჩვენ მარშუტს 125 ლარად აფასებდა რაც არც თუ ისე იაფია : ) კიდევ მინდა ავღნიშნო ერთ ერთი მოულოდნელობა ის იყო ამ გასვლაში რომ, ორგანიზატორმა ვირული სამუშაო შეასრულა და საკვები წინა დღისით სულ თითონ იყიდა, რაც არცერთ კარავულ გასვლაში არ მომხდარა სადაც კი ვყოფილვარ.
დილით 6:30 წუთზე დაგვიანების გარეშე სულ ყველა შევიკრიბეთ კოლმეურნეობის მოედანზე. (ჩვენი მეგზურს თამაზი ერქვა და გაგიკვირდებათ და ზვიად ჩიტაურის ჯგუფელი ყოფილა და ერთმანეთს კარგად იცნობენ) ჩვენი პირველი გაჩერება ქალაქ ქუთაისში იყო სადაც უბისის ეკლესია მოვინაულეთ. სხვათაშორის აქ პატარა კურიოზიც მოხდა : )) ჩვენმა ორგანიზატორმა გადაწყვიტა ეკლესიის გვერდით მდებარე პატარა კოშკურაზე ამძვრალიყო, რომელიც შემდეგ გარკვევით აღმოჩნდა მღვდელთა საცხოვრებელი.. ამ დროს მამაო წირვას ატარებდა და როდესაც კიბეზე აძვრა დათო, მღვდელმა ეკლესიის სარკმელიდან შეამჩნია და წიგნი ხელიდან კინაღამ გაუვარდა : )) რათქმაუნდა ყველა გამოვცივდით გარეთ და ურჩი მონაწილე ქვემოთ ჩამოვიყვანეთ : )) ამ თემაზე ბევრს ვხალისობდით ბაგრატისკენ მიმავალ გზაზე. ბაგრატის ტაძარი სულ ხარაჩოებში იყო შემოფარგლული და დიდი სამუშაოები ტარდებოდა, ერთი შეხედვით ამხელა ტაძარი არსად მინახია რათქმაუნდა სამების შემდეგ! და ძალიან საწყენი იყო რომ, სავალალო მდგომარეობაში იყო და ძველი იერსახიდან მხოლოდ კედლები იცავდა. ამ დროს საშინლად ცხელოდა ქუთაისში და დიდი ხნით გაჩერება ვერ მოვახერხეთ. შემდეგი ფუნქტი წყალტუბო და პრომეთეს მღვიმე იყო. დავითას წინასწარ გარკვეული ჰქონდა და ჩაწერილებიც ვიყავით მაგრამ რომ მივედით, მთელი იმერეთის საბავშო ბაღი იქ დაგხვდა.. ექსკურსიები ჰქონდათ რადგან, მღვიმე ოქტომბრამდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და უფასო იყო მისი მონახულება. რეინჯერმა გვითხრა რომ სიაში არ ხართ და ხვალამდე ვერ შეგიშვებთო!! თუმცა ჩემს გარდა მონაწილეთა 90% სამთავრებო ადმინისტრაციულ სამსახურებში მუშაობენ და არ გასჭირვებიათ დაერეკათ ზემოთ ინსანციებში და სულ ბოდიში ბოდიშით შეგვიშვა რეინჯერმა. ახლა ცოტა რამეს ამ მღვიმეზე ვიტყვი. იგი აღმოჩენილ იქნა 1983 წელს ხოლო 2007 წელს მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. შიგნით მუდმივად 14 გრადუსია და ტემპერატურა არ იცვლება. შესვლის თანავე ვიგრძენი საოცარი სურნელი. გზად უამრავი სტალაგმიტები იყო ხოლო, ეს მღვიმე მილიონობით წელიწადს ითვლის. მხოლოდ ის რად ღირს რომ, ერთ სტალაგმიტს რომ 1 სმ მოემატოს საჭიროა 4 საუკუნე. ზოგი სტალაგმიტი კი ჭერში 10 მეტრსაც აღწევდა : ) ირგვლივ სულ არაბუნებრივი სილამაზე იყო და ეს ფერადი ნათურებით განათებული ქვაბული ცოტა მისტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. გიდმა ასევე გვითხრა რომ ამ მღვიმეში ასევე არის 300 მეტრის სიგრძის და 8 მეტრის სიღრმის ტბა რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალი წლიდან უკვე ნავით გასვლაც კი იქნება შესაძლებელი. ბევრი ვიმხიარულეთ თუ ცოტა გამოვედით მღვიმიდან და 14 გრადუს შეჩვეული ორგანიზმი კვლავ სიცხეში გამოვიტანეთ : ) კიდე მინდა დავამატო გამოსასვლელში იყო მოხუცი კაცის და ძაღლის ქანდაკება სადაც სურათებს იღებდნენ ყველა, მაგრამ სასაცილო ისაა რომ ეს იყო დარაჯის სკულპტურა რომელიც ცოცხალია და იქვე იდგა, აღმოჩნდა რომ ეს კაცი 25 წელია ერთგულად ემსახურება ამ საქმეს და სიცოცხლეშივე დაუდგეს მონუმენტი.
ჩვენი შემდეგი გაჩერება უკვე სამეგრელო და მარტვილი იყო სადაც გოჩკადილის კანიონები უნდა გვენახა!

