ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 18 სექ 2011, 13:22
თემის გახსნა მე სულ შემთხვევით შემომაჩეჩეს
ამიტომ ბოდიში მათ ვისაც სხვაგან მოუწია ამის წაკითხვა და ახლა განმეორებით კითხულობს 
პირველ რიგში, დიდი და ბანალური მადლობა ქსოვრელს ამ გასვლის დაგეგმვისთვის და განსაკუთრებით იმისთვის, რომ იტანდა ჯერ 4 და მერე 3 ქალის ყაყანს, პრეტენზიებს, წუწუნს, ”ქალური ლოგიკის” შემოტევებს, პირადად ჩემს მდორე ტემპს (მისი სიარულის ტემპი ვინც იცით, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ), ”არასანქცირებული ქეიფებს”, ვადაგადაცილებულ შესვენებებს და ათას სხვა გამოხტომას! შეგვიძლია ალექსანდრე წლის ჯენტლმენად გამოვაცხადოთ!
ესეიგი, გასვლა განხორციელდა 10 სექტემბერს, ნაცვლად 11-ისა. გეგმის შეცვლამ გარკვეული წყრომა გამოიწვია ”კარველების” მხრიდან, მაგრამ ეს მართლა ბოლო მომენტში მიღებული გადაწყვეტილება იყო, ბოლოს ვინც შევიკრიბეთ ”მართლა წამომსვლელები”, აღმოვაჩინეთ, რომ წინა დღეც თავისუფალი გვქონდა და გადავწყვიტეთ აღარ გადაგვედო გასვლა. ეს მთლად პატიოსანი საქციელი არ არის, მაგრამ იმედია გვაპატიებთ. არავისი წყენა არ გვინდოდა ნამდვილად და ვწუხვართ თუ ვიღაც ვერ შემოგვიერთდა ჩვენი დაუდევრობის გამო
1. რეგიონი: რაჭა, ონის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - შოვი - კატიწვერა - შოვი - საკაო - ონი - შქმერი - თბილისი - "შემოიხედე გენაცვალე"
3. ხანგრძლივობა: 8 დღე და 7 ღამე
4. სირთულე: იმდენგან ვიყავით, ყველანაირი სირთულე შეგვხვდა, მფრინავი ქვებიდან დაწყებული გაშლილი მინდვრებით დამთავრებული
5. ლაშქრობის ღირებულება: გზა თბილისიდან შოვამდე 15 ლარი, ერთი ღამისთევა შოვის ტურბაზაში 10 ლარი, შოვიდან საკაომდე 6 ლარი დაქირავებული ტრანსპორტით, ონიდან შქმერამდე 5 ლარი სარეისო ავტობუსით, გზა ონიდან თბილისამდე 23 ლარი. დანარჩენი კი, როგორც ქსოვრელმა წინადვე თქვა, ჩვენს მუცლებზე იყო დამოკიდებული
6. მონაწილეთა რაოდენობა: ლაშქრობის დასაწყისში ვიყვით ხუთნი:
ქსოვრელი
ქეთი გულიაშვილი
იანო
მარიამო
მაიკო-გულადი
კატიწვერას დალაშქვრის შემდეგ დავრჩით ოთხნი. საშიში არაფერი იფიქროთ, ქეთი უკან წამოვიდა
7. ლაშქრობის ორგანიზატორი: მაღვიძარა ქსოვრელი
8. დანიშნულების ადგილთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფელი გლოლა კატიწვერასთან, სოფელი საკაო შოდას მწვერვალთან, ონი - ყველაფერთან
9. მარშუტის სიგრძე ტრანსპორტით: არავის გვიზრუნია დაგვეთვალა
10. ფეხით გავლილი მანძილი: ამის დათვლაზე მითუმეტეს არ გვიზრუნია
11. სანახავი ობიექტები: თავად კატიწვერა და უძირო ტბა, რომელსაც ადგილობრივები უპიროს ეძახიან, მწვერვალი შოდა, სადაც სოფელ საკაოდან უნდა ახვიდეთ, ამავე გზაზე მცირე ტბები ან ტბა, ასევე სოფელ საკაოდან დახლოებით ერთ კმ-ში მდებარე ჩანჩქერი, მოსახლეობის თქმით მცირე, მაგრამ ლამაზი. სოფელ შქმერში კი უამრავი რამაა სანახავი: შქმერის მღვიმე (დიდი და პატარა); მდინარის მშრალი კანიონი და თავად მდინარე, რომელიც ულამაზეს ღრმულში იკარგება; ამავე მდინარის სათავე; ახლადაშენებული ეკლესია; დრო და ამინდი თუ გიწყობთ ხელს, ერთი-ორი მთაა ასასვლელი, საიდანაც უუუუულამაზესი ხედები იშლება თურმე.
12. საბანაკე ადგილები: შოვის სანატორიუმის ეზოში, კატიწვერასკენ მიმავალ გზაზე ძნელია დაბანაკება, მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც შედარებით სწორია და კარავი გაიშლება. ასევე უძიროზე შეგიძლიათ ბანაკი დასცეთ, მაგრამ ღამით სიცივე შეგაწუხებთ ნამეტანი
უკანა გზაზე საბანაკე არსად არაა, სანამ სოფლამდე არ ჩამოხვალთ. სხვაგან ჩვენ კარავი არ გაგვიშლია, მაგრამ სოფელ საკაოშიც იპოვით ადგილს ამისთვის, ონის პარკშიც შეძლებთ კარვის გაშლას. ოღონდ ამისთვის იქაური პატრულის ნებართვა გჭირდებათ.
13. სასმელი წყალი მარშუტზე: გზაზე თითქმის ყველგან შეგხვდებათ სასმელი წყალი, გარდა საკაოს ტყისა.
14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ამაზე ჩემი რჩევა არ გჭირდებათ, ეჭვი მაქვს
15. სასარგებლო საკონტაქტო:
შოვის სანატორიუმის დარაჯი, ნადირა: 555368902
მეტი საკონტქტო ნომრები ჩემს ტელეფონში არ ინახება, თუ დაგჭირდათ, ორგანიზატორს მიმართეთ
16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
შეგიძლიათ ესტუმროთ ღებს და დაათვალიეროთ მისი მიმდებარე ტერიტორიები; ახვიდეთ მამისონის უღელტეხილზე; ასევე გადმოინაცვლოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
17. რუკა: მოგვიანებით
18. ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: აგვისტო
19. რისკები და საფრთხეები: საკმაოდ რთულია კატიწვერას ბოლო მონაკვეთი, არის ქვის დაცურების დიდი საშიშროება. ასევე ამინდი: წამებში იცვლება. ჩვენ სეტყვაში და დიიიდ ნისლში მოვყევით. ღამე ტყეში დაკარგვის დიდი შანსიც გაქვთ, საბედნიეროდ ამას ჩვენ გადავურჩით. დიდი საფრთხეა რომ ღამის გასათევის გარეშეც დარჩეთ, ამიტომ ეცადეთ კარავი სულ მშრალი იქონიოთ და სანატორიუმის თანამშრომლების იმედზე არ იყოთ
20. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისათვის: მთელ მარშუტზე ძალიან უჭირს ჯეოსელს, მაგთი ასე თუ ისე კარგად იჭერს, სოფელ შქმერში კი ანძაც დგას.
21. ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: კატიწვერას ძირი, თუ სწორედ მახსოვს, 3000 მ. ზღვის დონიდან. პ.ს. შემისწორეთ, თუ რამეა
22. სასარგებლო ბმულები:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=45 ... 1fc72b49c9
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=36 ... sc&start=0