Page 1 of 2

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 31 აგვ 2011, 10:59
by aragvispireli
მოკლედ :)
შეკრების ადგილი : რედისონ ბლუ ივერია
შეკრების დრო : 11:00
გასვლა : 11:40
მარშრუტი : თბილისი / წყნეთი - ბეთანია
გზა: საკმაოდ კარგი
ბოლო მონაკვეთზე დახრამული გზის გამო ფეხით გასავლელი დაახლოებით 1,5 კმ.

მონაწილეების რაოდენობა 18 ადამიანი . + მძღოლი :)

ჩავედით დაახლოებით 13:30-ზე მონასტრის ტერიტორიაზე დავყავით 2 საათი დაახლოებით.
მერე იქვე მდებარე მდელოზე გავშალეთ სუფრა, რომელიც წაბილწულ იქნა მონაწილეთა უწმაწური მაგრამ სასაცილო ფრაზებით :)

ძირითადში კეთილგანწყობილი საზოგადოება :)

თავგადასავლის გარეშე აბა როგორ შეიძლებოდა ამ გასვლას არ ჩაეარა ??
რაღაც განკსაკუთრებული ხომ უნდა დაგვმახსოვრებოდა :)

1. ბიჭები შეეცადნენ ტალახში ჩავადრნილი მანქანის დახმარებას (სამწუხაროდ უშედეგოდ) მაგრამ მაინც დადებითი ემოციებით დამუხტულები გავუდექით გზას ტაძრისაკენ.
2. უკან ამოსულებმა აღმოვაჩინეთ რომ საწვავი ავზიდან ფაქტიურად ბოლომდე იყო ამოღებული...
ისე მთლად უნამუსოებიც არ ყოფილან (დაახლოებოთ 3 ლიტრი დაუტოვებიათ) ასე რომ აღმართზე შევძელით ამოსვლა!

ამის გამო კოჯრში შევლა ვეღარ მოვახერხეთ რაც იქნა კომპენსირებული მე3. პუნქტით :)

3. თბილისისკენ მომავლებს, თედემ გული გაგვიხეთქა ისე იყვირა, უცებ ვერ მივხვდით რა აყივირებდა, აღმოჩნდა რომ ნოდარშომ დაინახა სოკო :) რასაც თედეს არანორმაური ღრიალი მოჰყვა!
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს რომ ნახევარი სამარშუტო მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოვჩვნდით და შევუდექით სოკოს კრეფას!
საკმაოდ მალე , საკმაოდ დიიიიდიიი რაოდენობით სოკო დავკრიფეთ.
რომელიც სახლში წამოვიღე და მეორე დღეს უზარმაზარ ქვაბში მოვამზადეთ და კარაველებმა ერთად გეახელით :)

მოკლედ ასეთი იყო ჩვენი გასვლა კარვული - მარიამობის დღეს ბეთანიაში!


პ.ს. იმის გამო რომ მეორე დღეს სოკოს მომზადებით ვიყავი დაკავებული ვერაფრით ვერ გავხსნიდი ამ თემას ( მელექს შე უნამუსო :))) )
გუშინ საღამოს კი სოკოსგან გადარჩენას ავღნიშნავდით ასე რომ ვერც წუხელ ვერ დავწერდი :))))


მემგონი რაღაც თქვენც დაგიტოვეთ ბავშვებო დასაწერად !
გკოცნით გეხვევით თქვენი არაგვისპირელი !!!

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 31 აგვ 2011, 22:05
by arcivi9
იქნებ ეს და ეს: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5238 თემები გაგვეერთიანებინა? :roll:

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 31 აგვ 2011, 23:47
by Mta Mkvarebia
arcivi9 wrote:იქნებ ეს და ეს: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5238 თემები გაგვეერთიანებინა? :roll:
და რა წერია მაგ თემაში ისეთი, რითაც შეიძლება ეს, მეორე თემა შეავსოს? რა აზრი აქვს გაერთიანებას? ჯობია წაიშალოს. ისე თემა აუცილებლად გასვლის მონაწილე ადამიანმა უნდა გახსნას და არა რეპორტაჟის მომლოდინე დამკვირვებელმა, იმ წესების დაცვით, რაც თამთამ დააკოპირა მეორე თემაში. თემის შექმნის ღილაკზე მარტო დაწკაპუნებას რა უნდა :).

ხალხი რომ არ დაიბნეს, ვშლი იმ თემას.

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 00:49
by arcivi9
Mta Mkvarebia
ისე თემა აუცილებლად გასვლის მონაწილე ადამიანმა უნდა გახსნას და არა რეპორტაჟის მომლოდინე დამკვირვებელმა
იმდენი ხანი არ გახსნეს ეგ თემა რომ შემეცოდა ეს გასვლა და ამიტომ გავხსენი :lol:

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 08:26
by Tamari-ch.
აბა ფოტოები???

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:05
by qvevri
Tamari-ch.
ფოტოები ფეისბუქზე იქნება და იქ მოძებნე :lol:
(როგორც ყოველთვის ვხუმრობ, თან როგორც შემიძლია)

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:50
by meleksa
ასე დავიწყეთ :) ვეხმარებით ვინცხას :)
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:51
by meleksa
ბეთანია
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:52
by meleksa
Image
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:58
by meleksa
28 ში დილით (ადრიანად არა :) ) შევიკრიბეთ ივერიასთან და წავედით :) წასვლამდე "ხარებაში" 5 ლიტრი ქინძმარაული ვიყიდეთ რაც მთავარია :) ავედით მთელი გზა სიცილ ხარხარით რათქმაუნდა :) მოვილოცეთ ბეთანია და ცოტა გამოვიარეთ უკანა გზა :) მერე დავსხედით და დავიწყეთ ქინძმარაულის ათვისება :)
წამა სმამ ასევე მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა რათქმაუნდა, ერთადერთი ბუნტურის მოწყენილი სახე აფუჭებდა გარემოს, სულ მოწყენილი და ?თან ჩუმად რატოა ეს ბუნტური ვერ გამიგია :lol: :lol:
კარგად მოლხენილები და ნასიამოვნები წამოვედით საღამოს :)
მერე რამდენიმემ ნაყინი და ლუდიც მივაყოლეთ მაგრამ ეგ აქ რა მოსატანია :)

მადლობა მინდა ვუთხრა თათიას პირველ რიგში და დანარჩენ ყველასაც, კიდევ ერთი ლამაზი გასვლის და დღის ხალისიანად გატარებისათვის :*

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 09:59
by meleksa
ჩვენი სუფრა :)
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 10:00
by meleksa
გაგიმარჯოთო :)
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 10:02
by meleksa
ტედე ჰორიზონტს გაჰყურებს ნეტა ახლა ნაჭამზე რა მესიამოვნებაო
Image

მოიფიქრა რაც უნდოდა :) დაწვა და საკუთარი მკერდის მოფერებით ტკბებოდა :lol: :lol:
Image

უბრალოდ გულზე ედო ხელი როგორც პატრიოტს, ცუდი არაფერი იფიქროთ :P

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 10:04
by meleksa
საზამთროც მივირთვით :)
Image
მე საზამთრო დავჭერი და დიდი ნაჭერი მინდაო :)
Image

მარიამობა- ბეთანიის მონასტერში

Posted: 01 სექ 2011, 10:06
by meleksa
მერე რამდენიმე დღით კალენდარი გადავწიეთ და ტამოს დაბ დღე მივულოცეთ :)
Image

მივულოცეთ როგორც წესია :)

Image