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by domciko » 26 სექ 2011, 15:25

CheLo
ყოჩაღ!!!! კარგი იყო ხო... წამოვსულიყავი რაღას ველოდებოდი :D:D დაბდური ვარ რაა :D

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 15:36

მარტვილში რომ ჩავედით უკვე საღამოს 6 საათი იყო. ეს ადგილი ვიდეოში ხო ლამაზია? მაგრამ დამიჯერეთ რეალურად კიდევ უფრო ლამაზია! გამქირავებლებს 2 ნავი ჰქონდათ და 4 რეისი დაგვჭირდა სულ ყველას რომ მოგვენახულებინა კანიონები. ისეთი ემოციური ადგილი იყო არ ვიცი რა დავამატო აუცილებელია საკუთარი თვალით ნახო ეს ყველაფერი.. თვითონ ბუნებაა ძალიან ლამაზი და კანიონებს კიდევ უფრო ალამაზებს. ასევე ვნახეთ კლდეში გაქვავებული დინოზავრის ჩონჩხიც. ბიჭების გარკვეულმა ნაწილმა იბანავა კიდევაც დადიანების საბანაო ადგილზე. ამ დღის ბოლო გაჩერება მარტვილის ეკლესიის ნახვა იყო. ეს ეკლესია 7 საუკუნისაა და თავისი იერი ისევე აქვს შენარჩუნებული როგორც თავდაპირველად ჰქონდა. ჩემი კარვული გასვლებიდან ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ ესეთი ეკლესია არსად მინახავს. ანუ ძალიან მოვლილია და გეგონება ედემის ბაღში შეხვედიო. ყვავილები, ბუჩქები ხეები, დასასვენებელი სკამები.... ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული ალბათ ნიუ იორკის პარკსაც კი შეშურდებოდა.. ეკლესიაში რომ შევედით ახალგაზრდა წყვილი ჯვარს იწერდა და რათქმაუნდა დავინტერესდი ღამე რატომ უნდა იწერდნენ ჯვარს თქო და ამიხსნეს რომ აქ ასეთი ტრადიციააო რაც საინტერესოა ნამდვილად : ))
ამით დამთავრდა ჩვენი პირველი დღე და ემოციებით დატვირთულები გაუყევით გზას ნათია შარაბიძის სოფელ ჯოლევში ღამის გასათევად.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 15:49

სახლი საკმაოდ ლამაზი და მყუდრო იყო, გოგოებს თავი არ შეურცხვენიათ ეგრევე სამზარეულოში გაიქცნენ და დაიწყეს ფუსფუსი.. გაშალეს სუფრა და გემრიელად ვიქეიფეთ. არც სასმელი გვაკლდა და არც არაფერი!! რა გინდა სულო და გულო მწვადებიდან დაწყებული ხაჭაპურებიდან დამტავრებული! ჭამის შემდგომ გადავწყვიტე დაძინება. რადგან წინა დღით, ღამე გათენებული მქონდა კომპიუტერთან, ამ ბოლო დროს ჩემ მაღვიძარას ვეღარ ვენდობი და რომ არ დამგვიანებოდა გადავწყვიტე არ დამეძინა და ვიფიქრე მინიბუსში მაინც მოვხუჭავ თვალს თქო.. გავშალე ჩემი ქვეშაგი საძილე ტომარა და დავიძინე მაგრამ მხოლოდ 5 წუთით : )) მიუხედავად იმისა რომ ეს ბავშვები მაინც ასე ვთქვათ ჯერ "ნავიჩოკები" არიან და სალაშქრო ატრიბბუტიკა არააქვთ და არც დიდი კარვული გამოცდილება, დროს ტარება და სიმღერა ნამდვილად იციან.. 10 საათზე დაწოლილი გათენების 3 საათამდე ვცდილობდი დაძინებას მაგრამ მათი მხიარული სიმღერა ამის საშუალებას არ მაძლევდა : )) ბოლოს წამოვხტი და მეც მათ მიუჯექი, ამ დროს უკვე ბედს შეგუებული ვიყავი რომ აღარავინ აპირებდა დაძინებას.. ხოდა სუფრა რომ ავალაგეთ დავიწყეთ მაფიის ღამის თამაში და ამ თამაშმა ისე ჩაგვითრია მხოლოდ გათენების 7 საათზე ვიგრძენი დრო როგორ გასულა.. უკვე ისეთი გამოფიტული ვიყავი ესენი კი არა ქვინის როკ ოპერაც კი ვერ გამაღვიძებდა : )) და მივისკვანჩე ჩემ ბუნაგში. ორსაათნახევარი საკმარისი აღმოჩნდა დასასვენებლად და ჭამის და აბარგების შემდეგ 11 საათისთვის დავადექით გზას ნოქალაქევისკენ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 16:02

