Page 9 of 12

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 09:18
by Naia
რა ლამაზი ფოტოებია! ონის სინაგოგა ხომ არ გინახავთ? ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე მინახავს...

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 09:25
by Tamari-ch.
Naia wrote:რა ლამაზი ფოტოებია! ონის სინაგოგა ხომ არ გინახავთ? ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე მინახავს...
ეეეეეეეეეე

:lol:

ონის სინაგოგა იყო გეგმაში...
მარა....

:lol:

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 17:07
by qvevri
რაღაც იმ ცხენის ქანდაკება მომენატრა და ერთი შვიდიოდე სურათი იქნება ამ გვერდზეც დადოთ???

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:24
by Tamari-ch.
მრავალძალიდან წამოსლა აღარ გვინდოდა ისეთი სილამაზე იყო იქ!

Image


Image


Image

Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:27
by Tamari-ch.
Image


Image


Image

ეჰ.....

თუ კი მოხვდებით რაჭაში - მრავალძალი აუცილებლად ნახეთ!

ამის ენით და ფოტოაპარატით გადმოცემა შეუძლებელია! ეს უბრალოდ უნდა ნახო!

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:32
by Tamari-ch.
ნელ ნელა ჩამოვედით ზემო ბარში და მერე იმავე გზით უკან ტრასისკენ...

თამაზის სამარშრუტო გაფუჭდასავით -
სასაწრაფოდ საჭიროებდა ზეთის ჩასხმას - არადა ძალიან ცოტა დრო რჩებოდა დაღამებამდე.

ფეხით მრავალძალზე ასვლის და სამარშრუტოს გაფუჭების გამო ამოვარდა ღები - იქნებ სორი მაინც მოგვესწრო სანამ დაღAმდებოდა...

:?

გადაწყდა კახას სამარშრუტოში გადავმჯდარიყავით, ვისაც სორის ნახვის სურვილი სწყუროდა, ხოლო თამაზი წავიდოდა ამბროლაურში მანქანის ზეთის საყიდლად....

ჩAვეტენეთ...
:lol:

Image

გვარიანადაც დავიღალენით - თუმცა ხუმრობის ხასიათზე მაინც ვიყავით...

Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:42
by Tamari-ch.
Image

სორის ეკლესია დაკეტილი დაგხვდა. კარზე ტელეფონები ეწერა - გადავრეკეთ - ბიჭები წავიდნენ და გასაღEბი მოიტანეს....

მანამდე კი საზამთრო-ნესვ ფართი მოაწყვეს ბავშვებმა...
Image

ესეც მაგარი ფოტოა


Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:46
by Tamari-ch.
სორის მონასტერი – ნამონასტრალი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე სონტარულას მარჯვენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან. „გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთავის ჭარელისძის ქველის მიერ, ხოლო განახლებულია შოშიტა ერისთავის მიერ XVIII საუკუნეში. პირველი დახატულია ჩრდილოეთ კედელზე, მეორე სამხრეთ კედელზე.
წარწერები მხატვრობას აქვს ასომთავრულად, ხუცურად, მდივანმწიგნობრულად და მხედრულად“.
ეკლესია უნიკალური სიძველეებით ყოფილა მდიდარი. თუმცა, XIX-XX საუკუნეებში გაძარცვულა. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რაჭის საეკლესიო წიგნებში მოხსენიებულნი არიან სორის მონასტრის მღვდელ–მონაზვნები: დავით შიოს ძე მინდელი და იოანე ქაიხოსროს ძე. სორის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება 1850–იან წლებში მოიშალა.


Image

Image

Image

Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:49
by Tamari-ch.
Image

Image

Image

დანარჩენ ფოტოებს და
სორის ეკლესიის გალერეას დღესვე გავაკეთებ და ავტვირთავ საუნჯეზე...

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:57
by Tamari-ch.
შემდეგ დავბრუნდით ამბროლაურში სადაც თამაზის სამარშრუტო გველოდა

ისევ ფოტოები ხვანჭკარას ბოთლთან და ამბროლაურის წარწერასთAნ -
გიჟობები...
უკვე სამახსოვროდ...

რაჭას ვემშვიდობებოდით...

:D

Image

Image

Image

Image

Image

Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:57
by qvevri
მოიცა და ხვანჭკარა არ დალიეთ :?:

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 18:58
by Tamari-ch.
qvevri
იმ ბოთლიდან? :lol:




მიყვარხარ რაჭა!!!!!!!

:D

Image



Image

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 22:52
by qvevri
არა მართლა, ხვანჭკარა არ გაგისინჯავთ?
მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რაჭაში მეოთხედით იყავით...!

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 22:58
by Tamari-ch.
qvevri
სად გვეცალა ხვანჭკარისთვის და კაი ცხოვრებისთვის ჩემო ქვევრი...

დრიგინით ვირბინეთ ორი დღე 15 კმ აღმართებზე....

ჯერ ლაბეჭინაო - მერე მრავალძალიო..

ორივე მთის კენწეროზეა - ზემოდან დაჰყურებს ქვეყანას...

მრავალძალი ღებზე მაღლაა - 1850 მ ზღ -დან

თან ამ სიმაღლეს 1,5 საათში კრიფავ ფაქტიურად...

ხვანჭკარასთვის სად გვეცალა კაცო!

:lol:

რაჭა მყვარებია.. (20-21/08/11)

Posted: 25 აგვ 2011, 23:20
by qvevri
შექალო მე ზღვის დონიდან სიმაღლეები კი არ მიკითხავს, ხვანჭკარის დალევა არ დალევა გკითხე... :D