დანიშნულების ადგილი : თელევის რაიონი სოფ. ჯუღაანი
ხანგრძლივობა : 1 დღე
მიზანი : რთველში მონაწილეობა, გამომუშავებულუ თანხის ბავშვთა ფონდში ჩარიცხვა !
იდეის ავტორები : კონსტანტინე და ავთოხა
მონაწილეთა რაოდენობა : 35 ადამიანი
******************
გასვლა დაგეგმილი იყო 6:30-ზე გავედით 7: 17-ზე
მონაწილეთა რაოდენობა ქარხანასთან იყო შეთანხმებული 20 ადამიანზე, მაგრად ვინაიდან მონაწილეობის სურვილი იყო დიდი, საბოლოო ჯამში წავედით 35 ადამიანი.
გზად შეგხვდა დატვირთული ურიკა საზამთროთი, საიდანაც მოხდა მოპარვა და დაგემოვნება საზამთროსი ნაწილი კარაველების მიერ!
თუმცა პატრონის გამოჩენისთანავე მოხდა ამ ზარალის ანაზღაურება (3 ლარის ოდენობით)
ამის შემდეგ გზა განვაგრძეთ გობორის გავლით თელავისაკენ... გზად ისეთი არაფერი აქ აღსანიშნი არ მომხდარა ...
დანიშნულების ადგილას ჩავედით 9:30 ზე. ნაცვლად 8:00-სა
კრეფა ადვიწყეთ 10:00-ზე
შესვენება 13:00-ზე რის შეგედაგაც შრომის უნარიანობა დაეცა საგრძნობლად

კიდევ კარგი აღმოჩნდა რომ საგზალი (რომელიც მითითებული იყო, რომ უნდა წამოგვეღო, ფაქტიურად არავის არ ქონდა ) ცოტა იყო ასე რომ ძალიან მალე მორჩა შესვენება და სამუშაოს ხალხი მალე დაუბრუნდა!
5 საათისთვის რთველი დასრულებული იყო !
გავუდექით გზას "თელიანი ველის" ქარხნისაკენ!
დავათვალიერეთ ქარხანა , დავაგემოვნეთ სხვადასხვა უგემრიელესი ღვინო, გადავიღეთ სურათები .
ჩვენ და გულისგასახარად მოვიდნენ მარმენიო და მონადირე , მოლოცვების შემდეგ- რათქმაუნდა ეზოში იცეკვეს და იმღერეს

თბილისისკენ გზას გამოვუდექით დაახლოებით 7 საათზე.
თბილისი ჩამოვედით : 9 საათზე!
დასაწერი თქვენც დაგიტოვეთ