პირველი დღე ხომ ძალიან კარგი თბილი და სასიამოვნო იყო? აი მეორე დღე მისი საპირისპირო იყო!! ასეთო კოკისპირული წვიმა არცერთ ლაშქრობაში არ მინახავს.. (ალბათ ავენისში ღამე რომ დასცხო მხოლოდ იმას შევადარებდი) ჯერ მივედით ნოქალაქევის მუზეუმში სადაც დავათვალიერეთ ამ ადგილას ნაპოვნი უამრავი ნივთი. შემდეგ კი გამოვდით მუზეუმიდან და წავედით გალავნით შემორტყმული ამ ტერიტორიის დასათვალიერებლად. ამ დროს წვიმა ცოტათი შეთხელებული იყო და კოკისპირულად აღარ წვიმდა. რისი დათვალიერებაც ამ ამინდში შესაძლებელი იყო ვნახეთ და უკან გამოუყევით მინიბუსამდე გზას.. აი აქ კი დაიწყო წვიმა ისევ და ოლიმპიურ მორბენალსაც კი გაუჭირდებოდა ჩვენი დაწევა ისე გამოვრბოდით : )) უკან არავინ იხედებოდა და ერთი ჩვენი მონაწილე გოგო გუბეში სახით რომ ჩავარდა არც არავის მოსვლია აზრად აეყენებინა : )) ისეთი სველები ვიყავით გავიხადეთ ყველაფერი და მინიბუსში ვწურავდით : )) აბა გარეთ ვერ გაყოფდი ხელს ; )) რომ გამოვიცვალეთ სველი ტანისამოსი წავედით უკვე სოფელ კაცხაში, კაცხის სვეტის ტაძრის სანახავად. არ ვიცი ამ დღეს თითქოს ღმერთი ნაწილობრივ ჩვენსკენაც იყურებოდა, კვლავ შენელდა წვიმა და მოვახერხეთ მინიბუსიდან გადმოსვლა და მონასტრამდე მისვლა, ხო მონასტრამდე იმიტომ რომ ქვემოთ სვეტის ძირში მონასტერია ტაძარი კი თითონ უშველებელ 120 მეტრიან სვეტზეა. მამაო ძალიან თბილი და საყვარელი იყო, გვთხოვა ყველა არ ავსულიყავით იმ რკინის კიბეებზე რადგან წვიმა იყო და ცურავდა. და მხოლოდ ერთი ჩვენთაგანი აუშვა ვისაც არ ქონდა ალკოჰოლი დალეული და ფოტოაპარატიც მას გავატანე. ცოტახანში ცა ისევ მოიღრუბლა და აღარ დაველოდე ლაშას უკან ჩამოსვლას, გამოვიქეცი თამაზისკენ და ჩემი ვარაუდი ახდა, დანარჩენები ისევ კოკისპირულ წვიმაში გალუმპულები მოცვივდნენ :lol:
Last edited by CheLo on 26 სექ 2011, 16:05, edited 1 time in total.

