
შეკრების ადგილი : რედისონ ბლუ ივერია
შეკრების დრო : 11:00
გასვლა : 11:40
მარშრუტი : თბილისი / წყნეთი - ბეთანია
გზა: საკმაოდ კარგი
ბოლო მონაკვეთზე დახრამული გზის გამო ფეხით გასავლელი დაახლოებით 1,5 კმ.
მონაწილეების რაოდენობა 18 ადამიანი . + მძღოლი

ჩავედით დაახლოებით 13:30-ზე მონასტრის ტერიტორიაზე დავყავით 2 საათი დაახლოებით.
მერე იქვე მდებარე მდელოზე გავშალეთ სუფრა, რომელიც წაბილწულ იქნა მონაწილეთა უწმაწური მაგრამ სასაცილო ფრაზებით

ძირითადში კეთილგანწყობილი საზოგადოება

თავგადასავლის გარეშე აბა როგორ შეიძლებოდა ამ გასვლას არ ჩაეარა ??
რაღაც განკსაკუთრებული ხომ უნდა დაგვმახსოვრებოდა

1. ბიჭები შეეცადნენ ტალახში ჩავადრნილი მანქანის დახმარებას (სამწუხაროდ უშედეგოდ) მაგრამ მაინც დადებითი ემოციებით დამუხტულები გავუდექით გზას ტაძრისაკენ.
2. უკან ამოსულებმა აღმოვაჩინეთ რომ საწვავი ავზიდან ფაქტიურად ბოლომდე იყო ამოღებული...
ისე მთლად უნამუსოებიც არ ყოფილან (დაახლოებოთ 3 ლიტრი დაუტოვებიათ) ასე რომ აღმართზე შევძელით ამოსვლა!
ამის გამო კოჯრში შევლა ვეღარ მოვახერხეთ რაც იქნა კომპენსირებული მე3. პუნქტით

3. თბილისისკენ მომავლებს, თედემ გული გაგვიხეთქა ისე იყვირა, უცებ ვერ მივხვდით რა აყივირებდა, აღმოჩნდა რომ ნოდარშომ დაინახა სოკო

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს რომ ნახევარი სამარშუტო მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოვჩვნდით და შევუდექით სოკოს კრეფას!
საკმაოდ მალე , საკმაოდ დიიიიდიიი რაოდენობით სოკო დავკრიფეთ.
რომელიც სახლში წამოვიღე და მეორე დღეს უზარმაზარ ქვაბში მოვამზადეთ და კარაველებმა ერთად გეახელით

მოკლედ ასეთი იყო ჩვენი გასვლა კარვული - მარიამობის დღეს ბეთანიაში!
პ.ს. იმის გამო რომ მეორე დღეს სოკოს მომზადებით ვიყავი დაკავებული ვერაფრით ვერ გავხსნიდი ამ თემას ( მელექს შე უნამუსო

გუშინ საღამოს კი სოკოსგან გადარჩენას ავღნიშნავდით ასე რომ ვერც წუხელ ვერ დავწერდი

მემგონი რაღაც თქვენც დაგიტოვეთ ბავშვებო დასაწერად !
გკოცნით გეხვევით თქვენი არაგვისპირელი !!!