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by stranger » 26 სექ 2011, 16:03

domciko wrote:CheLo
ყოჩაღ!!!! კარგი იყო ხო... წამოვსულიყავი რაღას ველოდებოდი :D:D დაბდური ვარ რაა :D
ძალიან კარგად აღწერს ამ დღეების შთაბეჭდილებებს, მთელი გულით :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 16:17

წვიმა არ წყდებოდა და საჭმელი მინიბუსში ვჭამეთ. ჭიათურაში რომ შევედით ისე როგორ იქნებოდა არ გავჩერებულიყავით და საბაგიროების ქალაქი არ გვენახა? ამ ქალაქში ყველამ იცით რომ არის უამრავი მაღარო და მუშების ასაყვან ჩამოსაყვანად ქალაქში ბევრი საბაგიროა. იმდენი რომ მოსახლეობას რომ კითხო ვერც გეტყვიან ზუსტად რადგან ყველგან არ იქნებიან ნამყოფები. ჩვენ რომელი საბაგიროც ავირჩიეთ ეს საბაგირო 1953 წელში იყო აშენებული და სტალინის საბაგირო ერქვა რომელიც ნომერ ოცდამეხუთე მაღაროსთან მიდიოდა. ჩავჯექით გარკვეული ნაწილი მონაწილეებისა და დავიძარით გზად კი აპარატი ფანჯარაში მქონდა გაყოფილი და ჭიათურის ულამაზეს ხედებს ვიღებდი!! პირველი შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა ამ ქალაქზე რომ ეს არის თბილისი ოღონდ უცნაური და ძაან ლამაზი რელიეფით. ქალაქში უამრავი მაღალსართულიანი სახლია, თანამედროვე შუქნიშნებით და უამრავი ხიდებით.. ჩვენი საბაგირო იმ ადგილას ავიდა სადაც ჰოლივუდის წარწერა არ იყოს, კლდეზე დიდი ასოებით წერია ჭიათურა ჩემი სიამაყეა.. იქვე აღმართულია ძალიან დიდი უშველებელი ჯვარი და გადმოსახედია საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით მოსჩანს. გადავიღეთ სურათები და ისევ კოკისპირული წვიმა რომ მოვიდა, გამოვიქეცით საბაგიროსკენ. გამცილებელმა გვითხრა 10 წუთი მოითმინეთო, მაგრამ ისე სციოდათ ბავშვებს რომ, (მე სქელკანიანი ვარ) ვერ გაძლეს და წუწუნ წუწუნით ის ქალი გამოიყვანეს თბილი ოთახიდან და ჩამოვედით საბაგიროთი ისევ ქვემოთ. სადაც მძღოლი გაგვეხუმრა მინიბუსი სხვაგან გადააყენა და ჩვენ ადგილზე გაჩერებული უცხო მინიბუსი რომ დავინახეთ, იქითკენ წავედით და კინაღამ ავძვერით : ))
Last edited by CheLo on 26 სექ 2011, 16:21, edited 1 time in total.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by domciko » 26 სექ 2011, 16:20

CheLo
უკან არავინ იხედებოდა და ერთი ჩვენი მონაწილე გოგო გუბეში სახით რომ ჩავარდა არც არავის მოსვლია აზრად აეყენებინა
ამაზე ბევრი ვიცინე... მართლა რა გულიანად წერ... ფოტოებიც მოაყოლე რააააა :)))

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 16:27

უკანა გზაზე ფანჯრიდან მოსჩანდა მთებში დიდი ნახვრეტები რომელიც, რათქმაუნდა მაღაროები იყო. საჩხერეში გავჩერდით ცოტახანი გიორგი სამხარაძის სოფელში და მამამისთან ერთად კონიაკიც გადავხუხეთ.. აი მერე კი დავიწყეთ მინუბუსში ტანციმანცობები : ))) მთელი გზა ამის პატრონმა რა ქნას? ვთამაშობდით და ვისაც ეს თამაში უთამაშია ეცოდინება რომ ძალიან სასაცილო და სამხიარულოა.. რა არ მომიწია გოგოების ცხვირზე კოცნით დაწყებული სტრიპტიზით დამთავრებული : )) და 11 საათზე ჩამოვედით კიდეც თბილისში. სახლში რომ მოვედი ძალიან მინდოდა სურათების ატვირთვა და კარავზე თემის გახსნა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი თავი დავდე თუ არა ჩამეძინა.. ამით ვამთავრებ ჩემ აღწერას და ვიტყოდი მხოლოდ იმას რომ მალე ამ ბავშვებს ყველას გადმოვიყვან კარავზე და ჩვენ ერთ დიდ ოჯახს შეემატება უამრავი კარგი ხალხი ვისთვისაც უცხო არაა ნაგვის აგროვება და ბუნების და სამშობლოს სიყვარული!
Last edited by CheLo on 26 სექ 2011, 19:12, edited 1 time in total.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 16:52

უბისის ეკლესია
Image
Image

ორგანიზატორ!
Image

ჩავდივართ პრომეთეს მღვიმეში
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 17:11

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 17:25

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 17:36

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
იმერეთ–სამეგრელოს ტური

Post by CheLo » 26 სექ 2011, 17:39

Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]